მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი კირილე - თქვენი საპატრიარქო მსახურება განსაკუთრებული ეპოქაა ჩვენი ორი ეკლესიის ურთიერთობაში
პატრიარქი კირილე - თქვენი საპატრიარქო მსახურება განსაკუთრებული ეპოქაა ჩვენი ორი ეკლესიის ურთიერთობაში

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქსს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია მე­ო­რეს სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღე­ბი მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა კი­რი­ლემ მი­უ­ლო­ცა.

მი­ლოც­ვის ტექ­სტი სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში დღე­ვან­დე­ლი წირ­ვის შემ­დეგ რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა მე­უ­ფე ილა­რი­ონ­მა ქარ­თულ ენა­ზე წა­ი­კი­თხა.

"თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ და უნე­ტა­რე­სო­ბავ, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა სიყრმი­დან­ვე ეკ­ლე­სი­ას ეძღვნე­ბო­და და მისი მრა­ვალ­წლი­ა­ნი უწყვე­ტი მსა­ხუ­რე­ბი­თაა აღ­ბეჭ­დი­ლი. თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზის არ­ჩე­ვა­ნი და მისი ერ­თგუ­ლი მსა­ხუ­რე­ბა სა­წინ­და­რია თქვე­ნი უმ­დიდ­რე­სი სუ­ლი­ე­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და სამ­ღვდელთმთავ­რო სიბ­რძნი­სა. თქვენ ღვთის­გან ბო­ძე­ბუ­ლი გაქვთ სუ­ლი­ე­რი ნიჭი, რო­მე­ლიც ამა­ვე ცხოვ­რე­ბა­ში მი­წა­ზე გა­მო­ავ­ლი­ნეთ, რო­გორც ქრის­ტეს ჭეშ­მა­რიტ­მა მსა­ხურ­მა. სწო­რედ ეს ნი­ჭია ის ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­უნ­ჯე, რო­მელ­საც თქვენ, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რი და­უ­ღა­ლა­ვად უნა­წი­ლებთ თქვენს სამ­წყსო­სა და მთელ მარ­თლმა­დი­დე­ბელ სამ­ყა­როს, სა­ხა­რე­ბის სი­ტყვე­ბით - არა აღან­თი­ან სან­თე­ლი და დად­გი­ან იგი ქვე­შე ხვი­მირ­სა, არა­მედ სა­სან­თლე­სა ზედა, რა­ი­თა ჰნა­თობ­დეს ყო­ველ­თა, რო­მელ­ნი არი­ან სახ­ლსა შინა. გან­ვლი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე თქვენ ბრძან­დე­ბო­დით დიდი ის­ტო­რი­უ­ლი ძვრე­ბის მოწ­მე. თქვე­ნი სა­პატ­რი­არ­ქო მსა­ხუ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეპო­ქაა არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბა­ში, არა­მედ ჩვე­ნი ორი ეკ­ლე­სი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც, რო­მე­ლიც თქვე­ნი პი­რა­დი თვი­სე­ბე­ბის გამო ინარ­ჩუ­ნებს გულ­წრფე­ლო­ბას, სით­ბო­სა და ქრის­ტეს­მი­ერ სიყ­ვა­რულს. თქვე­ნი სა­პატ­რი­არ­ქო აღ­საყ­დრე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი ეკ­ლე­სია გაძ­ლი­ერ­და რწმე­ნა­სა და ღირ­სე­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გამ­რავ­ლდა სამ­ღვდე­ლო­ე­ბა და სამ­წყსო, ტაძ­რე­ბი და მო­ნას­ტრე­ბიც. ახლა, როცა თქვენ გა­რე­მო­ცუ­ლი ბრძან­დე­ბით სა­კუ­თა­რი ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით, როცა მტკი­ცე რწმე­ნის, ღვთის იმე­დის, სიბ­რძნი­სა და და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის ფა­სად მო­ი­პო­ვეთ დი­დე­ბა მთელს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სამ­ყა­რო­ში, პა­ტივს მი­ვა­გებ თქვენს წა­რუ­ვალ დამ­სა­ხუ­რე­ბას ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე და მო­ვუხ­მობ ბრძე­ნის სი­ტყვებს - მარ­თლის ნა­ყო­ფი სი­ცო­ცხლის ხეა და ბრძე­ნი სუ­ლებს იზი­დავს. ლოც­ვით ვუ­სურ­ვებ თქვენს უწ­მინ­დე­სო­ბა­სა და უნე­ტა­რე­სო­ბას გაძ­ლი­ე­რე­ბას და ღვთის შე­წევ­ნას თქვენს მა­ღალ მსა­ხუ­რე­ბა­ში. ხოლო თქვენს ყოვ­ლად ღირს სამ­წყსოს სუ­ლი­ერ გაძ­ლი­ე­რე­ბას რწმე­ნა­სა და ქრის­ტეს­მი­ერ სიყ­ვა­რულ­ში. ძმუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით კი­რი­ლე - მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქი", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის მი­ლოც­ვა­ში.

მი­სა­ლო­ცი სი­ტყვე­ბის და­სას­რულს მე­უ­ფე ილა­რი­ონ­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქს ღვთის­მშობ­ლის ხატი უსახ­სოვ­რა და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლე უსურ­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პატრიარქი კირილე - თქვენი საპატრიარქო მსახურება განსაკუთრებული ეპოქაა ჩვენი ორი ეკლესიის ურთიერთობაში

პატრიარქი კირილე - თქვენი საპატრიარქო მსახურება განსაკუთრებული ეპოქაა ჩვენი ორი ეკლესიის ურთიერთობაში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს საიუბილეო თარიღები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ მიულოცა.

მილოცვის ტექსტი სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი წირვის შემდეგ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების ხელმძღვანელმა მეუფე ილარიონმა ქართულ ენაზე წაიკითხა.

"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, თქვენი ცხოვრება სიყრმიდანვე ეკლესიას ეძღვნებოდა და მისი მრავალწლიანი უწყვეტი მსახურებითაა აღბეჭდილი. თქვენი ცხოვრების გზის არჩევანი და მისი ერთგული მსახურება საწინდარია თქვენი უმდიდრესი სულიერი გამოცდილებისა და სამღვდელთმთავრო სიბრძნისა. თქვენ ღვთისგან ბოძებული გაქვთ სულიერი ნიჭი, რომელიც ამავე ცხოვრებაში მიწაზე გამოავლინეთ, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტმა მსახურმა. სწორედ ეს ნიჭია ის ფასდაუდებელი საუნჯე, რომელსაც თქვენ, საქართველოს ეკლესიის წინამძღვარი დაუღალავად უნაწილებთ თქვენს სამწყსოსა და მთელ მართლმადიდებელ სამყაროს, სახარების სიტყვებით - არა აღანთიან სანთელი და დადგიან იგი ქვეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, რაითა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნი არიან სახლსა შინა. განვლილი წლების მანძილზე თქვენ ბრძანდებოდით დიდი ისტორიული ძვრების მოწმე. თქვენი საპატრიარქო მსახურება განსაკუთრებული ეპოქაა არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, არამედ ჩვენი ორი ეკლესიის ურთიერთობაშიც, რომელიც თქვენი პირადი თვისებების გამო ინარჩუნებს გულწრფელობას, სითბოსა და ქრისტესმიერ სიყვარულს. თქვენი საპატრიარქო აღსაყდრებიდან მოყოლებული საქართველოს უძველესი ეკლესია გაძლიერდა რწმენასა და ღირსებაში, მნიშვნელოვნად გამრავლდა სამღვდელოება და სამწყსო, ტაძრები და მონასტრებიც. ახლა, როცა თქვენ გარემოცული ბრძანდებით საკუთარი ხალხის სიყვარულით და პატივისცემით, როცა მტკიცე რწმენის, ღვთის იმედის, სიბრძნისა და დაუღალავი შრომის ფასად მოიპოვეთ დიდება მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში, პატივს მივაგებ თქვენს წარუვალ დამსახურებას ღვთისა და ერის წინაშე და მოვუხმობ ბრძენის სიტყვებს - მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა და ბრძენი სულებს იზიდავს. ლოცვით ვუსურვებ თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას გაძლიერებას და ღვთის შეწევნას თქვენს მაღალ მსახურებაში. ხოლო თქვენს ყოვლად ღირს სამწყსოს სულიერ გაძლიერებას რწმენასა და ქრისტესმიერ სიყვარულში. ძმური სიყვარულით კირილე - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი", - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის მილოცვაში.

მისალოცი სიტყვების დასასრულს მეუფე ილარიონმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"