მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია ასათიანი: მიზნის მისაღწევად ამორალურს არაფერს გავაკეთებ, მიზანს ისე უნდა მიაღწიო, რომ ღირსება არ დაკარგო
მაია ასათიანი: მიზნის მისაღწევად ამორალურს არაფერს გავაკეთებ, მიზანს ისე უნდა მიაღწიო, რომ ღირსება არ დაკარგო

"მას კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ინ­ტუ­ი­ცია აქვს. შეს­წევს ძალა, ნე­ბის­მი­ე­რი მე­ტო­ქე გზი­დან ოს­ტა­ტუ­რად ჩა­მო­ი­შო­როს. მისი გო­ნე­ბა ერ­თდრო­უ­ლად უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამუ­შა­ვებს და ინა­ხავს, რა­საც შემ­დგომ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებს. თუ გაბ­რაზ­და, უფრთხილ­დით, გან­რის­ხე­ბუ­ლი სტი­ქი­ა­სა­ვით და­უნ­დო­ბე­ლია", - ასე ახა­სი­ა­თე­ბენ ას­ტრო­ლო­გე­ბი გვე­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ კუ­როს, ეს კი ჟურ­ნა­ლის­ტის - მაია ასა­თი­ა­ნის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნია.

- ას­ტრო­ლო­გი­ით დი­დად გა­ტა­ცე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ და არც ას­ტრო­ლოგ­თა რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ. თუმ­ცა კი ძალ­ზე მა­ინ­ტე­რე­სებს, დღეს რა უნდა მკი­თხო?

- "თქვენ ნამ­დვი­ლი გვე­ლი ხართ", - აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ქალს ასეთ კომ­პლი­მენ­ტსაც ეუბ­ნე­ბი­ან.

- ის, რომ გვე­ლის წელ­ში ვი­ყა­ვი და­ბა­დე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლად 12 წლი­სამ გა­ვი­გე და არ მე­სი­ა­მოვ­ნა. ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, - სხვა თუ ვე­ფხვი ან ცხე­ნია, მე გვე­ლი რა­ტომ უნდა ვიყო-მეთ­ქი? მას შემ­დეგ, რაც აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რე, რა თქმა უნდა, მო­საზ­რე­ბა შე­მეც­ვა­ლა.

- კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია გაქვს?

- შე­მიძ­ლია და­ვიტ­რა­ბა­ხო, რომ კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს. ეს პრო­ფე­სი­ის ბრა­ლი მე­გო­ნა, თურ­მე - "გვე­ლო­ბის" წყა­ლო­ბა ყო­ფი­ლა.

- "თუ გვე­ლი გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, მისი ინ­ტუ­ი­ცია ნა­თელ­მხილ­ვე­ლო­ბა­ში გა­და­დის".

- შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე­ზე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დავ­ტო­ვო, მაგ­რამ ასეა. რა­საც მე­უბ­ნე­ბი, ჩემ­თვის ერ­თდრო­უ­ლად, ახა­ლიც არის და ძალ­ზე ნაც­ნო­ბიც. წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რი მო­მენ­ტე­ბი ბავ­შვო­ბა­შიც მქონ­და. რა თქმა უნდა, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი არ ემ­თხვე­ო­და, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ზეც და სხვა­ზეც შე­მეძ­ლო მეთ­ქვა, რო­გორ იქ­ნე­ბო­და 1-2 წლის შემ­დეგ; მქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა ამას "ვხე­დავ­დი" კი­დეც. ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ახლო მე­გობ­რე­ბის გარ­და, ეს დღემ­დე არა­ვინ იცო­და. 15 წლამ­დე ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ბი­ო­ვე­ლი მქონ­და. ხე­ლის­გულ­ზე მი­ჩერ­დე­ბო­და ლი­თო­ნის საგ­ნე­ბი, მკერ­დზე უთო მეკ­ვრე­ბო­და. მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ეს თვი­სე­ბა ნელ-ნელა გა­მიქ­რა. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ დღე­საც "ვხე­დავ" ამ­ბავს, რო­მე­ლიც არ მომ­ხდა­რა, არც დამ­სიზ­მრე­ბია. როცა ამ­ბა­ვი რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა, ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე "ნა­ნა­ხი" მქონ­და.

- ას­ტრო­ლო­გე­ბი მა­მა­კა­ცებს აფრ­თხი­ლე­ბენ, როცა გვე­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას იწყე­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ: ქალი გვე­ლი სა­სურ­ველ მა­მა­კაცს გარს ეხ­ვე­ვა და შე­იძ­ლე­ბა, მო­გუ­დოს კი­დეც. შენ თუ ყო­ფილ­ხარ ვინ­მე­ზე "შე­მოხ­ვე­უ­ლი"?

- არა. სა­ერ­თოდ, სა­კუ­თარ სი­სუს­ტე­ებ­ზე ლა­პა­რა­კის არ მე­რი­დე­ბა და შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პრო­ფე­სი­ა­ში უფრო ძლი­ე­რი აღ­მოვ­ჩნდი, ვიდ­რე - პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. რა­ტომ მოხ­და ასე? - ამას ვერ ავ­ხსნი. ალ­ბათ, ესეც ბედი იყო. ერ­თმა ჩემ­მა კო­ლე­გამ მი­თხრა: შენი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის იმ პო­ტენ­ცი­ა­ლის 10% მა­ინც რომ და­გე­ხარ­ჯა, რა­საც საქ­მეს ახ­მარ, დღეს ყვე­ლა­ფე­რი აწყო­ბი­ლი გექ­ნე­ბო­დაო. 35 წლის მან­ძილ­ზე სულ ორ­ჯერ მიყ­ვარ­და და ეს დიდი ხნის წინ იყო.

- მე­ო­რედ, მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ გიყ­ვარ­და?

- რა თქმა უნდა! მე და ირაკ­ლი პა­ტა­რა ასაკ­ში დავ­ქორ­წინ­დით, მა­ნამ­დე კი მარ­თლა არა­ვინ მყვა­რე­ბია. მე­ო­რე სიყ­ვა­რუ­ლი ქორ­წი­ნე­ბით ალ­ბათ, იმი­ტომ არ დაგ­ვირ­გვინ­და, რომ ამ ნა­ბი­ჯის გა­და­სად­გმე­ლად მზად არ აღ­მოვ­ჩნდით.

- დღეს მას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს?

- სა­ერ­თოდ, ყვე­ლა პი­როვ­ნე­ბას­თან, მათ შო­რის იმას­თა­ნაც, ვინც თა­ვის დრო­ზე გული მატ­კი­ნა, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­მიძ­ლია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო და ჩემი ამ თვი­სე­ბით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ.

- "გვე­ლი ქა­ლე­ბი დახ­ვე­წილ აქ­სე­სუ­ა­რებ­ზე გიჟ­დე­ბი­ან".

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ ვერ ვი­ყე­ნებ. სულ სამ­სა­ხურ­ში ვარ, მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში კი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მა­წუ­ხებს.

- "მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად დე­და­მი­წის გა­დაბ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლია".

- მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში მაქვს ერთი პრინ­ცი­პი, რო­მელ­საც არას­დროს ვღა­ლა­ტობ: მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად ამო­რა­ლურს არა­ფერს გა­ვა­კე­თებ. ისე, არც დე­და­მი­წის გა­დაბ­რუ­ნე­ბა შე­მიძ­ლია. ვფიქ­რობ, მი­ზანს ისე უნდა მი­აღ­წიო, რომ ღირ­სე­ბა არ და­კარ­გო.

- "სძულს მარ­ცხი, მაგ­რამ ბუ­ნე­ბით მშვი­დია".

- როცა ვმარ­ცხდე­ბი, ამას ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ვცდი­ლობ, გა­რეგ­ნუ­ლად არა­ფე­რი შე­ვიმ­ჩნიო, მაგ­რამ ეს არ გა­მომ­დის. ვის­წავ­ლე მარ­ცხის აღი­ა­რე­ბაც და გე­ტყვით: დავ­მარ­ცხე­ბულ­ვარ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ საქ­მე­ში დიდი მარ­ცხი არ მქო­ნია. ყო­ვე­ლი და­ცე­მის შემ­დეგ უნდა წა­მოდ­გე და გზა გა­ნაგ­რძო.

- ესეც გვე­ლის თვი­სე­ბაა - სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ის კანს არა­ერ­თხელ იც­ვლის. და­ცე­მის შემ­დეგ წა­მოდ­გო­მის სტი­მულს რა გაძ­ლევს?

- ბუ­ნე­ბით ვარ ასე­თი. ვფიქ­რობ, წაქ­ცე­ვის უფ­ლე­ბა არ მაქვს.

- "ფუ­ლის შოვ­ნა არ უჭირს; სა­ჭი­რო თან­ხას ყო­ველ­თვის ად­ვი­ლად მო­ი­ძი­ებს".

- ეს ჩემი თვი­სე­ბა არ არის. ყო­ველ­თვის ხელ­ფას­ზე ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ვწუხ­ვარ, რომ ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის ნიჭი არ მაქვს.

- "ნე­ბის­მი­ე­რი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია, თუ ის რისკთან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი".

- პი­რი­ქით, ძა­ლი­ან რის­კი­ა­ნი ვარ. ამა­ზე ისიც მოწ­მობს, რომ ჟურ­ნა­ლის­ტის პრო­ფე­სია ავირ­ჩიე...

- ას­ტრო­ლო­გე­ბი ხა­რი­სა და მამ­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან ქორ­წი­ნე­ბას გირ­ჩე­ვენ; არა­სა­სურ­ვე­ლია ღორ­თან და ვე­ფხვთან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა...

- ირაკ­ლი დრა­კო­ნის წელ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი.

- თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ?

- ამ ასაკ­ში თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად აღარ მი­ზი­დავს. მთა­ვა­რი სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დეა.

- "შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის სი­სუს­ტე­ში ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და­არ­წმუ­ნოს".

- თეთრზე შა­ვი­აო, - არას­დროს მიმ­ტკი­ცე­ბია, მაგ­რამ როცა მარ­თა­ლი ვარ, ვცდი­ლობ, მე­ო­რე მხა­რეს არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და­ვუ­სა­ბუ­თო, რა რო­გორ არის.

- "მას შეს­წევს ძალა, ნე­ბის­მი­ე­რი მე­ტო­ქე გზი­დან ოს­ტა­ტუ­რად ჩა­მო­ი­შო­როს".

- პი­რა­დად მე, მე­ტო­ქედ არა­ვინ ჩა­მით­ვლია, მაგ­რამ გზი­დან ჩემს ჩა­მო­შო­რე­ბას ბევ­რი ცდი­ლობ­და; მუდ­მი­ვად ბრძო­ლა მი­წევ­და.

- დღეს ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე მე­ტო­ქედ ვინ მი­გიჩ­ნევს?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში, დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას გა­მო­ვი­ყე­ნებ.

- "მისი გო­ნე­ბა ერ­თდრო­უ­ლად უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ამუ­შა­ვებს და ინა­ხავს, რა­საც შემ­დგომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ოს­ტა­ტუ­რად იყე­ნებს".

- ესეც პრო­ფე­სი­უ­ლი ჩვე­ვა მგო­ნია. შენ­თან ლა­პა­რა­კი­სას იცი, რას მივ­ხვდი? - ეტყო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას გარ­კვე­უ­ლი როლი იმა­ნაც ითა­მა­შა, რომ გვე­ლის წელ­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი; ბევ­რი თვი­სე­ბა, რაც მეხ­მა­რე­ბა, რომ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიყო, გვე­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბულ­თათ­ვის ყო­ფი­ლა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ეს ჩემ­თვის სი­ახ­ლეა.

- "ლა­პა­რა­კის და მოძ­რა­ო­ბის დროს აუჩ­ქა­რე­ბე­ლია".

- (იცი­ნის) ხომ იცი, ეთერს რო­გორ ვი­წყებ: სა-ღა-მო-მშვი-დობი-სა. ახლა ეკ­რან­ზე სა­კუ­თა­რი თავი "და­ვი­ნა­ხე"...

- "სო­ლი­დუ­რი, მშვი­დი არ­სე­ბაა. თუ რა­მე­ში არ გე­თან­ხმე­ბა, რაც არ უნდა გა­უ­კე­თო, ვე­რა­ფერს და­უმ­ტკი­ცებ. თავი და­ა­ნე­ბეთ და ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა".

- მხო­ლოდ დე­დას შე­უძ­ლია, სა­კუ­თა­რი აზრი მო­მახ­ვი­ოს თავს; და­მიმ­ტკი­ცოს, რომ რა­ღა­ცა­ში ვცდე­ბი...

- "თუ გაბ­რაზ­და, უფრთხილ­დით! გან­რის­ხე­ბუ­ლი გვე­ლი სტი­ქი­ა­სა­ვით და­უნ­დო­ბე­ლია..."

- სიმ­შვი­დეს დიდი ხნის მან­ძილ­ზე ვი­ნარ­ჩუ­ნებ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს სა­ზღვა­რი აქვს. ჰოდა, თუ გავ­ბრაზ­დი, შე­მიძ­ლია რა­ღაც და­ვამ­ტვრიო, დავ­ლე­წო. ჩემი სიმ­შვი­დე ვულ­კა­ნი­ვით ფეთ­ქდე­ბა. ასეთ დროს მარ­თა­ლია, სა­კუ­თა­რი თავი სა­შინ­ლად არ მომ­წონს, მაგ­რამ ისე­თი გან­ცდაც მე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს უარ­ყო­ფი­თი ენერ­გი­ის­გან და­ვი­ცა­ლე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა.

- "სა­სურ­ველ მა­მა­კაცს დევ­ნას არას­დროს და­უ­წყებს. მას ურ­ჩევ­ნია, მო­ხიბ­ლოს თა­ვი­სი რჩე­უ­ლი და აი­ძუ­ლოს, თვი­თონ ელტვო­დეს".

- ეს მგო­ნი, ჩემი პრობ­ლე­მაა. ხში­რად ვამ­ბობ: XIX სა­უ­კუ­ნის ყა­ი­დის ქალი ვარ-მეთ­ქი. რა თქმა უნდა, მა­მა­კა­ცის მი­მართ სიმ­პა­თია მქო­ნია, მაგ­რამ არას­დროს გა­და­მიდ­გამს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. ეს ალ­ბათ, ჩემი კომ­პლექ­სია. ბავ­შვო­ბი­დან ასე­თი ვარ და იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც მომ­წონ­და, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან. იმის­თვის, რომ ვინ­მემ მომ­ხიბ­ლოს, შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გმი­რო­ბე­ბის ჩა­დე­ნას ვი­თხოვ. თუმ­ცა იმა­საც ვხვდე­ბი, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს ასე­თი ტრფი­ა­ლი აღარ შე­უძ­ლია. მგო­ნი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი რო­მან­ტი­კუ­ლი ბუ­ნე­ბის ბრა­ლია.

- "ბუ­ნე­ბით ამა­ყია".

- მარ­თა­ლია, ამა­ყი ვარ, მაგ­რამ ზე­მო­დან არას­დროს არა­ვის­თვის და­მი­ხე­დავს.

- ჯი­უ­ტი ხარ?

- მერე და, რო­გო­რი... ეს ჩემ­თვის დამ­ღუპ­ვე­ლი თვი­სე­ბაა. ვა­ღი­ა­რებ, იმ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში შემ­ხვედ­რია (მათ შო­რის, პი­რად­შიც), ჩემი სი­ჯი­უ­ტის ბრა­ლი იყო. ისე, სი­ჯი­უ­ტე საქ­მე­ში მეხ­მა­რე­ბა, ამ თვი­სე­ბამ ძა­ლი­ან მი­ზან­სწრა­ფუ­ლი გამ­ხა­და. დათ­მო­ბა მი­ჭირს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ვის­წავ­ლო. ვიცი, რომ ზოგ­ჯერ უმ­ჯო­ბე­სია, გა­ჩუმ­დე, ვიდ­რე გა­ჯი­უტ­დე. სა­ერ­თოდ, კურო კე­დელს რქე­ბით აწ­ვე­ბა, მე კი ვფიქ­რობ, რქე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას ჯო­ბია, წყნა­რად დაჯ­დე და და­ე­ლო­დო, რო­დის და­ინ­გრე­ვა ის კე­დე­ლი.

- "ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბი­სად­მი მისი ერ­თგუ­ლე­ბა უსა­ზღვროა".

- გვერ­დით მყო­ფი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­მიძ­ლია, თავი გავ­წი­რო, მაგ­რამ როცა სხვე­ბის­გან მსგავ­სი ქმე­დე­ბის მე­ა­სედ­საც ვერ ვი­ღებ, გული მტკი­ვა.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ჩვე­ნი ეს რუბ­რი­კა მო­გე­წო­ნა?

- მერ­წმუ­ნე, ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ჩემ­თვის არც ერთი ინ­ტერ­ვიუ არ ყო­ფი­ლა...

- და­ბო­ლოს, ახალ წელს რო­გორ შეხ­ვდი?

- სა­ერ­თოდ, ამ დღე­სას­წა­ულს ყო­ველ­თვის შვილ­თან ერ­თად, სახ­ლში ვხვდე­ბი. მეკვლე­ო­ბას დე­და­ჩემს ვე­რა­ვინ და­ას­წრებს. ეს დღე­სას­წა­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის 10 წლამ­დე მჯე­რო­და და როცა გა­ვი­გე, რომ ნაძ­ვის ხის ქვეშ სა­ჩუქ­რებს თოვ­ლის ბა­ბუა კი არა, დედა მი­ტო­ვებ­და, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე და გული დამ­წყდა. მარ­თა­ლია, დღეს თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის აღარ მჯე­რა, მაგ­რამ მწამს, რომ თუ სწო­რად იცხოვ­რებ, მრუ­დე ნა­ბი­ჯე­ბით არ ივლი, შენს ცხოვ­რე­ბა­ში სას­წა­უ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა.

აქვე გე­ტყვით, რომ გვე­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი არი­ან: ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე, მა­მუ­კა ონაშ­ვი­ლი, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი, აკა­კი ასა­თი­ა­ნი, გუჯა ბურ­დუ­ლი, რომა რცხი­ლა­ძე, ლაშა ბუ­ღა­ძე, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი და ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვი­ლი.

"მა­მა­კაც­მა ქალ გველ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს"

ას­ტრო­ლო­გი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შემ­დეგ­ნა­ი­რად ახა­სი­ა­თებს:

- გველს სა­ო­ცა­რი ინ­ტუ­ი­ცია და წი­ნათ­გრძნო­ბის უნა­რი აქვს. ეს ნი­შა­ნი მე­ტის­მე­ტად ფრთხი­ლი და წინ­და­ხე­დუ­ლია. სულსწრა­ფი არ არის. აქვს რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნა­რი. მას შე­უძ­ლია, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კომ­პრო­მი­სე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში ბევრ რა­მეს მი­აღ­წი­ოს. ყვე­ლა მა­მა­კაცს, რო­მელ­საც ქალ გველ­თან აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა, ვაფრ­თხი­ლებ, - წინ­და­ხე­დუ­ლო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნონ. გველს შე­უძ­ლია, ნელ-ნელა შე­მო­ეხ­ვი­ოს ადა­მი­ანს, რათა მის­გან გაქ­ცე­ვა ვე­ღარ შეძ­ლოს. ისე კი გვე­ლი ერ­თგუ­ლე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

- რო­გო­რი იქ­ნე­ბა 2013 წელი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის?

- ვერ ვი­ტყვი, რომ მსუ­ბუ­ქი წელი გვექ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. 2012 ძალ­ზე მძი­მე წელი იყო, 2013-დან კი მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და 2014 წელი ბევ­რად უკე­თე­სი გვექ­ნე­ბა. წელს სა­სი­კე­თო ძვრე­ბი იქ­ნე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბაც გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, მაგ­რამ არა იმ­დე­ნად, რომ მშვი­დი წელი და­ვარ­ქვათ.

- 2013 წელი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წე­ლია. თქვე­ნი აზ­რით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ეს წელი სა­ა­კაშ­ვი­ლის და ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის?

- ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ძა­ლი­ან კარ­გი იყო 2012 წელი და ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 2014-იც. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 2 წლის წინ ვაფრ­თხი­ლებ­დი, რომ 2012-ში უმ­ძი­მე­სი წელი ექ­ნე­ბო­და; მის­თვის ეს მდგო­მა­რე­ო­ბა 2013 წლის 10 თე­ბერ­ვლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი (2014 წლის დად­გო­მამ­დე) უკე­თე­სი ექ­ნე­ბა, ვიდ­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. 2014 წლი­დან კი კვლავ ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა. ის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას არა­ერთ სფე­რო­ში შეძ­ლებს.

რო­გო­რი გან­წყო­ბით შეხ­ვდნენ 2013 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას ცნო­ბი­ლი "გვე­ლე­ბი"? - ამ კი­თხვით რამ­დე­ნი­მე მათ­განს მივ­მარ­თეთ.

მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე ამ­ბობს, რომ ას­ტრო­ლო­გია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მეც­ნი­ე­რე­ბაა. 2013 წლი­დან გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ელის. სა­კუ­თა­რი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა წა­კი­თხუ­ლი აქვს და აღი­ა­რებს, რომ ას­ტრო­ლოგ­თა ნათ­ქვა­მი­დან მის ხა­სი­ათს ბევ­რი რამ ემ­თხვე­ვა. ამ­ბობს, რომ კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია აქვს და ფულ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც ზო­მი­ე­რე­ბას იჩენს.

- გვე­ლი მა­მა­კა­ცი პარტნი­ო­რის მი­მართ "ეჭ­ვი­ა­ნია".

- ეჭ­ვი­ან­ზე მე­ტად, დამ­გეს­ლა­ვი ვარ (იცი­ნის).

- საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის და­გეს­ვლა შე­გიძ­ლით?

- კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი შხა­მი მაქვს. ჩემს გესლს ჯერ არა­ვინ მო­უკ­ლავს.

მომ­ღე­რა­ლი ვახ­ტანგ ტა­ტიშ­ვი­ლი გვე­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მშვილ­დო­სა­ნია. უხა­რია, რომ მისი წელი დად­გა. მან სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც გაგ­ვიმ­ხი­ლა.

- ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­ვა­ტა­რო კონ­ცერ­ტი, რო­მელ­საც სა­ხე­ლად "ცენ­ზუ­რის გა­რე­შე" და­ვარ­ქმევ. სულ ვმუ­შა­ობ. ბევ­რი რამ მაქვს და­წე­რი­ლი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია.

- კონ­ცერ­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გვე­ლის წლის დად­გო­მას ელო­დით?

- არა. ჩემს ტექ­სტებს პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი დაჰ­კრავს. ალ­ბათ მი­მიხ­ვდით, რა­საც ვე­ლო­დი.

"გულ­ში მი­ხა­რია, რომ ჩემი წელი და­ი­წყო, მაგ­რამ ხმას არ ვი­ღებ, ჩუ­მად მი­ხა­რია", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე. ის გვე­ლის წელ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მო­რი­ე­ლია.

- როცა ჩემი ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს იგე­ბენ, ამ­ბო­ბენ, - აუ, ეს რა "მიქ­სი­აო"! ნა­მე­ტა­ნი მი­წას­თან ვხო­ხავ, მაგ­რამ გეს­ლი­ა­ნი არ ვარ.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე ხში­რად ფიქ­რობ?

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე ბევ­რი რამ მის­წავ­ლია. თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, რომ მათ ხში­რად ვიხ­სე­ნებ.

- მარ­ცხს რო­გორ ხვდე­ბი?

- მარ­ცხსაც ხომ შეც­დო­მა გა­ნა­პი­რო­ბებს?! დეპ­რე­სი­ა­ში არ ვვარ­დე­ბი.

- ბუ­ნე­ბით მშვი­დი ხარ?

- არა, მაგ­რამ არც ფეთ­ქე­ბა­დი ვარ.

- "ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლებს მიდ­რე­კი­ლე­ბა აქვთ ქორ­წი­ნე­ბის გარე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სად­მი, რაც მათ ცხოვ­რე­ბას არ­თუ­ლებს", - ვკი­თხუ­ლობთ შენი ნიშ­ნის და­ხა­სი­ა­თე­ბა­ში. რას იტყვი?

- (იცი­ნის) უკვე მე­ო­რე ცოლი მყავს და გინ­და, ისიც დამ­შორ­დეს? შემ­დეგ კი­თხვა­ზე გა­და­ვი­დეთ.

- "გვე­ლი ცდი­ლობს, პარტნი­ო­რი ნე­ბის­მი­ე­რი ხერ­ხით "შე­ა­ბას".

- ვე­თან­ხმე­ბი. სიყ­ვა­რუ­ლის­თვის არა­ერ­თი არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­და­მიდ­გამს, ოღონდ - ჩემს სი­გი­ჟე­ებს ვერ მო­გიყ­ვე­ბი.

- თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხარ?

- და­ბა­დე­ბი­დან სულ თავ­გა­და­სავ­ლებ­ში ვარ. რის­კზეც ხში­რად მივ­დი­ვარ.

- "მას შეს­წევს ძალა, ნე­ბის­მი­ე­რი მე­ტო­ქე გზი­დან ოს­ტა­ტუ­რად ჩა­მო­ი­შო­როს".

- მათ ტექ­ნი­კუ­რად ვი­შო­რებ ხოლ­მე გზი­დან; კა­ხუ­რი პირ­და­პი­რო­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი. მოკ­ლედ, არც მწვადს ვწვავ და არც - შამ­ფურს.

- ე.ი. დიპ­ლო­მა­ტი ხარ.

- კი და დათ­მო­ბებ­ზეც მივ­დი­ვარ. ეს თვი­სე­ბა წლე­ბის წინ სა­ერ­თოდ არ მქონ­და, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მივ­ხვდი, რომ სა­ჭი­როა და კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა ვის­წავ­ლე.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოოოო!
0

ძალიან ცანცარა ქალი ხართ!

აუუუუუუუუუუუუუუუუ
0

ოდესმე გქონია კი ღირსება? რას იმოძღვრები ერთი,შენი ცნობადობა არ გაიშვას არსად

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მაია ასათიანი: მიზნის მისაღწევად ამორალურს არაფერს გავაკეთებ, მიზანს ისე უნდა მიაღწიო, რომ ღირსება არ დაკარგო

მაია ასათიანი: მიზნის მისაღწევად ამორალურს არაფერს გავაკეთებ, მიზანს ისე უნდა მიაღწიო, რომ ღირსება არ დაკარგო

"მას კარგად განვითარებული ინტუიცია აქვს. შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს. მისი გონება ერთდროულად უამრავ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს, რასაც შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, ოსტატურად იყენებს. თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, განრისხებული სტიქიასავით დაუნდობელია", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები გველის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი ჟურნალისტის - მაია ასათიანის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით დიდად გატაცებული არასდროს ვყოფილვარ და არც ასტროლოგთა რჩევებს ვითვალისწინებ. თუმცა კი ძალზე მაინტერესებს, დღეს რა უნდა მკითხო?

- "თქვენ ნამდვილი გველი ხართ", - აღმოსავლეთის ქვეყნებში ქალს ასეთ კომპლიმენტსაც ეუბნებიან.

- ის, რომ გველის წელში ვიყავი დაბადებული, პირველად 12 წლისამ გავიგე და არ მესიამოვნა. ვაპროტესტებდი, - სხვა თუ ვეფხვი ან ცხენია, მე გველი რატომ უნდა ვიყო-მეთქი? მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიმოგზაურე, რა თქმა უნდა, მოსაზრება შემეცვალა.

- კარგი ინტუიცია გაქვს?

- შემიძლია დავიტრაბახო, რომ კარგი ინტუიცია მაქვს. ეს პროფესიის ბრალი მეგონა, თურმე - "გველობის" წყალობა ყოფილა.

- "თუ გველი განათლებულია, მისი ინტუიცია ნათელმხილველობაში გადადის".

- შეიძლება, ვინმეზე არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ ასეა. რასაც მეუბნები, ჩემთვის ერთდროულად, ახალიც არის და ძალზე ნაცნობიც. წინასწარმეტყველური მომენტები ბავშვობაშიც მქონდა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი არ ემთხვეოდა, მაგრამ საკუთარ თავზეც და სხვაზეც შემეძლო მეთქვა, როგორ იქნებოდა 1-2 წლის შემდეგ; მქონია შემთხვევა, როცა ამას "ვხედავდი" კიდეც. ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარდა, ეს დღემდე არავინ იცოდა. 15 წლამდე ძალიან ძლიერი ბიოველი მქონდა. ხელისგულზე მიჩერდებოდა ლითონის საგნები, მკერდზე უთო მეკვრებოდა. მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა, ეს თვისება ნელ-ნელა გამიქრა. იშვიათად, მაგრამ დღესაც "ვხედავ" ამბავს, რომელიც არ მომხდარა, არც დამსიზმრებია. როცა ამბავი რეალურად ხდება, ვაცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი უკვე "ნანახი" მქონდა.

- ასტროლოგები მამაკაცებს აფრთხილებენ, როცა გველის წელში დაბადებულ ქალთან ურთიერთობას იწყებენ, მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინონ: ქალი გველი სასურველ მამაკაცს გარს ეხვევა და შეიძლება, მოგუდოს კიდეც. შენ თუ ყოფილხარ ვინმეზე "შემოხვეული"?

- არა. საერთოდ, საკუთარ სისუსტეებზე ლაპარაკის არ მერიდება და შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიაში უფრო ძლიერი აღმოვჩნდი, ვიდრე - პირად ცხოვრებაში. რატომ მოხდა ასე? - ამას ვერ ავხსნი. ალბათ, ესეც ბედი იყო. ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა: შენი პირადი ცხოვრებისთვის იმ პოტენციალის 10% მაინც რომ დაგეხარჯა, რასაც საქმეს ახმარ, დღეს ყველაფერი აწყობილი გექნებოდაო. 35 წლის მანძილზე სულ ორჯერ მიყვარდა და ეს დიდი ხნის წინ იყო.

- მეორედ, მეუღლესთან დაშორების შემდეგ გიყვარდა?

- რა თქმა უნდა! მე და ირაკლი პატარა ასაკში დავქორწინდით, მანამდე კი მართლა არავინ მყვარებია. მეორე სიყვარული ქორწინებით ალბათ, იმიტომ არ დაგვირგვინდა, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად არ აღმოვჩნდით.

- დღეს მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- საერთოდ, ყველა პიროვნებასთან, მათ შორის იმასთანაც, ვინც თავის დროზე გული მატკინა, ადამიანური ურთიერთობა შემიძლია შევინარჩუნო და ჩემი ამ თვისებით ძალიან ვამაყობ.

- "გველი ქალები დახვეწილ აქსესუარებზე გიჟდებიან".

- აქსესუარები მართლა ძალიან მიყვარს, მაგრამ ვერ ვიყენებ. სულ სამსახურში ვარ, მუშაობის პროცესში კი აქსესუარები მაწუხებს.

- "მიზნის მისაღწევად დედამიწის გადაბრუნება შეუძლია".

- მიზანდასახული ადამიანი ვარ, მაგრამ ცხოვრებაში მაქვს ერთი პრინციპი, რომელსაც არასდროს ვღალატობ: მიზნის მისაღწევად ამორალურს არაფერს გავაკეთებ. ისე, არც დედამიწის გადაბრუნება შემიძლია. ვფიქრობ, მიზანს ისე უნდა მიაღწიო, რომ ღირსება არ დაკარგო.

- "სძულს მარცხი, მაგრამ ბუნებით მშვიდია".

- როცა ვმარცხდები, ამას ძალიან განვიცდი. ვცდილობ, გარეგნულად არაფერი შევიმჩნიო, მაგრამ ეს არ გამომდის. ვისწავლე მარცხის აღიარებაც და გეტყვით: დავმარცხებულვარ პირად ცხოვრებაში, მაგრამ საქმეში დიდი მარცხი არ მქონია. ყოველი დაცემის შემდეგ უნდა წამოდგე და გზა განაგრძო.

- ესეც გველის თვისებაა - სიცოცხლის მანძილზე ის კანს არაერთხელ იცვლის. დაცემის შემდეგ წამოდგომის სტიმულს რა გაძლევს?

- ბუნებით ვარ ასეთი. ვფიქრობ, წაქცევის უფლება არ მაქვს.

- "ფულის შოვნა არ უჭირს; საჭირო თანხას ყოველთვის ადვილად მოიძიებს".

- ეს ჩემი თვისება არ არის. ყოველთვის ხელფასზე ვარ დამოკიდებული. ვწუხვარ, რომ ბიზნესის კეთების ნიჭი არ მაქვს.

- "ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შეუძლია, თუ ის რისკთან არ არის დაკავშირებული".

- პირიქით, ძალიან რისკიანი ვარ. ამაზე ისიც მოწმობს, რომ ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე...

- ასტროლოგები ხარისა და მამლის წელში დაბადებულ ადამიანებთან ქორწინებას გირჩევენ; არასასურველია ღორთან და ვეფხვთან თანაცხოვრება...

- ირაკლი დრაკონის წელშია დაბადებული.

- თავგადასავლების მოყვარული ხარ?

- ამ ასაკში თავგადასავლები ნამდვილად აღარ მიზიდავს. მთავარი სულიერი სიმშვიდეა.

- "შესანიშნავად ეხერხება, საკუთარი პოზიციის სისუსტეში ნებისმიერი ადამიანი დაარწმუნოს".

- თეთრზე შავიაო, - არასდროს მიმტკიცებია, მაგრამ როცა მართალი ვარ, ვცდილობ, მეორე მხარეს არგუმენტირებულად დავუსაბუთო, რა როგორ არის.

- "მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს".

- პირადად მე, მეტოქედ არავინ ჩამითვლია, მაგრამ გზიდან ჩემს ჩამოშორებას ბევრი ცდილობდა; მუდმივად ბრძოლა მიწევდა.

- დღეს ქართულ სატელევიზიო ბაზარზე მეტოქედ ვინ მიგიჩნევს?

- ამ შემთხვევაში, დუმილის უფლებას გამოვიყენებ.

- "მისი გონება ერთდროულად უამრავ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს, რასაც შემდგომ საჭიროების შემთხვევაში, ოსტატურად იყენებს".

- ესეც პროფესიული ჩვევა მგონია. შენთან ლაპარაკისას იცი, რას მივხვდი? - ეტყობა, პროფესიული არჩევანის გაკეთებისას გარკვეული როლი იმანაც ითამაშა, რომ გველის წელში ვარ დაბადებული; ბევრი თვისება, რაც მეხმარება, რომ პროფესიაში წარმატებული ვიყო, გველის წელში დაბადებულთათვის ყოფილა დამახასიათებელი. ეს ჩემთვის სიახლეა.

- "ლაპარაკის და მოძრაობის დროს აუჩქარებელია".

- (იცინის) ხომ იცი, ეთერს როგორ ვიწყებ: სა-ღა-მო-მშვი-დობი-სა. ახლა ეკრანზე საკუთარი თავი "დავინახე"...

- "სოლიდური, მშვიდი არსებაა. თუ რამეში არ გეთანხმება, რაც არ უნდა გაუკეთო, ვერაფერს დაუმტკიცებ. თავი დაანებეთ და ბედნიერი იქნება".

- მხოლოდ დედას შეუძლია, საკუთარი აზრი მომახვიოს თავს; დამიმტკიცოს, რომ რაღაცაში ვცდები...

- "თუ გაბრაზდა, უფრთხილდით! განრისხებული გველი სტიქიასავით დაუნდობელია..."

- სიმშვიდეს დიდი ხნის მანძილზე ვინარჩუნებ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ჰოდა, თუ გავბრაზდი, შემიძლია რაღაც დავამტვრიო, დავლეწო. ჩემი სიმშვიდე ვულკანივით ფეთქდება. ასეთ დროს მართალია, საკუთარი თავი საშინლად არ მომწონს, მაგრამ ისეთი განცდაც მეუფლება, თითქოს უარყოფითი ენერგიისგან დავიცალე. საბედნიეროდ, ეს ძალიან იშვიათად ხდება.

- "სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს. მას ურჩევნია, მოხიბლოს თავისი რჩეული და აიძულოს, თვითონ ელტვოდეს".

- ეს მგონი, ჩემი პრობლემაა. ხშირად ვამბობ: XIX საუკუნის ყაიდის ქალი ვარ-მეთქი. რა თქმა უნდა, მამაკაცის მიმართ სიმპათია მქონია, მაგრამ არასდროს გადამიდგამს პირველი ნაბიჯი. ეს ალბათ, ჩემი კომპლექსია. ბავშვობიდან ასეთი ვარ და იმ ადამიანებმა, რომლებიც მომწონდა, ამის შესახებ არაფერი იციან. იმისთვის, რომ ვინმემ მომხიბლოს, შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი გმირობების ჩადენას ვითხოვ. თუმცა იმასაც ვხვდები, რომ თანამედროვე ადამიანს ასეთი ტრფიალი აღარ შეუძლია. მგონი, ეს ყველაფერი ჩემი რომანტიკული ბუნების ბრალია.

- "ბუნებით ამაყია".

- მართალია, ამაყი ვარ, მაგრამ ზემოდან არასდროს არავისთვის დამიხედავს.

- ჯიუტი ხარ?

- მერე და, როგორი... ეს ჩემთვის დამღუპველი თვისებაა. ვაღიარებ, იმ უსიამოვნებების ნაწილი, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია (მათ შორის, პირადშიც), ჩემი სიჯიუტის ბრალი იყო. ისე, სიჯიუტე საქმეში მეხმარება, ამ თვისებამ ძალიან მიზანსწრაფული გამხადა. დათმობა მიჭირს, მაგრამ ვცდილობ, ვისწავლო. ვიცი, რომ ზოგჯერ უმჯობესია, გაჩუმდე, ვიდრე გაჯიუტდე. საერთოდ, კურო კედელს რქებით აწვება, მე კი ვფიქრობ, რქების დაზიანებას ჯობია, წყნარად დაჯდე და დაელოდო, როდის დაინგრევა ის კედელი.

- "ოჯახისა და მეგობრებისადმი მისი ერთგულება უსაზღვროა".

- გვერდით მყოფი ადამიანისთვის შემიძლია, თავი გავწირო, მაგრამ როცა სხვებისგან მსგავსი ქმედების მეასედსაც ვერ ვიღებ, გული მტკივა.

- საინტერესოა, ჩვენი ეს რუბრიკა მოგეწონა?

- მერწმუნე, ასეთი საინტერესო ჩემთვის არც ერთი ინტერვიუ არ ყოფილა...

- დაბოლოს, ახალ წელს როგორ შეხვდი?

- საერთოდ, ამ დღესასწაულს ყოველთვის შვილთან ერთად, სახლში ვხვდები. მეკვლეობას დედაჩემს ვერავინ დაასწრებს. ეს დღესასწაული ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარს. თოვლის ბაბუის არსებობის 10 წლამდე მჯეროდა და როცა გავიგე, რომ ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრებს თოვლის ბაბუა კი არა, დედა მიტოვებდა, ძალიან განვიცადე და გული დამწყდა. მართალია, დღეს თოვლის ბაბუის არსებობის აღარ მჯერა, მაგრამ მწამს, რომ თუ სწორად იცხოვრებ, მრუდე ნაბიჯებით არ ივლი, შენს ცხოვრებაში სასწაული აუცილებლად მოხდება.

აქვე გეტყვით, რომ გველის წელში დაბადებული არიან: ლევან ბერძენიშვილი, გიორგი ყიფშიძე, მამუკა ონაშვილი, მერაბ სეფაშვილი, აკაკი ასათიანი, გუჯა ბურდული, რომა რცხილაძე, ლაშა ბუღაძე, ნონა გაფრინდაშვილი და ვახტანგ ტატიშვილი.

"მამაკაცმა ქალ გველთან ურთიერთობისას წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს"

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შემდეგნაირად ახასიათებს:

- გველს საოცარი ინტუიცია და წინათგრძნობის უნარი აქვს. ეს ნიშანი მეტისმეტად ფრთხილი და წინდახედულია. სულსწრაფი არ არის. აქვს რეგენერაციის უნარი. მას შეუძლია, დიპლომატიური კომპრომისებით ცხოვრებაში ბევრ რამეს მიაღწიოს. ყველა მამაკაცს, რომელსაც ქალ გველთან აქვს ურთიერთობა, ვაფრთხილებ, - წინდახედულობა გამოიჩინონ. გველს შეუძლია, ნელ-ნელა შემოეხვიოს ადამიანს, რათა მისგან გაქცევა ვეღარ შეძლოს. ისე კი გველი ერთგულებითაც გამოირჩევა.

- როგორი იქნება 2013 წელი საქართველოსთვის?

- ვერ ვიტყვი, რომ მსუბუქი წელი გვექნება. მოსალოდნელია ეკონომიკური ცვლილებები. 2012 ძალზე მძიმე წელი იყო, 2013-დან კი მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება და 2014 წელი ბევრად უკეთესი გვექნება. წელს სასიკეთო ძვრები იქნება, მდგომარეობაც გაუმჯობესდება, მაგრამ არა იმდენად, რომ მშვიდი წელი დავარქვათ.

- 2013 წელი საპრეზიდენტო არჩევნების წელია. თქვენი აზრით, როგორი იქნება ეს წელი სააკაშვილის და ივანიშვილისთვის?

- ივანიშვილისთვის ძალიან კარგი იყო 2012 წელი და ასეთივე წარმატებული იქნება 2014-იც. მიხეილ სააკაშვილს 2 წლის წინ ვაფრთხილებდი, რომ 2012-ში უმძიმესი წელი ექნებოდა; მისთვის ეს მდგომარეობა 2013 წლის 10 თებერვლამდე გაგრძელდება. შემდგომი პერიოდი (2014 წლის დადგომამდე) უკეთესი ექნება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. 2014 წლიდან კი კვლავ ივანიშვილისთვის ხელსაყრელი პერიოდი დაიწყება. ის წარმატების მიღწევას არაერთ სფეროში შეძლებს.

როგორი განწყობით შეხვდნენ 2013 წლის შემობრძანებას ცნობილი "გველები"? - ამ კითხვით რამდენიმე მათგანს მივმართეთ.

მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ ასტროლოგია ძალიან საინტერესო მეცნიერებაა. 2013 წლიდან განსაკუთრებულს არაფერს ელის. საკუთარი ნიშნის დახასიათება წაკითხული აქვს და აღიარებს, რომ ასტროლოგთა ნათქვამიდან მის ხასიათს ბევრი რამ ემთხვევა. ამბობს, რომ კარგი ინტუიცია აქვს და ფულთან დამოკიდებულებაშიც ზომიერებას იჩენს.

- გველი მამაკაცი პარტნიორის მიმართ "ეჭვიანია".

- ეჭვიანზე მეტად, დამგესლავი ვარ (იცინის).

- საყვარელი ადამიანის დაგესვლა შეგიძლით?

- კეთილთვისებიანი შხამი მაქვს. ჩემს გესლს ჯერ არავინ მოუკლავს.

მომღერალი ვახტანგ ტატიშვილი გველის წელში დაბადებული მშვილდოსანია. უხარია, რომ მისი წელი დადგა. მან სამომავლო გეგმებიც გაგვიმხილა.

- ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მეგობრებთან ერთად ჩავატარო კონცერტი, რომელსაც სახელად "ცენზურის გარეშე" დავარქმევ. სულ ვმუშაობ. ბევრი რამ მაქვს დაწერილი, რაც საზოგადოებისთვის უცნობია.

- კონცერტის ჩასატარებლად გველის წლის დადგომას ელოდით?

- არა. ჩემს ტექსტებს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. ალბათ მიმიხვდით, რასაც ველოდი.

"გულში მიხარია, რომ ჩემი წელი დაიწყო, მაგრამ ხმას არ ვიღებ, ჩუმად მიხარია", - ამბობს მსახიობი გიორგი ყიფშიძე. ის გველის წელში დაბადებული მორიელია.

- როცა ჩემი ზოდიაქოს ნიშანს იგებენ, ამბობენ, - აუ, ეს რა "მიქსიაო"! ნამეტანი მიწასთან ვხოხავ, მაგრამ გესლიანი არ ვარ.

- დაშვებულ შეცდომებზე ხშირად ფიქრობ?

- დაშვებულ შეცდომებზე ბევრი რამ მისწავლია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ ხშირად ვიხსენებ.

- მარცხს როგორ ხვდები?

- მარცხსაც ხომ შეცდომა განაპირობებს?! დეპრესიაში არ ვვარდები.

- ბუნებით მშვიდი ხარ?

- არა, მაგრამ არც ფეთქებადი ვარ.

- "ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს მიდრეკილება აქვთ ქორწინების გარე ურთიერთობებისადმი, რაც მათ ცხოვრებას ართულებს", - ვკითხულობთ შენი ნიშნის დახასიათებაში. რას იტყვი?

- (იცინის) უკვე მეორე ცოლი მყავს და გინდა, ისიც დამშორდეს? შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ.

- "გველი ცდილობს, პარტნიორი ნებისმიერი ხერხით "შეაბას".

- ვეთანხმები. სიყვარულისთვის არაერთი არაორდინარული ნაბიჯი გადამიდგამს, ოღონდ - ჩემს სიგიჟეებს ვერ მოგიყვები.

- თავგადასავლების მოყვარული ხარ?

- დაბადებიდან სულ თავგადასავლებში ვარ. რისკზეც ხშირად მივდივარ.

- "მას შესწევს ძალა, ნებისმიერი მეტოქე გზიდან ოსტატურად ჩამოიშოროს".

- მათ ტექნიკურად ვიშორებ ხოლმე გზიდან; კახური პირდაპირობით არ გამოვირჩევი. მოკლედ, არც მწვადს ვწვავ და არც - შამფურს.

- ე.ი. დიპლომატი ხარ.

- კი და დათმობებზეც მივდივარ. ეს თვისება წლების წინ საერთოდ არ მქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ საჭიროა და კომპრომისზე წასვლა ვისწავლე.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)