მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კელან ლატცს სექსსიმბოლოს ტიტული აცინებს
კელან ლატცს სექსსიმბოლოს ტიტული აცინებს

მას მერე, რაც გა­სულ წელს საგა "ბინ­დი" დას­რულ­და, მსა­ხი­ო­ბი, მეც­ნი­ე­რი და უბ­რა­ლოდ ვამ­პი­რი კე­ლან ლატ­ცი ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის­თვის მზად არის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფილმში არც ისე სა­ა­მუ­რი როლი აქვს, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ნამ­დვი­ლი სა­ოც­ნე­ბო მა­მა­კა­ცია - მა­ღა­ლი, ფარ­თომ­ხრე­ბი­ა­ნი, ღი­მი­ლი­ა­ნი და სა­მეც­ნი­ე­რო ხა­რის­ხის მქო­ნე.

- თა­ვად თუ გჯე­რათ ვამ­პი­რე­ბის?

- მჯე­რა რა­ღაც სხვა სამ­ყა­როს არ­სე­ბო­ბის, მაგ­რამ ვამ­პი­რე­ბი, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი და სხვაგ­ვა­რი უწ­მინ­დუ­რე­ბი, ვგო­ნებ, არ არ­სე­ბო­ბენ.

- რო­გორ გახ­დით მსა­ხი­ო­ბი, თავ­და­პირ­ვე­ლად ხომ სხვა გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეთ?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ქი­მი­ურ კო­ლე­ჯში ჩა­ვა­ბა­რე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს მეც­ნი­ე­რე­ბა. მაგ­რამ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ხომ ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბია. თუნ­დაც სპე­ცი­ა­ლო­ბით ექი­მი ან იუ­რის­ტი იყოს, ყვე­ლა კი­ნოს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მეც მოვ­ხვდი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ მო­მე­წო­ნა.

- მეც­ნი­ე­რე­ბა არ გე­ნატ­რე­ბათ?

- ძა­ლი­ან. მაგ­რამ ახლა შე­მიძ­ლია ქი­მი­კო­სი ვი­თა­მა­შო და აღ­მო­ჩე­ნაც გა­ვა­კე­თო, ოღონ­დაც მხო­ლოდ ეკ­რან­ზე.

- ოჯახს რა რე­აქ­ცია ჰქონ­და, მეც­ნი­ე­რი კაცი კი­ნო­ში რომ წა­ვი­და?

- ზო­გი­ერთ ნა­თე­სავს ეგო­ნა, რომ გავ­გიჟ­დი, მაგ­რამ მერე მა­თაც შე­ი­სის­ხლხორ­ცეს ჩემი სა­მუ­შაო, ახლა ხომ შო­ბას 20-დო­ლა­რი­ან პე­რან­გებს კი არა, და­ვუშ­ვათ, ტე­ლე­ვი­ზორს ვჩუქ­ნი (იცი­ნის).

- სექსსიმ­ბო­ლოს სა­პა­ტიო ტი­ტულს რო­გორ უყუ­რებთ?

- (ხარ­ხა­რებს) მგო­ნი, მიხ­ვდით... ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ ჩემი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ამ­გვა­რი მხარ­და­ჭე­რის გამო, მაგ­რამ სი­ტყვა "სექსსიმ­ბო­ლო" უბ­რა­ლოდ მა­ცი­ნებს.

- ქე­რე­ბი მოგ­წონთ თუ შავ­თმი­ა­ნე­ბი?

- არ აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა, ქალი ქა­ლია...

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

კელან ლატცს სექსსიმბოლოს ტიტული აცინებს

კელან ლატცს სექსსიმბოლოს ტიტული აცინებს

მას მერე, რაც გასულ წელს საგა "ბინდი" დასრულდა, მსახიობი, მეცნიერი და უბრალოდ ვამპირი კელან ლატცი ახალი პროექტებისთვის მზად არის. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში არც ისე საამური როლი აქვს, რეალურ ცხოვრებაში ნამდვილი საოცნებო მამაკაცია - მაღალი, ფართომხრებიანი, ღიმილიანი და სამეცნიერო ხარისხის მქონე.

- თავად თუ გჯერათ ვამპირების?

- მჯერა რაღაც სხვა სამყაროს არსებობის, მაგრამ ვამპირები, უცხოპლანეტელები და სხვაგვარი უწმინდურები, ვგონებ, არ არსებობენ.

- როგორ გახდით მსახიობი, თავდაპირველად ხომ სხვა განათლება მიიღეთ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ ქიმიურ კოლეჯში ჩავაბარე, ძალიან მიყვარს მეცნიერება. მაგრამ ლოს-ანჯელესში ხომ ყველა მსახიობია. თუნდაც სპეციალობით ექიმი ან იურისტი იყოს, ყველა კინოს მიეკუთვნება. მეც მოვხვდი გადასაღებ მოედანზე და აღმოვაჩინე, რომ მომეწონა.

- მეცნიერება არ გენატრებათ?

- ძალიან. მაგრამ ახლა შემიძლია ქიმიკოსი ვითამაშო და აღმოჩენაც გავაკეთო, ოღონდაც მხოლოდ ეკრანზე.

- ოჯახს რა რეაქცია ჰქონდა, მეცნიერი კაცი კინოში რომ წავიდა?

- ზოგიერთ ნათესავს ეგონა, რომ გავგიჟდი, მაგრამ მერე მათაც შეისისხლხორცეს ჩემი სამუშაო, ახლა ხომ შობას 20-დოლარიან პერანგებს კი არა, დავუშვათ, ტელევიზორს ვჩუქნი (იცინის).

- სექსსიმბოლოს საპატიო ტიტულს როგორ უყურებთ?

- (ხარხარებს) მგონი, მიხვდით... ძალიან მადლიერი ვარ ჩემი თაყვანისმცემლების ამგვარი მხარდაჭერის გამო, მაგრამ სიტყვა "სექსსიმბოლო" უბრალოდ მაცინებს.

- ქერები მოგწონთ თუ შავთმიანები?

- არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ქალი ქალია...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება