პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ჭორი აუგორეს გასულ ზაფხულს ელისო ჩაფიძეს
რა ჭორი აუგორეს გასულ ზაფხულს ელისო ჩაფიძეს

გა­სუ­ლი 2012 წელი, ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო ჩა­ფი­ძის­თვის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­დან პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი სახე გახ­და და თა­ვის მშობ­ლი­ურ კუ­თხე­ში, ტყი­ბუ­ლის რა­ი­ონ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ ლი­დერს, პავ­ლე კუბ­ლაშ­ვილს და­უ­პი­რის­პირ­და. მოქ­მედ დე­პუ­ტატს დიდი ან­გა­რი­შით მო­უ­გო კი­დეც. ელი­სო დღეს ტყი­ბუ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტია და ახალ წელს თა­ვის მშობ­ლი­ურ სო­ფელ მუ­ხუ­რა­ში შეხ­ვდა.

ელი­სო ჩა­ფი­ძე:

- გა­სუ­ლი 2012 წელი ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო და უდი­დე­სი ცვლი­ლე­ბე­ბის წელი იყო. გა­სულ წელს არა მხო­ლოდ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შე­იც­ვა­ლა ბევ­რი რამ, არა­მედ ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლო და­ად­გა გან­ვი­თა­რე­ბის ახალ გზას. დიდი ხა­ნია, უკუღ­მა ტრი­ა­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დის ბორ­ბა­ლი - 1991 წლი­დან უამ­რა­ვი ტრა­გე­დია გა­მო­ვი­ა­რეთ. იყო და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, და­ძა­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, ომი, შიმ­ში­ლი, კონ­ფლიქ­ტე­ბი. 2012 წელს გაჩ­ნდა იმე­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გის­კენ შე­მობ­რუნ­დე­ბო­და. ქვე­ყა­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბის გზას უნდა და­ად­გეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ლი­ონ 800 ათა­სი ადა­მი­ა­ნი გვყავს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და ეს უნდა შე­იც­ვა­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ღირ­სე­უ­ლად უნდა ცხოვ­რობ­დეს. პი­რა­დად ჩემ­თვი­საც ეს წელი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. ბოლო 17 წელი ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი საყ­ვა­რელ პრო­ფე­სი­ას - ჟურ­ნა­ლის­ტი­კას, რო­მელ­ზეც ბავ­შვო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დი, შარ­შან კი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში გა­დავ­დგი. ჩემ­მა არ­ჩე­ვან­მა გა­ა­მარ­თლა - არც მო­ვე­ლო­დი, თუ 11 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მო­ე­გო. მით უმე­ტეს, ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყო, როცა ტყი­ბუ­ლის რა­ი­ონ­ში ჩა­მო­ვე­დი.

ჩვენს პარ­ტი­ას თან­ხე­ბის და­ხარ­ჯვის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ ჰქონ­და. დღეს ამის გამო უფრო მე­ა­მა­ყე­ბა ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა. ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი ვარ ჩემი ტყი­ბუ­ლე­ლე­ბის წი­ნა­შე, ამი­ტომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს ვპა­სუ­ხობ, თუ სხდო­მა­ზე არ ვარ და მათ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში ვეხ­მა­რე­ბი. არა­ვის­გან არ ვარ დე­და­მი­წის ზურ­გზე და­ვა­ლე­ბუ­ლი, ჩემი ტყი­ბუ­ლე­ლე­ბი­სა და ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გარ­და, რო­მელ­მაც სტი­მუ­ლი მომ­ცა: მან წარ­მო­იდ­გი­ნა ჩემი პო­ლი­ტი­კო­სო­ბა და ჩათ­ვა­ლა, რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­მეძ­ლო.

- 2012 წელს ვინ იყო შენი მეკვლე და სა­ერ­თოდ, რო­გორ უყუ­რებ ამ ტრა­დი­ცი­ას?

- ეს ლა­მა­ზი ტრა­დი­ცია მიყ­ვარს. ცოტა მი­თებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბას ულა­მა­ზებს. კი არ მჯე­რა, უბ­რა­ლოდ მიყ­ვარს, რო­გორც ლე­გენ­და. ბარ­ბა­რო­ბას, ახალ წელს, ეს უხ­დე­ბა, ცხოვ­რე­ბას გვი­ლა­მა­ზებს. ჩემი მეკვლე ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი, ჩემი 14 წლის დის­შვი­ლი, ლუკა ხა­ტი­აშ­ვი­ლი იყო. ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო მისი და­ბა­დე­ბა. ჩემი დისა და სი­ძის პირ­ვე­ლი შვი­ლია, ოჯა­ხის პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი, ჩემი პირ­ვე­ლი დის­შვი­ლი და უდი­დეს სიყ­ვა­რულ­სა და სით­ბო­ში გა­ი­ზარ­და. გა­ა­მარ­თლა ჩემი დის­შვი­ლის ფეხ­მა და ამას სულ მახ­სე­ნებს. სულ აინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რია პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა.

- წელს ვის­თან ერ­თად შეხ­ვდი ახალ წელს?

- ჩემს ტყი­ბულ­ში შევ­ხვდი წელს ახალ წელს. ძა­ლი­ან კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბა მაქვს. პო­ლი­ტი­კამ ჩემს მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში, ჩემს ხალ­ხთან, დე­და­ჩემ­თან და­მაბ­რუ­ნა და ესეც ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ახა­ლი წლის დად­გო­მა მი­ვუ­ლო­ცე გი­ორ­გი ბო­ჭო­რიშ­ვილს, 10 წლის უნი­ჭი­ე­რეს ტყი­ბუ­ლელ ბავ­შვს, რო­მე­ლიც უდი­დეს თა­ნად­გო­მას იჩენ­და ჩემ მი­მართ არ­ჩევ­ნე­ბის დროს. მო­ვი­ნა­ხუ­ლე და ახა­ლი წელი მი­ვუ­ლო­ცე მო­ხუ­ცებს, რომ­ლე­ბიც ლო­გი­ნად არი­ან ჩა­ვარ­დნი­ლე­ბი. 31 დე­კემ­ბერს, 12 სა­ათს კი დე­დას­თან, ჩემს ძმას­თან, რძალ­თან და ძმის­შვი­ლებ­თან ერ­თად შევ­ხვდი. სამი წე­ლია, ტყი­ბულ­ში არ შევ­ხვედ­რი­ვარ ახალ წელს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, 2013 წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის და სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც. მუ­ხუ­რა არის ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი და საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლი. მჯე­რა, ადა­მი­ა­ნი იმ ად­გი­ლი­დან, სა­დაც და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და და ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა, უდი­დეს ენერ­გი­ას იღებს და ეს უი­ო­ლებს პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვას.

ამ დღე­ებ­ში უდი­დე­სი ენერ­გი­ით ავივ­სე­ბი სა­კუ­თა­რი მიწა-წყლი­დან და მო­მა­ვალ­ში იმე­დია, ყვე­ლა სირ­თუ­ლეს გა­ვუმკლავ­დე­ბი. ვიცი, ბევ­რი სირ­თუ­ლე გვე­ლო­დე­ბა, არ არის იოლი გზა, რა­საც და­ვა­დე­ქით. მეც ბევ­რი რამ უნდა ვის­წავ­ლო, ახალ სა­ფე­ხურ­ზე უნდა ავი­დე, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი. მა­ჟო­რი­ტა­რო­ბა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და მინ­და, ღირ­სე­უ­ლად გა­ვარ­თვა ამას თავი. ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, სხვა ადა­მი­ა­ნებს და­ვეხ­მა­რო. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რომ არ მყავ­დეს სა­პატ­რო­ნო, ცო­ტას ვი­ზარ­მა­ცებ­დი. ადა­მი­ა­ნის­თვის მთა­ვა­რია შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა. არა­სო­დეს და­ნებ­დე, არა­სო­დეს და­ყა­რო ფარ-ხმა­ლი, უნდა გჯე­რო­დეს სა­კუ­თა­რი თა­ვის და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის.

- რა იქ­ნე­ბა შენი პრი­ო­რი­ტე­ტი 2013 წელს?

- ბევ­რი გეგ­მა მაქვს, ტყი­ბულ­ში გზე­ბის გაყ­ვა­ნა მინ­და, სკო­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. ძა­ლი­ან მინ­და ტყი­ბუ­ლე­ლე­ბი და­საქმდნენ. 2013 წლის­თვის ჩემი ოც­ნე­ბაა, არც ერთი ბავ­შვი, არც ერთი მო­ხუ­ცი, სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთი მო­ქა­ლა­ქე მში­ე­რი არ იყოს და მო­მავ­ლის არ ეში­ნო­დეს. თუ 2013 წელს ჩემი ოც­ნე­ბა ას­რულ­და, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. უნდა გა­ვა­მარ­თლო, რო­გორც მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა.

- ალ­ბათ წელს მეკვლემ უკვე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბა გი­სურ­ვა, არა?

- პი­რად­ში ცვლი­ლე­ბებს ვგეგ­მავ. შე­იც­ვლე­ბა ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. რამ­დე­ნი წლი­საც უნდა გავ­თხოვ­დე, მინ­და, ეს მოხ­დეს ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით. ოჯა­ხი არ შევ­ქმნა მარ­ტო იმის­თვის, რომ ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, გავ­თხოვ­დე. რო­მან­ტი­კო­სი ვარ და დღემ­დე ამ თვალ­საზ­რი­სით უკომ­პრო­მი­სო ვი­ყა­ვი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, ყო­ველ­თვის ვცხოვ­რობ­დი ნამ­დვი­ლი გრძნო­ბე­ბით და სა­კუ­თა­რი თავი არა­სო­დეს მო­მი­ტყუ­ე­ბია. მინ­და, ასე გა­ვაგ­რძე­ლო.

- წელს სა­ა­ხალ­წლოდ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბამ თუ მო­გი­წია?

- ასეთ დროს მაქ­სი­მუმ, სა­ლა­თებს შე­ვაშ­ვე­ლებ სუფ­რას. რო­გორც წესი, ოჯახ­ში გო­ზი­ნაყს ყო­ველ­თვის მე ვა­კე­თებ და გემ­რი­ე­ლიც გა­მომ­დის. ძი­რი­თა­დად, დედა საქ­მი­ა­ნობს. ისე, სახ­ლში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მყავს, რომ­ლე­ბიც გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დე­ბენ. "თეთრხე­ლე­ბა" ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, სულ ვოც­ნე­ბობ­დი, რომ კარ­გი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მცოდ­ნო­და და დრო მქო­ნო­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლის­თვის, მაგ­რამ სულ ვმუ­შა­ობ­დი, წერა-კი­თხვა­ზე გა­და­ყო­ლი­ლი ვი­ყა­ვი და მთლად ბო­ლომ­დე იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ხა­ჭა­პუ­რე­ბის ცხო­ბის მეტი არა­ფე­რი ვიცი, არ გა­მო­უ­ვი­დათ. ამ ზა­ფხულს ეს ჭორი ამი­გო­რეს და ძა­ლი­ან ვიმ­ხი­ა­რუ­ლე.

- მეკვლე ყო­ველ­თვის ლუ­კაა?

- რო­გორც წესი, ლუ­კაა. წელს სო­ფელ­ში ჩა­მო­ვი­და ახა­ლი წლის შე­სახ­ვედ­რად. გა­დის გა­რეთ და 12 სა­ათ­ზე შე­მო­დის ტკბი­ლე­უ­ლით ხელ­ში, ყვე­ლა ჩვენ­განს ტკბი­ლე­ულს გვთა­ვა­ზობს და ამ­ბობს სურ­ვი­ლებს. ამის შემ­დეგ ვან­თებთ შუშ­ხუ­ნებს. სახ­ლში ბევ­რი ბავ­შვია, ღმერ­თმა გვამ­რავ­ლოს და მხი­ა­რუ­ლად აღ­ვნიშ­ნავთ ახალ წელს. არის ბევ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი, ბევ­რი მი­ლოც­ვა, სიყ­ვა­რუ­ლი, სით­ბო... მოკ­ლედ, კარ­გი ახა­ლი წელი გვაქვს და გვი­ხა­რია...

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რა ჭორი აუგორეს გასულ ზაფხულს ელისო ჩაფიძეს

რა ჭორი აუგორეს გასულ ზაფხულს ელისო ჩაფიძეს

გასული 2012 წელი, ჟურნალისტ ელისო ჩაფიძისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. აქტიური ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე გახდა და თავის მშობლიურ კუთხეში, ტყიბულის რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, პავლე კუბლაშვილს დაუპირისპირდა. მოქმედ დეპუტატს დიდი ანგარიშით მოუგო კიდეც. ელისო დღეს ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატია და ახალ წელს თავის მშობლიურ სოფელ მუხურაში შეხვდა.

ელისო ჩაფიძე:

- გასული 2012 წელი ძალიან დაძაბული და საინტერესო და უდიდესი ცვლილებების წელი იყო. გასულ წელს არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში შეიცვალა ბევრი რამ, არამედ ვფიქრობ, საქართველო დაადგა განვითარების ახალ გზას. დიდი ხანია, უკუღმა ტრიალებდა საქართველოს ბედის ბორბალი - 1991 წლიდან უამრავი ტრაგედია გამოვიარეთ. იყო დაპირისპირებები, დაძაბული მოვლენები, ომი, შიმშილი, კონფლიქტები. 2012 წელს გაჩნდა იმედი, რომ ყველაფერი კარგისკენ შემობრუნდებოდა. ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობის გზას უნდა დაადგეს. საქართველოში მილიონ 800 ათასი ადამიანი გვყავს სოციალურად დაუცველი და ეს უნდა შეიცვალოს, საქართველოს მოქალაქე ღირსეულად უნდა ცხოვრობდეს. პირადად ჩემთვისაც ეს წელი მნიშვნელოვანი იყო. ბოლო 17 წელი ვემსახურებოდი საყვარელ პროფესიას - ჟურნალისტიკას, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, შარშან კი პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში გადავდგი. ჩემმა არჩევანმა გაამართლა - არც მოველოდი, თუ 11 თვის განმავლობაში ადამიანს შეეძლო, მაჟორიტარული არჩევნები მოეგო. მით უმეტეს, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, როცა ტყიბულის რაიონში ჩამოვედი.

ჩვენს პარტიას თანხების დახარჯვის საშუალებაც არ ჰქონდა. დღეს ამის გამო უფრო მეამაყება ჩვენი გამარჯვება. ანგარიშვალდებული ვარ ჩემი ტყიბულელების წინაშე, ამიტომ ყველა მოქალაქის სატელეფონო ზარს ვპასუხობ, თუ სხდომაზე არ ვარ და მათ შეძლებისდაგვარად, პრობლემების გადაჭრაში ვეხმარები. არავისგან არ ვარ დედამიწის ზურგზე დავალებული, ჩემი ტყიბულელებისა და ბატონი ბიძინა ივანიშვილის გარდა, რომელმაც სტიმული მომცა: მან წარმოიდგინა ჩემი პოლიტიკოსობა და ჩათვალა, რომ ამის გაკეთება შემეძლო.

- 2012 წელს ვინ იყო შენი მეკვლე და საერთოდ, როგორ უყურებ ამ ტრადიციას?

- ეს ლამაზი ტრადიცია მიყვარს. ცოტა მითებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ადამიანებს ცხოვრებას ულამაზებს. კი არ მჯერა, უბრალოდ მიყვარს, როგორც ლეგენდა. ბარბარობას, ახალ წელს, ეს უხდება, ცხოვრებას გვილამაზებს. ჩემი მეკვლე ჩემთვის ყველაზე უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი 14 წლის დისშვილი, ლუკა ხატიაშვილი იყო. ძალიან დიდი სიხარული იყო მისი დაბადება. ჩემი დისა და სიძის პირველი შვილია, ოჯახის პირველი შვილიშვილი, ჩემი პირველი დისშვილი და უდიდეს სიყვარულსა და სითბოში გაიზარდა. გაამართლა ჩემი დისშვილის ფეხმა და ამას სულ მახსენებს. სულ აინტერესებს, როგორია პოლიტიკაში ყოფნა.

- წელს ვისთან ერთად შეხვდი ახალ წელს?

- ჩემს ტყიბულში შევხვდი წელს ახალ წელს. ძალიან კარგი განწყობილება მაქვს. პოლიტიკამ ჩემს მშობლიურ მხარეში, ჩემს ხალხთან, დედაჩემთან დამაბრუნა და ესეც ძალიან მიხარია. ახალი წლის დადგომა მივულოცე გიორგი ბოჭორიშვილს, 10 წლის უნიჭიერეს ტყიბულელ ბავშვს, რომელიც უდიდეს თანადგომას იჩენდა ჩემ მიმართ არჩევნების დროს. მოვინახულე და ახალი წელი მივულოცე მოხუცებს, რომლებიც ლოგინად არიან ჩავარდნილები. 31 დეკემბერს, 12 საათს კი დედასთან, ჩემს ძმასთან, რძალთან და ძმისშვილებთან ერთად შევხვდი. სამი წელია, ტყიბულში არ შევხვედრივარ ახალ წელს. დარწმუნებული ვარ, 2013 წელი განსაკუთრებული იქნება ჩემთვის და საქართველოსთვისაც. მუხურა არის ჩემთვის ყველაზე სასურველი და საყვარელი ადგილი. მჯერა, ადამიანი იმ ადგილიდან, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ბავშვობა გაატარა, უდიდეს ენერგიას იღებს და ეს უიოლებს პრობლემის დაძლევას.

ამ დღეებში უდიდესი ენერგიით ავივსები საკუთარი მიწა-წყლიდან და მომავალში იმედია, ყველა სირთულეს გავუმკლავდები. ვიცი, ბევრი სირთულე გველოდება, არ არის იოლი გზა, რასაც დავადექით. მეც ბევრი რამ უნდა ვისწავლო, ახალ საფეხურზე უნდა ავიდე, როგორც პოლიტიკოსი. მაჟორიტარობა დიდი პასუხისმგებლობაა და მინდა, ღირსეულად გავართვა ამას თავი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სხვა ადამიანებს დავეხმარო. ბევრი ადამიანი რომ არ მყავდეს საპატრონო, ცოტას ვიზარმაცებდი. ადამიანისთვის მთავარია შრომისმოყვარეობა. არასოდეს დანებდე, არასოდეს დაყარო ფარ-ხმალი, უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და შესაძლებლობების.

- რა იქნება შენი პრიორიტეტი 2013 წელს?

- ბევრი გეგმა მაქვს, ტყიბულში გზების გაყვანა მინდა, სკოლების მშენებლობა. ძალიან მინდა ტყიბულელები დასაქმდნენ. 2013 წლისთვის ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი, არც ერთი მოხუცი, საქართველოს არც ერთი მოქალაქე მშიერი არ იყოს და მომავლის არ ეშინოდეს. თუ 2013 წელს ჩემი ოცნება ასრულდა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. უნდა გავამართლო, როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა.

- ალბათ წელს მეკვლემ უკვე პირად ცხოვრებაში წარმატება გისურვა, არა?

- პირადში ცვლილებებს ვგეგმავ. შეიცვლება ჩემი პირადი ცხოვრება. რამდენი წლისაც უნდა გავთხოვდე, მინდა, ეს მოხდეს ძალიან დიდი სიყვარულით. ოჯახი არ შევქმნა მარტო იმისთვის, რომ ვალდებული ვარ, გავთხოვდე. რომანტიკოსი ვარ და დღემდე ამ თვალსაზრისით უკომპრომისო ვიყავი. ბედნიერი ვარ, ყოველთვის ვცხოვრობდი ნამდვილი გრძნობებით და საკუთარი თავი არასოდეს მომიტყუებია. მინდა, ასე გავაგრძელო.

- წელს საახალწლოდ კერძების მომზადებამ თუ მოგიწია?

- ასეთ დროს მაქსიმუმ, სალათებს შევაშველებ სუფრას. როგორც წესი, ოჯახში გოზინაყს ყოველთვის მე ვაკეთებ და გემრიელიც გამომდის. ძირითადად, დედა საქმიანობს. ისე, სახლში ბევრი ადამიანი მყავს, რომლებიც გემრიელ კერძებს ამზადებენ. "თეთრხელება" ადამიანი ვიყავი, სულ ვოცნებობდი, რომ კარგი კერძების მომზადება მცოდნოდა და დრო მქონოდა სამზარეულოში ტრიალისთვის, მაგრამ სულ ვმუშაობდი, წერა-კითხვაზე გადაყოლილი ვიყავი და მთლად ბოლომდე იმის დაჯერება, რომ ხაჭაპურების ცხობის მეტი არაფერი ვიცი, არ გამოუვიდათ. ამ ზაფხულს ეს ჭორი ამიგორეს და ძალიან ვიმხიარულე.

- მეკვლე ყოველთვის ლუკაა?

- როგორც წესი, ლუკაა. წელს სოფელში ჩამოვიდა ახალი წლის შესახვედრად. გადის გარეთ და 12 საათზე შემოდის ტკბილეულით ხელში, ყველა ჩვენგანს ტკბილეულს გვთავაზობს და ამბობს სურვილებს. ამის შემდეგ ვანთებთ შუშხუნებს. სახლში ბევრი ბავშვია, ღმერთმა გვამრავლოს და მხიარულად აღვნიშნავთ ახალ წელს. არის ბევრი სატელეფონო ზარი, ბევრი მილოცვა, სიყვარული, სითბო... მოკლედ, კარგი ახალი წელი გვაქვს და გვიხარია...

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"