გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე არსებული სპორტული სკოლა "ბრძოლა წესების გარეშე", შესაძლოა, დაიხუროს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს. როგორც ირკვევა, არაოლიმპიური სპორტული სახეობების დაფინანსებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო აღარ აპირებს.