კასპის რაიონის ბაგა-ბაგების გაერთიანების დირექტორი ნანა ნონიაშვილი და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქალაქში არსებული ხუთივე ბაგა-ბაღის ხელმძღვანელი 9 იანვრის ბრძანებით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ისინი საბავშვო ბაღებში აღმზრდელებად დატოვეს. თუმცა სამსახურის გარეშე, მხოლოდ, N1 ბაგა ბაღის დირექტორი ქეთევან ნონიაშვილი დარჩა. ის ნანა ნონიაშვილის შვილია.
გათავისუფლებულები ახალი ხელისუფლების ქმედებას აპროტესტებე. გამგეობაში კი ბაგა-ბაღის დირექტორთა გათავისუფლებას მართებულად მიიჩნევენ, ხოლო არგუმენტად ხელშეკრულების ვადის ამოწურვას ასახელებენ.