სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ეუბნება ანრი ჯოხაძე "გზის" საშუალებით რჩეულ გოგონას?
რას ეუბნება ანრი ჯოხაძე "გზის" საშუალებით რჩეულ გოგონას?

"მთა­ვა­რია, წიგ­ნი სა­ინ­ტე­რე­სოდ იკი­თხე­ბო­დეს, ჩემ­თვის ჟანრს მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. მხო­ლოდ დე­ტექ­ტი­ვე­ბი არ მომ­წონს", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი ანრი ჯო­ხა­ძე. "ერუ­დი­ტის­თვის" ჩა­წე­რა­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდა. ამ­ჟა­მად ახალ კლიპ­ზე - "ღი­მი­ლი მინ­და" მუ­შა­ობს. პრე­ზენ­ტა­ცი­ას ამ თვის ბო­ლოს­თვის გეგ­მავს. კი­თხვა­ზე - ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან რო­მელ­თან იმე­გობ­რებ­დი? - ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ მპა­სუ­ხობს:

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- ღა­და­ობ? იმ­დე­ნი გმი­რი გა­მახ­სენ­და, ყვე­ლა და­გი­სა­ხე­ლო?

- რო­გო­რი გმი­რე­ბი გი­ზი­დავს? კე­თი­ლი, თავ­ხე­დი, უარ­ყო­ფი­თი თუ...

- უარ­ყო­ფით გმი­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ინ­ტე­რე­სი მხო­ლოდ მათი ფსი­ქო­ტი­პის გა­შიფვ­რის მიზ­ნით მაქვს. დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვე­სა­უბ­რე­ბო­დი ია­გოს, ვკი­თხავ­დი, დეზ­დე­მო­ნას და ოტე­ლოს რას ერ­ჩო­და?

- ახა­ლი წელი შენ­ში რას­თან ასო­ცირ­დე­ბა?

- ფსი­ქო­ზურ სამ­ზა­დის­თან.

- სამ­ზა­დის­ში თა­ვად არ მო­ნა­წი­ლე­ობ?

- არას­დროს. ნაძ­ვის ხის მორ­თვა­შიც კი არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, არც - კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში. გო­ზი­ნაყ­ზეც არ ვგიჟ­დე­ბი.

- ალ­ბათ დიდი ხა­ნია, ახალ წელს ოჯახ­ში აღარ შეხ­ვედ­რი­ხარ.

- მარ­თა­ლია. ყო­ვე­ლი ახა­ლი წლის ღა­მეს, როცა ჩემს საქ­მეს მო­ვი­ლევ, მერე მე­გობ­რებს ვუ­ერ­თდე­ბი და რე­ლაქ­სა­ცი­ის­თვის ცოტა ალ­კოჰოლს მი­ვირ­თმევ.

- ნას­ვა­მი ანრი ჯო­ხა­ძე რო­გო­რია?

- ძა­ლი­ან კარ­გი. მო­სიყ­ვა­რუ­ლე ვხდე­ბი.

- მი­თხა­რი, ახალ კლიპ­ზე ვმუ­შა­ო­ბო...

- კლი­პი სიყ­ვა­რულ­ზეა. ეს არის ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რის - "ღი­მი­ლი მინ­და" ტან­გოს სტილ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ახა­ლი ვერ­სია. კლიპ­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლე ცეკ­ვავს. მგო­ნი, ძა­ლი­ან კარ­გი და სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ყუ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

- კლიპს რო­დის ვი­ხი­ლავთ?

- სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვრის ბო­ლოს.

- ახალ წელს ია­პო­ნე­ლებს სახ­ლში შე­აქვთ ფიჭ­ვის ტო­ტე­ბი, რო­გორც დღეგ­რძე­ლო­ბი­სა და სიძ­ლი­ე­რის სიმ­ბო­ლო, ქლი­ა­ვის ტო­ტე­ბი, რო­გორც მა­რა­დი­უ­ლო­ბის სიმ­ბო­ლო. და­ა­სა­ხე­ლე მე­სა­მე მცე­ნა­რე, რო­მე­ლიც სათ­ნო­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბა.

- ეგ არ გა­მი­გია, ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ. გა­მოც­ნო­ბა­ში რომ და­მეხ­მა­რო, ხომ შე­იძ­ლე­ბა?

- მი­ნიშ­ნე­ბას გე­ტყვი: ეს მცე­ნა­რე მა­ღა­ლი იზ­რდე­ბა და უყ­ვარს წყა­ლი.

- მისი ღერო მსუ­ბუ­ქია?

- მგო­ნი, სწო­რი პა­სუ­ხი იცი.

- ამ წუთ­ში მხო­ლოდ ბამ­ბუ­კი გა­მახ­სენ­და.

- გა­მო­ი­ცა­ნი. და­ა­სა­ხე­ლე ერ­თა­დერ­თი ძუ­ძუმ­წო­ვა­რი, რო­მე­ლიც დაფ­რი­ნავს.

- ღა­მუ­რა.

- "ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩემი კა­ნო­ნი­ე­რი ცო­ლია, ხოლო მე­დი­ცი­ნა - საყ­ვა­რე­ლი. როცა ვიღ­ლე­ბი, ერთ-ერთი მათ­გა­ნის­გან მივ­დი­ვარ და მთელ ღა­მეს ვა­ტა­რებ მე­ო­რეს­თან"; რო­მე­ლი ცნო­ბი­ლი რუსი მწე­რა­ლია ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი?

- ე.ი. ის პრო­ფე­სი­ით ექი­მი იყო და თან წერ­და (ფიქ­რობს). არ ვიცი.

- ის ცნო­ბი­ლი დრა­მა­ტურ­გია.

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- ან­ტონ ჩე­ხო­ვი.

- ჩემს შემ­თხვე­ვა­შიც ასეა. კა­ნო­ნი­ე­რი ცო­ლიც მყავს და საყ­ვა­რე­ლიც. ჩემი კა­ნო­ნი­ე­რი ცოლი სიმ­ღე­რაა, საყ­ვა­რე­ლი - რე­ჟი­სო­რო­ბა.

- 1877 წელს სა­ა­ხალ­წლოდ და­ა­პა­ტენ­ტეს ნივ­თი, რო­მე­ლიც გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა აზ­რით, წარ­მა­ტე­ბით და­ეხ­მა­რე­ბო­და ადა­მი­ა­ნებს დეპ­რე­სი­ის მოხ­სნა­ში, გა­დაღ­ლი­ლო­ბის დროს და ა.შ. ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან რო­მე­ლი იყო ეს ნივ­თი: ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლე, ცი­გუ­რე­ბი თუ ყუ­რე­ბი­ა­ნი ქუდი?

- პირ­ველ რიგ­ში, გა­მოვ­რი­ცხავ ვარ­დის­ფერ სათ­ვა­ლეს, მაგ­რამ სწო­რი პა­სუ­ხი არ ვიცი.

- გე­ტყო­ბა, რომ არ იცი.

- ცი­გუ­რე­ბით სრი­ა­ლი კარ­გია, ყუ­რე­ბი­ან ქუდ­ზე რა მო­გახ­სე­ნო?!

- სწო­რი პა­სუ­ხია - ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლე. ამის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ახა­ლი წელი, და­ბა­დე­ბის დღე ან სხვა დღე­სას­წა­უ­ლი; ნა­დი­რო­ბა, ყინ­ვა და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა, ეს რა­ღაც სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზო­დაც მოხ­დეს. რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ ვხვდე­ბი.

- არა­და, ვფიქ­რობ­დი, ად­ვი­ლად გა­მო­იც­ნობს-მეთ­ქი. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე ეს ყო­ველ­თვის ხდე­ბა.

- ა!!! მივ­ხვდი, მივ­ხვდი!!! და­ლე­ვაა სწო­რი პა­სუ­ხი.

- პო­ე­ზია გიყ­ვარს?

- რა თქმა უნდა.

- "ერ­თის­თვის ერთი არ­სე­ბობს მხო­ლოდ,/ იმ ერ­თის პო­ვის თუ გახ­დი ღირ­სი,/ არა­ერ­თს ისე მო­ე­ღო ბოლო, -/ თვა­ლიც ვერ მოჰ­კრა გა­ჩე­ნილს მის­თვის". ვინ არის ამ სტრო­ფის ავ­ტო­რი?

- მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, არა?

- გა­მო­ი­ცა­ნი.

- მუხ­რა­ნის და ნიშ­ნი­ა­ნი­ძის პო­ე­ზია ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- "ის ერთი" ხომ არ გი­პო­ვია?

- ნა­პოვ­ნი მყავს, მაგ­რამ უარს მე­უბ­ნე­ბა.

- ჩვენ ვიც­ნობთ?

- არა.

- რას ეტყვი ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის ფურ­ცლე­ბი­დან?

- თბი­ლი­სი სა­ცხოვ­რებ­ლად არ­ცთუ ისე ცუდი ქა­ლა­ქია.

- რო­მე­ლი უცხო­უ­რი სი­ტყვა წარ­მო­იშ­ვა ფრან­გუ­ლი სი­ტყვის­გან "არგო", რაც "მო­პა­რულ ენას" ნიშ­ნავს?

- არ ვიცი.

- ჟარ­გო­ნი. ძველ ბერ­ძნულ მი­თო­ლო­გი­ა­ში არის ქალღმერ­თი თე­მი­და. რო­მე­ლი ქალღმერ­თი შე­ე­სა­ბა­მე­ბა მას რო­მა­ულ მი­თო­ლო­გი­ა­ში?

- რა­ტომ გამ­ჭე­დე?

- მი­გა­ნიშ­ნებ: სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ ქალღმერ­თის სა­ხე­ლო­ბის სა­მი­ნის­ტროც არის.

- იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ზე მე­უბ­ნე­ბი?

- დიახ.

- ანუ იმ ქალღმერ­თს იუს­ტი­ცია ერ­ქვა.

- სტა­ტის­ტი­კამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ისი­ნი დღე­ში 920 კი­თხვას სვა­მენ. ვინ არი­ან ისი­ნი?

- ბავ­შვე­ბი.

- რას ნიშ­ნავს სი­ტყვა "კო­ჰა­ბი­ტა­ცია"?

- "კო­ჰა­ბი­ტა­ცია" ძა­ლი­ან მო­დუ­რი სი­ტყვაა და ქარ­თუ­ლად, თა­ნა­ცხოვ­რე­ბას, თა­ნა­არ­სე­ბო­ბას, ერ­თობ­ლივ მოღ­ვა­წე­ო­ბას ნიშ­ნავს.

- არ­სე­ბობს თუ არა ისე­თი ციფ­რი, რომ­ლის და­სა­ხე­ლე­ბა იმ­დე­ნი­ვე ასოს­გან შედ­გე­ბა, რამ­დენ­საც თა­ვად გა­მო­ხა­ტავს?

- ალ­ბათ არ­სე­ბობს, ისე კი­თხვას არ დას­ვამ­დი.

- თუ არ­სე­ბობს, და­მი­სა­ხე­ლე.

- 1 არ არის, 2-იც - არა, სამი... გა­მო­ვი­ცა­ნი, ასე­თი ციფ­რია 4.

- რაზე უფრო ად­ვი­ლად იტყო­დით უარს - ქალ­ზე თუ ღვი­ნო­ზე? - ამ კი­თხვას ფრან­გე­ბი, რო­გორც წესი, პა­სუ­ხო­ბენ: გა­აჩ­ნია...

- აბა, რა ვიცი, ფრან­გე­ბი რო­გორ პა­სუ­ხო­ბენ.

- თა­ვად რო­გორ უპა­სუ­ხებ?

- უარს ღვი­ნო­ზე უფრო ად­ვი­ლად ვი­ტყვი.

- ფრან­გე­ბის პა­სუ­ხი კი ასე­თია: ...გა­აჩ­ნია ასაკს.

- (იცი­ნის) ხე­დავ, ფრან­გე­ბი რა ეშ­მა­კე­ბი არინ?!

- რა უფრო მძი­მეა - ერთი კი­ლოგ­რა­მი ბამ­ბა თუ ერთი კი­ლოგ­რა­მი რკი­ნა?

- თა­ნა­ბა­რია; გგო­ნია, და­მაბ­ნევ?

- რა ერ­ქვა ოლღა ბე­ბი­ას, ილი­კო­სა და ილა­რი­ო­ნის სა­ზი­ა­რო ძრო­ხას?

- ფა­ქი­ზო.

- სპარ­სუ­ლი ან­და­ზა ამ­ტკი­ცებს: თუ ადა­მი­ა­ნი სიბ­რძნეს ეძებს, ის ჭკვი­ა­ნია. ამ ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რო­დის არის ადა­მი­ა­ნი სუ­ლე­ლი?

- არ ვიცი. შე­იძ­ლე­ბა, მა­შინ, როცა გა­ი­ფიქ­რებს, სიბ­რძნე ვი­პო­ვეო.

- გა­მო­ი­ცა­ნი. რამ­დე­ნი ორ­ნიშ­ნა რი­ცხვი არ­სე­ბობს?

- (ფიქ­რობს) 90.

- კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი მათ ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად სა­ა­თო­ბით დგა­ნან რი­გებ­ში, წე­რენ წე­რი­ლებს და ზოგ­ჯერ ქურ­დო­ბა­საც არ ერი­დე­ბი­ან, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ავ­ტოგ­რა­ფებ­ზე.

- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ბერ­ლინ­ში ცხოვ­რობს, და­ქორ­წინ­დეს სხვა ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ, თა­ვი­სი ქვრი­ვის დაზე?

- რო­გორ? (კი­თხვას ვუ­მე­ო­რებ) არ შე­იძ­ლე­ბა.

- რა­ტომ?

- ქვრი­ვის დაზე ქორ­წი­ნე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?

- რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა?

- დაა, რას მე­კი­თხე­ბი?

- მგო­ნი, კი­თხვა ვერ გა­ი­გე. ქალს რა შემ­თხვე­ვა­ში ჰქვია ქვრი­ვი?

- როცა ქმა­რი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს. გა­ვი­გე, რა­ტო­მაც ჩა­მე­ძიე. არ შე­იძ­ლე­ბა.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, სირ­ბილ­ში გა­უს­წა­რი მორ­ბე­ნალს, რო­მე­ლიც მე­ო­რე პო­ზი­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­მელ პო­ზი­ცი­ას და­ი­კა­ვებ ამის შემ­დეგ?

- მე­ო­რეს.

- რა არის ის, რაც ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს აქვს?

- უნდა დავ­ფიქ­რდე და გი­პა­სუ­ხებ. (პა­უ­ზის შემ­დეგ) წონა, ზომა, კი­დევ რა ვიცი, რა გი­თხრა?

- შენს პა­სუხ­ში არის ლო­გი­კა. სწო­რი პა­სუ­ხია - სა­ხე­ლი. ყვე­ლა თვე 30 ან 31 რი­ცხვით მთავ­რდე­ბა. რო­მელ თვე­შია 28 რი­ცხვი?

- მე­კა­ი­ფე­ბი თუ მარ­თლა მე­კი­თხე­ბი?

- კი­თხვა დავ­სვი, გა­გი­მე­ო­რო?

- რო­მელ თვე­შია და ყვე­ლა­ში.

- რა­ტომ გა­იკ­ვირ­ვე? ზოგი მიმ­ტკი­ცებს, 28 რი­ცხვი მხო­ლოდ თე­ბერ­ვალ­ში­აო.

- ვიცი, ამ რუბ­რი­კას სულ ვკი­თხუ­ლობ. ისიც ვიცი, ჩა­წე­რა­ზე რეს­პონ­დენ­ტე­ბის და­თან­ხმე­ბა რომ გი­ჭირს.

- გმად­ლობ, რომ კი­თხუ­ლობ. და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე სპი­ნო­ზას ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მი: "თუ გინ­დათ, ცხოვ­რე­ბამ გა­გი­ღი­მოთ, აჩუ­ქეთ მა­ნამ­დე მას თქვე­ნი კარ­გი..."

- ხა­სი­ა­თი.

- "...თქვე­ნი კარ­გი გან­წყო­ბა".

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რას ეუბნება ანრი ჯოხაძე "გზის" საშუალებით რჩეულ გოგონას?

რას ეუბნება ანრი ჯოხაძე "გზის" საშუალებით რჩეულ გოგონას?

"მთავარია, წიგნი საინტერესოდ იკითხებოდეს, ჩემთვის ჟანრს მნიშვნელობა არა აქვს. მხოლოდ დეტექტივები არ მომწონს", - ამბობს მომღერალი ანრი ჯოხაძე. "ერუდიტისთვის" ჩაწერაზე სიამოვნებით დამთანხმდა. ამჟამად ახალ კლიპზე - "ღიმილი მინდა" მუშაობს. პრეზენტაციას ამ თვის ბოლოსთვის გეგმავს. კითხვაზე - ლიტერატურული პერსონაჟებიდან რომელთან იმეგობრებდი? - ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მპასუხობს:

პრეამბულის მაგიერ

- ღადაობ? იმდენი გმირი გამახსენდა, ყველა დაგისახელო?

- როგორი გმირები გიზიდავს? კეთილი, თავხედი, უარყოფითი თუ...

- უარყოფით გმირებთან ურთიერთობის ინტერესი მხოლოდ მათი ფსიქოტიპის გაშიფვრის მიზნით მაქვს. დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი იაგოს, ვკითხავდი, დეზდემონას და ოტელოს რას ერჩოდა?

- ახალი წელი შენში რასთან ასოცირდება?

- ფსიქოზურ სამზადისთან.

- სამზადისში თავად არ მონაწილეობ?

- არასდროს. ნაძვის ხის მორთვაშიც კი არ ვმონაწილეობ, არც - კერძების მომზადებაში. გოზინაყზეც არ ვგიჟდები.

- ალბათ დიდი ხანია, ახალ წელს ოჯახში აღარ შეხვედრიხარ.

- მართალია. ყოველი ახალი წლის ღამეს, როცა ჩემს საქმეს მოვილევ, მერე მეგობრებს ვუერთდები და რელაქსაციისთვის ცოტა ალკოჰოლს მივირთმევ.

- ნასვამი ანრი ჯოხაძე როგორია?

- ძალიან კარგი. მოსიყვარულე ვხდები.

- მითხარი, ახალ კლიპზე ვმუშაობო...

- კლიპი სიყვარულზეა. ეს არის ინოლა გურგულიას ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერის - "ღიმილი მინდა" ტანგოს სტილში გაკეთებული ახალი ვერსია. კლიპში "ცეკვავენ ვარსკვლავების" რამდენიმე მონაწილე ცეკვავს. მგონი, ძალიან კარგი და სასიამოვნო საყურებელი იქნება.

- კლიპს როდის ვიხილავთ?

- სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს.

- ახალ წელს იაპონელებს სახლში შეაქვთ ფიჭვის ტოტები, როგორც დღეგრძელობისა და სიძლიერის სიმბოლო, ქლიავის ტოტები, როგორც მარადიულობის სიმბოლო. დაასახელე მესამე მცენარე, რომელიც სათნოების სიმბოლოდ ითვლება.

- ეგ არ გამიგია, ვერ დავასახელებ. გამოცნობაში რომ დამეხმარო, ხომ შეიძლება?

- მინიშნებას გეტყვი: ეს მცენარე მაღალი იზრდება და უყვარს წყალი.

- მისი ღერო მსუბუქია?

- მგონი, სწორი პასუხი იცი.

- ამ წუთში მხოლოდ ბამბუკი გამახსენდა.

- გამოიცანი. დაასახელე ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელიც დაფრინავს.

- ღამურა.

- "ლიტერატურა ჩემი კანონიერი ცოლია, ხოლო მედიცინა - საყვარელი. როცა ვიღლები, ერთ-ერთი მათგანისგან მივდივარ და მთელ ღამეს ვატარებ მეორესთან"; რომელი ცნობილი რუსი მწერალია ამ სიტყვების ავტორი?

- ე.ი. ის პროფესიით ექიმი იყო და თან წერდა (ფიქრობს). არ ვიცი.

- ის ცნობილი დრამატურგია.

- ვერ გიპასუხებ.

- ანტონ ჩეხოვი.

- ჩემს შემთხვევაშიც ასეა. კანონიერი ცოლიც მყავს და საყვარელიც. ჩემი კანონიერი ცოლი სიმღერაა, საყვარელი - რეჟისორობა.

- 1877 წელს საახალწლოდ დააპატენტეს ნივთი, რომელიც გამომგონებელთა აზრით, წარმატებით დაეხმარებოდა ადამიანებს დეპრესიის მოხსნაში, გადაღლილობის დროს და ა.შ. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო ეს ნივთი: ვარდისფერი სათვალე, ციგურები თუ ყურებიანი ქუდი?

- პირველ რიგში, გამოვრიცხავ ვარდისფერ სათვალეს, მაგრამ სწორი პასუხი არ ვიცი.

- გეტყობა, რომ არ იცი.

- ციგურებით სრიალი კარგია, ყურებიან ქუდზე რა მოგახსენო?!

- სწორი პასუხია - ვარდისფერი სათვალე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს: ახალი წელი, დაბადების დღე ან სხვა დღესასწაული; ნადირობა, ყინვა და ა.შ. შეიძლება, ეს რაღაც სრულიად უმიზეზოდაც მოხდეს. რაზეა ლაპარაკი?

- ვერ ვხვდები.

- არადა, ვფიქრობდი, ადვილად გამოიცნობს-მეთქი. საახალწლო სუფრაზე ეს ყოველთვის ხდება.

- ა!!! მივხვდი, მივხვდი!!! დალევაა სწორი პასუხი.

- პოეზია გიყვარს?

- რა თქმა უნდა.

- "ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,/ იმ ერთის პოვის თუ გახდი ღირსი,/ არაერთს ისე მოეღო ბოლო, -/ თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის". ვინ არის ამ სტროფის ავტორი?

- მუხრან მაჭავარიანი, არა?

- გამოიცანი.

- მუხრანის და ნიშნიანიძის პოეზია ძალიან მიყვარს.

- "ის ერთი" ხომ არ გიპოვია?

- ნაპოვნი მყავს, მაგრამ უარს მეუბნება.

- ჩვენ ვიცნობთ?

- არა.

- რას ეტყვი ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან?

- თბილისი საცხოვრებლად არცთუ ისე ცუდი ქალაქია.

- რომელი უცხოური სიტყვა წარმოიშვა ფრანგული სიტყვისგან "არგო", რაც "მოპარულ ენას" ნიშნავს?

- არ ვიცი.

- ჟარგონი. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში არის ქალღმერთი თემიდა. რომელი ქალღმერთი შეესაბამება მას რომაულ მითოლოგიაში?

- რატომ გამჭედე?

- მიგანიშნებ: საქართველოში იმ ქალღმერთის სახელობის სამინისტროც არის.

- იუსტიციის სამინისტროზე მეუბნები?

- დიახ.

- ანუ იმ ქალღმერთს იუსტიცია ერქვა.

- სტატისტიკამ დაამტკიცა, რომ ისინი დღეში 920 კითხვას სვამენ. ვინ არიან ისინი?

- ბავშვები.

- რას ნიშნავს სიტყვა "კოჰაბიტაცია"?

- "კოჰაბიტაცია" ძალიან მოდური სიტყვაა და ქართულად, თანაცხოვრებას, თანაარსებობას, ერთობლივ მოღვაწეობას ნიშნავს.

- არსებობს თუ არა ისეთი ციფრი, რომლის დასახელება იმდენივე ასოსგან შედგება, რამდენსაც თავად გამოხატავს?

- ალბათ არსებობს, ისე კითხვას არ დასვამდი.

- თუ არსებობს, დამისახელე.

- 1 არ არის, 2-იც - არა, სამი... გამოვიცანი, ასეთი ციფრია 4.

- რაზე უფრო ადვილად იტყოდით უარს - ქალზე თუ ღვინოზე? - ამ კითხვას ფრანგები, როგორც წესი, პასუხობენ: გააჩნია...

- აბა, რა ვიცი, ფრანგები როგორ პასუხობენ.

- თავად როგორ უპასუხებ?

- უარს ღვინოზე უფრო ადვილად ვიტყვი.

- ფრანგების პასუხი კი ასეთია: ...გააჩნია ასაკს.

- (იცინის) ხედავ, ფრანგები რა ეშმაკები არინ?!

- რა უფრო მძიმეა - ერთი კილოგრამი ბამბა თუ ერთი კილოგრამი რკინა?

- თანაბარია; გგონია, დამაბნევ?

- რა ერქვა ოლღა ბებიას, ილიკოსა და ილარიონის საზიარო ძროხას?

- ფაქიზო.

- სპარსული ანდაზა ამტკიცებს: თუ ადამიანი სიბრძნეს ეძებს, ის ჭკვიანია. ამ ანდაზის მიხედვით, როდის არის ადამიანი სულელი?

- არ ვიცი. შეიძლება, მაშინ, როცა გაიფიქრებს, სიბრძნე ვიპოვეო.

- გამოიცანი. რამდენი ორნიშნა რიცხვი არსებობს?

- (ფიქრობს) 90.

- კოლექციონერები მათ ხელში ჩასაგდებად საათობით დგანან რიგებში, წერენ წერილებს და ზოგჯერ ქურდობასაც არ ერიდებიან, რაზეა ლაპარაკი?

- ავტოგრაფებზე.

- შეიძლება თუ არა, მამაკაცი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, დაქორწინდეს სხვა ქვეყანაში მცხოვრებ, თავისი ქვრივის დაზე?

- როგორ? (კითხვას ვუმეორებ) არ შეიძლება.

- რატომ?

- ქვრივის დაზე ქორწინება როგორ შეიძლება?

- რატომ არ შეიძლება?

- დაა, რას მეკითხები?

- მგონი, კითხვა ვერ გაიგე. ქალს რა შემთხვევაში ჰქვია ქვრივი?

- როცა ქმარი გარდაცვლილი ჰყავს. გავიგე, რატომაც ჩამეძიე. არ შეიძლება.

- წარმოიდგინე, სირბილში გაუსწარი მორბენალს, რომელიც მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა. რომელ პოზიციას დაიკავებ ამის შემდეგ?

- მეორეს.

- რა არის ის, რაც ყველასა და ყველაფერს აქვს?

- უნდა დავფიქრდე და გიპასუხებ. (პაუზის შემდეგ) წონა, ზომა, კიდევ რა ვიცი, რა გითხრა?

- შენს პასუხში არის ლოგიკა. სწორი პასუხია - სახელი. ყველა თვე 30 ან 31 რიცხვით მთავრდება. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

- მეკაიფები თუ მართლა მეკითხები?

- კითხვა დავსვი, გაგიმეორო?

- რომელ თვეშია და ყველაში.

- რატომ გაიკვირვე? ზოგი მიმტკიცებს, 28 რიცხვი მხოლოდ თებერვალშიაო.

- ვიცი, ამ რუბრიკას სულ ვკითხულობ. ისიც ვიცი, ჩაწერაზე რესპონდენტების დათანხმება რომ გიჭირს.

- გმადლობ, რომ კითხულობ. დაბოლოს, დაასრულე სპინოზას ცნობილი გამონათქვამი: "თუ გინდათ, ცხოვრებამ გაგიღიმოთ, აჩუქეთ მანამდე მას თქვენი კარგი..."

- ხასიათი.

- "...თქვენი კარგი განწყობა".

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება