საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა ყეინიშვილმა არ იცის, აპირებენ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას მისი პოლიტდევნილი მაზლები
ნანა ყეინიშვილმა არ იცის, აპირებენ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას მისი პოლიტდევნილი მაზლები

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, დე­პუ­ტატ­მა ნანა ყე­ი­ნიშ­ვილ­მა არ იცის, აპი­რე­ბენ თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას მისი პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე მაზ­ლე­ბი.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ყე­ი­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, მაზ­ლე­ბის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცის.

"სამ­წუ­ხა­როდ, ამომ­წუ­რავ პა­სუხს ვერ გაგ­ცემთ. მათ­თვის ნამ­დვი­ლად არ დაგ­ვის­ვამს ეს შე­კი­თხვა. უხერ­ხუ­ლიც კია ასე­თი შე­კი­თხვის დას­მა. რა­ტომ არ უნდა დაბ­რუნ­დნენ, როცა ბრალ­დე­ბა უკვე მო­ეხ­სნე­ბათ? ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ გა­და­ად­გი­ლე­ბა, ამ­დე­ნად მე არც მი­ფიქ­რია, რომ ასე­თი შე­კი­თხვა მათ­თვის და­მეს­ვა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, კონ­ტაქ­ტი მქო­ნია, თუმ­ცა არ მი­კი­თხავს", - აღ­ნიშ­ნა ყე­ი­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯე­მალ და ია­ნიკ ქარ­ქუსო­ვე­ბი ამ­ჟა­მად ვლა­დი­კავ­კაზ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

ნანა ყე­ი­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხი­დან პო­ლიტ­პა­ტი­მარ­თა და პო­ლიტ­დევ­ნილ­თა სი­ა­ში სულ სამი პირი იყო. პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით მისი ძმა, ზაზა ყე­ი­ნიშ­ვი­ლი გუ­შინ ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ამას­თან, რაც შე­ე­ხე­ბათ ქარ­ქუსო­ვებს, 2005 წლის ნო­ემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შსს-მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და­ეხ­მარ­ნენ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფილ მდი­ვან ჯე­მალ ქარ­ქუსოვს ცხინ­ვა­ლის ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თავ­შე­საფ­რის პოვ­ნა­ში. ქარ­ქუსო­ვი თა­ვის ძმას­თან, ია­ნიკ ქარ­ქუსოვ­თან ერ­თად გა­იქ­ცა.

ამას­თან, ჯე­მალ ქარ­ქუსო­ვი სამ­ხრეთ ოსე­თის დრო­ე­ბი­თი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შს მი­ნის­ტრად, ია­ნიკ ქარ­ქუსო­ვი კი ამა­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის დი­მიტ­რი სა­ნა­კო­ე­ვის მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა.

2008 წლის სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ომის შემ­დეგ ჯე­მალ და ია­ნიკ ქარ­ქუსო­ვე­ბი რუ­სეთ­ში გა­იქ­ცნენ და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა სა­ხის ბრალ­დე­ბე­ბი წა­უ­ყე­ნეს. მათ შო­რის, ქარ­ქუსო­ვე­ბი ომის და­წყე­ბა­ში ქარ­თულ მხა­რეს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

კი­დევ ერთი ძმა, ურუზ­მაგ ქარ­ქუსო­ვი, რო­მე­ლიც ნანა ყე­ი­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა, დრო­ე­ბი­თი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო.

ურუზ­მაგ ქარ­ქუსო­ვი 2007 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტზეც მუ­შა­ობ­და. ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2010 წელს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ურუზ­მაგ ქარ­ქუსო­ვი მა­შინ აცხა­დებ­და, რომ მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ მო­ტივს უკავ­შირ­დე­ბო­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ნანა ყეინიშვილმა არ იცის, აპირებენ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას მისი პოლიტდევნილი მაზლები

ნანა ყეინიშვილმა არ იცის, აპირებენ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას მისი პოლიტდევნილი მაზლები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა არ იცის, აპირებენ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას მისი პოლიტდევნილის სტატუსის მქონე მაზლები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ყეინიშვილმა განუცხადა, მაზლების გეგმების შესახებ არაფერი იცის.

"სამწუხაროდ, ამომწურავ პასუხს ვერ გაგცემთ. მათთვის ნამდვილად არ დაგვისვამს ეს შეკითხვა. უხერხულიც კია ასეთი შეკითხვის დასმა. რატომ არ უნდა დაბრუნდნენ, როცა ბრალდება უკვე მოეხსნებათ? ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, ამდენად მე არც მიფიქრია, რომ ასეთი შეკითხვა მათთვის დამესვა. რასაკვირველია, კონტაქტი მქონია, თუმცა არ მიკითხავს", - აღნიშნა ყეინიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები ამჟამად ვლადიკავკაზში იმყოფებიან.

ნანა ყეინიშვილის ოჯახიდან პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში სულ სამი პირი იყო. პოლიტპატიმრის სტატუსით მისი ძმა, ზაზა ყეინიშვილი გუშინ ამნისტიით გათავისუფლდა.

ამასთან, რაც შეეხებათ ქარქუსოვებს, 2005 წლის ნოემბერში საქართველოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს სპეცსამსახურები დაეხმარნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან ჯემალ ქარქუსოვს ცხინვალის ციხიდან გაქცევაში და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თავშესაფრის პოვნაში. ქარქუსოვი თავის ძმასთან, იანიკ ქარქუსოვთან ერთად გაიქცა.

ამასთან, ჯემალ ქარქუსოვი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შს მინისტრად, იანიკ ქარქუსოვი კი ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მრჩევლად დაინიშნა.

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ჯემალ და იანიკ ქარქუსოვები რუსეთში გაიქცნენ და საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა სახის ბრალდებები წაუყენეს. მათ შორის, ქარქუსოვები ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებდნენ.

კიდევ ერთი ძმა, ურუზმაგ ქარქუსოვი, რომელიც ნანა ყეინიშვილის მეუღლეა, დროებითი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი იყო.

ურუზმაგ ქარქუსოვი 2007 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს. ურუზმაგ ქარქუსოვი მაშინ აცხადებდა, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა