სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სთავაზობდა თუ არა იუსტიციის მინისტრობის დროს სააკაშვილი თეა წულუკიანს მოადგილეობას?
სთავაზობდა თუ არა იუსტიციის მინისტრობის დროს სააკაშვილი თეა წულუკიანს მოადგილეობას?

ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" რე­დაქ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ინ­ტერ­ვი­უს ეხ­მი­ა­ნე­ბა, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა "კვი­რის პა­ლიტ­რას" მის­ცა. წუ­ლუ­კი­ა­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მის­თვის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე სა­უბ­რობს. ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი ამ ეპი­ზო­დის სა­კუ­თარ ვერ­სი­ას "ფე­ის­ბუქ­ზე" ჰყვე­ბა.

"რა­ტომ ენა არ მომ­ტყდა?! :) უნდა მოვ­ყვე ეს ის­ტო­რია, ჩემს კი­სერ­ზეა:

ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­ში მუ­შა­ო­ბი­სას, წუ­ლუ­კი­ა­ნის­გან­ვე შე­ვი­ტყვე, რომ მა­ნამ სა­ნამ სტრას­ბურ­გში სამ­სა­ხურს შეს­თა­ვა­ზებ­დნენ, მო­უნ­დო­მე­ბია რო­მე­ლი­მე რე­გი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა და შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბის­თვი­საც მი­უ­მარ­თავს ამ წი­ნა­და­დე­ბით. მის­თვის უარი უთ­ქვამთ და პარ­ლა­მენ­ტში სტა­ჟი­ო­რო­ბა შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ. (დე­ტა­ლე­ბი მგო­ნი არ მეშ­ლე­ბა).

მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი და ფრაქ­ცი­ის ლი­დე­რი იყო. სტრას­ბურ­გში ვი­ზი­ტი­სას, ვუ­საყ­ვე­დუ­რე, თქვენ რა მთავ­რო­ბა ხართ, ადა­მი­ან­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა (ENA) და­ამ­თავ­რა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, რე­გი­ონ­ში წას­ვლა და მუ­შა­ო­ბა სურ­და და დას­ცი­ნეთ, პარ­ლა­მენ­ტის სტა­ჟი­ო­რო­ბა შეს­თა­ვა­ზეთ მეთ­ქი. მი­შამ რა­საკ­ვირ­ვე­ლია ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, და­ი­მახ­სოვ­რა.

რო­დე­საც მიშა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, და­მი­რე­კა და მკი­თხა, წუ­ლუ­კი­ან­ზე რომ მიყ­ვე­ბო­დი, მი­თხა­რი ზო­გა­დად რა ტი­პია და მო­ად­გი­ლედ ხომ არ გა­მო­მად­გე­ბო­დაო.

მე მი­შას ავუხ­სე­ნი, რომ თეა არ გა­მო­ად­გე­ბო­და (უკვე ვი­ცო­დი, რომ თეა სა­ა­კაშ­ვილ­ზე მა­მა­მი­სის სა­სა­მარ­თლო­დან წას­ვლის გამო გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი იყო - სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­მა­მი­სის შე­სა­ხებ მა­შინ არა­ფე­რი იცო­და), გარ­და ამა­სა, ისიც ვუ­თხა­რი, რომ ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვას და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას მას­თან სა­მუ­შა­ოდ არ მო­ი­სურ­ვებ­და. მერე ბევ­რი ვი­ცი­ნეთ, იმი­ტომ რომ ისიც ვუ­თხა­რი - "ნი­ან­გი გენა და ჩი­ბუ­რაშ­კა­სა­ვით" იქ­ნე­ბით, ერ­თად თქვე­ნი წარ­მოდ­გე­ნა კი ღირს მეთ­ქი :)

ამის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე გა­ვი­და და თეას ვუ­თხა­რი, მიშა რო­გორც ჩანს შე­წუხ­და შე­ვარ­დნა­ძის მთავ­რო­ბამ სამ­სა­ხურ­ზე უარი რომ გი­თხრა და გა­მოს­წო­რე­ბას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ ავუხ­სე­ნი, რომ შენ მას მო­ად­გი­ლედ არ გა­მო­ად­გე­ბო­დი მეთ­ქი :)

ეს იყო და ეს მთე­ლი "სამ­სა­ხუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა".

PS. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ მა­მის ცოდ­ვე­ბის შვი­ლის­თვის მო­კი­თხვა მი­უ­ღებ­ლად მი­მაჩ­ნია", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს: "სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­შინ არ იყო ჩემი მშო­ბე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი, რო­დე­საც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბი­სას თა­ვის მო­ად­გი­ლე­ო­ბას მთა­ვა­ზობ­და?"

იხი­ლეთ სტა­ტია: "სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ნი­კა­შია, იცის, მისი და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ მე შე­მიძ­ლია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სთავაზობდა თუ არა იუსტიციის მინისტრობის დროს სააკაშვილი თეა წულუკიანს მოადგილეობას?

სთავაზობდა თუ არა იუსტიციის მინისტრობის დროს სააკაშვილი თეა წულუკიანს მოადგილეობას?

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი თეა წულუკიანის ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც იუსტიციის მინისტრმა "კვირის პალიტრას" მისცა. წულუკიანი ინტერვიუში სააკაშვილის მიერ მისთვის იუსტიციის მინისტრის მოადგილეობის შეთავაზებაზე საუბრობს. ჩერგოლეიშვილი ამ ეპიზოდის საკუთარ ვერსიას "ფეისბუქზე" ჰყვება.

"რატომ ენა არ მომტყდა?! :) უნდა მოვყვე ეს ისტორია, ჩემს კისერზეა:

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მუშაობისას, წულუკიანისგანვე შევიტყვე, რომ მანამ სანამ სტრასბურგში სამსახურს შესთავაზებდნენ, მოუნდომებია რომელიმე რეგიონის ადმინისტრაციაში მუშაობა და შევარდნაძის მთავრობისთვისაც მიუმართავს ამ წინადადებით. მისთვის უარი უთქვამთ და პარლამენტში სტაჟიორობა შეუთავაზებიათ. (დეტალები მგონი არ მეშლება).

მაშინ სააკაშვილი პარლამენტის წევრი და ფრაქციის ლიდერი იყო. სტრასბურგში ვიზიტისას, ვუსაყვედურე, თქვენ რა მთავრობა ხართ, ადამიანმა ადმინისტრაციის ეროვნული სკოლა (ENA) დაამთავრა, საქართველოში დაბრუნდა, რეგიონში წასვლა და მუშაობა სურდა და დასცინეთ, პარლამენტის სტაჟიორობა შესთავაზეთ მეთქი. მიშამ რასაკვირველია ამის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ როგორც ჩანს, დაიმახსოვრა.

როდესაც მიშა იუსტიციის მინისტრად დაინიშნა, დამირეკა და მკითხა, წულუკიანზე რომ მიყვებოდი, მითხარი ზოგადად რა ტიპია და მოადგილედ ხომ არ გამომადგებოდაო.

მე მიშას ავუხსენი, რომ თეა არ გამოადგებოდა (უკვე ვიცოდი, რომ თეა სააკაშვილზე მამამისის სასამართლოდან წასვლის გამო განაწყენებული იყო - სააკაშვილმა მამამისის შესახებ მაშინ არაფერი იცოდა), გარდა ამასა, ისიც ვუთხარი, რომ ევროპულ სასამართლოში მაღალანაზღაურებადი სამსახურის დაკარგვას და საქართველოში დაბრუნებას მასთან სამუშაოდ არ მოისურვებდა. მერე ბევრი ვიცინეთ, იმიტომ რომ ისიც ვუთხარი - "ნიანგი გენა და ჩიბურაშკასავით" იქნებით, ერთად თქვენი წარმოდგენა კი ღირს მეთქი :)

ამის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და თეას ვუთხარი, მიშა როგორც ჩანს შეწუხდა შევარდნაძის მთავრობამ სამსახურზე უარი რომ გითხრა და გამოსწორებას ცდილობდა, მაგრამ ავუხსენი, რომ შენ მას მოადგილედ არ გამოადგებოდი მეთქი :)

ეს იყო და ეს მთელი "სამსახურის შეთავაზება".

PS. აქვე აღვნიშნავ, რომ მამის ცოდვების შვილისთვის მოკითხვა მიუღებლად მიმაჩნია", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე".

თეა წულუკიანი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს: "საინტერესოა, მაშინ არ იყო ჩემი მშობელი სააკაშვილისთვის მიუღებელი, როდესაც იუსტიციის მინისტრობისას თავის მოადგილეობას მთავაზობდა?"

იხილეთ სტატია: "სააკაშვილი პანიკაშია, იცის, მისი დაკავება მხოლოდ მე შემიძლია"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს