სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკარლეტ იოჰანსონი - "მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, საფუნთუშეში ვიმუშავებდი"
სკარლეტ იოჰანსონი - "მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, საფუნთუშეში ვიმუშავებდი"

რო­გორც ერთ-ერთ ბოლო ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ირ­კვა, 26 წლის მსა­ხი­ო­ბი ოც­ნე­ბობს, ულა­მა­ზო ქა­ლის როლი ითა­მა­შოს, უყ­ვარს პური და ეში­ნია სა­კუ­თა­რი ბი­უს­ტის. სკარ­ლეტ­მა მის­თვის და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ბევრ თე­მა­ზე ისა­უბ­რა.

სი­ლა­მა­ზის შე­სა­ხებ...

- სი­ლა­მა­ზის რე­ცეპ­ტი დე­დის­გან მერ­გო მემ­კვიდ­რე­ო­ბით: სვი ბევ­რი წყა­ლი, არას­დროს და­ა­ყე­ნო მაღ­ვი­ძა­რა და არას­დროს მოს­წიო სი­გა­რე­ტი.

ჩემი ნა­ტუ­რა­ლუ­რი თმის ფერი მუქი ქე­რაა. მა­მა­ჩე­მი - და­ნი­ე­ლი კაცი - ნამ­დვი­ლი ქერა იყო. ერთხელ კუ­ლუ­ლიც კი მო­ვა­ცა­ლე და სა­ლონ­ში წა­ვი­ღე, რომ ზუს­ტად ისეთ ფე­რად შე­ე­ღე­ბათ ჩემი თმა.

იმე­დი მაქვს, ადრე თუ გვი­ან ჩემ­გან კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მაშს გა­ა­კე­თე­ბენ. ეს უკე­თე­სია, ვიდ­რე კი­ნო­ში. კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებ­ში ცე­ლუ­ლი­ტი არ ჩანს... არას­დროს ვე­კი­თხე­ბი სა­კუ­თარ თავს, რამ­დე­ნად სექ­სუ­ა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. მე ის მა­ღელ­ვებს, გიჟს ხომ არ ვგა­ვარ.

ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ...

...ქორ­წი­ნე­ბის მთა­ვა­რი პლუ­სი ის არის, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ იგებ რა­ღაც ისეთს, რაც არას­დროს იცო­დი. იდე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა ახალ ნაც­ნო­ბო­ბას და­ვი­წყებ­დი იმით, რომ სა­კუ­თარ თავს ვე­ტყო­დი: "რა სა­ჭი­როა მთე­ლი ეს თა­ვა­ზი­ა­ნი ბოდ­ვა. შე­იძ­ლე­ბა, ერ­თბა­შად სულ­ში ჩაგ­ხე­დოთ?"

მარ­ტო ჭამა არ მიყ­ვარს, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ტე­ლე­ვი­ზო­რია ჩარ­თუ­ლი. ძა­ლი­ან მიყ­ვარს პური. მსა­ხი­ო­ბი რომ არ გავმხდა­რი­ყა­ვი, სა­ფუნ­თუ­შე­ში ვი­მუ­შა­ვებ­დი.

ჩემი თა­ო­ბა საბ­რა­ლო თა­ო­ბაა. რაზე გა­ვი­ზარ­დეთ? სა­ზი­ზღა­რი კევი, ტკბილ­ხმო­ვა­ნი ბი­ჭე­ბის­გან შემ­დგა­რი პო­პჯ­გუ­ფე­ბი და რე­პი­სა და მე­ტა­ლის ამაზ­რზე­ნი ჰიბ­რი­დე­ბი...

არას­დროს მქო­ნია ლიფ­ტში სექ­სი ბე­ნი­სიო დელ ტო­როს­თან. ეს უბ­რა­ლოდ ხუმ­რო­ბაა, რო­მე­ლიც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით წა­მო­ვის­რო­ლე ერთ უტვი­ნო ჟურ­ნა­ლის­ტთან. სი­ტყვა­სი­ტყვით ასე ვუ­თხა­რი: "ახლა თავს ისე ვგრძნობ, თით­ქოს ბე­ნი­სიო დელ ტო­როს­თან ლიფ­ტში სექ­სი მქო­ნო­დეს". მათ კი შემ­დეგ მთე­ლი ეს "ვგრძნობ" და "თით­ქოს" მო­ა­ცი­ლეს და ახლა, მგო­ნი, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მო­მი­წევს შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, მქონ­და თუ არა სექ­სი ბე­ნი­სი­ოს­თან ლიფ­ტში.

თუ შენს ცხოვ­რე­ბა­ში სი­წყნა­რეა და არ იცი, რა გა­ა­კე­თო - მო­ი­ცა­დე. მაგ­რამ არა მე­ტის­მე­ტად დიდ­ხანს, ხოლო თუ ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ელო­დე­ბი - გა­ა­კე­თე რამე.

ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა არის სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­ი­თაც გინ­და იქით მი­მარ­თო შენი სი­გი­ჟე.

პო­პუ­ლა­რო­ბის შე­სა­ხებ...

...ვარ­სკვლა­ვო­ბა, ჩემი გა­გე­ბით, არის კარ­გი მა­გი­დის მი­ღე­ბა კარგ რეს­ტო­რან­ში, ური­გოდ.

მახ­სოვს, ერთხელ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში დავ­ბო­დი­ა­ლებ­დი, აქეთ-იქით ვი­ყუ­რე­ბო­დი და უცებ და­ვი­ნა­ხე უშ­ვე­ლე­ბე­ლი სა­რეკ­ლა­მო აბრა, რო­მელ­ზეც მე ვი­ყა­ვი გა­მო­სა­ხუ­ლი. რა გა­ვა­კე­თე? და­ვა­მუხ­რუ­ჭე. მეტი რა უნდა გა­ა­კე­თო, როცა ხე­დავ სა­კუ­თარ ძუ­ძუ­ებს, ბრონ­ტო­ზავ­რის ზო­მი­სას?

წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე გა­მოს­ვლა არის ოფ­ლი­ა­ნი ხე­ლის­გუ­ლე­ბი, გამ­შრა­ლი პირი, გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თქვა და არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი პა­ნი­კის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა...

შე­უძ­ლე­ბე­ლია სა­კუ­თა­რი თავი შე­ამ­ზა­დო პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის. დღემ­დე არ ვიცი, რა გა­ვა­კე­თო, როცა პი­ცას ვყი­დუ­ლობ, ამ დროს კი ორ­მოც­და­ა­თი კაცი მი­ღებს ფო­ტოს.

იცით, რით გან­სხვავ­დე­ბა ვარ­სკვლა­ვუ­რი ქორ­წი­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყვი­ლის ქორ­წი­ლის­გან? ჩვე­უ­ლებ­რივ, ყვე­ლა ფიქ­რობს: კარ­გი იქ­ნე­ბო­და ქორ­წილ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო ფო­ტო­ა­პა­რა­ტე­ბით. ჩვენ კი მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობთ, ასე­თი ხალ­ხი კარ­ში გა­ვუ­ძა­ხოთ.

არც ფე­ის­ბუ­ქი მაქვს, არც ტვი­ტე­რი. რაც ნაკ­ლე­ბად ვა­ნაგ­ვი­ა­ნებ ტვინს უაზ­რო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მით უფრო ბედ­ნი­ე­რი გოგო ვხდე­ბი.

კა­რი­ე­რის შე­სა­ხებ...

...18 წლი­სა უკვე 25 წლი­სას ვთა­მა­შობ­დი - ისე გა­მო­ვი­და, რომ ნამ­დვი­ლი ბავ­შვო­ბა არ მქო­ნია. მაგ­რამ იმედს არ ვკარ­გავ. ყვე­ლა­ფერს ათ­მა­გად ვის­რუ­ლებ, რო­გორც კი შემ­თხვე­ვა ჩა­მი­ვარ­დე­ბა.

ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­და ულა­მა­ზო ქა­ლის თა­მა­ში...

ადა­მი­ა­ნებს გა­მუდ­მე­ბით ერე­ვათ ერ­თმა­ნეთ­ში - ეკ­რან­ზე შიშ­ვლად გა­მო­ჩე­ნა და პორ­ნო­ფილმში თა­მა­ში.

ყვე­ლა ამ­ბობს, რომ მა­ყუ­რე­ბე­ლი წყვეტს ყვე­ლა­ფერს. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში, მა­ყუ­რე­ბე­ლი არა­ფერს წყვეტს. მა­ყუ­რე­ბე­ლი უბ­რა­ლოდ იღებს იმას, რა­საც აძ­ლე­ვენ.

მინ­და ვი­მუ­შაო, ვი­მუ­შაო და ვი­მუ­შაო, კი­დევ - ვიყო იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თან ყოფ­ნაც მსი­ა­მოვ­ნებს. მეტი არა­ფე­რი მჭირ­დე­ბა. არ მინ­და ვიყო ვი­ღა­ცის მუზა და სა­ერ­თო­დაც, სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან ყო­ველ­თვის მეტს ვე­ლო­დი...

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სკარლეტ იოჰანსონი - "მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, საფუნთუშეში ვიმუშავებდი"

სკარლეტ იოჰანსონი - "მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, საფუნთუშეში ვიმუშავებდი"

როგორც ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გაირკვა, 26 წლის მსახიობი ოცნებობს, ულამაზო ქალის როლი ითამაშოს, უყვარს პური და ეშინია საკუთარი ბიუსტის. სკარლეტმა მისთვის და ჟურნალისტებისთვის საინტერესო ბევრ თემაზე ისაუბრა.

სილამაზის შესახებ...

- სილამაზის რეცეპტი დედისგან მერგო მემკვიდრეობით: სვი ბევრი წყალი, არასდროს დააყენო მაღვიძარა და არასდროს მოსწიო სიგარეტი.

ჩემი ნატურალური თმის ფერი მუქი ქერაა. მამაჩემი - დანიელი კაცი - ნამდვილი ქერა იყო. ერთხელ კულულიც კი მოვაცალე და სალონში წავიღე, რომ ზუსტად ისეთ ფერად შეეღებათ ჩემი თმა.

იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ჩემგან კომპიუტერულ თამაშს გააკეთებენ. ეს უკეთესია, ვიდრე კინოში. კომპიუტერულ თამაშებში ცელულიტი არ ჩანს... არასდროს ვეკითხები საკუთარ თავს, რამდენად სექსუალურად გამოვიყურები. მე ის მაღელვებს, გიჟს ხომ არ ვგავარ.

ცხოვრების შესახებ...

...ქორწინების მთავარი პლუსი ის არის, რომ საკუთარი თავის შესახებ იგებ რაღაც ისეთს, რაც არასდროს იცოდი. იდეალურ სამყაროში ყველა ახალ ნაცნობობას დავიწყებდი იმით, რომ საკუთარ თავს ვეტყოდი: "რა საჭიროა მთელი ეს თავაზიანი ბოდვა. შეიძლება, ერთბაშად სულში ჩაგხედოთ?"

მარტო ჭამა არ მიყვარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორია ჩართული. ძალიან მიყვარს პური. მსახიობი რომ არ გავმხდარიყავი, საფუნთუშეში ვიმუშავებდი.

ჩემი თაობა საბრალო თაობაა. რაზე გავიზარდეთ? საზიზღარი კევი, ტკბილხმოვანი ბიჭებისგან შემდგარი პოპჯგუფები და რეპისა და მეტალის ამაზრზენი ჰიბრიდები...

არასდროს მქონია ლიფტში სექსი ბენისიო დელ ტოროსთან. ეს უბრალოდ ხუმრობაა, რომელიც გაუფრთხილებლობით წამოვისროლე ერთ უტვინო ჟურნალისტთან. სიტყვასიტყვით ასე ვუთხარი: "ახლა თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ბენისიო დელ ტოროსთან ლიფტში სექსი მქონოდეს". მათ კი შემდეგ მთელი ეს "ვგრძნობ" და "თითქოს" მოაცილეს და ახლა, მგონი, სიცოცხლის ბოლომდე მომიწევს შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მქონდა თუ არა სექსი ბენისიოსთან ლიფტში.

თუ შენს ცხოვრებაში სიწყნარეა და არ იცი, რა გააკეთო - მოიცადე. მაგრამ არა მეტისმეტად დიდხანს, ხოლო თუ ძალიან დიდი ხანია ელოდები - გააკეთე რამე.

ბედნიერებაა, როცა არის საშუალება, საითაც გინდა იქით მიმართო შენი სიგიჟე.

პოპულარობის შესახებ...

...ვარსკვლავობა, ჩემი გაგებით, არის კარგი მაგიდის მიღება კარგ რესტორანში, ურიგოდ.

მახსოვს, ერთხელ ლოს-ანჯელესში დავბოდიალებდი, აქეთ-იქით ვიყურებოდი და უცებ დავინახე უშველებელი სარეკლამო აბრა, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული. რა გავაკეთე? დავამუხრუჭე. მეტი რა უნდა გააკეთო, როცა ხედავ საკუთარ ძუძუებს, ბრონტოზავრის ზომისას?

წითელ ხალიჩაზე გამოსვლა არის ოფლიანი ხელისგულები, გამშრალი პირი, გახშირებული სუნთქვა და არაკონტროლირებადი პანიკის ზოგადი მდგომარეობა...

შეუძლებელია საკუთარი თავი შეამზადო პოპულარობისთვის. დღემდე არ ვიცი, რა გავაკეთო, როცა პიცას ვყიდულობ, ამ დროს კი ორმოცდაათი კაცი მიღებს ფოტოს.

იცით, რით განსხვავდება ვარსკვლავური ქორწინება ჩვეულებრივი წყვილის ქორწილისგან? ჩვეულებრივ, ყველა ფიქრობს: კარგი იქნებოდა ქორწილში ბევრი ადამიანი ყოფილიყო ფოტოაპარატებით. ჩვენ კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, ასეთი ხალხი კარში გავუძახოთ.

არც ფეისბუქი მაქვს, არც ტვიტერი. რაც ნაკლებად ვანაგვიანებ ტვინს უაზრო ინფორმაციით, მით უფრო ბედნიერი გოგო ვხდები.

კარიერის შესახებ...

...18 წლისა უკვე 25 წლისას ვთამაშობდი - ისე გამოვიდა, რომ ნამდვილი ბავშვობა არ მქონია. მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ყველაფერს ათმაგად ვისრულებ, როგორც კი შემთხვევა ჩამივარდება.

ამქვეყნად ყველაზე მეტად მინდა ულამაზო ქალის თამაში...

ადამიანებს გამუდმებით ერევათ ერთმანეთში - ეკრანზე შიშვლად გამოჩენა და პორნოფილმში თამაში.

ყველა ამბობს, რომ მაყურებელი წყვეტს ყველაფერს. მაგრამ სინამდვილეში, მაყურებელი არაფერს წყვეტს. მაყურებელი უბრალოდ იღებს იმას, რასაც აძლევენ.

მინდა ვიმუშაო, ვიმუშაო და ვიმუშაო, კიდევ - ვიყო იმ ადამიანებთან, ვისთან ყოფნაც მსიამოვნებს. მეტი არაფერი მჭირდება. არ მინდა ვიყო ვიღაცის მუზა და საერთოდაც, საკუთარი თავისგან ყოველთვის მეტს ველოდი...

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება