მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში დიდი ბრიტანეთის კინოს ვარსკვლავები ჩამოვიდნენ
საქართველოში დიდი ბრიტანეთის კინოს ვარსკვლავები ჩამოვიდნენ

მსა­ხი­ო­ბე­ბი მე­თიუ მა­კ­ფე­ი­და­ნი ("სი­ა­მა­ყე და ცრურ­წმე­ნა", "ანა კა­რე­ნი­ნა") და მა­ი­ა­ნა ბე­რინ­გი ("ბინ­დი. საგა. გან­თი­ა­დი"), ახალ ბრი­ტა­ნულ-ქარ­თულ-გერ­მა­ნულ-რუ­სულ პრო­დუქ­ცი­ა­ში - "ეპიკ­ში" მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რომ­ლის გა­და­ღე­ბე­ბიც რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ი­წყე­ბა. ამის შე­სა­ხებ "ამ­ბე­ბი.გე"-ს სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ნი­ნია ახვლე­დი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და.

-ვინ იღებს ფილ­მს?

- ფილ­მს ვლა­დი­მერ კა­ჭა­რა­ვას კომ­პა­ნია "20 Steps Productions", მაიკ და­უ­ნის და სა­მან­ტა ტე­ი­ლო­რის კომ­პა­ნია Film and Music Entertainment იღე­ბენ. ეს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო კოპ­რო­დუქ­ცი­ის ნა­წარ­მო­ე­ბი იქ­ნე­ბა. ფილ­მის სცე­ნა­რი შექ­მნი­ლია ბრი­ტა­ნე­თის კი­ნო­ინ­სტი­ტუ­ტის მხარ­და­ჭე­რით. მისი ავ­ტო­რია მრა­ვა­ლი პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, ბრი­ტა­ნე­ლი სცე­ნა­რის­ტი პა­ველ პავ­ლი­კოვ­სკი, რე­ჟი­სო­რი კი ბრი­ტა­ნე­ლი ბენ ჰო­პ­კინ­სია. გა­და­ღე­ბე­ბი თბი­ლის­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში 14 იან­ვარს და­ი­წყე­ბა და ახალ­ცი­ხე­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

-ფილ­მის ში­ნა­არსს­ზე რას გვე­ტყვით?

-ეს არის შავი იუ­მო­რით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ფილ­მი დაბ­ნე­ულ ბრი­ტა­ნელ რე­ჟი­სორ­ზე, რო­მელ­საც კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ჯილ­დო­ე­ბი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი. მას სტუმ­რად იწ­ვევს ახ­ლად­შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფო, რათა გა­და­ი­ღოს ეპი­კუ­რი ფილ­მი კავ­კა­სი­ის ერთ-ერთ რეს­პუბ­ლი­კა­ში. ამ­რი­გად, ემილ ფო­რეს­ტერს მოს­დის მოწ­ვე­ვა გა­მო­გო­ნილ ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­ში, რო­მელ­საც კა­რას­ტა­ნი ქვია. რე­ჟი­სორ­მა ჯერ არ იცის, რომ მის კა­რი­ე­რა­ში იწყე­ბა ყვე­ლა­ზე გი­ჟუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა.

-მსა­ხი­ო­ბე­ბი რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ?

-ფილ­მის კას­ტინ­გი ლონ­დონ­ში, კას­ტინ­გის სა­ა­გენ­ტომ Wildman Hall-მა ჩა­ა­ტა­რა. მსა­ხი­ობ­თა ვარ­სკვლა­ვურ ჯგუფ­შია მე­თიუ მა­კ­ფე­ი­დე­ნი, რო­მე­ლიც ემილ ფო­რეს­ტე­რის როლს თა­მა­შობს. ეს მსა­ხი­ო­ბი ცნო­ბი­ლია დარ­სის რო­ლით ფილმში "სი­ა­მა­ყე და ცრურ­წმე­ნა".

"EPIC"-ში ქა­ლის მთა­ვარ როლს მა­ი­ა­ნა ბუ­რინ­გი შე­ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც მა­ყუ­რებ­ლის­თვის ცნო­ბი­ლია ფილ­მით "ბინ­დი. საგა. გან­თი­ა­დი". გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა აღი­ნიშ­ნოს ფილმში ცნო­ბი­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი მსა­ხი­ო­ბის, ნოა ტე­ი­ლო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც "კა­რას­ტა­ნის" და­მა­არ­სებ­ლის როლს ას­რუ­ლებს.

-ვინ აფი­ნან­სებს ამ კოპ­რო­დუქ­ცი­ას?

-ფილ­მის მთა­ვა­რი დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი არი­ან ბრი­ტა­ნე­თის კი­ნო­ინ­სტი­ტუ­ტი (ლონ­დო­ნი), HessenInvest Film Fund (ფრან­კფურ­ტი), CinePlus (ბერ­ლი­ნი/ფრან­კფურ­ტი), ფრან­გულ-გერ­მა­ნუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ტე­ლე­არ­ხი ARTE, გერ­მა­ნი­ის კინო-დის­ტრი­ბუ­ტო­რუ­ლი კომ­პა­ნია Piffl და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრი. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ყიდ­ვებს აწარ­მო­ებს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში არ­სე­ბუ­ლი მსოფ­ლიო გა­ყიდ­ვე­ბის სა­ა­გენ­ტო Shoreline Entertainment.

ბრი­ტა­ნე­ლი პრო­დი­უ­სე­რის, მაიკ და­უ­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო კი­ნო­გა­და­ღე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ქვე­ყა­ნაა.

"ფილ­მის წარ­მო­ე­ბამ­დე დიდი გზა გა­ვი­ა­რეთ, ბოლო ოთხი თვე კი თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობთ. ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის და ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით უკვე მზად ვართ და­ვი­წყოთ გა­და­ღე­ბე­ბი უაღ­რე­სად ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებ­ში. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით თბი­ლის­სა და ახალ­ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბებს და ვი­მე­დოვ­ნებთ, დრო­უ­ლად წარ­ვად­გენთ ფილ­მს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჩვე­ნე­ბის­თვის ბერ­ლი­ნა­ლე­ზე 2014 წელს",-აცხა­დებს მაიკ და­უ­ნი.

ფილ­მის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­ში შე­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რი სტი­ვენ დალდრიც, რომ­ლის პირ­ვე­ლი ოთხი ფილ­მი: "ბილი ელი­ო­ტი", "მკი­თხვე­ლი", "სა­ა­თე­ბი" და "და­უ­ჯე­რებ­ლად ხმა­მაღ­ლა" კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის ჯილ­დო­ზე სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რის­თვის იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი. ამ ფილ­მე­ბის წყა­ლო­ბით "ოს­კა­რე­ბი" მო­ი­პო­ვეს ნი­კოლ კიდ­მან­მა და ქეით უინსლეტ­მა.

ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, თა­მარ ტა­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ქარ­თუ­ლი კი­ნო­ინ­დუსტრია უკვე გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზეა.

"ამას ხელს უწყობს ისე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­დუქ­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა EPIC, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლობს ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებ­თან. მა­ღა­ლი დო­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მერ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლია ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის. ეს არის გლო­ბა­ლუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა და მა­გა­ლი­თი იმი­სა, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს",-აცხა­დებს თა­მარ ტა­ტიშ­ვი­ლი.

მინ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი ფრან­კფურტსა და მის შე­მო­გა­რენ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის კინოს ვარსკვლავები ჩამოვიდნენ

საქართველოში დიდი ბრიტანეთის კინოს ვარსკვლავები ჩამოვიდნენ

მსახიობები მეთიუ მაკფეიდანი ("სიამაყე და ცრურწმენა", "ანა კარენინა") და მაიანა ბერინგი ("ბინდი. საგა. განთიადი"), ახალ ბრიტანულ-ქართულ-გერმანულ-რუსულ პროდუქციაში - ”ეპიკში” მიიღებენ მონაწილეობას, რომლის გადაღებებიც რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ ”ამბები.გე”-ს საქართველოს კინემატოგრაფის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ნინია ახვლედიანმა განუცხადა.

-ვინ იღებს ფილმს?

- ფილმს ვლადიმერ კაჭარავას კომპანია "20 Steps Productions", მაიკ დაუნის და სამანტა ტეილორის კომპანია Film and Music Entertainment იღებენ. ეს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კოპროდუქციის ნაწარმოები იქნება. ფილმის სცენარი შექმნილია ბრიტანეთის კინოინსტიტუტის მხარდაჭერით. მისი ავტორია მრავალი პრემიის ლაურეატი, ბრიტანელი სცენარისტი პაველ პავლიკოვსკი, რეჟისორი კი ბრიტანელი ბენ ჰოპკინსია. გადაღებები თბილისსა და მის შემოგარენში 14 იანვარს დაიწყება და ახალციხეში გაგრძელდება.

-ფილმის შინაარსსზე რას გვეტყვით?

-ეს არის შავი იუმორით გაჯერებული ფილმი დაბნეულ ბრიტანელ რეჟისორზე, რომელსაც კინოაკადემიის ჯილდოები აქვს მოპოვებული. მას სტუმრად იწვევს ახლადშექმნილი სახელმწიფო, რათა გადაიღოს ეპიკური ფილმი კავკასიის ერთ-ერთ რესპუბლიკაში. ამრიგად, ემილ ფორესტერს მოსდის მოწვევა გამოგონილ ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელსაც კარასტანი ქვია. რეჟისორმა ჯერ არ იცის, რომ მის კარიერაში იწყება ყველაზე გიჟური მოგზაურობა.

-მსახიობები როგორ შეარჩიეთ?

-ფილმის კასტინგი ლონდონში, კასტინგის სააგენტომ Wildman Hall-მა ჩაატარა. მსახიობთა ვარსკვლავურ ჯგუფშია მეთიუ მაკფეიდენი, რომელიც ემილ ფორესტერის როლს თამაშობს. ეს მსახიობი ცნობილია დარსის როლით ფილმში "სიამაყე და ცრურწმენა".

"EPIC"-ში ქალის მთავარ როლს მაიანა ბურინგი შეასრულებს, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია ფილმით "ბინდი. საგა. განთიადი". განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ფილმში ცნობილი ავსტრალიელი მსახიობის, ნოა ტეილორის მონაწილეობა, რომელიც ”კარასტანის” დამაარსებლის როლს ასრულებს.

-ვინ აფინანსებს ამ კოპროდუქციას?

-ფილმის მთავარი დამფინანსებლები არიან ბრიტანეთის კინოინსტიტუტი (ლონდონი), HessenInvest Film Fund (ფრანკფურტი), CinePlus (ბერლინი/ფრანკფურტი), ფრანგულ-გერმანული კულტურული ტელეარხი ARTE, გერმანიის კინო-დისტრიბუტორული კომპანია Piffl და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. საერთაშორისო გაყიდვებს აწარმოებს ლოს-ანჯელესში არსებული მსოფლიო გაყიდვების სააგენტო Shoreline Entertainment.

ბრიტანელი პროდიუსერის, მაიკ დაუნის განცხადებით, საქართველო კინოგადაღებისთვის საინტერესო ქვეყანაა.

"ფილმის წარმოებამდე დიდი გზა გავიარეთ, ბოლო ოთხი თვე კი თბილისში ვმუშაობთ. ჩვენი პარტნიორების და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით უკვე მზად ვართ დავიწყოთ გადაღებები უაღრესად ხელსაყრელ პირობებში. მოუთმენლად ველით თბილისსა და ახალციხეში გადაღებებს და ვიმედოვნებთ, დროულად წარვადგენთ ფილმს საერთაშორისო ჩვენებისთვის ბერლინალეზე 2014 წელს",-აცხადებს მაიკ დაუნი.

ფილმის შემოქმედებით ჯგუფში შედის აღმასრულებელი პროდიუსერი სტივენ დალდრიც, რომლის პირველი ოთხი ფილმი: "ბილი ელიოტი", "მკითხველი", "საათები" და "დაუჯერებლად ხმამაღლა" კინოაკადემიის ჯილდოზე საუკეთესო რეჟისურისთვის იყო ნომინირებული. ამ ფილმების წყალობით ”ოსკარები” მოიპოვეს ნიკოლ კიდმანმა და ქეით უინსლეტმა.

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, თამარ ტატიშვილის განცხადებით, ქართული კინოინდუსტრია უკვე განვითარების ახალ ეტაპზეა.

"ამას ხელს უწყობს ისეთი საერთაშორისო პროდუქციები, როგორიცაა EPIC, რომელიც თანამშრომლობს ქართულ კომპანიებთან. მაღალი დონის შემოქმედებითი ჯგუფი და საერთაშორისო კომერციის შესაძლებლობები ძალიან მიმზიდველია ქართული კომპანიებისთვის. ეს არის გლობალური პერსპექტივა და მაგალითი იმისა, საერთაშორისო თანამშრომლობის რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს",-აცხადებს თამარ ტატიშვილი.

მინდინარე წლის თებერვალში ფილმის გადაღებები ფრანკფურტსა და მის შემოგარენში გაიმართება.

გიორგი ბერიძე

ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება