თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის პროფესორის, გივი ეჟიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს. უნივერსიტეტის თანამშრომლები პროფესორის ცემის ფაქტს გმობენ და ადმინისტრაციისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვენ.
"თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები ვგმობთ ჩვენს უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რაც პროფესორის ცემაში გამოიხატა. მიგვაჩნია, რომ ადამიანის ღირსების შემლახავი ქმედებები არ უნდა ხდებოდეს არცერთ დაწესებულებაში და განსაკუთრებით უნივერსიტეტებში. იმედს გამოვთქვამთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს უნივერსიტეტის 69 თანამშრომელი აწერს.