მსახიობ პენელოპა კრუსის და, 35 წლის მონიკა კრუსი ბავშვს ელოდება. მსახიობმა და მოცეკვავემ საჯაროდ განაცხადა, რომ ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართა.
მონიკა ესპანური გაზეთის - El Pais-ის საიტზე პირად ბლოგს აწარმოებს, სადაც ორსულობის შესახებ მოყვა. "დედა გავხდები! ცხოვრების ოცნება განვახორციელე", - წერს მონიკა.
მონიკამ ორსულობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ ბავშვის მამის ვინაობის შესახებ ჭორები თავიდან აერიდებინა. იგი ორსულობის პირველი თვეები საზოგადოებას ემალებოდა, რომ მისი მდგომარებობით პაპარაცებს ფული არ ეშოვათ.
"მინდა ბავშვის მამის ვინაობის ან სავარაუდო კანდიდატების შესახებ საუბარი ავიცილო, ხელოვნური განაყოფიერების წყალობით დავორსულდი. მინდა ყველა ანონიმ მამაკაც დონორს მადლობა გადავუხადო, რომლებიც უამრავ ქალს ოცნების ასრულებაში ეხმარებიან", - ამბობს კრუსი.
მსახიობი უკვე 35 წლისაა, ოცნების მამაკაცს ჯერ არ შეხვედრია და ლოდინი და დროის კარგვა აღარ სურს.
მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.
იხილეთ ვიდეო: პენელოპა კრუსის უმცროსი და საცვლების ბრენდის სექსუალურ ფოტოსესიაში