გურიის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. სარეაბილიტაციო ცენტრის ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლების ოფიციალურ საბუთს ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა.
ცენტრის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ რამდენიმე თანამშრომელს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. თუმცა "გურია ნიუსს" მათ ხელშეკრულების ოფიციალური დოკუმენტი ვერ წარუდგინეს და განაცხადეს, რომ ხელშეკრულების მხოლოდ ელექტრონული ვერსია არსებობს, რომელზეც თანამშრომლებს ხელი მოწერილი არ აქვთ.