პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ ახალ წელს, ახალგაზრდა ბიჭმა გამოგვიძახა, ცოლი მღალატობს და მიშველეთო.."
"ერთ ახალ წელს, ახალგაზრდა ბიჭმა გამოგვიძახა, ცოლი მღალატობს და მიშველეთო.."

"პატ­რუ­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი" - ამ სა­თა­უ­რით გა­მო­ვა წიგ­ნი, სა­დაც პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი როს­ტომ სამ­ხა­რა­ძე, მკი­თხველს პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე, ხა­ლი­სი­ან ამ­ბებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე მო­უ­თხრობს. ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბის­კენ მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვე­ბულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ და მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გაც­ნო­ბილ­მა სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟებ­მა უბიძ­გა. პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის გარ­და, ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბი­თა და პო­ე­ზი­ი­თაც არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. "მე პო­ლი­ცი­ე­ლი ვარ. ჩემი ქვეყ­ნი­სა და საქ­მის პატ­რი­ო­ტი და ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თო, რათა ჩემს ხალ­ხს და სა­ხი­ფა­თო პრო­ფე­სი­ას პირ­ნათ­ლად ვემ­სა­ხუ­რო," - ასე­თია წიგ­ნის შე­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც პატ­რუ­ლის თვა­ლით და­ნა­ხულ მძი­ნა­რე და მღვი­ძა­რე თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა. მო­სა­გო­ნა­რი კი უამ­რა­ვი აქვს, რად­გან ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი იმ დრო­ი­დან მუ­შა­ობს, ვიდ­რე ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას მო­ი­პო­ვებ­და.

- ჩვენ­თვის არ არ­სე­ბობ­და უქმე და დღე­სას­წა­უ­ლი. არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, ფორ­მა ჩა­მიც­ვამს და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე გავ­სულ­ვარ. ეს იოლი არ არის, მაგ­რამ რო­დე­საც ცდი­ლობ, რომ შენს საქ­მე­ში ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯო, სხვა და­ნარ­ჩე­ნი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გეჩ­ვე­ნე­ბა... ადრე 24-სა­ა­თი­ა­ნი გრა­ფი­კი გვქონ­და, ახლა 12-სა­ა­თი­ან­ზე გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. ყვე­ლა­ზე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო დრო სა­ღა­მოს 9-დან დი­ლის 9-მდეა, გან­სა­კუთ­რე­ბით დღე­სას­წა­უ­ლებ­ში, რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე­თა უმე­ტე­სო­ბა მთვრა­ლია და მათ ადა­მი­ა­ნურ ენა­ზე უნდა აუხ­სნა, რომ კა­ნო­ნის წი­ნა­შე მთვრა­ლი და ფხი­ზე­ლი თა­ნას­წო­რია. ამის გა­გე­ბა ზოგს არ უნდა და გვე­ჭი­მე­ბა, - ბიჭო, რო­გორ მე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვინ გგო­ნი­ვა­რო... ჰოდა, ჩვენც სა­ნამ მოთ­მი­ნე­ბა გვყოფ­ნის და კა­ნო­ნი მოთ­მი­ნე­ბის უფ­ლე­ბას გვაძ­ლევს, ვუთ­მენთ, მერე კი - ჯა­რი­მა და მისი ჯანი... ცოტა უფრო შო­რი­დან და­ვი­წყებ სა­უ­ბარს, - იმ დრო­ი­დან, რო­დე­საც სა­პატ­რუ­ლო სამ­სა­ხურ­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, ამ სის­ტე­მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა და­ბა­ლი იყო. მძი­მედ მახ­სენ­დე­ბა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რად­გან ხალ­ხის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა გვი­წევ­და. პირ­ველ დღე­ებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო გვაკ­ვირ­დე­ბო­და, ვიდ­რე ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. და­ნა­შა­უ­ლის აღ­მო­ფხვრას­თან ერ­თად, ძნე­ლი იყო მენ­ტა­ლო­ბას­თან ბრძო­ლა. სკო­ლის ასა­კის ბავ­შვე­ბიც კი "კაი ბი­ჭო­ბა­ზე" ლა­პა­რა­კობ­დნენ. ასე­თი აზ­როვ­ნე­ბის შეც­ვლა და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლას არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და... მოკ­ლედ, ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებ­და, პატ­რუ­ლი ხალ­ხის სამ­სა­ხურ­ში ჩად­გე­ბო­და თუ "გაის" მი­სი­ის გამ­გრძე­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მძღო­ლე­ბი გვი­ყუ­რებ­დნენ ეჭ­ვი­ა­ნი თვა­ლით.

- ამ დროს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მხრი­დან ცდუ­ნე­ბა თუ იყო?..

- მე, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ მქონ­და და სხვას არ ვიცი. თა­ვი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დას ჰგავ­და. საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა იყო, რაც ჩემს კო­ლე­გებს ქრთა­მის აღე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას არ აძ­ლევ­და. თუმ­ცა, ალ­ბათ გახ­სოვთ, რომ წვრილ­მა­ნი გა­დაც­დო­მე­ბი მა­ინც იყო. მთლი­ა­ნო­ბა­ში კად­რე­ბი სწო­რად იყო შერ­ჩე­უ­ლი და რაც მთა­ვა­რია, იდე­აც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე სწო­რად იყო მი­ტა­ნი­ლი... რო­დე­საც პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვიხ­სე­ნებ, გან­სა­კუთ­რე­ბით მახ­სოვს, რომ თით­ქმის ყო­ველ­დღე ყვე­ლა­ფერ­ზე გვი­ძა­ხებ­დნენ. ერთხელ ვი­ღაც ახალ­გაზ­რდა ბიჭ­მა გა­მოგ­ვი­ძა­ხა, ცოლი მღა­ლა­ტობს და უნდა მიშ­ვე­ლო­თო... ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში, თა­ვი­დან ცო­ტა­თი ვიბ­ნე­ო­დი, არ ვი­ცო­დი, რო­გორ დავ­ხმა­რე­ბო­დი, მაგ­რამ ჩემ­მა პრო­ფე­სი­ამ თან­და­თან ფსი­ქო­ლო­გიც გამ­ხა­და. შემ­დეგ, ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა, რომ არა მხო­ლოდ წეს­რიგს ვი­ცავ­დით, არა­მედ ვეხ­მა­რე­ბო­დით კი­დეც. ჯერ გა­ოც­დნენ, მერე კი რამ­დენ­ჯერ­მე გა­დაგ­ვა­მოწ­მეს.

მახ­სოვს, ერთხელ პატ­რულ­ში და­რე­კეს, ვი­ღაც მა­მა­კაცს გზა აებ­ნა, სახ­ლს ვე­ღარ აგ­ნებ­სო. ჩემს "გა­სა­ძა­ხებ­ლად" მა­შინ 414 უნდა აგეკ­რი­ფა, და­მი­კავ­შირ­დნენ, მუ­ხი­ა­ნის გა­და­სახ­ვევ­თან უნდა მიხ­ვი­დე­თო. ხალ­ხს არ ეგო­ნა, რომ ეს ჩვენს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში შე­დი­ო­და და ასა­კო­ვან მა­მა­კაცს რომ გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კეთ, გა­ო­ცე­ბით შე­მოგ­ვყუ­რებ­დნენ. დიდი წვა­ლე­ბით გა­ვი­გეთ გზა­აბ­ნე­უ­ლი მა­მა­კა­ცის, უფრო სწო­რად, მისი შვი­ლე­ბის სახ­ლის მი­სა­მარ­თი. მო­ხუ­ცი რა­ი­ო­ნი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი შვი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად. ასაკ­თან ერ­თად, ცოტა სკლე­რო­ზიც შე­მოჰ­პა­რო­და და ლა­პა­რა­კის დროს ხან თბი­ლისს ახ­სე­ნებ­და, ხან - თა­ვის რა­ი­ონს... რო­დე­საც მის ქა­ლიშ­ვილს ასა­კო­ვა­ნი მამა მი­ვუყ­ვა­ნეთ, ჯერ გა­ოც­და, მერე კი სი­ხა­რუ­ლის­გან აღარ იცო­და, რა ექნა. მე მგო­ნი, პირ­ვე­ლად მა­შინ დამ­კვიდ­რდა გა­მოთ­ქმა - "დიდი მად­ლო­ბა პატ­რულს". ეს, რა თქმა უნდა, ხუმ­რო­ბით, ისე კი მისი მად­ლი­ე­რი თვა­ლე­ბი მარ­თლა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა.

- ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­ბათ არა­ერ­თხელ მო­გი­წი­ათ სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ებ­ში მო­რი­გე­ო­ბამ...

- დიახ, მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წელს მო­მი­წია მო­რი­გე­ო­ბამ. დღე­სას­წა­უ­ლის ღა­მეს, ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი­დან, კონ­კრე­ტუ­ლად - სას­მელთმოყ­ვა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უამ­რა­ვი ტრა­გე­დია ხდე­ბა, მაგ­რამ რა­ხან დღე­სას­წა­უ­ლია, მო­რი­გე­ო­ბის დროს თავს გა­დახ­დე­ნი­ლი ამ­ბე­ბის თხრო­ბას სა­ხა­ლი­სო შემ­თხვე­ვით და­ვი­წყებ: 12 სა­ა­თის შეს­რუ­ლე­ბას წუ­თე­ბი აკ­ლდა, როცა გა­მო­ძა­ხე­ბა მი­ვი­ღეთ, ამა და ამ მი­სა­მარ­თზე სა­ო­ჯა­ხო კონ­ფლიქ­ტი­აო. აი, მეს­მის ოჯა­ხი-მეთ­ქი, ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ რა­ღას ვი­ზამ­დი, წა­ვე­დი. ბი­ნა­ში შე­სუ­ლებს, მე და ჩემს მე­წყვი­ლეს, 45 წლამ­დე ასა­კის ნას­ვა­მი, გა­ბუ­რძგნი­ლი, წვე­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცი დაგ­ვხვდა და თა­ვა­ზი­ა­ნად შეგ­ვი­პა­ტი­ჟა, - მობ­რძან­დით, მე გა­მო­გი­ძა­ხე­თო. ვი­ფიქ­რე, ასეთ ტი­პებს ბი­ნაც სა­შინ­ლად არე­ულ-და­რე­უ­ლი ექ­ნე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ შევ­ცდი: სადა, მაგ­რამ გაწკრი­ა­ლე­ბულ ბი­ნა­ში შე­ვე­დით. დი­ვან­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბის ქალ­ბა­ტო­ნი იჯდა და ტი­რო­და. კაც­მა თა­ვი­სი პრობ­ლე­მის მო­ყო­ლა დინ­ჯად და­ი­წყო: მე­საფ­ლა­ვე ვარ. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვშრო­მობ, ოჯახს რომ არა­ფე­რი მო­ვაკ­ლო, არა­და, ხომ შე­მიძ­ლია, ეს ფული სხვა­დან წა­ვი­ღო და ცოლ-შვილს აღარ მო­ვუ­ტა­ნო. მე ასე არ ვიქ­ცე­ვი, ყვე­ლა­ფე­რი ოჯახ­ში მო­მაქვს. სა­ღა­მოს სახ­ლში და­ქან­ცუ­ლი მოვ­დი­ვარ და... (ამ დროს ატი­რე­ბულ ცოლს გა­ხე­და) ერთი წე­ლია ვეხ­ვე­წე­ბი, მაგ­რამ ჩემი ცოლი არ მე­კა­რე­ბაო... არ მახ­სოვს, რო­გორ შე­ვი­კა­ვე და "ჩა­ვიბ­რუ­ნე" სი­ცი­ლი. კი­ნა­ღამ ფილ­ტვე­ბი გა­მის­კდა, მაგ­რამ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გა­ღი­მე­ბაც კი არ შე­იძ­ლე­ბა. ოთხი შვი­ლი ჰყავ­დათ... ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტი ყვე­ლა­ზე მძი­მე თე­მაა და რაც უფრო ღრმად ცდი­ლობ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვას, მით მეტი კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ჩნდე­ბა. შე­ვე­ცა­დე, ქალს გავ­სა­უბ­რე­ბო­დი. რო­გორც გი­თხა­რით, ზოგ­ჯერ ფსი­ქო­ლო­გო­ბაც გვი­წევს. დი­ა­სახ­ლის­მა შე­მომ­ჩივ­ლა, - სა­მუ­შა­ო­ზე სვამს და სახ­ლში მო­სულს და­ბა­ნაც ეზა­რე­ბა. ასეთ მა­მა­კაც­თან ცხოვ­რე­ბა ძნე­ლი­აო. ვთხო­ვე, ეცა­დეთ, და­ე­ლა­პა­რა­კოთ, გვერ­დში და­უდ­გეთ, ეს პრობ­ლე­მა ერ­თად უნდა მო­აგ­ვა­როთ; ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ ვე­რა­ფერს გიშ­ვე­ლით-მეთ­ქი... რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, ერ­თმა­ნეთს მა­ღა­ზი­ა­ში შევ­ხვდით. მიც­ნო და გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა, - თქვე­ნი რჩე­ვა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და მე­უღ­ლე გა­მოს­წორ­დაო.

- ასე­თი სა­ხა­ლი­სო ამ­ბა­ვი ხში­რია?

- მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის დღი­დან ყვე­ლა ად­გი­ლი და შემ­თხვე­ვა მახ­სოვს, სა­დაც კი რამე სა­ინ­ტე­რე­სო გა­დაგ­ვხდე­ნია მე და ჩემს მე­წყვი­ლეს... 31 დე­კემ­ბრის სა­ღა­მოს სა­ო­ცა­რი კუ­რი­ო­ზე­ბი ხდე­ბა. 10 სა­ა­თი­დან ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში სა­ცო­ბე­ბის პი­კია. ყვე­ლა ცდი­ლობს, რო­გორ­ღაც "გაძ­ვრეს" და დრო­უ­ლად მი­ვი­დეს სახ­ლში. სწო­რედ ამ დროს იწყე­ბა ჩვე­ნი თავ­სა­ტე­ხი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. ქა­ლაქ­ში ძა­ლი­ან მა­გა­რი სა­ცო­ბი შე­იქ­მნა და მის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ვჭირ­და. უცებ გვერ­დი­დან შხუ­ი­ლით გა­მო­იჭ­რა მან­ქა­ნა. ვი­ფიქ­რე, მძღოლს უკვე მო­უს­წრია ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა-მეთ­ქი, მაგ­რამ სა­ჭეს­თან ქალი აღ­მოჩ­ნდა. მა­შინ მძღო­ლი ქალი ასე ხში­რად არ შეგ­ხვდე­ბო­და, მით უმე­ტეს, გლ­დან­ში. იმე­დია, გლ­და­ნე­ლე­ბი არ მი­წყე­ნენ... მძღოლს ღი­მი­ლით ვთხო­ვე, - ქალ­ბა­ტო­ნო, ნელა ია­რეთ, რა გეჩ­ქა­რე­ბათ-მეთ­ქი? - მე არა, ამას ეჩ­ქა­რე­ბაო, - და მუ­ცელ­ზე და­ი­დო თითი. თურ­მე ფეხ­მძი­მე ყო­ფი­ლა. მით უმე­ტეს, ნელა უნდა ია­როთ-მეთ­ქი.

შარ­შან პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას მან­ქა­ნამ გზა ისე­თი მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბით შეგ­ვი­ზღუ­და, რომ ძლივს და­ვა­მუხ­რუ­ჭეთ. მე და ჩემი მე­წყვი­ლე მივ­ხვდით, რომ მძღო­ლი ნას­ვა­მი კი არა, მა­გა­რი მთვრა­ლი იყო. ძლივს და­ვე­წი­ეთ. ტაქ­სი იყო და, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მიკ­ვირ­და, მგზავ­რიც ჰყავ­და. რო­გორ­ღაც გა­ვა­ჩე­რეთ და მან­ქა­ნის კარი რომ გა­მო­ვა­ღე, მძღო­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვარ­და. ისე­თი მთვრა­ლი იყო, ენას პირ­ში ვე­ღარ ატ­რი­ა­ლებ­და. ჩვენს და­ნახ­ვა­ზე ხე­ლე­ბი გა­ა­სავ­სა­ვა, - დამ­ნა­შა­ვე ვარ და რაც გინ­დათ, ის მი­ქე­ნი­თო. მე და ჩემ­მა მე­წყვი­ლემ ძლივს გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ მან­ქა­ნი­დან და ახლა მგზავ­რი აგ­ვი­შარ­და, სად მიგ­ყავთ ეს კაცი, ჯერ სახ­ლში მი­მიყ­ვა­ნოს და მერე რაც გინ­დათ, ის უქე­ნი­თო.

- ისე, მთვრალ მძღოლს რო­გორ ჩა­უჯ­და მან­ქა­ნა­ში?

- ჩვენც ეგ ვკი­თხეთ. მა­შინ არ ეტყო­ბო­და, ახლა კი მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან დამ­თვრა­ლაო, - გვი­პა­სუ­ხა. სხვა ტაქ­სი გა­ვუ­ჩე­რეთ და იმას გა­ვა­ყო­ლეთ. იმ მძღოლს კი ჯა­რი­მა არ ას­ცდა... მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბის ტექ­სტი ასე­თია, - აუ, ახა­ლი წე­ლია, ცოტა დავ­ლიე და არ და­მა­ჯა­რი­მო, რა, ქარ­თვე­ლი არ ხარო?!. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც პატ­რულს შე­უძ­ლია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში ლმო­ბი­ე­რი იყოს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის - არა.

- ვიცი, რომ ბევ­რი ახალ წელს პატ­რუ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბას ერი­დე­ბა, არ დაგ­ვე­ბე­დო­სო...

- დიახ, მაგ­რამ არი­ან ისე­თე­ბი, ვინც გან­გებ გვი­ძა­ხებს. ამას წი­ნათ, ღა­მის სამ სა­ათ­ზე გვქონ­და გა­მო­ძა­ხე­ბა, - ავ­ტო­ფა­რე­ხის ძარ­ცვა იყო. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს კარი ღია დაგ­ვხვდა. ია­რა­ღი მო­ვი­მარ­ჯვეთ, ფა­რა­ნი პირ­ში გა­ვირჭ­ვეთ და ფა­რე­ხის­კენ ფრთხი­ლად და­ვი­ძა­რით. შე­ვე­დით. ასეთ დროს ყვე­ლაფ­რის­თვის მზად უნდა იყო, რად­გან არ იცი, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სა­ი­დან გა­მო­ვარ­დე­ბა და რას მო­ი­მოქ­მე­დებს... ნაკ­ვა­ლე­ვი მან­ქა­ნამ­დე მი­დი­ო­და და უკან ბრუნ­დე­ბო­და. მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ზე გა­სა­ღე­ბი­ა­ნი ბოქ­ლო­მი იდო ანუ ავ­ტო­ფა­რე­ხი გა­ტე­ხი­ლი კი არა, გა­ღე­ბუ­ლი იყო. უკან მივტრი­ალ­დით თუ არა, სა­დარ­ბა­ზო­დან მა­მა­კა­ცი გა­მო­ვი­და და ისე, სას­ხვა­თა­შო­რი­სოდ გვკი­თხა, - სი­გა­რე­ტი არ გაქ­ვთო?..

- რის­თვის გა­მო­გი­ძა­ხათ?

- ნას­ვა­მი იყო. სი­გა­რე­ტი არ მქონ­და და ვი­ფიქ­რე, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებს ექ­ნე­ბა­თო, - გვი­თხრა, მაგ­რამ არ გა­უ­მარ­თლა, - არც მე და არც ჩემი მე­წყვი­ლე არ ვე­წე­ო­დით.

- ასე­თი ცრუ გა­მო­ძა­ხე­ბა ხში­რია?

- საკ­მა­ოდ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვენ­დო­ბა და ეს ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ზედ­მე­ტი მოს­დის. ერთხელ ქალ­ბა­ტონ­მა გა­მოგ­ვი­ძა­ხა, - ახალ­გაზ­რდე­ბი ქუ­ჩა­ში ხმა­უ­რო­ბენ და მა­წუ­ხე­ბე­ნო. ად­გილ­ზე რომ მი­ვე­დით, ვხე­დავთ, ხუთი ხე­ლი­ხელ­გა­დახ­ვე­უ­ლი მა­მა­კა­ცი დგას და "მრა­ვალ­ჟა­მი­ერს" მღე­რის. ხმა­შე­წყო­ბი­ლად, მარ­თლაც რომ დი­დე­ბუ­ლად მღე­როდ­ნენ. ჩვენს და­ნახ­ვა­ზე ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­ვარ­და, - აი, ხომ ხე­დავთ, რა დღე­ში არი­ან, მოს­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვე­ნო. გა­მე­ღი­მა, - ცოტა ხანს მო­ით­მი­ნეთ-მეთ­ქი. რა­ცია ხმა­მა­ღალ რე­ჟიმ­ზე ჩავ­რთე, ისე, რომ მთელ გან­ყო­ფი­ლე­ბას მო­ეს­მი­ნა და თა­ნამ­შრომ­ლებს ვუ­თხა­რი, - აი, ამით წუხ­დე­ბა ეს ქალ­ბა­ტო­ნი-მეთ­ქი... ერთ-ერთი ან­სამ­ბლის მომ­ღერ­ლე­ბი იყ­ვნენ, ახა­ლი წლის წი­ნა­დღე იყო და მე­გობ­რის სახ­ლში უქე­ი­ფი­ათ. სიმ­ღე­რა რომ და­ას­რუ­ლეს, მერე შეგ­ვამ­ჩნი­ეს და აწ­რი­ალ­დნენ, ვინ­მე ხომ არ შე­ვა­წუ­ხე­თო? - გა­ნაგ­რძეთ-მეთ­ქი. - მა­შინ კი­დევ ერთს ვიმ­ღე­რებ­თო, - და "ჩაკ­რუ­ლო" დას­ცხეს... ყვე­ლაფ­რის გამო არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის დას­ჯა.

- მი­თხა­რით, დღე­სას­წა­უ­ლებ­ში ცუდი ამ­ბა­ვიც ხში­რი­აო. ამის მი­ზე­ზი მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვაა...

- დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ წელს უამ­რა­ვი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა ხდე­ბა და ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს: სიმ­თვრა­ლე, სიჩ­ქა­რე და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა. არ ვიცი, რა­ტომ, მაგ­რამ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ფიქ­რობს, ეს მე არ და­მე­მარ­თე­ბა, მაგ­რამ და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არის. ერთხელ ახა­ლი წლის ღა­მეს მხო­ლოდ თბი­ლის­ში 32 ავა­რია და­ფიქ­სირ­და. ამ ღა­მეს არ­ღვევს ყვე­ლა, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა და სქე­სი­სა. რა­ხან ახა­ლი წე­ლია, ვცდი­ლობთ, დამ­რღვე­ვე­ბი მხო­ლოდ გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ვა­ჯა­რი­მოთ, მაგ­რამ ვერც იმას ვი­ტყვი, რომ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე პატ­რუ­ლის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი ერ­თნა­ი­რად მიმ­ტე­ვე­ბე­ლია. ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია. თუმ­ცა ზოგი ჯა­რი­მა­საც არად და­გი­დევთ და მა­ინც არ­ღვევს წეს­რიგს... 31 დე­კემ­ბერს, 12-ს 15 წუთი აკ­ლდა, რო­დე­საც გა­მოგ­ვი­ძა­ხეს, ფე­იქ­რე­ბის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­დაო. იქ მი­სუ­ლებს ასე­თი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა: "ბე­ემ­ვეს" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა ბე­ტო­ნის ბოძს შეს­ჯა­ხე­ბო­და. შე­დე­გად ბოძი მან­ქა­ნა­ზე იყო და­ცე­მუ­ლი. იქვე შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი იჯდა, თავი ხე­ლებ­ში ჰქონ­და ჩარ­გუ­ლი და ქვი­თი­ნებ­და. მის სი­ახ­ლო­ვეს ქალ­ბა­ტო­ნი ტრი­ა­ლებ­და და კა­ცის დამ­შვი­დე­ბას ცდი­ლობ­და, - ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, მთა­ვა­რია, გა­დავ­რჩით, ალ­ბათ ასე იყო სა­ჭი­როო... რით შეგ­ვიძ­ლია და­გეხ­მა­როთ, სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ხომ არ გჭირ­დე­ბათ-მეთ­ქი? უარი მი­თხრა, ორი­ვე კარ­გად ვარ­თო. რო­გორც გა­ირ­კვა, ცოლ-ქმა­რი იყო, - ეს მან­ქა­ნა დღეს შე­ვი­ძი­ნეთ და შვი­ლის­თვის სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რის გა­კე­თე­ბა გვინ­დო­დაო.

- არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ და­ნა­შა­ულ­მა იმა­ტა. რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის ამის მი­ზე­ზი?

- ეს დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნა იყო. ვი­ღა­ცებს ეგო­ნათ, რომ მარ­თლა მო­ვი­და მათი დრო, მაგ­რამ უკვე ხე­დავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლე­ბი ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლად იხ­სნე­ბა.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ერთ ახალ წელს, ახალგაზრდა ბიჭმა გამოგვიძახა, ცოლი მღალატობს და მიშველეთო.."

"ერთ ახალ წელს, ახალგაზრდა ბიჭმა გამოგვიძახა, ცოლი მღალატობს და მიშველეთო.."

"პატრულის ჩანაწერები" - ამ სათაურით გამოვა წიგნი, სადაც პატრულის თანამშრომელი როსტომ სამხარაძე, მკითხველს პროფესიული მოვალეობის შესრულების სირთულეებზე, ხალისიან ამბებსა და ადამიანებზე მოუთხრობს. ჩანაწერების გაკეთებისკენ მას წლების განმავლობაში დაგროვებულმა გამოცდილებამ და მუშაობის პროცესში გაცნობილმა საინტერესო პერსონაჟებმა უბიძგა. პატრულის თანამშრომელი ჩანაწერების გარდა, ფოტოხელოვნებითა და პოეზიითაც არის გატაცებული. "მე პოლიციელი ვარ. ჩემი ქვეყნისა და საქმის პატრიოტი და ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რათა ჩემს ხალხს და სახიფათო პროფესიას პირნათლად ვემსახურო," - ასეთია წიგნის შესავალი, რომელსაც პატრულის თვალით დანახულ მძინარე და მღვიძარე თბილისში მომხდარი ამბები მოჰყვება. მოსაგონარი კი უამრავი აქვს, რადგან ჩვენი რესპონდენტი იმ დროიდან მუშაობს, ვიდრე ძალოვანი სტრუქტურა საზოგადოების ნდობასა და პატივისცემას მოიპოვებდა.

- ჩვენთვის არ არსებობდა უქმე და დღესასწაული. არაერთი შემთხვევა ყოფილა, ახალი წლის შემობრძანებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ფორმა ჩამიცვამს და გამოძახებაზე გავსულვარ. ეს იოლი არ არის, მაგრამ როდესაც ცდილობ, რომ შენს საქმეში ბოლომდე დაიხარჯო, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანი გეჩვენება... ადრე 24-საათიანი გრაფიკი გვქონდა, ახლა 12-საათიანზე გადაგვიყვანეს. ყველაზე არასახარბიელო დრო საღამოს 9-დან დილის 9-მდეა, განსაკუთრებით დღესასწაულებში, როდესაც მოქალაქეთა უმეტესობა მთვრალია და მათ ადამიანურ ენაზე უნდა აუხსნა, რომ კანონის წინაშე მთვრალი და ფხიზელი თანასწორია. ამის გაგება ზოგს არ უნდა და გვეჭიმება, - ბიჭო, როგორ მელაპარაკები, ვინ გგონივარო... ჰოდა, ჩვენც სანამ მოთმინება გვყოფნის და კანონი მოთმინების უფლებას გვაძლევს, ვუთმენთ, მერე კი - ჯარიმა და მისი ჯანი... ცოტა უფრო შორიდან დავიწყებ საუბარს, - იმ დროიდან, როდესაც საპატრულო სამსახურში დავიწყე მუშაობა, ამ სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობა დაბალი იყო. მძიმედ მახსენდება პირველი ნაბიჯები, რადგან ხალხის ნდობის მოპოვება გვიწევდა. პირველ დღეებში საზოგადოება უფრო გვაკვირდებოდა, ვიდრე ჩვენთან თანამშრომლობდა. დანაშაულის აღმოფხვრასთან ერთად, ძნელი იყო მენტალობასთან ბრძოლა. სკოლის ასაკის ბავშვებიც კი "კაი ბიჭობაზე" ლაპარაკობდნენ. ასეთი აზროვნების შეცვლა დანაშაულთან ბრძოლას არაფრით ჩამოუვარდებოდა... მოკლედ, ყველას აინტერესებდა, პატრული ხალხის სამსახურში ჩადგებოდა თუ "გაის" მისიის გამგრძელებელი იქნებოდა. განსაკუთრებით მძღოლები გვიყურებდნენ ეჭვიანი თვალით.

- ამ დროს პოლიციელების მხრიდან ცდუნება თუ იყო?..

- მე, საბედნიეროდ, არ მქონდა და სხვას არ ვიცი. თავიდან ეს ყველაფერი საკუთარი თავის გამოცდას ჰგავდა. საკმაოდ მაღალი ანაზღაურება იყო, რაც ჩემს კოლეგებს ქრთამის აღების მოტივაციას არ აძლევდა. თუმცა, ალბათ გახსოვთ, რომ წვრილმანი გადაცდომები მაინც იყო. მთლიანობაში კადრები სწორად იყო შერჩეული და რაც მთავარია, იდეაც საზოგადოებამდე სწორად იყო მიტანილი... როდესაც პირველ ნაბიჯებს ვიხსენებ, განსაკუთრებით მახსოვს, რომ თითქმის ყოველდღე ყველაფერზე გვიძახებდნენ. ერთხელ ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გამოგვიძახა, ცოლი მღალატობს და უნდა მიშველოთო... ასეთ შემთხვევებში, თავიდან ცოტათი ვიბნეოდი, არ ვიცოდი, როგორ დავხმარებოდი, მაგრამ ჩემმა პროფესიამ თანდათან ფსიქოლოგიც გამხადა. შემდეგ, ხალხმა დაინახა, რომ არა მხოლოდ წესრიგს ვიცავდით, არამედ ვეხმარებოდით კიდეც. ჯერ გაოცდნენ, მერე კი რამდენჯერმე გადაგვამოწმეს.

მახსოვს, ერთხელ პატრულში დარეკეს, ვიღაც მამაკაცს გზა აებნა, სახლს ვეღარ აგნებსო. ჩემს "გასაძახებლად" მაშინ 414 უნდა აგეკრიფა, დამიკავშირდნენ, მუხიანის გადასახვევთან უნდა მიხვიდეთო. ხალხს არ ეგონა, რომ ეს ჩვენს კომპეტენციაში შედიოდა და ასაკოვან მამაკაცს რომ გამოველაპარაკეთ, გაოცებით შემოგვყურებდნენ. დიდი წვალებით გავიგეთ გზააბნეული მამაკაცის, უფრო სწორად, მისი შვილების სახლის მისამართი. მოხუცი რაიონიდან იყო ჩამოსული შვილების სანახავად. ასაკთან ერთად, ცოტა სკლეროზიც შემოჰპაროდა და ლაპარაკის დროს ხან თბილისს ახსენებდა, ხან - თავის რაიონს... როდესაც მის ქალიშვილს ასაკოვანი მამა მივუყვანეთ, ჯერ გაოცდა, მერე კი სიხარულისგან აღარ იცოდა, რა ექნა. მე მგონი, პირველად მაშინ დამკვიდრდა გამოთქმა - "დიდი მადლობა პატრულს". ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი მისი მადლიერი თვალები მართლა არასდროს დამავიწყდება.

- ამ ხნის განმავლობაში ალბათ არაერთხელ მოგიწიათ სადღესასწაულო დღეებში მორიგეობამ...

- დიახ, მუშაობის დაწყების პირველივე წელს მომიწია მორიგეობამ. დღესასწაულის ღამეს, ქართული ხასიათიდან, კონკრეტულად - სასმელთმოყვარეობიდან გამომდინარე, უამრავი ტრაგედია ხდება, მაგრამ რახან დღესასწაულია, მორიგეობის დროს თავს გადახდენილი ამბების თხრობას სახალისო შემთხვევით დავიწყებ: 12 საათის შესრულებას წუთები აკლდა, როცა გამოძახება მივიღეთ, ამა და ამ მისამართზე საოჯახო კონფლიქტიაო. აი, მესმის ოჯახი-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ რაღას ვიზამდი, წავედი. ბინაში შესულებს, მე და ჩემს მეწყვილეს, 45 წლამდე ასაკის ნასვამი, გაბურძგნილი, წვერიანი მამაკაცი დაგვხვდა და თავაზიანად შეგვიპატიჟა, - მობრძანდით, მე გამოგიძახეთო. ვიფიქრე, ასეთ ტიპებს ბინაც საშინლად არეულ-დარეული ექნება-მეთქი, მაგრამ შევცდი: სადა, მაგრამ გაწკრიალებულ ბინაში შევედით. დივანზე სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი იჯდა და ტიროდა. კაცმა თავისი პრობლემის მოყოლა დინჯად დაიწყო: მესაფლავე ვარ. დილიდან საღამომდე თავდაუზოგავად ვშრომობ, ოჯახს რომ არაფერი მოვაკლო, არადა, ხომ შემიძლია, ეს ფული სხვადან წავიღო და ცოლ-შვილს აღარ მოვუტანო. მე ასე არ ვიქცევი, ყველაფერი ოჯახში მომაქვს. საღამოს სახლში დაქანცული მოვდივარ და... (ამ დროს ატირებულ ცოლს გახედა) ერთი წელია ვეხვეწები, მაგრამ ჩემი ცოლი არ მეკარებაო... არ მახსოვს, როგორ შევიკავე და "ჩავიბრუნე" სიცილი. კინაღამ ფილტვები გამისკდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაღიმებაც კი არ შეიძლება. ოთხი შვილი ჰყავდათ... ოჯახური კონფლიქტი ყველაზე მძიმე თემაა და რაც უფრო ღრმად ცდილობ სიტუაციაში გარკვევას, მით მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება. შევეცადე, ქალს გავსაუბრებოდი. როგორც გითხარით, ზოგჯერ ფსიქოლოგობაც გვიწევს. დიასახლისმა შემომჩივლა, - სამუშაოზე სვამს და სახლში მოსულს დაბანაც ეზარება. ასეთ მამაკაცთან ცხოვრება ძნელიაო. ვთხოვე, ეცადეთ, დაელაპარაკოთ, გვერდში დაუდგეთ, ეს პრობლემა ერთად უნდა მოაგვაროთ; ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერაფერს გიშველით-მეთქი... რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთმანეთს მაღაზიაში შევხვდით. მიცნო და გამომელაპარაკა, - თქვენი რჩევა გავითვალისწინე და მეუღლე გამოსწორდაო.

- ასეთი სახალისო ამბავი ხშირია?

- მუშაობის დაწყების დღიდან ყველა ადგილი და შემთხვევა მახსოვს, სადაც კი რამე საინტერესო გადაგვხდენია მე და ჩემს მეწყვილეს... 31 დეკემბრის საღამოს საოცარი კურიოზები ხდება. 10 საათიდან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობების პიკია. ყველა ცდილობს, როგორღაც "გაძვრეს" და დროულად მივიდეს სახლში. სწორედ ამ დროს იწყება ჩვენი თავსატეხი. ამასთან დაკავშირებით, ერთ ამბავს მოგიყვებით. ქალაქში ძალიან მაგარი საცობი შეიქმნა და მის გასანეიტრალებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. უცებ გვერდიდან შხუილით გამოიჭრა მანქანა. ვიფიქრე, მძღოლს უკვე მოუსწრია ახალი წლის აღნიშვნა-მეთქი, მაგრამ საჭესთან ქალი აღმოჩნდა. მაშინ მძღოლი ქალი ასე ხშირად არ შეგხვდებოდა, მით უმეტეს, გლდანში. იმედია, გლდანელები არ მიწყენენ... მძღოლს ღიმილით ვთხოვე, - ქალბატონო, ნელა იარეთ, რა გეჩქარებათ-მეთქი? - მე არა, ამას ეჩქარებაო, - და მუცელზე დაიდო თითი. თურმე ფეხმძიმე ყოფილა. მით უმეტეს, ნელა უნდა იაროთ-მეთქი.

შარშან პატრულირებისას მანქანამ გზა ისეთი მკვეთრი მოძრაობით შეგვიზღუდა, რომ ძლივს დავამუხრუჭეთ. მე და ჩემი მეწყვილე მივხვდით, რომ მძღოლი ნასვამი კი არა, მაგარი მთვრალი იყო. ძლივს დავეწიეთ. ტაქსი იყო და, რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, მგზავრიც ჰყავდა. როგორღაც გავაჩერეთ და მანქანის კარი რომ გამოვაღე, მძღოლი მანქანიდან გადმოვარდა. ისეთი მთვრალი იყო, ენას პირში ვეღარ ატრიალებდა. ჩვენს დანახვაზე ხელები გაასავსავა, - დამნაშავე ვარ და რაც გინდათ, ის მიქენითო. მე და ჩემმა მეწყვილემ ძლივს გადმოვიყვანეთ მანქანიდან და ახლა მგზავრი აგვიშარდა, სად მიგყავთ ეს კაცი, ჯერ სახლში მიმიყვანოს და მერე რაც გინდათ, ის უქენითო.

- ისე, მთვრალ მძღოლს როგორ ჩაუჯდა მანქანაში?

- ჩვენც ეგ ვკითხეთ. მაშინ არ ეტყობოდა, ახლა კი მივხვდი, რომ ძალიან დამთვრალაო, - გვიპასუხა. სხვა ტაქსი გავუჩერეთ და იმას გავაყოლეთ. იმ მძღოლს კი ჯარიმა არ ასცდა... მოქალაქეების უმეტესობის ტექსტი ასეთია, - აუ, ახალი წელია, ცოტა დავლიე და არ დამაჯარიმო, რა, ქართველი არ ხარო?!. არის შემთხვევები, როდესაც პატრულს შეუძლია, გადაწყვეტილების მიღებაში ლმობიერი იყოს, მაგრამ ყოველთვის - არა.

- ვიცი, რომ ბევრი ახალ წელს პატრულის გამოძახებას ერიდება, არ დაგვებედოსო...

- დიახ, მაგრამ არიან ისეთები, ვინც განგებ გვიძახებს. ამას წინათ, ღამის სამ საათზე გვქონდა გამოძახება, - ავტოფარეხის ძარცვა იყო. ადგილზე მისულებს კარი ღია დაგვხვდა. იარაღი მოვიმარჯვეთ, ფარანი პირში გავირჭვეთ და ფარეხისკენ ფრთხილად დავიძარით. შევედით. ასეთ დროს ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, რადგან არ იცი, მოწინააღმდეგე საიდან გამოვარდება და რას მოიმოქმედებს... ნაკვალევი მანქანამდე მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა. მანქანის საბარგულზე გასაღებიანი ბოქლომი იდო ანუ ავტოფარეხი გატეხილი კი არა, გაღებული იყო. უკან მივტრიალდით თუ არა, სადარბაზოდან მამაკაცი გამოვიდა და ისე, სასხვათაშორისოდ გვკითხა, - სიგარეტი არ გაქვთო?..

- რისთვის გამოგიძახათ?

- ნასვამი იყო. სიგარეტი არ მქონდა და ვიფიქრე, პატრულის თანამშრომლებს ექნებათო, - გვითხრა, მაგრამ არ გაუმართლა, - არც მე და არც ჩემი მეწყვილე არ ვეწეოდით.

- ასეთი ცრუ გამოძახება ხშირია?

- საკმაოდ. საზოგადოება გვენდობა და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მოსდის. ერთხელ ქალბატონმა გამოგვიძახა, - ახალგაზრდები ქუჩაში ხმაურობენ და მაწუხებენო. ადგილზე რომ მივედით, ვხედავთ, ხუთი ხელიხელგადახვეული მამაკაცი დგას და "მრავალჟამიერს" მღერის. ხმაშეწყობილად, მართლაც რომ დიდებულად მღეროდნენ. ჩვენს დანახვაზე ქალბატონი გამოვარდა, - აი, ხომ ხედავთ, რა დღეში არიან, მოსვენების საშუალებას არ მაძლევენო. გამეღიმა, - ცოტა ხანს მოითმინეთ-მეთქი. რაცია ხმამაღალ რეჟიმზე ჩავრთე, ისე, რომ მთელ განყოფილებას მოესმინა და თანამშრომლებს ვუთხარი, - აი, ამით წუხდება ეს ქალბატონი-მეთქი... ერთ-ერთი ანსამბლის მომღერლები იყვნენ, ახალი წლის წინადღე იყო და მეგობრის სახლში უქეიფიათ. სიმღერა რომ დაასრულეს, მერე შეგვამჩნიეს და აწრიალდნენ, ვინმე ხომ არ შევაწუხეთო? - განაგრძეთ-მეთქი. - მაშინ კიდევ ერთს ვიმღერებთო, - და "ჩაკრულო" დასცხეს... ყველაფრის გამო არ შეიძლება ადამიანის დასჯა.

- მითხარით, დღესასწაულებში ცუდი ამბავიც ხშირიაო. ამის მიზეზი მოძრაობის წესების დარღვევაა...

- დღესასწაულებზე, განსაკუთრებით ახალ წელს უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: სიმთვრალე, სიჩქარე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყველა ადამიანი ფიქრობს, ეს მე არ დამემართება, მაგრამ დაზღვეული არავინ არის. ერთხელ ახალი წლის ღამეს მხოლოდ თბილისში 32 ავარია დაფიქსირდა. ამ ღამეს არღვევს ყველა, განურჩევლად ასაკისა და სქესისა. რახან ახალი წელია, ვცდილობთ, დამრღვევები მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში დავაჯარიმოთ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ დღესასწაულებზე პატრულის ყველა თანამშრომელი ერთნაირად მიმტევებელია. ადამიანს გააჩნია. თუმცა ზოგი ჯარიმასაც არად დაგიდევთ და მაინც არღვევს წესრიგს... 31 დეკემბერს, 12-ს 15 წუთი აკლდა, როდესაც გამოგვიძახეს, ფეიქრების ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდაო. იქ მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა: "ბეემვეს" მარკის ავტომანქანა ბეტონის ბოძს შესჯახებოდა. შედეგად ბოძი მანქანაზე იყო დაცემული. იქვე შუახნის მამაკაცი იჯდა, თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ქვითინებდა. მის სიახლოვეს ქალბატონი ტრიალებდა და კაცის დამშვიდებას ცდილობდა, - ნუ ნერვიულობ, მთავარია, გადავრჩით, ალბათ ასე იყო საჭიროო... რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, სამედიცინო დახმარება ხომ არ გჭირდებათ-მეთქი? უარი მითხრა, ორივე კარგად ვართო. როგორც გაირკვა, ცოლ-ქმარი იყო, - ეს მანქანა დღეს შევიძინეთ და შვილისთვის საახალწლო საჩუქრის გაკეთება გვინდოდაო.

- არჩევნების შემდგომ დანაშაულმა იმატა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

- ეს დროებითი მოვლენა იყო. ვიღაცებს ეგონათ, რომ მართლა მოვიდა მათი დრო, მაგრამ უკვე ხედავს საზოგადოება, რომ დანაშაულები ძალიან ოპერატიულად იხსნება.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ