Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსუდან კერვალიშვილი "სატრანსპორტო კომპანიაში" გენდერულ საკითხებში მრჩევლად საქმიანობს
რუსუდან კერვალიშვილი "სატრანსპორტო კომპანიაში" გენდერულ საკითხებში მრჩევლად საქმიანობს

რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში" გენ­დერულ სა­კი­თხებ­ში მრჩევ­ლად საქ­მი­ა­ნობს. რო­გორც კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მისი სფე­რო გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბაა.

"ვარ მრჩე­ვე­ლი, ისე­თი სა­კი­თხე­ბის, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის და კა­ცე­ბის, გენ­დერულ სა­კი­თხებს შე­ე­ხე­ბა. ეს ით­ვა­ლის­წი­ნებს ბევრ ისეთ ცვლი­ლე­ბას, რო­მე­ლიც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გნე­ბავთ სატ­რან­სპორ­ტო და გნე­ბავთ, სხვა კომ­პა­ნი­ებ­ში", - აღ­ნიშ­ნა კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა.

ამას­თან, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვა­ზე, არის თუ არა ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მისი შე­მო­სა­ვა­ლი 2500 ლარი, კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ ჯერ ვერ და­ა­დას­ტუ­რებს, თუმ­ცა "ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა თუ არის".

მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ შპს-ების სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ებ­ში და­საქ­მე­ბა და­ა­დას­ტუ­რეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა ხა­თუ­ნა ოჩი­ა­ურ­მა და კობა ხა­ბაზ­მა.

"საკ­რე­ბუ­ლო­შიც ვმუ­შა­ობ­დი, ვარ არ­ქი­ტექ­ტო­რი, ურ­ბა­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბი ჩემ­თვის ახ­ლოა, ძი­რი­თა­დად არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი და ურ­ბა­ნის­ტე­ბი წყვე­ტენ ტრან­სპორ­ტის სა­კი­თხებს, ასე­თია წესი, ასე რომ ვე­რაფ­რით ვერ ვი­ტყვი, რომ გა­მოც­დი­ლე­ბა არ მაქვს",- აღ­ნიშ­ნა ხა­თუ­ნა ოჩი­ა­ურ­მა.

ინ­ფორ­მა­ცია შპს "სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ და­ა­დას­ტუ­რა კობა ხა­ბაზ­მაც. მისი თქმით, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია არის "სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქის" შე­მო­სავ­ლე­ბის სწო­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­წი­ლე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, საბ­ჭოს წევ­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა თვე­ში 2500 ლა­რია, თუმ­ცა ისი­ნი 2000 ლარს ღე­ბუ­ლო­ბენ.

საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ქა­ლა­ქის მერს მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი შპს-ების სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­საქ­მე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ფრაქ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა.

რო­გორც ში­ხი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, მან მო­ი­პო­ვა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ირ­კვე­ვა, რომ მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ შპს-ების­თვის - "სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქი", "ჰერ­მე­სი", "თბილ­სერ­ვი­სი­სა" და "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის­თვის" შე­იქ­მნა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ე­ბი, სა­დაც და­ი­ნიშ­ნენ ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

ში­ხი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ 36 ადა­მი­ა­ნია და­საქ­მე­ბუ­ლი და ყო­ველ მათ­განს ხელ­ფა­სი 2500 ლარი ექ­ნე­ბა.

რო­გორც ში­ხი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, შპს "სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში შე­დი­ან კობა ხა­ბა­ზი, ვლა­დი­მერ ვარ­ძე­ლაშ­ვი­ლი; "თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში კი - გი­ორ­გი ასა­ნი­ძე, აკა­კი სე­ფერ­თე­ლა­ძე, გიგა ნა­სა­რი­ძე, ლე­ვან თარ­ხნიშ­ვი­ლი, ხა­თუ­ნა ოჩი­ა­უ­რი, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი; ხოლო "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" სა­მე­თალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში შე­დი­ან ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე, ბად­რი ბა­სიშ­ვი­ლი, და­ვით იო­სე­ლი­ა­ნი.

ში­ხი­აშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა შპს-ების­თვის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, 23 ოქ­ტომ­ბერს მი­ი­ღო. თუმ­ცა, ამის შე­სა­ხებ საკ­რე­ბუ­ლო­ში არა­ფე­რი იცოდ­ნენ და ამ დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­პო­ვე­ბა მათ­თვის აქამ­დე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუსუდან კერვალიშვილი "სატრანსპორტო კომპანიაში" გენდერულ საკითხებში მრჩევლად საქმიანობს

რუსუდან კერვალიშვილი "სატრანსპორტო კომპანიაში" გენდერულ საკითხებში მრჩევლად საქმიანობს

რუსუდან კერვალიშვილის თქმით, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" გენდერულ საკითხებში მრჩევლად საქმიანობს. როგორც კერვალიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მისი სფერო გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით სამოქმედო გეგმების შესრულებაა.

"ვარ მრჩეველი, ისეთი საკითხების, რომელიც ქალების და კაცების, გენდერულ საკითხებს შეეხება. ეს ითვალისწინებს ბევრ ისეთ ცვლილებას, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით, გნებავთ სატრანსპორტო და გნებავთ, სხვა კომპანიებში", - აღნიშნა კერვალიშვილმა.

ამასთან, "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, არის თუ არა ამ საქმიანობიდან მისი შემოსავალი 2500 ლარი, კერვალიშვილმა უპასუხა, რომ ჯერ ვერ დაადასტურებს, თუმცა "ძალიან კარგი იქნება თუ არის".

მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმება დაადასტურეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხათუნა ოჩიაურმა და კობა ხაბაზმა.

"საკრებულოშიც ვმუშაობდი, ვარ არქიტექტორი, ურბანული საკითხები ჩემთვის ახლოა, ძირითადად არქიტექტორები და ურბანისტები წყვეტენ ტრანსპორტის საკითხებს, ასეთია წესი, ასე რომ ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ გამოცდილება არ მაქვს",- აღნიშნა ხათუნა ოჩიაურმა.

ინფორმაცია შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმების შესახებ დაადასტურა კობა ხაბაზმაც. მისი თქმით, სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადი ფუნქცია არის "სინათლის ქალაქის" შემოსავლების სწორი და სამართლიანი განაწილება.

მისივე თქმით, საბჭოს წევრების ანაზღაურება თვეში 2500 ლარია, თუმცა ისინი 2000 ლარს ღებულობენ.

საკრებულოს ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარე ქალაქის მერს მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოებში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების დასაქმებაში ადანაშაულებს.

ამასთან დაკავშირებით, ფრაქციის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.

როგორც შიხიაშვილი ამბობს, მან მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ებისთვის - "სინათლის ქალაქი", "ჰერმესი", "თბილსერვისისა" და "თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის" შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც დაინიშნენ ყოფილი პარლამენტარები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი ოჯახის წევრები.

შიხიაშვილის ინფორმაციით, სულ 36 ადამიანია დასაქმებული და ყოველ მათგანს ხელფასი 2500 ლარი ექნება.

როგორც შიხიაშვილი ამბობს, შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში შედიან კობა ხაბაზი, ვლადიმერ ვარძელაშვილი; "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოში კი - გიორგი ასანიძე, აკაკი სეფერთელაძე, გიგა ნასარიძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა ოჩიაური, რუსუდან კერვალიშვილი; ხოლო "თბილსერვის ჯგუფის" სამეთალყურეო საბჭოში შედიან ეკა ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, დავით იოსელიანი.

შიხიაშვილის განმარტებით, აღნიშნული დადგენილება შპს-ებისთვის სამეთვალყურეო საბჭოების შექმნის შესახებ ქალაქის მთავრობამ არჩევნების შემდეგ, 23 ოქტომბერს მიიღო. თუმცა, ამის შესახებ საკრებულოში არაფერი იცოდნენ და ამ დოკუმენტების მოპოვება მათთვის აქამდე შეუძლებელი იყო.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა