მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი: "სააკაშვილი პანიკაშია, იცის, მისი დაკავება მხოლოდ მე შემიძლია"
თეა წულუკიანი: "სააკაშვილი პანიკაშია, იცის, მისი დაკავება მხოლოდ მე შემიძლია"

ბოლო ხანს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­მიზ­ნე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გახ­და. მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მა­მა­მი­სის, ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლის, ავ­თან­დილ წუ­ლუ­კი­ა­ნის ფაქ­ტო­რის გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ.

"ავ­თან­დილ წუ­ლუ­კი­ა­ნი მო­სა­მარ­თლე იყო 1991-1997 წლებ­ში. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მან 20 სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. ყო­ველ­წლი­უ­რად ეს ადა­მი­ა­ნი ხელს აწერ­და სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩენს. ამ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი რე­კორ­დით ავ­თან­დილ წუ­ლუ­კი­ა­ნი არის ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი მო­სა­მარ­თლე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. მა­ინ­ტე­რე­სებს, იღებს თუ არა დღეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი პი­რად რჩე­ვებს ამ პი­როვ­ნე­ბის­გან, რო­მელ­საც შემ­ზა­რა­ვი და ბნე­ლი წარ­სუ­ლი აქვს", - გა­ნა­ცხა­და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რმა თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვამ.

გთა­ვა­ზობთ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრთან ინ­ტერ­ვი­უ­საც, რო­მე­ლიც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, ღა­მის თერ­თმეტ სა­ათ­ზე შედ­გა.

- რას უპა­სუ­ხებთ თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბას?

- ეს გან­ცხა­დე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ა­კაშ­ვილს ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის ჯგუ­ფი შე­იქ­მნას. ამ ჯგუფ­ში შე­დი­ან: და­ვით ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი, დე­პუ­ტა­ტე­ბი მე­ლი­ქიშ­ვი­ლი, სა­ჯა­ია, ნა­და­რე­იშ­ვი­ლი, ბო­კუ­ჩა­ვა და სხვ. პრე­ზი­დენ­ტი ეძებ­და სპი­კერს. ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას მხო­ლოდ ქალ­ბა­ტო­ნი თი­ნა­თი­ნი და­თან­ხმდა და ტექ­სტის წა­კი­თხვა­შიც ივარ­ჯი­შა დე­პუ­ტატ მი­ნაშ­ვილ­თან ერ­თად. ბა­ტონ მი­ხე­ილს გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს, რიგ­რი­გო­ბით ამო­ირ­ჩი­ოს სა­მიზ­ნე­ე­ბი და მათ წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გორც თვი­თონ უწო­დებს, დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს...

სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­შინ არ იყო ჩემი მშო­ბე­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი, რო­დე­საც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბი­სას თა­ვის მო­ად­გი­ლე­ო­ბას მთა­ვა­ზობ­და, როცა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" მერე მთა­ვა­ზობ­და ელ­ჩო­ბას პა­რიზ­ში? მაგ­რამ მე მისი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! არა­სო­დეს მი­მი­ღია, რად­გან თა­ვად იყო ყო­ველ­თვის ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი. თუმ­ცა, მეს­მის მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა და არ ვბრაზ­დე­ბი. დიდი იმე­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში მო­სუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი ასე ტრა­გი­კუ­ლად ას­რუ­ლებს პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას და გა­სა­გე­ბია, რომ სწყინს ჩემ­გან ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რო­გორ­საც თა­ვად არ მი­ი­ღებ­და. მა­გა­ლი­თად, ის არა­სო­დეს ისურ­ვებ­და, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ კი არ გა­და­წყვი­ტოს, ვინ უნდა იყოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი, არა­მედ - რი­გით­მა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა. სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც ჩანს, მის­თვის ჩვე­ულ პა­ნი­კა­შია, რად­გან იცის, რომ ადე­იშ­ვი­ლის მიერ შექ­მნი­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ მე მაქვს მისი და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. მინ­და და­ვამ­შვი­დო - ჩვე­ნი მთავ­რო­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე მთავ­რო­ბაა.

მე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­გან სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მის ჩა­ტა­რე­ბა მაქვს და­ვა­ლე­ბუ­ლი და მი­მაჩ­ნია, რომ ეს რე­ფორ­მა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მე­თან­ხმე­ბა, რომ რი­გით მო­სა­მარ­თლეს, რო­მელ­საც დღეს ძა­ლი­ან უჭირს, მის­თვის სა­სარ­გებ­ლო კა­ნო­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბა სჭირ­დე­ბა, ეს კი პრე­ზი­დენტს არ მოს­წონს.

რაც უნდა შავი პი­ა­რი აა­გო­როს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს გაბ­რა­ზე­ბულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მას ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვან და კარ­გი კა­ნო­ნე­ბით მო­სა­მარ­თლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას მივ­ცემ, თა­ვად გა­და­წყვი­ტონ, რა სჯობს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სათ­ვის, თა­ვად მარ­თონ პრო­ცე­სე­ბი, თუ იყ­ვნენ და­მო­კი­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კურ მოვ­ლე­ნებ­სა და ვინ­მეს - მათ შო­რის, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის - ნება-სურ­ვილ­ზე. ყვე­ლას­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე ჩემი ოც­ნე­ბაა და ამ ოც­ნე­ბას ისე­ვე ავის­რუ­ლებ, რო­გორც ნა­ძა­ლა­დე­ვე­ლებ­მა აიხ­დი­ნეს ოც­ნე­ბა წინა წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, რო­დე­საც იქ მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო კაცი და­ა­მარ­ცხეს...

მა­მა­ჩე­მის წი­ნა­აღ­მდეგ პირ­ვე­ლად ჭორი მე­რაბ სა­მა­დაშ­ვილ­მა აა­გო­რა - თქვა, თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის საქ­მე­ზე ის იყო მო­სა­მარ­თლე და "მკვლე­ლის შვილს" ხმა არ მის­ცე­თო. ეს ნა­ძა­ლა­დე­ვის ამომ­რჩე­ველ­მა არ და­ი­ჯე­რა, რა­საც ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­მაც შე­უ­წყო ხელი და მე ამი­სათ­ვის მისი მად­ლი­ე­რი ვარ. ამ საქ­მე­ზე მო­სა­მარ­თლე თე­მურ გერ­სა­მია იყო, პრო­კუ­რო­რი - იო­სე­ლი­ა­ნი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის ვი­დეო და ფო­ტო­კად­რე­ბიც არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც დიდი ხნის წინ გა­მომ­ზე­ურ­და.

ახლა იმა­ვე ილეთს პრე­ზი­დენ­ტი იყე­ნებს - ის ეს­ხმის თავს უფ­რო­სი თა­ო­ბის კვა­ლი­ფი­ცი­ურ იუ­რისტს. დიახ, მე ვთვლი, რომ მა­მა­ჩე­მი სწო­რედ ასე­თი იუ­რის­ტია. მა­შინ­დე­ლი კა­ნო­ნე­ბის გამო მას მო­უხ­და მკაც­რი, მაგ­რამ სა­თა­ნა­დო და პრო­პორ­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლე­ბის შე­ფარ­დე­ბა. ამ ილე­თით პრე­ზი­დენ­ტი აგ­რძე­ლებს ჩა­რე­ცხი­ლე­ბის თე­მას. მის ად­გი­ლას მე ამ სა­კი­თხზე ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი, რად­გან ეს მის­თვის წამ­გე­ბი­ა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა რჩე­ვებს, როცა პრე­ზი­დენ­ტმა ბო­კუ­ჩა­ვას ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზა­ცი­ის გზით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და თქვა, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი მა­მის­გან იღებს რჩე­ვებ­სო, მა­მა­ჩემ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, ნე­ტავ, მარ­თლა ასე იყო­სო. ხმა­მაღ­ლა გაგ­ვე­ცი­ნა ორი­ვეს, რად­გან ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც მშობ­ლე­ბი მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ო­დი­დან მაკ­რი­ტი­კე­ბენ, სწო­რედ ისაა, რომ ძა­ლი­ან ურჩი ვარ; დე­დაც და მა­მაც თვლი­ან, რომ ჩემს ხელ­ში"უუფ­ლე­ბო­ნი არი­ან.

- ვინ მუ­შა­ობს სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა­ზე და სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუფ­თან თუ აქვს კავ­ში­რი მა­მათ­ქვენს?

- ის სა­სა­მარ­თლო რე­ფორ­მა, რომ­ლის ავ­ტო­რიც არის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო, პირ­ველ რიგ­ში ჩემი მო­ად­გი­ლის - ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძი­სა და იმ დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლებ­მაც ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­ზე იმუ­შა­ვეს; ეს არის სა­მარ­თალ­შე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბი. ამ რე­ფორ­მის შე­დე­გად გა­ზა­ფხუ­ლი­დან გვე­ყო­ლე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო და მო­სა­მარ­თლე­თა ისე­თი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც კუბ­ლაშ­ვი­ლის დიქ­ტა­ტის ქვეშ კი არ იქ­ნე­ბა, არა­მედ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ას შე­ი­ძენს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ასე­ვე იხი­ლეთ: "მე ვარ ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ჩანს, პრე­ზი­დენ­ტი გა­ვა­ღი­ზი­ა­ნე" - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

თეა წულუკიანი: "სააკაშვილი პანიკაშია, იცის, მისი დაკავება მხოლოდ მე შემიძლია"

თეა წულუკიანი: "სააკაშვილი პანიკაშია, იცის, მისი დაკავება მხოლოდ მე შემიძლია"

ბოლო ხანს "ნაციონალური მოძრაობის" სამიზნე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა. მის საწინააღმდეგოდ მამამისის, ყოფილი მოსამართლის, ავთანდილ წულუკიანის ფაქტორის გამოყენებას ცდილობენ.

"ავთანდილ წულუკიანი მოსამართლე იყო 1991-1997 წლებში. ამ ხნის განმავლობაში მან 20 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა. ყოველწლიურად ეს ადამიანი ხელს აწერდა სასიკვდილო განაჩენს. ამ შემაშფოთებელი რეკორდით ავთანდილ წულუკიანი არის ყველაზე სისხლიანი მოსამართლე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაინტერესებს, იღებს თუ არა დღეს იუსტიციის მინისტრი პირად რჩევებს ამ პიროვნებისგან, რომელსაც შემზარავი და ბნელი წარსული აქვს", - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

გთავაზობთ იუსტიციის მინისტრთან ინტერვიუსაც, რომელიც თეა წულუკიანის მოუცლელობის გამო, ღამის თერთმეტ საათზე შედგა.

- რას უპასუხებთ თინათინ ბოკუჩავას განცხადებას?

- ეს განცხადება სინამდვილეში სააკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც გასცა განკარგულება, რომ იუსტიციის მინისტრის დისკრედიტაციისთვის ჯგუფი შეიქმნას. ამ ჯგუფში შედიან: დავით ტყეშელაშვილი, დეპუტატები მელიქიშვილი, საჯაია, ნადარეიშვილი, ბოკუჩავა და სხვ. პრეზიდენტი ეძებდა სპიკერს. ამ როლის შესრულებას მხოლოდ ქალბატონი თინათინი დათანხმდა და ტექსტის წაკითხვაშიც ივარჯიშა დეპუტატ მინაშვილთან ერთად. ბატონ მიხეილს გადაწყვეტილი აქვს, რიგრიგობით ამოირჩიოს სამიზნეები და მათ წინააღმდეგ, როგორც თვითონ უწოდებს, დარტყმა განახორციელოს...

საინტერესოა, მაშინ არ იყო ჩემი მშობელი სააკაშვილისთვის მიუღებელი, როდესაც იუსტიციის მინისტრობისას თავის მოადგილეობას მთავაზობდა, როცა "ვარდების რევოლუციის" მერე მთავაზობდა ელჩობას პარიზში? მაგრამ მე მისი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! არასოდეს მიმიღია, რადგან თავად იყო ყოველთვის ჩემთვის მიუღებელი. თუმცა, მესმის მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და არ ვბრაზდები. დიდი იმედით ხელისუფლების სათავეში მოსული პრეზიდენტი ასე ტრაგიკულად ასრულებს პოლიტიკურ კარიერას და გასაგებია, რომ სწყინს ჩემგან ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორსაც თავად არ მიიღებდა. მაგალითად, ის არასოდეს ისურვებდა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კი არ გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, არამედ - რიგითმა მოსამართლეებმა. სააკაშვილი, როგორც ჩანს, მისთვის ჩვეულ პანიკაშია, რადგან იცის, რომ ადეიშვილის მიერ შექმნილი კანონის თანახმად, მხოლოდ მე მაქვს მისი დაკავების უფლება. მინდა დავამშვიდო - ჩვენი მთავრობა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობაა.

მე პრემიერ-მინისტრისგან სასამართლო რეფორმის ჩატარება მაქვს დავალებული და მიმაჩნია, რომ ეს რეფორმა მოსამართლეებისთვის თავისუფლების მინიჭებას უნდა ემსახურებოდეს.

პრემიერ-მინისტრი მეთანხმება, რომ რიგით მოსამართლეს, რომელსაც დღეს ძალიან უჭირს, მისთვის სასარგებლო კანონით შეიარაღება სჭირდება, ეს კი პრეზიდენტს არ მოსწონს.

რაც უნდა შავი პიარი ააგოროს ჩემს წინააღმდეგ საქართველოს გაბრაზებულმა პრეზიდენტმა, სასამართლო რეფორმას ბოლომდე მივიყვან და კარგი კანონებით მოსამართლეებს საშუალებას მივცემ, თავად გადაწყვიტონ, რა სჯობს მართლმსაჯულებისათვის, თავად მართონ პროცესები, თუ იყვნენ დამოკიდებული პოლიტიკურ მოვლენებსა და ვინმეს - მათ შორის, აღმასრულებელი ხელისუფლების - ნება-სურვილზე. ყველასგან გათავისუფლებული მოსამართლე ჩემი ოცნებაა და ამ ოცნებას ისევე ავისრულებ, როგორც ნაძალადეველებმა აიხდინეს ოცნება წინა წლის ოქტომბერში, როდესაც იქ მრავალი წლის განმავლობაში გამეფებული უსამართლო კაცი დაამარცხეს...

მამაჩემის წინააღმდეგ პირველად ჭორი მერაბ სამადაშვილმა ააგორა - თქვა, თვითმფრინავის ბიჭების საქმეზე ის იყო მოსამართლე და "მკვლელის შვილს" ხმა არ მისცეთო. ეს ნაძალადევის ამომრჩეველმა არ დაიჯერა, რასაც ქალბატონი ნათელა მაჭავარიანის განცხადებამაც შეუწყო ხელი და მე ამისათვის მისი მადლიერი ვარ. ამ საქმეზე მოსამართლე თემურ გერსამია იყო, პროკურორი - იოსელიანი. აღნიშნული სასამართლო პროცესების ვიდეო და ფოტოკადრებიც არსებობს, რომლებიც დიდი ხნის წინ გამომზეურდა.

ახლა იმავე ილეთს პრეზიდენტი იყენებს - ის ესხმის თავს უფროსი თაობის კვალიფიციურ იურისტს. დიახ, მე ვთვლი, რომ მამაჩემი სწორედ ასეთი იურისტია. მაშინდელი კანონების გამო მას მოუხდა მკაცრი, მაგრამ სათანადო და პროპორციული სასჯელების შეფარდება. ამ ილეთით პრეზიდენტი აგრძელებს ჩარეცხილების თემას. მის ადგილას მე ამ საკითხზე ხმას არ ამოვიღებდი, რადგან ეს მისთვის წამგებიანია. რაც შეეხება რჩევებს, როცა პრეზიდენტმა ბოკუჩავას ინსტრუმენტალიზაციის გზით განცხადება გააკეთა და თქვა, იუსტიციის მინისტრი მამისგან იღებს რჩევებსო, მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, ნეტავ, მართლა ასე იყოსო. ხმამაღლა გაგვეცინა ორივეს, რადგან ერთადერთი, რაზეც მშობლები მოზარდობის პერიოდიდან მაკრიტიკებენ, სწორედ ისაა, რომ ძალიან ურჩი ვარ; დედაც და მამაც თვლიან, რომ ჩემს ხელში"უუფლებონი არიან.

- ვინ მუშაობს სასამართლოს რეფორმაზე და საინიციატივო ჯგუფთან თუ აქვს კავშირი მამათქვენს?

- ის სასამართლო რეფორმა, რომლის ავტორიც არის იუსტიციის სამინისტრო, პირველ რიგში ჩემი მოადგილის - ალექსანდრე ბარამიძისა და იმ დეპარტამენტების დამსახურებაა, რომლებმაც ამ კანონპროექტებზე იმუშავეს; ეს არის სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკური დეპარტამენტები. ამ რეფორმის შედეგად გაზაფხულიდან გვეყოლება ეფექტიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მოსამართლეთა ისეთი კონფერენცია, რომელიც კუბლაშვილის დიქტატის ქვეშ კი არ იქნება, არამედ თვითმმართველობის ორგანოს ფუნქციას შეიძენს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ასევე იხილეთ: "მე ვარ ძალიან გახარებული, როგორც ჩანს, პრეზიდენტი გავაღიზიანე" - თეა წულუკიანი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა