მოდის ბიზნესში დიზაინერები ნამდვილ სასწაულებს ახდენენ, რათა მათი პროდუქტი ყველასგან გამორჩეული იყოს. ჯულიან ჰეიქსმა ქალებს ექსტრავაგანტული ფეხსაცმლის ახალი კოლექცია შესთავაზა.
კოლექციას Mojito ქვია. ჯულიანის მიერ შექმნილ ფეხსაცმელებში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის დიზაინი და არქიტექტურული მიდგომა, რომლის შედეგად პროდუქტი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ფუნქციონალური და კომფორტული გამოვიდა.
დიზაინერის განცხადებით, ამ კოლექციაზე მუშაობისას მისი შთაგონება ხიდების არქიტექტურა იყო. "დავინტერესდი, როგორი იქნებოდა ფეხსაცმელი, თუ მას ხიდების არქიტექტორები შექმნიდნენ", - განაცხადა დიზაინერმა.
Mojito-ს კოლექციის ფეხსაცმელები სხვადასხვა ფერისაა. მათი შეძენა ონლაინ მაღაზიებში 130 ფუნტ სტერლინგად არის შესაძლებელი.
მომზადებულია laughingsquid.com-ის მიხედვით.