მომავალი წლიდან პირველკლასელები ნეტბუქებს აღარ მიიღებენ?

მომავალი წლიდან პირველკლასელები ნეტბუქებს აღარ მიიღებენ?

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთათვის ნეტბუქების პროექტს აუქმებს.

”ამბები.გე” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.  პრესცენტრის წარმომადგენლის, თიკო ფეიქრიშვილის განცხადებით, სამინისტროში მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, შესაბამისად მომავალი წლიდან ყველა პირველკლასელი სამინისტროსგან კვლავ მიიღებს საჩუქრად "ბუკს".

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2010 წლიდან პირველკლასელებს ნეტბუქი სახელად "ბუკი" გადაეცემათ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, ნეტბუქი მსოფლიოს წამყვანი კომპანიების, ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. კომპიუტერში გათვალისწინებულია ბავშვის ფსიქოლოგია და მისი უნარ-ჩვევები.

ambebi.ge

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"