პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბართლომეოს პირველი - ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია
ბართლომეოს პირველი - ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია

ის სამ­სა­ხუ­რი, რაც თქვენ ეკ­ლე­სი­ას, ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს გა­უ­წი­ეთ, მსხვერ­პლად შე­წირ­ვის ტოლ­ფა­სია და იგი შორს არის იმ დი­დე­ბი­სა და პა­ტი­ვი­სა­გან, რა­საც პატ­რი­არ­ქის ტი­ტუ­ლი მო­ი­ცავს , - ამის შე­სა­ხებ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქმა ბარ­თლო­მე­ოს­მა ბრძა­ნა.

მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის თქმით, "ეს სი­ხა­რუ­ლი მსოფ­ლიო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სი­ხა­რუ­ლი და დღე­სას­წა­უ­ლი­ცაა".

"ძმა­ნო და შვილ­ნო, ჩვე­ნი აქ ჩა­მოს­ვლი­სას სხვა არა­ნა­ი­რი მი­ზა­ნი არ გვა­მოძ­რა­ვებ­და, გარ­და იმი­სა, რომ დღეს თქვენ­თან ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სი­ხა­რუ­ლი და სუ­ლი­ე­რი ზე­ი­მი და პი­რა­დად თქვე­ნი, საყ­ვა­რე­ლო და მე­ტად პა­ტივ­სა­ცე­მო თქვე­ნო უნე­ტა­რე­სო­ბავ. სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქო, ბა­ტო­ნო ილია, გვსურ­და თქვენ­თან ერ­თად გვე­ზე­ი­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ტახ­ტზე თქვე­ნი აყ­საყ­დრე­ბი­დან 35 წლის­თა­ვი, რო­მელ­საც თქვე­ნი და­ბა­დე­ბი­დან 80 წლის­თა­ვი ემ­თხვე­ვა. პა­ტივს მი­ვა­გებთ სა­პატ­რი­არ­ქოს­თვი­სა და ქვეყ­ნის­თვის, ქარ­თუ­ლი სამ­ღვდე­ლო­ე­ბი­სა და ხალ­ხის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან და ის­ტო­რი­ულ მოვ­ლე­ნას და ამ­გვა­რად ყვე­ლა­ნი, სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ნი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და მორ­წმუ­ნე ხალ­ხი პა­ტივს მი­ვა­გებთ პატ­რი­არქ ილი­ას იმ ღვაწლს, რო­მე­ლიც მარ­თლი­თა გო­ნე­ბი­თა და მარ­თა­ლი სი­ტყვის ძა­ლით მო­ი­მოღ­ვა­წა.

თქვე­ნო უნე­ტა­რე­სო­ბავ, თქვენ ვინც გო­ნი­ე­რე­ბა­სა და მოთ­მი­ნე­ბას უფ­ლი­სა­გან იღებ­დით და იღებთ, შე­ძე­ლით და ნათ­ლად და­ი­ნა­ხეთ რწმე­ნას მო­წყვე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­სუს­ტე და ვი­თარ­ცა იე­სოს ჭეშ­მა­რიტ­მა მო­წა­ფემ, და­ი­წყეთ ქა­და­გე­ბა უფ­ლის სი­ტყვი­სა.

თქვე­ნო უნე­ტა­რე­სო­ბავ, სიყ­ვა­რულს ქა­და­გებთ და თა­ვად სხვი­სი სიყ­ვა­რუ­ლით ცხოვ­რობთ. ლოც­ვებს აღავ­ლენთ და მო­უხ­მობთ სიბ­რძნეს ღვთი­სას, რო­მე­ლიც სწო­რედ სიბ­რძნეს უქა­და­გებს ეკ­ლე­სი­ა­სა და მის ხალ­ხს. ის, რაც აკე­თეთ, აკე­თეთ რწმე­ნით, იმე­დით, მოთ­მი­ნე­ბით. თქვენს მფარ­ველ წმინ­დან­თან ერ­თად კი გე­ტყვით, ცო­ცხა­ლია ღმერ­თი, უფა­ლი ძალ­თაი.

უნა­ტა­რე­სო კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქო ილია, თქვენ მორ­წმუ­ნე და სუ­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ხართ. ის სამ­სა­ხუ­რი, რაც თქვენ ეკ­ლე­სი­ას, ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს გა­უ­წი­ეთ, მსხვერ­პლად შე­წირ­ვის ტოლ­ფა­სია და იგი შორს არის იმ დი­დე­ბი­სა და პა­ტი­ვი­სა­გან, რა­საც პატ­რი­არ­ქის ტი­ტუ­ლი მო­ი­ცავს. თქვენ შე­მო­ი­ფარ­გლეთ ლოც­ვით, მარ­ხვით, ეკ­ლე­სი­ის აღორ­ძი­ნე­ბით, ხალ­ხის იმე­დე­ბის გას­ხი­ვოს­ნე­ბით, ხატ­წე­რის აღორ­ძი­ნე­ბით, საღ­მრთო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­თა აღ­სრუ­ლე­ბით, წმინ­და ძღვე­ნის შე­წირ­ვი­თა და თქვე­ნი მრა­ვალ­ტან­ჯუ­ლი ხალ­ხის დამ­შვი­დე­ბით და ტკი­ვი­ლის გა­ყუ­ჩე­ბით.

თქვე­ნი სა­პატ­რი­არ­ქო მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას, გამ­რავ­ლდა თქვენ სუ­ლი­ერ შვილ­თა რი­ცხვიც და ხა­რის­ხიც, რაც ძალ­ზე გვა­ხა­რებს. კი­დევ უფრო მე­ტად ვხა­რობთ, რო­დე­საც ვხე­დავთ, რომ თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი თქვე­ნი კე­თი­ლი შრო­მის ნა­ყოფს მო­გარ­თმე­ვენ, რო­მელ­საც თქვენ კვლავ ქრის­ტეს უძღვნით. ეკ­ლე­სი­ი­სად­მი შე­წი­რუ­ლი თქვე­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის ნა­ყო­ფი ხი­ლუ­ლი და ნა­თე­ლია და მას მო­მა­ვალ თა­ო­ბებს სის­ხლით მორ­წყუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ფურ­ცლე­ბი ოქ­როს ასო­ე­ბით ჩა­წე­რილს შე­მო­უ­ნა­ხავს, ისე­ვე, რო­გორც ოქ­როს ასო­ე­ბით არის ჩა­წე­რი­ლი თქვე­ნი სა­ხე­ლი ჩვენს გუ­ლებ­ში", - მი­მარ­თა მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქმა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბართლომეოს პირველი - ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია

ბართლომეოს პირველი - ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია

ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია და იგი შორს არის იმ დიდებისა და პატივისაგან, რასაც პატრიარქის ტიტული მოიცავს , - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ბრძანა.

მსოფლიო პატრიარქის თქმით, "ეს სიხარული მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სიხარული და დღესასწაულიცაა".

"ძმანო და შვილნო, ჩვენი აქ ჩამოსვლისას სხვა არანაირი მიზანი არ გვამოძრავებდა, გარდა იმისა, რომ დღეს თქვენთან ერთად ვყოფილიყავით, გაგვეზიარებინა საქართველოს ეკლესიის სიხარული და სულიერი ზეიმი და პირადად თქვენი, საყვარელო და მეტად პატივსაცემო თქვენო უნეტარესობავ. საქართველოს პატრიარქო, ბატონო ილია, გვსურდა თქვენთან ერთად გვეზეიმა საქართველოს ეკლესიის ტახტზე თქვენი აყსაყდრებიდან 35 წლისთავი, რომელსაც თქვენი დაბადებიდან 80 წლისთავი ემთხვევა. პატივს მივაგებთ საპატრიარქოსთვისა და ქვეყნისთვის, ქართული სამღვდელოებისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან და ისტორიულ მოვლენას და ამგვარად ყველანი, სასულიერო პირნი, პოლიტიკოსები და მორწმუნე ხალხი პატივს მივაგებთ პატრიარქ ილიას იმ ღვაწლს, რომელიც მართლითა გონებითა და მართალი სიტყვის ძალით მოიმოღვაწა.

თქვენო უნეტარესობავ, თქვენ ვინც გონიერებასა და მოთმინებას უფლისაგან იღებდით და იღებთ, შეძელით და ნათლად დაინახეთ რწმენას მოწყვეტილი ადამიანების სისუსტე და ვითარცა იესოს ჭეშმარიტმა მოწაფემ, დაიწყეთ ქადაგება უფლის სიტყვისა.

თქვენო უნეტარესობავ, სიყვარულს ქადაგებთ და თავად სხვისი სიყვარულით ცხოვრობთ. ლოცვებს აღავლენთ და მოუხმობთ სიბრძნეს ღვთისას, რომელიც სწორედ სიბრძნეს უქადაგებს ეკლესიასა და მის ხალხს. ის, რაც აკეთეთ, აკეთეთ რწმენით, იმედით, მოთმინებით. თქვენს მფარველ წმინდანთან ერთად კი გეტყვით, ცოცხალია ღმერთი, უფალი ძალთაი.

უნატარესო კათოლიკოს-პატრიარქო ილია, თქვენ მორწმუნე და სულიერი ადამიანი ხართ. ის სამსახური, რაც თქვენ ეკლესიას, ქვეყანას და ხალხს გაუწიეთ, მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია და იგი შორს არის იმ დიდებისა და პატივისაგან, რასაც პატრიარქის ტიტული მოიცავს. თქვენ შემოიფარგლეთ ლოცვით, მარხვით, ეკლესიის აღორძინებით, ხალხის იმედების გასხივოსნებით, ხატწერის აღორძინებით, საღმრთო საიდუმლოებათა აღსრულებით, წმინდა ძღვენის შეწირვითა და თქვენი მრავალტანჯული ხალხის დამშვიდებით და ტკივილის გაყუჩებით.

თქვენი საპატრიარქო მოღვაწეობისას, გამრავლდა თქვენ სულიერ შვილთა რიცხვიც და ხარისხიც, რაც ძალზე გვახარებს. კიდევ უფრო მეტად ვხარობთ, როდესაც ვხედავთ, რომ თქვენი შვილიშვილები თქვენი კეთილი შრომის ნაყოფს მოგართმევენ, რომელსაც თქვენ კვლავ ქრისტეს უძღვნით. ეკლესიისადმი შეწირული თქვენი მოღვაწეობის ნაყოფი ხილული და ნათელია და მას მომავალ თაობებს სისხლით მორწყული საქართველოს ისტორიის ფურცლები ოქროს ასოებით ჩაწერილს შემოუნახავს, ისევე, როგორც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი თქვენი სახელი ჩვენს გულებში", - მიმართა მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"