მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძველი წლის გამცილებელი და ახალი წლის პირველ დღეს დაბადებული პატარები
ძველი წლის გამცილებელი და ახალი წლის პირველ დღეს დაბადებული პატარები

წელს ახა­ლი წლის შე­მობ­რძა­ნე­ბა ახ­ლად და­ბა­დე­ბულ­მა პა­ტა­რებ­მა "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნეს". როცა ჩა­ჩა­ვას სა­ხე­ლო­ბის სამ­შო­ბი­ა­რო­ში დავ­რე­კე იმის გა­სარ­კვე­ვად, და­ი­ბა­და თუ არა ახალ­შო­ბი­ლი პირ­ველ იან­ვარს, მკი­თხეს, - იმ­დე­ნია და­ბა­დე­ბუ­ლი, კერ­ძოდ, რო­მე­ლი გა­ინ­ტე­რე­სებ­თო? ჰოდა, რად­გან ყვე­ლა მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ჩემი ფე­ხით მი­ვა­კი­თხე პა­ტა­რებს. ჯერ მათ ვეს­ტუმ­რე, რომ­ლებ­მაც გა­სუ­ლი წლის ბოლო დღეს მო­ინ­დო­მეს და­ბა­დე­ბა. მათი დე­დი­კო­ე­ბიც არ დამ­ზარ­დნენ და სი­ა­მოვ­ნე­ბით ისა­უბ­რეს პა­ტა­რებ­ზე. ცირა ფი­ფია ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებ­და, თუმ­ცა არ გამ­კვირ­ვე­ბია, რად­გან 37 წლის ასაკ­ში შე­ძე­ნილ პირ­ველ ქა­ლიშ­ვილ­ზე ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ვინ ილა­პა­რა­კებს.

ცირა ფი­ფია:

- ჩვენ წა­ლენ­ჯი­ხა­ში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ თბი­ლის­ში მშო­ბი­ა­რო­ბა გა­დავ­წყვი­ტე. პა­ტა­რა მა­რი­ამ ძა­ძა­მი­ამ ღირ­სე­უ­ლად გა­ა­ცი­ლა 2012 წელი (იღი­მის). მას 2 იან­ვარს ვე­ლო­დე­ბო­დით, მაგ­რამ ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვარ­ჩი­ეთ, პა­ტა­რა სა­კე­ის­რო კვე­თით და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო. რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, ვფიქ­რობ, მა­მას უფრო ჰგავს. მა­მი­კოც ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია, ქა­ლიშ­ვილს ყო­ველ­დღე ნა­ხუ­ლობს.

- რო­გორც წესი, მშობ­ლე­ბი შვი­ლის გა­ჩე­ნას უმე­ტე­სად ახა­ლი წლის პირ­ველ დღეს არ­ჩე­ვენ ხოლ­მე. თქვენ ბოლო დღეს რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- როცა ექიმ­თან ვსა­უბ­რობ­დით, იყო სა­შუ­ა­ლე­ბა, ოპე­რა­ცია 1-ელ იან­ვარს და­ნიშ­ნუ­ლი­ყო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც 31 დე­კემ­ბე­რი ვარ­ჩიე. მინ­და, თა­ვის ყვე­ლა და­ბა­დე­ბის დღეს მა­რი­ა­მი ზე­ი­მით შეხ­ვდეს. ახა­ლი წლის სამ­ზა­დი­სი­სას პა­ტა­რას და­ბა­დე­ბის დღე ექ­ნე­ბა. წელს ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ახა­ლი წელი მქონ­და, 37 წლის ვარ და პირ­ვე­ლი შვი­ლი შე­მე­ძი­ნა. ახა­ლი წლის ღამე სამ­შო­ბი­ა­როს მედ­პერ­სო­ნალ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ...

- მოკ­ლედ, ისე გა­მო­ვი­და, რომ თქვენ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა ძვე­ლი წელი და­ხუ­რა...

- კი, ასე გა­მო­ვი­და. მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბა ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­წყე­ბას და­ემ­თხვა. იმე­დი მაქვს, რო­გორც ჩემი შვი­ლის­თვის, ასე­ვე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ბედ­ნი­ე­რი დრო დად­გე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბი­სა­კენ შე­იც­ვლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ხომ ეს არის?! მა­რი­ა­მიც ჯან­მრთე­ლი გო­გო­ნა გაჩ­ნდა და იმა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა არა­ფე­რია, შვი­ლი რომ ჯან­მრთე­ლი გყავს. ჯერ კი­დევ კარ­გად ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბა და­მა­ტყდა თავს, ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი ვარ... ოპე­რა­ცი­ის დროს ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ­დი და მეს­მო­და. ექი­მებ­თან ვსა­უბ­რობ­დი. პა­ტა­რამ ტი­რი­ლი რომ და­ი­წყო, ამა­ზე ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი არა­სო­დეს მქო­ნია.

- დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­სურ­ვებთ. ბედ­ნი­ე­რი დე­დი­კო ყო­ფი­ლი­ყა­ვით.

იმა­ვე პა­ლა­ტა­ში მე­ო­რე პა­ტა­რა ქალ­ბა­ტო­ნიც ბრძან­დე­ბო­და, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის ბოლო დღეს და­ი­ბა­და. ნუცა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი დე­დი­კოს­თან ერ­თად იწვა სა­წოლ­ზე და მშვი­დად ნა­ბავ­და თვა­ლებს.

ნინო მი­ქა­ია:

- ნუცა ჩვენს ოჯახ­ში მე­ო­რე ქა­ლიშ­ვი­ლია, პირ­ვე­ლი - ანუ­კი უკვე წლი­სა და შვი­დი თვი­საა. მას სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი გა­ვუ­კე­თეთ და და­ი­კო ვა­ჩუ­ქეთ. ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დე­ბით, რო­დის შეხ­ვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. ანუ­კის ძა­ლი­ან უყ­ვარს ბავ­შვე­ბი, ნა­ნას ეძა­ხის ყვე­ლა პა­ტა­რას და ვნა­ხოთ, რო­გორ მი­ი­ღებს პა­წა­წი­ნა და­ი­კოს.

- თუ აც­ნო­ბი­ე­რებ­და, მალე პა­ტა­რა და­ი­კო რომ უნდა ჰყო­ლო­და?

- კი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლე­ბის­გან დიდი მუც­ლით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი და იო­ლად გა­აც­ნო­ბი­რა, და­ი­კო რომ უნდა ჰყო­ლო­და. მო­ვი­დო­და, მუ­ცელ­ზე მო­მე­ფე­რე­ბო­და, და­ი­კოს ჰკოც­ნი­და, თავს და­მა­დებ­და ხოლ­მე... ნუ­ცას 4 იან­ვრამ­დე ვე­ლო­დე­ბო­დით. ბო­ლოს არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა და 31 დე­კემ­ბერს და­ი­ბა­და. ასე რომ, მო­რი­გე ექთა­ნებ­თან ერ­თად ახალ წელ­საც შევ­ხვდით და ერთი ყლუ­პი ღვი­ნოც მი­ვირ­თვით. გული მხო­ლოდ იმა­ზე დამ­წყდა, რომ უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ჩვენ­თან ერ­თად არ იყო. სხვა­თა შო­რის, ვი­კი­თხე, - ხში­რად ჩნდე­ბი­ან პა­ტა­რე­ბი ახა­ლი წლის ღა­მეს-მეთ­ქი? აღ­მოჩ­ნდა, რომ თუ ძა­ლი­ან არ სტკი­ვათ მუ­ცე­ლი, მე­ლო­გი­ნე­ე­ბი სამ­შო­ბი­ა­რო­ში მოს­ვლის­გან თავს იკა­ვე­ბენ, ყვე­ლას ურ­ჩევ­ნია, ახა­ლი წელი სახ­ლში აღ­ნიშ­ნოს. ნუ­ცამ მთე­ლი ოჯა­ხი აა­ფო­რი­ა­ქა, აგ­ვი­რია სა­ა­ხალ­წლო გეგ­მე­ბი (იცი­ნის)... სა­ბო­ლო­ოდ კი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და.

- მა­მი­კო 2 ქა­ლიშ­ვი­ლის მა­მის ამ­პლუ­ა­ში თავს რო­გორ გრძნობს?

- ვა­ი­მე, ეგ რა მკი­თხეთ?! (იცი­ნის) რო­გორ ეგუ­ე­ბა და სამ­შო­ბი­ა­რო­ში უკვე გვე­ლო­დე­ბი­ან მე­სა­მე შვი­ლის გა­სა­ჩე­ნად. მა­მი­კოს ვაჟი ძა­ლი­ან უნდა და ვნა­ხოთ, ვეც­დე­ბით, რომ გა­ვა­ხა­როთ. რა თქმა უნდა, მა­მი­კო ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, გო­გო­ნე­ბი რომ ჰყავს, მაგ­რამ ყვე­ლა ქარ­თველ მა­მა­კაცს ვაჟი სურს. რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ჯან­მრთე­ლი შვი­ლე­ბი გვყავს. ბევ­რი წყვი­ლი ძა­ლი­ან წვა­ლობს, რომ პა­ტა­რა შე­ე­ძი­ნოს. ჩვენ კი ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა და­უბ­რკო­ლებ­ლად მოგ­ვე­ნი­ჭა.

მას შემ­დეგ, რაც წლის ბოლო დღეს და­ბა­დე­ბუ­ლი პა­ტა­რე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლე, 2013 წლის პირ­ველ მერ­ცხალს, ნი­კო­ლოზ გი­ორ­გა­ძეს მი­ვა­კი­თხე და აღ­ტა­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, როცა გა­ვი­გე, რომ მის დე­დი­კოს, 19 წლის თამ­თას პირ­ველ იან­ვარს უკვე მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

თამ­თა და­ვი­თაშ­ვი­ლი:

- 19 წლის ვარ და უკვე მე­ო­რედ გავ­ხდი დედა. პირ­ვე­ლი გო­გო­ნა 17 წლი­სას შე­მე­ძი­ნა, ის უკვე 2 წლის და 3 თვი­საა.

- კი, მაგ­რამ, რო­დის გა­თხოვ­დი?

- 16 წლის ვი­ყა­ვი (იცი­ნის). მე­ო­რე შვი­ლის სქესს ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, მაგ­რამ როცა გო­გო­ნა გყავს, რა თქმა უნდა, ბიჭი უკე­თე­სია. თან ახალ წელს მა­მი­კოც გა­ვა­ხა­რეთ. ნი­კო­ლოზს 4 იან­ვრამ­დე ვე­ლო­დე­ბო­დით. მერ­ჩივ­ნა, პა­ტა­რა ახალ წელს კი არა, ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, რად­გან ახალ წელს სამ­შო­ბი­ა­რო­ში ყოფ­ნა სა­ხა­ლი­სო სუ­ლაც არ არის, მაგ­რამ 31 დე­კემ­ბერს მუ­ცე­ლი რომ ამ­ტკივ­და, ახა­ლი წლის დად­გო­მას აღარც დავ­ლო­დე­ბი­ვარ, ადრე და­ვი­ძი­ნე. ვი­ცო­დი, მე­ო­რე დღეს პა­ტა­რა და­ი­ბა­დე­ბო­და და ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბა მჭირ­დე­ბო­და. თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ონ­ში ვარ გა­თხო­ვი­ლი, 1-ელ იან­ვარს დი­ლით უკვე სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­მო­ვე­დით.

ოჯა­ხის წევ­რებს ერთი სული აქვთ, სახ­ლში რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბით. პა­ტა­რა გო­გო­ნა არა­ვის აც­დის ტე­ლე­ფონ­ზე ლა­პა­რაკს, - ჩემი ძმა რო­გორ არის, სად არი­სო? - კი­თხუ­ლობს. მე უკვე აღარც მე­ლა­პა­რა­კე­ბა. ამ­ბო­ბენ, პირ­ვე­ლი შვილს უნდა ჰკი­თხო ჯერ და­უ­ბა­დე­ბე­ლი პა­ტა­რას სქე­სიო. მე ამ ამ­ბავ­ზე მე­ცი­ნე­ბო­და, მაგ­რამ სა­ნამ ექოს­კო­პია მე­ტყო­და, ჩემ­მა გო­გო­ნამ თქვა, - ბი­ჭია, ჩემი ძმა უნდა და­ი­ბა­დო­სო. თან ამ­ბობ­და, - ჩემი ძმა მხო­ლოდ ჩე­მია, დე­და­სი და მა­მა­სი არ არი­სო. ისიც კი იცის, რამ­ხე­ლა უნდა იყოს თა­ვი­სი ძმა. ხე­ლით გვაჩ­ვე­ნებ­და ხოლ­მე, ამ­ხე­ლა იქ­ნე­ბაო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი გო­გო­ნა მარ­თა­ლი იყო.

- 19 წლი­სას ორი შვი­ლის დე­დო­ბა არ გა­გი­ჭირ­და?

- (იღი­მის) იოლი ნამ­დვი­ლად არ არის, მაგ­რამ როცა უკვე დედა ხარ, სუ­ლაც არ ფიქ­რობ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, წლო­ვა­ნე­ბა­საც აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. შვი­ლე­ბი გყავს და მათი დე­დო­ბა უკვე მო­ვა­ლე­ო­ბაა. სხვა­თა შო­რის, ვინც იგებს, რომ უკვე 2 შვი­ლი მყავს, ძა­ლი­ან უკ­ვირთ. ვერ ვი­ტყვი, რომ 16 წლი­სას გა­თხო­ვე­ბა დიდი გმი­რო­ბაა, მაგ­რამ როცა უკვე 2 შვი­ლი გყავს, უნდა ია­მა­ყო. თა­ნაც დე­დო­ბა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა ხომ არ არ­სე­ბობს? მინ­და, რომ ნი­კო­ლო­ზი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კარ­გი მეკვლე იყოს. ახალ წელს კი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი მო­ე­ტა­ნოს. ყვე­ლა­ფე­რი ცუდი უკან დარ­ჩე­ნი­ლი­ყოს.

- დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ.

- დიდი მად­ლო­ბა, თქვენც ასე­ვე.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ძველი წლის გამცილებელი და ახალი წლის პირველ დღეს დაბადებული პატარები

ძველი წლის გამცილებელი და ახალი წლის პირველ დღეს დაბადებული პატარები

წელს ახალი წლის შემობრძანება ახლად დაბადებულმა პატარებმა "განსაკუთრებულად აღნიშნეს". როცა ჩაჩავას სახელობის სამშობიაროში დავრეკე იმის გასარკვევად, დაიბადა თუ არა ახალშობილი პირველ იანვარს, მკითხეს, - იმდენია დაბადებული, კერძოდ, რომელი გაინტერესებთო? ჰოდა, რადგან ყველა მაინტერესებდა, ჩემი ფეხით მივაკითხე პატარებს. ჯერ მათ ვესტუმრე, რომლებმაც გასული წლის ბოლო დღეს მოინდომეს დაბადება. მათი დედიკოებიც არ დამზარდნენ და სიამოვნებით ისაუბრეს პატარებზე. ცირა ფიფია ცრემლებს ვერ იკავებდა, თუმცა არ გამკვირვებია, რადგან 37 წლის ასაკში შეძენილ პირველ ქალიშვილზე ემოციების გარეშე ვერავინ ილაპარაკებს.

ცირა ფიფია:

- ჩვენ წალენჯიხაში ვცხოვრობთ, მაგრამ თბილისში მშობიარობა გადავწყვიტე. პატარა მარიამ ძაძამიამ ღირსეულად გააცილა 2012 წელი (იღიმის). მას 2 იანვარს ველოდებოდით, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვარჩიეთ, პატარა საკეისრო კვეთით დაბადებულიყო. რომ ვაკვირდები, ვფიქრობ, მამას უფრო ჰგავს. მამიკოც ძალიან გახარებულია, ქალიშვილს ყოველდღე ნახულობს.

- როგორც წესი, მშობლები შვილის გაჩენას უმეტესად ახალი წლის პირველ დღეს არჩევენ ხოლმე. თქვენ ბოლო დღეს რატომ გადაწყვიტეთ?

- როცა ექიმთან ვსაუბრობდით, იყო საშუალება, ოპერაცია 1-ელ იანვარს დანიშნულიყო, მაგრამ რატომღაც 31 დეკემბერი ვარჩიე. მინდა, თავის ყველა დაბადების დღეს მარიამი ზეიმით შეხვდეს. ახალი წლის სამზადისისას პატარას დაბადების დღე ექნება. წელს ყველაზე ბედნიერი ახალი წელი მქონდა, 37 წლის ვარ და პირველი შვილი შემეძინა. ახალი წლის ღამე სამშობიაროს მედპერსონალთან ერთად გავატარეთ...

- მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ თქვენმა ქალიშვილმა ძველი წელი დახურა...

- კი, ასე გამოვიდა. მარიამის დაბადება ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას დაემთხვა. იმედი მაქვს, როგორც ჩემი შვილისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის ბედნიერი დრო დადგება და ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება. რაც მთავარია, ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, ყველაზე მთავარი ხომ ეს არის?! მარიამიც ჯანმრთელი გოგონა გაჩნდა და იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, შვილი რომ ჯანმრთელი გყავს. ჯერ კიდევ კარგად ვერ ვაცნობიერებ, რა ბედნიერება დამატყდა თავს, ძალიან დაბნეული ვარ... ოპერაციის დროს ყველაფერს ვხედავდი და მესმოდა. ექიმებთან ვსაუბრობდი. პატარამ ტირილი რომ დაიწყო, ამაზე ემოციური მომენტი არასოდეს მქონია.

- დიდ ბედნიერებას გისურვებთ. ბედნიერი დედიკო ყოფილიყავით.

იმავე პალატაში მეორე პატარა ქალბატონიც ბრძანდებოდა, რომელიც გასული წლის ბოლო დღეს დაიბადა. ნუცა გოდერძიშვილი დედიკოსთან ერთად იწვა საწოლზე და მშვიდად ნაბავდა თვალებს.

ნინო მიქაია:

- ნუცა ჩვენს ოჯახში მეორე ქალიშვილია, პირველი - ანუკი უკვე წლისა და შვიდი თვისაა. მას საახალწლო საჩუქარი გავუკეთეთ და დაიკო ვაჩუქეთ. ინტერესით ველოდებით, როდის შეხვდებიან ერთმანეთს. ანუკის ძალიან უყვარს ბავშვები, ნანას ეძახის ყველა პატარას და ვნახოთ, როგორ მიიღებს პაწაწინა დაიკოს.

- თუ აცნობიერებდა, მალე პატარა დაიკო რომ უნდა ჰყოლოდა?

- კი, ჩვეულებრივი ქალებისგან დიდი მუცლით გამოვირჩეოდი და იოლად გააცნობირა, დაიკო რომ უნდა ჰყოლოდა. მოვიდოდა, მუცელზე მომეფერებოდა, დაიკოს ჰკოცნიდა, თავს დამადებდა ხოლმე... ნუცას 4 იანვრამდე ველოდებოდით. ბოლოს არჩევანი გააკეთა და 31 დეკემბერს დაიბადა. ასე რომ, მორიგე ექთანებთან ერთად ახალ წელსაც შევხვდით და ერთი ყლუპი ღვინოც მივირთვით. გული მხოლოდ იმაზე დამწყდა, რომ უფროსი ქალიშვილი ჩვენთან ერთად არ იყო. სხვათა შორის, ვიკითხე, - ხშირად ჩნდებიან პატარები ახალი წლის ღამეს-მეთქი? აღმოჩნდა, რომ თუ ძალიან არ სტკივათ მუცელი, მელოგინეები სამშობიაროში მოსვლისგან თავს იკავებენ, ყველას ურჩევნია, ახალი წელი სახლში აღნიშნოს. ნუცამ მთელი ოჯახი ააფორიაქა, აგვირია საახალწლო გეგმები (იცინის)... საბოლოოდ კი ყველაფერი კარგად დასრულდა.

- მამიკო 2 ქალიშვილის მამის ამპლუაში თავს როგორ გრძნობს?

- ვაიმე, ეგ რა მკითხეთ?! (იცინის) როგორ ეგუება და სამშობიაროში უკვე გველოდებიან მესამე შვილის გასაჩენად. მამიკოს ვაჟი ძალიან უნდა და ვნახოთ, ვეცდებით, რომ გავახაროთ. რა თქმა უნდა, მამიკო ძალიან ბედნიერია, გოგონები რომ ჰყავს, მაგრამ ყველა ქართველ მამაკაცს ვაჟი სურს. რაც მთავარია, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჯანმრთელი შვილები გვყავს. ბევრი წყვილი ძალიან წვალობს, რომ პატარა შეეძინოს. ჩვენ კი ეს ბედნიერება დაუბრკოლებლად მოგვენიჭა.

მას შემდეგ, რაც წლის ბოლო დღეს დაბადებული პატარები მოვინახულე, 2013 წლის პირველ მერცხალს, ნიკოლოზ გიორგაძეს მივაკითხე და აღტაცებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ მის დედიკოს, 19 წლის თამთას პირველ იანვარს უკვე მეორე შვილი შეეძინა.

თამთა დავითაშვილი:

- 19 წლის ვარ და უკვე მეორედ გავხდი დედა. პირველი გოგონა 17 წლისას შემეძინა, ის უკვე 2 წლის და 3 თვისაა.

- კი, მაგრამ, როდის გათხოვდი?

- 16 წლის ვიყავი (იცინის). მეორე შვილის სქესს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ როცა გოგონა გყავს, რა თქმა უნდა, ბიჭი უკეთესია. თან ახალ წელს მამიკოც გავახარეთ. ნიკოლოზს 4 იანვრამდე ველოდებოდით. მერჩივნა, პატარა ახალ წელს კი არა, ცოტა მოგვიანებით დაბადებულიყო, რადგან ახალ წელს სამშობიაროში ყოფნა სახალისო სულაც არ არის, მაგრამ 31 დეკემბერს მუცელი რომ ამტკივდა, ახალი წლის დადგომას აღარც დავლოდებივარ, ადრე დავიძინე. ვიცოდი, მეორე დღეს პატარა დაიბადებოდა და ძალების მოკრება მჭირდებოდა. თეთრიწყაროს რაიონში ვარ გათხოვილი, 1-ელ იანვარს დილით უკვე სამშობიაროში წამოვედით.

ოჯახის წევრებს ერთი სული აქვთ, სახლში როდის დავბრუნდებით. პატარა გოგონა არავის აცდის ტელეფონზე ლაპარაკს, - ჩემი ძმა როგორ არის, სად არისო? - კითხულობს. მე უკვე აღარც მელაპარაკება. ამბობენ, პირველი შვილს უნდა ჰკითხო ჯერ დაუბადებელი პატარას სქესიო. მე ამ ამბავზე მეცინებოდა, მაგრამ სანამ ექოსკოპია მეტყოდა, ჩემმა გოგონამ თქვა, - ბიჭია, ჩემი ძმა უნდა დაიბადოსო. თან ამბობდა, - ჩემი ძმა მხოლოდ ჩემია, დედასი და მამასი არ არისო. ისიც კი იცის, რამხელა უნდა იყოს თავისი ძმა. ხელით გვაჩვენებდა ხოლმე, ამხელა იქნებაო. აღმოჩნდა, რომ ჩემი გოგონა მართალი იყო.

- 19 წლისას ორი შვილის დედობა არ გაგიჭირდა?

- (იღიმის) იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ როცა უკვე დედა ხარ, სულაც არ ფიქრობ სირთულეებზე, წლოვანებასაც აღარ აქვს მნიშვნელობა. შვილები გყავს და მათი დედობა უკვე მოვალეობაა. სხვათა შორის, ვინც იგებს, რომ უკვე 2 შვილი მყავს, ძალიან უკვირთ. ვერ ვიტყვი, რომ 16 წლისას გათხოვება დიდი გმირობაა, მაგრამ როცა უკვე 2 შვილი გყავს, უნდა იამაყო. თანაც დედობაზე დიდი ბედნიერება ხომ არ არსებობს? მინდა, რომ ნიკოლოზი საქართველოსთვის კარგი მეკვლე იყოს. ახალ წელს კი ყველაფერი კარგი მოეტანოს. ყველაფერი ცუდი უკან დარჩენილიყოს.

- დიდ ბედნიერებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ.

- დიდი მადლობა, თქვენც ასევე.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"