სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კომერსანტი" - "ინტერ რაომ" თბილისს ენერგოტარიფის შემცირების მექანიზმის გახანგრძლივება შესთავაზა
 "კომერსანტი" - "ინტერ რაომ" თბილისს ენერგოტარიფის შემცირების მექანიზმის გახანგრძლივება შესთავაზა

რუ­სუ­ლი გა­ზეთ "კო­მერ­სან­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ინ­ტერ რაომ" სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ენერ­გო­ტა­რი­ფის შემ­ცი­რე­ბის ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი დრო­ე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პე­რი­ო­დით გა­ხან­გრძლი­ვე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

გა­ზე­თი წერს, რომ ეს გა­მო­იწ­ვევს რუ­სუ­ლი ჰოლ­დინ­გის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი კომ­პა­ნია "თე­ლა­სის" შე­მო­სავ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბას - მისი შე­მო­სავ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბი თით­ქმის ნა­ხე­ვარს შე­ად­გენ­და. თუმ­ცა, ამას­თან, "კო­მერ­სან­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ინ­ტერ რაო" არ აპი­რებს შე­ამ­ცი­როს ქარ­თუ­ლი ენერ­გო­აქ­ტი­ვე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მა, რაც შემ­ცი­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის კომ­პენ­სა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მო­ღე­ბას მო­ი­თხოვს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­კომ­პა­ნი­ამ "თე­ლას­მა", რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ჰოლ­დინ­გის, "ინ­ტერ რაოს" კონ­ტროლ­ქვე­შაა, თბი­ლისს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფა­სე­ბის და­წე­ვის კომ­პრო­მი­სუ­ლი ვა­რი­ან­ტი შეს­თა­ვა­ზა.

2012 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და "ინ­ტერ რაოს" თავ­კაც­მა ბო­რის კო­ვალ­ჩუკ­მა ხელი მო­ა­წე­რეს დრო­ე­ბით მე­მო­რან­დუმს, 2013 წლის მარ­ტის ბო­ლომ­დე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ტა­რი­ფე­ბის და­წე­ვის თა­ო­ბა­ზე. შე­დე­გად, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც თვე­ში 300 კვტ. სა­ა­თამ­დე ხარ­ჯა­ვენ, ტა­რი­ფი კი­ლო­ვატ­ზე 0,0354 ლა­რით შემ­ცირ­და.

რო­გორც "კო­მერ­სანტს" არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გარ­კვე­ულ­მა წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, "ინ­ტერ რაოს" სურს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თით­ქმის მსგავ­სი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 2025 წლამ­დე გა­ხან­გრძლი­ვე­ბა, რო­მე­ლიც ახლა მარ­ტის ბო­ლომ­დეა და­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლურ თბი­ლისს რუ­სუ­ლი ენერ­გოჰოლ­დინ­გის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე ჯერ არ უპა­სუ­ხია", - წერს გა­ზე­თი.

"კო­მერ­სან­ტი" აღ­ნიშ­ნავს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", 2012 წლის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბამ­დე, მო­სახ­ლე­ო­ბას ენერ­გო­ტა­რი­ფე­ბის ორ­ჯერ შემ­ცი­რე­ბას შეჰ­პირ­და.

"ეს უნდა შე­ხე­ბო­და "ინ­ტერ რაოს", მათ შო­რის "თე­ლა­სის" ენერ­გო­აქ­ტი­ვებ­საც. თუმ­ცა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა მთავ­რო­ბამ აღი­ა­რა, რომ ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და ფა­სე­ბის მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა. რუ­სე­თის ენერ­გოჰოლ­დინგთან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი 2012 წლის შე­მოდ­გო­მით და­ი­წყო, თუმ­ცა უკვე დე­კემ­ბერ­ში სი­ტუ­ა­ცია გა­უ­ა­რეს­და: ქრთა­მის აღე­ბი­სა და სხვა კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბის ბრალ­დე­ბით, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ჩი­ნოვ­ნი­კი და "ინ­ტერ რაოს" ქარ­თუ­ლი ენერ­გო­აქ­ტი­ვე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი დევი კან­დე­ლა­კი და­ა­კა­ვეს. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი გი­რა­ო­თია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი", - წერს გა­ზე­თი.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "თე­ლა­სის­თვის" ენერ­გო­ტა­რი­ფე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ჯერ კი­დევ 2011 წელს და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

"ძი­რი­თა­დად, სწო­რედ ის აფიქ­სი­რებ­და ქარ­თუ­ლი გენ­კომ­პა­ნი­ე­ბის­გან შეს­ყი­დუ­ლი ფა­სე­ბის დი­ა­პა­ზონს (0,03-0,036$ 1 კვტ სა­ა­ა­თის სა­ნაც­ვლოდ) და ით­ვა­ლის­წი­ნებ­და "თე­ლა­სის" ინ­ვეს­ტი­რე­ბის პროგ­რა­მის და­ფი­ნან­სე­ბას. მომ­ხმა­რებ­ლის­თვის ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა ამ პროგ­რა­მას კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნებს. "კო­მერ­სან­ტის" წყა­როს გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის "ინ­ტერ რაოს" მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა არ მო­ი­აზ­რებს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას ან სხვა მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფე­ბის პრო­პორ­ცი­ულ ზრდას, და­კარ­გუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის და­ფარ­ვის მიზ­ნით. წყა­რო ასე­ვე აცხა­დებს, რომ იგეგ­მე­ბა "კომ­პენ­სა­ცი­ის სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბის" გა­მო­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა, თავს იკა­ვებს და­კონ­კრე­ტე­ბის­გან", - წერს "კო­მერ­სან­ტი"

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რო­ბას­თან შე­საძ­ლოა, შე­ე­ხოს მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­ხე­ვარს, ვინც ელექტრო­ე­ნერ­გი­ას "თე­ლა­სის­გან" ყი­დუ­ლობს. ენერ­გო­კომ­პა­ნი­ის 2011 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­სა­ხა­დებ­მა შე­მო­სავ­ლე­ბის 49% შე­ად­გი­ნა.

"გა­სა­ყი­დი ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­დე­გად, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მხო­ლოდ 0,0994 ლარს გა­და­იხ­დი­ან 1 კვტ სა­ა­თის სა­ნაც­ვლოდ თვე­ში 100 კვტ. სა­ა­თი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ხარ­ჯვის შემ­თხვე­ვა­ში, თვე­ში 101-დან 300 კვტ. სა­ა­თი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ხარ­ჯვი­სას კი, 1 კვტ.სა­ა­თის სა­ნაც­ვლოდ 0,1246 ლარს გა­და­იხ­დი­ან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

ამას­თან, რუსი ანა­ლი­ტი­კო­სის, სერ­გეი ბე­ი­და­ნის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ "ინ­ტერ რაოს" და­კა­გუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის კომ­პენ­სა­ცია, მა­გა­ლი­თად, პირ­და­პი­რი ან არა­პირ­და­პი­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის ხარ­ჯზე, არც თუ ისე ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, ბე­ი­და­ნის­ვე თქმით, ჰოლ­დინ­გის მთლი­ან შე­მო­სა­ვალ­ზე ქარ­თუ­ლი სეგ­მენ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას არ ახ­დენს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Коммерсантъ-ის მი­ხედ­ვით.

"კომერსანტი" - "ინტერ რაომ" თბილისს ენერგოტარიფის შემცირების მექანიზმის გახანგრძლივება შესთავაზა

 "კომერსანტი" - "ინტერ რაომ" თბილისს ენერგოტარიფის შემცირების მექანიზმის გახანგრძლივება შესთავაზა

რუსული გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, "ინტერ რაომ" საქართველოს ხელისუფლებას მოსახლეობისთვის ენერგოტარიფის შემცირების ამჟამად მოქმედი დროებითი მექანიზმის გრძელვადიანი პერიოდით გახანგრძლივება შესთავაზა.

გაზეთი წერს, რომ ეს გამოიწვევს რუსული ჰოლდინგის მიერ კონტროლირებადი კომპანია "თელასის" შემოსავლების შემცირებას - მისი შემოსავლების სტრუქტურაში მოსახლეობის გადასახადები თითქმის ნახევარს შეადგენდა. თუმცა, ამასთან, "კომერსანტის" ინფორმაციით, "ინტერ რაო" არ აპირებს შეამციროს ქართული ენერგოაქტივების ინვესტირების პროგრამა, რაც შემცირებული შემოსავლების კომპენსაციის მექანიზმების შემოღებას მოითხოვს.

"საქართველოს ენერგოკომპანიამ "თელასმა", რომელიც რუსული ჰოლდინგის, "ინტერ რაოს" კონტროლქვეშაა, თბილისს ელექტროენერგიის ფასების დაწევის კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა.

2012 წლის დეკემბრის ბოლოს ქვეყნის პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და "ინტერ რაოს" თავკაცმა ბორის კოვალჩუკმა ხელი მოაწერეს დროებით მემორანდუმს, 2013 წლის მარტის ბოლომდე ელექტროენერგიის ტარიფების დაწევის თაობაზე. შედეგად, სამი თვის განმავლობაში მომხმარებელთათვის, რომლებიც თვეში 300 კვტ. საათამდე ხარჯავენ, ტარიფი კილოვატზე 0,0354 ლარით შემცირდა.

როგორც "კომერსანტს" არსებულ მდგომარეობაში გარკვეულმა წყარომ განუცხადა, "ინტერ რაოს" სურს, საქართველოს ხელისუფლებასთან თითქმის მსგავსი პირობების შესახებ ხელშეკრულების 2025 წლამდე გახანგრძლივება, რომელიც ახლა მარტის ბოლომდეა დადებული. თუმცა ოფიციალურ თბილისს რუსული ენერგოჰოლდინგის შეთავაზებაზე ჯერ არ უპასუხია", - წერს გაზეთი.

"კომერსანტი" აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნება", 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებამდე, მოსახლეობას ენერგოტარიფების ორჯერ შემცირებას შეჰპირდა.

"ეს უნდა შეხებოდა "ინტერ რაოს", მათ შორის "თელასის" ენერგოაქტივებსაც. თუმცა, არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალმა მთავრობამ აღიარა, რომ ვერ მოხერხდებოდა ფასების მკვეთრი შემცირება. რუსეთის ენერგოჰოლდინგთან მოლაპარაკებები 2012 წლის შემოდგომით დაიწყო, თუმცა უკვე დეკემბერში სიტუაცია გაუარესდა: ქრთამის აღებისა და სხვა კანონდარღვევების ბრალდებით, ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე ჩინოვნიკი და "ინტერ რაოს" ქართული ენერგოაქტივების გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი დააკავეს. ამ ეტაპზე ყველა დაკავებული გირაოთია გათავისუფლებული", - წერს გაზეთი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ "თელასისთვის" ენერგოტარიფები საქართველოს ხელისუფლებასთან ჯერ კიდევ 2011 წელს დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება.

"ძირითადად, სწორედ ის აფიქსირებდა ქართული გენკომპანიებისგან შესყიდული ფასების დიაპაზონს (0,03-0,036$ 1 კვტ სააათის სანაცვლოდ) და ითვალისწინებდა "თელასის" ინვესტირების პროგრამის დაფინანსებას. მომხმარებლისთვის ფასების შემცირება ამ პროგრამას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. "კომერსანტის" წყაროს განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის "ინტერ რაოს" მიერ შეთავაზებული წინადადება არ მოიაზრებს ინვესტიციების შემცირებას ან სხვა მომხმარებლებისთვის ტარიფების პროპორციულ ზრდას, დაკარგული შემოსავლების დაფარვის მიზნით. წყარო ასევე აცხადებს, რომ იგეგმება "კომპენსაციის სხვა მექანიზმების" გამოყენება, თუმცა, თავს იკავებს დაკონკრეტებისგან", - წერს "კომერსანტი"

გამოცემა აღნიშნავს, რომ წინასწარი შეთანხმება საქართველოს მთავარობასთან შესაძლოა, შეეხოს მომხმარებელთა ნახევარს, ვინც ელექტროენერგიას "თელასისგან" ყიდულობს. ენერგოკომპანიის 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობის გადასახადებმა შემოსავლების 49% შეადგინა.

"გასაყიდი ფასების შემცირების შედეგად, მომხმარებლები მხოლოდ 0,0994 ლარს გადაიხდიან 1 კვტ საათის სანაცვლოდ თვეში 100 კვტ. საათი ელექტროენერგიის დახარჯვის შემთხვევაში, თვეში 101-დან 300 კვტ. საათი ელექტროენერგიის დახარჯვისას კი, 1 კვტ.საათის სანაცვლოდ 0,1246 ლარს გადაიხდიან", - აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, რუსი ანალიტიკოსის, სერგეი ბეიდანის აზრით, საქართველოს მთავრობის მიერ "ინტერ რაოს" დაკაგული შემოსავლების კომპენსაცია, მაგალითად, პირდაპირი ან არაპირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების ხარჯზე, არც თუ ისე ადვილი იქნება. თუმცა, ბეიდანისვე თქმით, ჰოლდინგის მთლიან შემოსავალზე ქართული სეგმენტი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

მომზადებულია Коммерсантъ-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა