პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხში დაჭრილმა ალექსანდრე ქავთარაძემ ვანის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა
ფეხში დაჭრილმა ალექსანდრე ქავთარაძემ ვანის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

ალექ­სან­დრე ქავ­თა­რა­ძემ, რო­მე­ლიც ვა­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­როსს ლე­ვან მი­გი­ნე­იშ­ვილს დაჭ­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა და გა­ნა­ცხა­და, რომ ჭრი­ლო­ბა უც­ნობ­მა მი­ა­ყე­ნა.

2012 წლის 8 დე­კემ­ბერს, ვა­ნის რა­ი­ნის პო­ლი­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში საქ­მე სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბის მუხ­ლით აღიძ­რა. საქ­მის აღ­ძვრას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო დაჭ­რი­ლი ალექ­სან­დრე ქავ­თა­რა­ძის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნა, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ვა­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ ლე­ვან მი­გი­ნე­იშ­ვილ­მა ტყე­ში წა­იყ­ვა­ნა და მი­ა­ყე­ნა ცე­ცხლსას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა ფე­ხის არე­ში. ვი­ნა­ი­დან საქ­მე­ში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებ­და, ამი­ტომ საქ­მე გა­მო­სა­ძი­ებ­ლად სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ე­ცა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლე­ვან მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი ინ­ცი­დენ­ტის დღეს უკვე აღარ იყო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი. მან 8 დე­კემ­ბერს დი­ლით (ალექ­სან­დრე ქავ­თა­რა­ძის დაჭ­რა მოხ­და 8 დე­კემ­ბერს სა­ღა­მოს) სა­კუ­თა­რი პა­ტა­კის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა ორ­გა­ნო­ე­ბი.

ალექ­სან­დრე ქავ­თა­რა­ძის ჩვე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ასე­ვე ვა­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ 37 წლის ალე­კო ქავ­თა­რა­ძე ჩვე­ნე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით ფეხ­ში დაჭ­რა

ფეხში დაჭრილმა ალექსანდრე ქავთარაძემ ვანის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

ფეხში დაჭრილმა ალექსანდრე ქავთარაძემ ვანის პოლიციის უფროსის წინააღმდეგ მიცემული ჩვენება შეცვალა

ალექსანდრე ქავთარაძემ, რომელიც ვანის პოლიციის უფროსს ლევან მიგინეიშვილს დაჭრაში ადანაშაულებდა, საავადმყოფოში მიცემული ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ჭრილობა უცნობმა მიაყენა.

2012 წლის 8 დეკემბერს, ვანის რაინის პოლიციის საგამოძიებო ნაწილში საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღიძრა. საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო დაჭრილი ალექსანდრე ქავთარაძის საავადმყოფოში მიყვანა, სადაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ ლევან მიგინეიშვილმა ტყეში წაიყვანა და მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობა ფეხის არეში. ვინაიდან საქმეში პოლიციის თანამშრომლის სახელი ფიგურირებდა, ამიტომ საქმე გამოსაძიებლად სამტრედიის რაიონულ პროკურატურას გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მიგინეიშვილი ინციდენტის დღეს უკვე აღარ იყო პოლიციის თანამშრომელი. მან 8 დეკემბერს დილით (ალექსანდრე ქავთარაძის დაჭრა მოხდა 8 დეკემბერს საღამოს) საკუთარი პატაკის საფუძველზე დატოვა შინაგან საქმეთა ორგანოები.

ალექსანდრე ქავთარაძის ჩვენება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იხილეთ ასევე ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ 37 წლის ალეკო ქავთარაძე ჩვენების მიღების მიზნით ფეხში დაჭრა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა