პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ანა გურჯი სკანდალურ ფილმ "ისლამის უმანკოებაში"
როგორ მოხვდა ანა გურჯი სკანდალურ ფილმ "ისლამის უმანკოებაში"

გა­სულ ზა­ფხულს მსოფ­ლი­ო­ში დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა რე­ჟი­სორ ნა­კუ­ლა ბა­სე­ლი ნა­კუ­ლას ფილმ "ის­ლა­მის უმან­კო­ე­ბას", რო­მელ­შიც ერთ-ერთ როლს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ანა გურ­ჯი (გი­ორ­გო­ბი­ა­ნი) თა­მა­შობს. ანა აფე­რის მსხვერ­პლი გახ­და და ამ სკან­დალ­ში სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით გა­ეხ­ვია. ქარ­თველ მსა­ხი­ობს აშშ-ში, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც ის სა­შო­ბაო არ­და­და­გებ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.

- ანა, ფილმ "ის­ლა­მის უმან­კო­ე­ბის" გამო ამ ზა­ფხულს სკან­დალ­ში გა­ეხ­ვი­ეთ. რო­გორ მოხ­ვდით ამ კი­ნო­სუ­რათ­ში?

- ამ ფილმზე შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი ერთი წლით ადრე გა­მო­ცხად­და, იმ­ხა­ნად აგენ­ტი არ მყავ­და და არც კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა გილ­დი­ის წევ­რი ვი­ყა­ვი. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფილ­მის "უდაბ­ნოს მე­ომ­რის­თვის" (ასე­თი იყო ფილ­მის თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა - თ.ბ) მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მსა­ხი­ო­ბე­ბის შერ­ჩე­ვა და ასე მოვ­ხვდი ამ ფილმში. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფილ­მი მოგ­ვი­თხრობ­და ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის ტო­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც უდაბ­ნო­ში ჩა­მო­ვარ­დნი­ლი კო­მე­ტის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად იბ­რძოდ­ნენ, რად­გან სწამ­დათ, რომ დე­და­მი­წა­ზე თავ­დახ­რილ ციურ სხე­ულს ჯა­დოს­ნუ­რი ძალა ჰქონ­და. ჩემს გმირს ერ­ქვა ჰი­ლა­რი, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი გმი­რის, ჯორ­ჯის უმ­ცროს ცოლს თა­მა­შობ­და. ერთი წლის შემ­დეგ შე­ვი­ტყვე, რომ ფილ­მი 15-წუ­თი­ან ან­ტი­ის­ლა­მურ პრო­პა­გან­დად გა­და­იქ­ცა. შე­იც­ვა­ლა ტექ­სტი, გმი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი. ჯორ­ჯის გმირს უწო­დეს მუ­ჰა­მე­დი და კო­მე­ტის ის­ტო­რი­აც სა­დღაც აორ­თქლდა! სა­ერ­თოდ ამო­ი­ღეს სცე­ნა­რი­დან. ჩვე­ნი სა­ხე­ე­ბი ჩვე­ნი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­მო­ი­ყე­ნეს სულ სხვა მიზ­ნე­ბის­თვის, რო­მელ­ზეც სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა ლა­პა­რა­კი არც გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე და არც შემ­დეგ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამე­რი­კულ­მა ჯგუფ­მაც არა­ფე­რი იცო­და ეგ­ვიპ­ტე­ლი პრო­დი­უ­სე­რის ამ გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ. რო­გორც გა­ირ­კვა, მას სხვა სა­ხე­ლი ჰქონ­და და ფილ­მის გა­და­ღე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე გა­მო­ვი­და ცი­ხი­დან. თუმ­ცა ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ის ისევ და­ა­პა­ტიმ­რეს და, რო­გორც ვიცი, ახლა ცი­ხე­შია.

- ამ სკან­და­ლის შემ­დეგ შენი უსაფრ­თხო­ე­ბაც არ იყო და­ცუ­ლი...

- დიახ, ასე იყო. დიდი სტრე­სი გა­და­ვი­ტა­ნე, მეც და ჩემ­მა ოჯახ­მაც. ყო­ველ­დღე მომ­დი­ო­და მუ­ქა­რის წე­რი­ლე­ბი, მაგ­რამ მხარ­და­ჭე­რა­საც მი­ცხა­დებ­დნენ მუს­ლი­მა­ნუ­რი სამ­ყა­რო­დან. შემ­დეგ საქ­მე­ში ეფ-ბი-აი (აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­რო) ჩა­ერ­თო და გა­ირ­კვა, რომ მუ­ქა­რის წე­რი­ლებს ძი­რი­თა­დად მუს­ლი­მი კრი­მი­ნა­ლე­ბი მიგ­ზავ­ნიდ­ნენ. მინ­და, დიდი მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ, ვინც გვერ­დით და­მიდ­გა იმ მძი­მე წუ­თებ­ში. და­სა­ნა­ნია, რომ რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ­მაც გა­მო­მიგ­ზავ­ნა ამაზ­რზე­ნი, სულმდა­ბა­ლი წე­რი­ლე­ბი, ძა­ლი­ან შემ­რცხვა, რო­დე­საც ეფ-ბი-აის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­შიფ­რეს ქარ­თვე­ლე­ბის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი და მი­თხრეს, ქარ­თვე­ლე­ბი ამაზ­რზენ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს გიგ­ზავ­ნიდ­ნე­ნო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დი­ხართ?

- ძა­ლი­ან მი­ჭირს ამე­რი­კა­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­შე ყოფ­ნა, მით უმე­ტეს, ისეთ დღე­სას­წა­ულ­ზე, რო­გო­რიც ახა­ლი წე­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გობ­რე­ბი მყავს და ძა­ლი­ან მთრგუ­ნავს მათ გა­რე­შე ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბა. ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ზა­ფხულ­ში ვი­ყა­ვი, ოჯახ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა სტრე­სის დაძ­ლე­ვა­ში.

- რო­გორც ვიცი, გა­თხო­ვი­ლი ხართ. ვინ არის თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- ჩემი მე­უღ­ლე არის მუ­სი­კო­სი, ჯგუფ Venrez-ის ვო­კა­ლის­ტი და ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რი. ერ­თმა­ნე­თი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­ვი­ცა­ნით. მა­ნაც ძა­ლი­ან გა­ნი­ცა­და, რო­დე­საც ასეთ სკან­დალ­ში გა­ვეხ­ვიე.

- ძნე­ლია ამე­რი­კულ კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მით უმე­ტეს - ჩა­მო­სუ­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის. მაგ­რამ რო­დე­საც გაქვს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის დიდი სურ­ვი­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. მე წარ­მა­ტე­ბის გზის და­სა­წყის­თან ვდგა­ვარ!

- რა­ტომ გურ­ჯი და არა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი?

- უცხო­ე­ლებს უჭირთ ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბის სწო­რად წარ­მოთ­ქმა, ამი­ტომ ფსევ­დო­ნი­მი "გურ­ჯი" მე და მა­მამ ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე მო­ვი­ფიქ­რეთ. თა­ნაც "გურ­ჯი" ქარ­თველს ნიშ­ნავს. მამა - ბესო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, პრო­ფე­სი­ით კი­ნო­ხე­ლო­ვა­ნია, ჩემი და ხა­თუ­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი კი - რე­ჟი­სო­რი, პირ­ვე­ლად სწო­რედ მის ფილმში ვი­თა­მა­შე. ამი­ტომ დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, სა­კუ­თა­რი კი­ნო­კომ­პა­ნია ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო; ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა.

- ამ­ჟა­მად რაზე მუ­შა­ობთ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვის­ვე­ნებ, ოჯახ­თან ერ­თად ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ვარ სა­ა­ხალ­წლო არ­და­და­გებ­ზე. ისე კი, ვმუ­შა­ობ ორ სცე­ნარ­ზე, ამის გარ­და, ყო­ველ­თვი­უ­რად მაქვს იმპრო­ვი­ზა­ცი­უ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი. 2013 წელს რამ­დე­ნი­მე ფილმში გა­და­სა­ღე­ბა­დაც ვარ მიწ­ვე­უ­ლი, დე­ტა­ლებს შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უ­ში შე­ი­ტყობთ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

როგორ მოხვდა ანა გურჯი სკანდალურ ფილმ "ისლამის უმანკოებაში"

როგორ მოხვდა ანა გურჯი სკანდალურ ფილმ "ისლამის უმანკოებაში"

გასულ ზაფხულს მსოფლიოში დიდი ხმაური მოჰყვა რეჟისორ ნაკულა ბასელი ნაკულას ფილმ "ისლამის უმანკოებას", რომელშიც ერთ-ერთ როლს ქართველი მსახიობი  ანა გურჯი (გიორგობიანი) თამაშობს. ანა აფერის მსხვერპლი გახდა და ამ სკანდალში სრულიად შემთხვევით გაეხვია. ქართველ მსახიობს აშშ-ში, ლოს-ანჯელესში დავუკავშირდით, სადაც ის საშობაო არდადაგებზე იმყოფება.

- ანა, ფილმ "ისლამის უმანკოების" გამო ამ ზაფხულს სკანდალში გაეხვიეთ. როგორ მოხვდით ამ კინოსურათში?

- ამ ფილმზე შესარჩევი კონკურსი ერთი წლით ადრე გამოცხადდა, იმხანად აგენტი არ მყავდა და არც კინომსახიობთა გილდიის წევრი ვიყავი. ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილმის "უდაბნოს მეომრისთვის" (ასეთი იყო ფილმის თავდაპირველი სახელწოდება - თ.ბ) მიმდინარეობდა მსახიობების შერჩევა და ასე მოვხვდი ამ ფილმში. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი მოგვითხრობდა ძველი ეგვიპტის ტომების შესახებ, რომლებიც უდაბნოში ჩამოვარდნილი კომეტის ხელში ჩასაგდებად იბრძოდნენ, რადგან სწამდათ, რომ დედამიწაზე თავდახრილ ციურ სხეულს ჯადოსნური ძალა ჰქონდა. ჩემს გმირს ერქვა ჰილარი, რომელიც მთავარი გმირის, ჯორჯის უმცროს ცოლს თამაშობდა. ერთი წლის შემდეგ შევიტყვე, რომ ფილმი 15-წუთიან ანტიისლამურ პროპაგანდად გადაიქცა. შეიცვალა ტექსტი, გმირების სახელები. ჯორჯის გმირს უწოდეს მუჰამედი და კომეტის ისტორიაც სადღაც აორთქლდა! საერთოდ ამოიღეს სცენარიდან. ჩვენი სახეები ჩვენი ნებართვის გარეშე გამოიყენეს სულ სხვა მიზნებისთვის, რომელზეც საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი არც გადაღებების დაწყებამდე და არც შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ამერიკულმა ჯგუფმაც არაფერი იცოდა ეგვიპტელი პროდიუსერის ამ განზრახვის შესახებ. როგორც გაირკვა, მას სხვა სახელი ჰქონდა და ფილმის გადაღებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვიდა ციხიდან. თუმცა ამ მოვლენების შემდეგ ის ისევ დააპატიმრეს და, როგორც ვიცი, ახლა ციხეშია.

- ამ სკანდალის შემდეგ შენი უსაფრთხოებაც არ იყო დაცული...

- დიახ, ასე იყო. დიდი სტრესი გადავიტანე, მეც და ჩემმა ოჯახმაც. ყოველდღე მომდიოდა მუქარის წერილები, მაგრამ მხარდაჭერასაც მიცხადებდნენ მუსლიმანური სამყაროდან. შემდეგ საქმეში ეფ-ბი-აი (აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო) ჩაერთო და გაირკვა, რომ მუქარის წერილებს ძირითადად მუსლიმი კრიმინალები მიგზავნიდნენ. მინდა, დიდი მადლიერება გამოვხატო ამერიკაში მცხოვრები განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლების მიმართ, ვინც გვერდით დამიდგა იმ მძიმე წუთებში. დასანანია, რომ რამდენიმე ქართველმაც გამომიგზავნა ამაზრზენი, სულმდაბალი წერილები, ძალიან შემრცხვა, როდესაც ეფ-ბი-აის წარმომადგენლებმა გაშიფრეს ქართველების მიერ გამოგზავნილი წერილები და მითხრეს, ქართველები ამაზრზენ შეტყობინებებს გიგზავნიდნენო.

- საქართველოში ხშირად ჩამოდი­ხართ?

- ძალიან მიჭირს ამერიკაში ოჯახის წევრების გარეშე ყოფნა, მით უმეტეს, ისეთ დღესასწაულზე, როგორიც ახალი წელია. საქართველოში მეგობრები მყავს და ძალიან მთრგუნავს მათ გარეშე ამერიკაში ცხოვრება. ბოლოს საქართველოში ზაფხულში ვიყავი, ოჯახთან ერთად გატარებული დღეები ძალიან დამეხმარა სტრესის დაძლევაში.

- როგორც ვიცი, გათხოვილი ხართ. ვინ არის თქვენი მეუღლე?

- ჩემი მეუღლე არის მუსიკოსი, ჯგუფ Venrez-ის ვოკალისტი და ტექსტების ავტორი. ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გავიცანით. მანაც ძალიან განიცადა, როდესაც ასეთ სკანდალში გავეხვიე.

- ძნელია ამერიკულ კინოინდუსტრიაში ადგილის დამკვიდრება?

- რასაკვირველია, მით უმეტეს - ჩამოსული მსახიობისთვის. მაგრამ როდესაც გაქვს წარმატების მიღწევის დიდი სურვილი და შრომისმოყვარეობა, შეუძლებელი არაფერია. მე წარმატების გზის დასაწყისთან ვდგავარ!

- რატომ გურჯი და არა გიორგობიანი?

- უცხოელებს უჭირთ ქართული გვარების სწორად წარმოთქმა, ამიტომ ფსევდონიმი "გურჯი" მე და მამამ ამერიკაში გამგზავრებამდე მოვიფიქრეთ. თანაც "გურჯი" ქართველს ნიშნავს. მამა - ბესო გიორგობიანი, პროფესიით კინოხელოვანია, ჩემი და ხათუნა გიორგობიანი კი - რეჟისორი, პირველად სწორედ მის ფილმში ვითამაშე. ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, საკუთარი კინოკომპანია ჩამოვაყალიბო; ვნახოთ, რა მოხდება.

- ამჟამად რაზე მუშაობთ?

- ჯერჯერობით ვისვენებ, ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში ვარ საახალწლო არდადაგებზე. ისე კი, ვმუშაობ ორ სცენარზე, ამის გარდა, ყოველთვიურად მაქვს იმპროვიზაციული სპექტაკლები. 2013 წელს რამდენიმე ფილმში გადასაღებადაც ვარ მიწვეული, დეტალებს შემდეგ ინტერვიუში შეიტყობთ.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება