პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უიღბლო ბიძინა ივანიშვილი და იღბლიანი სერგო ხაბულიანი, რომელსაც არავინ იცნობს
უიღბლო ბიძინა ივანიშვილი და იღბლიანი სერგო ხაბულიანი, რომელსაც არავინ იცნობს

"კონ­ტრა" ამ­ჯე­რა­დაც უჩ­ვე­უ­ლოა, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბი კი ისევ იუ­მო­რის­ტე­ბი არი­ან. "კვი­რის პა­ლიტ­რის" თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და "კა­ვე­ენ­ში­კე­ბის" "მწვრთნე­ლებს" - გელა კორ­ძა­ძე­სა და სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძეს ვთხო­ვეთ, იუ­მო­რის­ტე­ბის თვა­ლით შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ 2012 წელს მომ­ხდა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი. მარ­თა­ლია, ეს ორი ადა­მი­ა­ნი მუ­დამ ერ­თად მუ­შა­ობს და ყვე­ლა­ფერს ერ­თად აკე­თებს (მე­გობ­რე­ბიც კი სა­ერ­თო ჰყავთ, მხო­ლოდ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აი­წყვეს ცალ-ცალ­კე), გელა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­გა­დაკ­ლუ­ლი მომ­ხრეა, სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე კი - "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის". ვნა­ხოთ, რა არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვთ მათ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბის გა­სამ­ყა­რებ­ლად.

- რო­გორ შეხ­ვდით 2013 წელს და რას ელით ახალს?

გელა კორ­ძა­ძე:

- ახალ წელს სო­ფელ­ში შევ­ხვდი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, ცოლი მო­ვიყ­ვა­ნე...

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- მა­გა­რი ახა­ლი წელი იყო, 38 წლის გელა კორ­ძა­ძემ ცოლი მო­იყ­ვა­ნა! რად­გან ეს მოხ­და, ახლა ნა­ტო­ში შეს­ვლა უკვე სას­წა­უ­ლი აღარ არის.

- გა­სუ­ლი 2012 წელი რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი?

გელა კორ­ძა­ძე:

- ცოლი არ მყავ­და...

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- მე პი­რი­ქით, მყავ­და... 2012 კარ­გი წელი იყო, მაგ­რამ ხომ იცი, ეს სა­წუთ­რო თაფლში მწა­რე ნაღ­ველ­საც ურევს - მი­შამ არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გო.

- გა­სულ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მელ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა და­გა­მახ­სოვ­რათ თავი?

გელა კორ­ძა­ძე:

- რას­მუ­სენ­მა. თა­ვის სამ­შობ­ლო­ზე, და­ნი­ა­ზე არ ნერ­ვი­უ­ლობ­და იმ­დენს, რამ­დენ­საც ჩვენ­ზე და ჩვენს არ­ჩევ­ნებ­ზე.

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ამ. არ მკი­თხოთ - რითო? რა თქმა უნდა, კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის გან­ხილ­ვი­სას გა­მომ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი ცოდ­ნით.

- თქვე­ნი აზ­რით, 2012 წლის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი მოვ­ლე­ნა რა იყო?

გელა კორ­ძა­ძე:

- ქუ­თა­ის­ში მი­შას ხალ­ხი რომ გა­მო­ე­კი­და... მა­შინ არ­სე­ნას ლექ­სი გა­მახ­სენ­და - "კა­რი­დან ვე­ღარ გა­ას­წრო, ფან­ჯრი­დან გა­დი­პა­რაო"...

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- 27 ივ­ნი­სი! ეს დღე ერ­თა­დერ­თი იყო, როცა ოპო­ზი­ცი­ის წევ­რი არ უცე­მი­ათ, არ და­უ­ჭე­რი­ათ, ფული არ შე­უ­წე­რი­ათ ან არ და­უ­ში­ნე­ბი­ათ. და­ნარ­ჩე­ნი დღე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ჰგავ­და...

- შარ­შან რო­მე­ლი მი­ნის­ტრის მუ­შა­ო­ბით იყა­ვით კმა­ყო­ფი­ლი?

გელა კორ­ძა­ძე:

- ადრე და­საქ­მე­ბის მი­ნის­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბით ვი­ყა­ვი კმა­ყო­ფი­ლი. პოსტზე სულ 2 კვი­რა იყო და ბევ­რის გა­ფუ­ჭე­ბა ვერ მო­ას­წრო.

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- ძვე­ლი მი­ნის­ტრე­ბი­დან ვერა ქო­ბა­ლია მომ­წონ­და. არ მკი­თხო ახლა - რა­ტო­მო? რა თქმა უნდა, ეკო­ნო­მი­კის ღრმა ცოდ­ნის გამო.

- ახალ მი­ნის­ტრებ­ზე რას ფიქ­რობთ?

გელა კორ­ძა­ძე:

- კახი კა­ლა­ძე მომ­წონს. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ დენი გა­ა­ი­ა­ფა. მარ­თა­ლია, იმის მერე ჩემს უბან­ში შუქი ხში­რად ქრე­ბა, მაგ­რამ მერე რა? იაფი ხო­მაა?

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- წუ­ლუ­კი­ა­ნი. ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დათ, არა? მარ­თა­ლია, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" იჭერს, მაგ­რამ მერე ხომ უშ­ვებს? კი­დევ, გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი მომ­წონს, იმი­ტომ, რომ არც ჩანს და არც ნერ­ვებს მიშ­ლის.

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­დან იუ­მო­რის­თვის ყვე­ლა­ზე მეტ "საკბი­ლოს" ვინ გაძ­ლევ­დათ?

გელა კორ­ძა­ძე:

- ბევ­რი, მაგ­რამ ბევრ მათ­გან­ზე ვერ ვწერ­დით. ცოტა არ იყოს, ავი ხალ­ხი იყო. ახლა ცოტა საკბი­ლო გვყავს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ვწერთ. იმე­დია, ესე­ნიც არ გა­ავ­დე­ბი­ან.

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვი­ლი, თა­ვი­სი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით. არ­ჩევ­ნებ­ში რომ და­მარ­ცხდა, გული დაგ­ვწყდა, მაგ­რამ ახალ­მა პრე­მი­ერ­მა თა­ვი­სი ანეკ­დო­ტე­ბით იმე­დი ჩაგ­ვი­სა­ხა, რომ "საკბი­ლო" ისევ გვექ­ნე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, წლის ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი და უიღ­ბლო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ვინ არი­ან?

გელა კორ­ძა­ძე:

- ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე უიღ­ბლო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია. კაცს სა­ა­თი­ვით აწყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და და 2012 წელს ისე და­ი­თარ­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და. ამა­ზე მეტი უიღ­ბლო­ბა რა გინ­და?! ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი არის მურ­მან დუმ­ბა­ძე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ვი­თა­რი იმე­დი არ ჰქონ­და ბა­თუმ­ში არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბის.

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი არის სერ­გო ხა­ბუ­ლი­ა­ნი (არის ასე­თი დე­პუ­ტა­ტი, უპარ­ტიო). ისე შე­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, რომ ვე­რა­ვინ გა­ი­გო. იქი­და­ნაც ისე გა­მო­ვა, ვე­რა­ვინ გა­ი­გებს. არც არა­ვის საქ­მე­ში ერე­ვა, არც მის საქ­მე­ში ერე­ვა ვინ­მე. ზის მშვი­დად, თბი­ლად პარ­ლა­მენ­ტში და მა­ღალ ხელ­ფასს იღებს.

- პი­რა­დად თქვენს სიმ­პა­თი­ას რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი იმ­სა­ხუ­რებს?

გელა კორ­ძა­ძე:

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. იმი­ტომ, რომ წელს მი­დის.

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- ყვე­ლა, რო­მე­ლიც ტე­ლე­ეკ­რან­ზე ნაკ­ლე­ბად ჩანს. ჩემი ნება რომ იყოს, "გრან-პრის" მი­ვა­ნი­ჭებ­დი მას, ვინც ტე­ლე­ეკ­რან­ზე სა­ერ­თოდ არ გა­მოჩ­ნდე­ბო­და.

- უნდა გთხო­ვოთ, რომ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ა­და­როთ.

გელა კორ­ძა­ძე:

- ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე ფრთხი­ლი და ეშ­მა­კი პო­ლი­ტი­კო­სი იყო, მიშა - აგ­რე­სი­უ­ლი და ჭკვი­ა­ნი, ბი­ძი­ნა კი ფრთხი­ლი, ეშ­მა­კი, აგ­რე­სი­უ­ლი და ჭკვი­ა­ნია, მაგ­რამ მგო­ნი, ჯერ პო­ლი­ტი­კო­სი არ არის.

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- იუ­მო­რით ბი­ძი­ნა ბოლო ად­გილ­ზეა, ედი­კა - პირ­ველ­ზე. სი­მაღ­ლით ბი­ძი­ნა ბო­ლო­ზეა, მიშა - პირ­ველ­ზე. ფუ­ლით ბი­ძი­ნა პირ­ველ­ზეა, ბოლო კი, კაც­მა არ იცის, ვინ არის. ისე, ვი­თომ ბი­ძი­ნაა პირ­ველ­ზე? არ ვიცი, არ ვიცი...

- თქვენს რეს­პონ­დენ­ტებს შო­რის იუ­მო­რის გრძნო­ბით რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი გა­მო­ირ­ჩე­ო­და?

გელა კორ­ძა­ძე:

- ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი. რაც უნდა სა­ო­ცა­რი იყოს, ქალი და ასე­თი იუ­მო­რით, ჯერ არ შემ­ხვედ­რია.

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- ხომ გი­თხა­რი უკვე. ბი­ძი­ნას­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩემი სი­ტყვის გა­დათ­ქმა არ მჩვე­ვია.

- 2012 წლის ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი და სა­სა­ცი­ლო მოვ­ლე­ნა თუ შე­გიძ­ლი­ათ, გა­იხ­სე­ნოთ?

გელა კორ­ძა­ძე:

- ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძის და­კა­ვე­ბა. და­ა­კა­ვეს კაცი, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობ­და. ამას მი­შაც ვერ ახერ­ხებ­და.

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- მი­შამ რომ წა­ა­გო, ამა­ზეც ვი­ცი­ნე. არ მო­ე­ლო­და. ბი­ძი­ნამ რომ მო­ი­გო, ესეც სა­სა­ცი­ლო იყო, არც ის მო­ე­ლო­და.

- 2013 წლის­გან რას ელით ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში?

გელა კორ­ძა­ძე:

- ვი­ტა­ლი ხა­ზა­რა­ძის გა­მო­ჩე­ნას. აუ, რა მა­სა­ლა გვექ­ნე­ბა იუ­მო­რის­ტებს!

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- ნაძ­ლე­ვი მაქვს და­დე­ბუ­ლი, რო­მელ მი­ნისტრს მოხ­სნი­ან პირ­ვე­ლად. იმე­დია, ბი­ძი­ნა ამ ნაძ­ლევს მო­მა­გე­ბი­ნებს. ჯერ არ გა­გიმ­ხელ, ფსო­ნი ვის­ზე მაქვს და­დე­ბუ­ლი. ერთს კი ვი­ტყვი - კა­ლა­ძე არ იქ­ნე­ბა, ის მონ­დო­მე­ბუ­ლია.

- ყვე­ლა­ზე ძლი­ერ პო­ლი­ტი­კო­სად ვინ მი­გაჩ­ნი­ათ?

გელა კორ­ძა­ძე:

- გივი თარ­გა­მა­ძე. კაცი 35 ათას დო­ლა­რად აპი­რებ­და რუ­სეთ­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის მოხ­დე­ნას.

სულ­ხან ნამ­ჩე­ვა­ძე:

- ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, მან გი­ვის რე­ვო­ლუ­ცი­ას გა­უძ­ლო და არ "ჩა­მო­ი­შა­ლა".

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უიღბლო ბიძინა ივანიშვილი და იღბლიანი სერგო ხაბულიანი, რომელსაც არავინ იცნობს

უიღბლო ბიძინა ივანიშვილი და იღბლიანი სერგო ხაბულიანი, რომელსაც არავინ იცნობს

"კონტრა" ამჯერადაც უჩვეულოა, ჩვენი რესპონდენტები კი ისევ იუმორისტები არიან. "კვირის პალიტრის" თანამშრომლებსა და "კავეენშიკების" "მწვრთნელებს" - გელა კორძაძესა და სულხან ნამჩევაძეს ვთხოვეთ, იუმორისტების თვალით შეეფასებინათ 2012 წელს მომხდარი პოლიტიკური მოვლენები. მართალია, ეს ორი ადამიანი მუდამ ერთად მუშაობს და ყველაფერს ერთად აკეთებს (მეგობრებიც კი საერთო ჰყავთ, მხოლოდ პირადი ცხოვრება აიწყვეს ცალ-ცალკე), გელა "ქართული ოცნების" თავგადაკლული მომხრეა, სულხან ნამჩევაძე კი - "ნაციონალების". ვნახოთ, რა არგუმენტები აქვთ მათ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.

- როგორ შეხვდით 2013 წელს და რას ელით ახალს?

გელა კორძაძე:

- ახალ წელს სოფელში შევხვდი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ცოლი მოვიყვანე...

სულხან ნამჩევაძე:

- მაგარი ახალი წელი იყო, 38 წლის გელა კორძაძემ ცოლი მოიყვანა! რადგან ეს მოხდა, ახლა ნატოში შესვლა უკვე სასწაული აღარ არის.

- გასული 2012 წელი რით იყო გამორჩეული?

გელა კორძაძე:

- ცოლი არ მყავდა...

სულხან ნამჩევაძე:

- მე პირიქით, მყავდა... 2012 კარგი წელი იყო, მაგრამ ხომ იცი, ეს საწუთრო თაფლში მწარე ნაღველსაც ურევს - მიშამ არჩევნები წააგო.

- გასულ წელს განსაკუთრებულად რომელმა პოლიტიკოსმა დაგამახსოვრათ თავი?

გელა კორძაძე:

- რასმუსენმა. თავის სამშობლოზე, დანიაზე არ ნერვიულობდა იმდენს, რამდენსაც ჩვენზე და ჩვენს არჩევნებზე.

სულხან ნამჩევაძე:

- მარიამ საჯაიამ. არ მკითხოთ - რითო? რა თქმა უნდა, კანონპროექტების განხილვისას გამომჟღავნებული ცოდნით.

- თქვენი აზრით, 2012 წლის ყველაზე სკანდალური მოვლენა რა იყო?

გელა კორძაძე:

- ქუთაისში მიშას ხალხი რომ გამოეკიდა... მაშინ არსენას ლექსი გამახსენდა - "კარიდან ვეღარ გაასწრო, ფანჯრიდან გადიპარაო"...

სულხან ნამჩევაძე:

- 27 ივნისი! ეს დღე ერთადერთი იყო, როცა ოპოზიციის წევრი არ უცემიათ, არ დაუჭერიათ, ფული არ შეუწერიათ ან არ დაუშინებიათ. დანარჩენი დღეები ერთმანეთს ჰგავდა...

- შარშან რომელი მინისტრის მუშაობით იყავით კმაყოფილი?

გელა კორძაძე:

- ადრე დასაქმების მინისტრის საქმიანობით ვიყავი კმაყოფილი. პოსტზე სულ 2 კვირა იყო და ბევრის გაფუჭება ვერ მოასწრო.

სულხან ნამჩევაძე:

- ძველი მინისტრებიდან ვერა ქობალია მომწონდა. არ მკითხო ახლა - რატომო? რა თქმა უნდა, ეკონომიკის ღრმა ცოდნის გამო.

- ახალ მინისტრებზე რას ფიქრობთ?

გელა კორძაძე:

- კახი კალაძე მომწონს. რატომ? იმიტომ, რომ დენი გააიაფა. მართალია, იმის მერე ჩემს უბანში შუქი ხშირად ქრება, მაგრამ მერე რა? იაფი ხომაა?

სულხან ნამჩევაძე:

- წულუკიანი. ალბათ გაგიკვირდათ, არა? მართალია, "ნაციონალებს" იჭერს, მაგრამ მერე ხომ უშვებს? კიდევ, გარემოს დაცვის მინისტრი მომწონს, იმიტომ, რომ არც ჩანს და არც ნერვებს მიშლის.

- წინა ხელისუფლების წარმომადგენლებიდან იუმორისთვის ყველაზე მეტ "საკბილოს" ვინ გაძლევდათ?

გელა კორძაძე:

- ბევრი, მაგრამ ბევრ მათგანზე ვერ ვწერდით. ცოტა არ იყოს, ავი ხალხი იყო. ახლა ცოტა საკბილო გვყავს, მაგრამ ყველაზე ვწერთ. იმედია, ესენიც არ გაავდებიან.

სულხან ნამჩევაძე:

- რა თქმა უნდა, სააკაშვილი, თავისი გამონათქვამებით. არჩევნებში რომ დამარცხდა, გული დაგვწყდა, მაგრამ ახალმა პრემიერმა თავისი ანეკდოტებით იმედი ჩაგვისახა, რომ "საკბილო" ისევ გვექნება.

- თქვენი აზრით, წლის ყველაზე იღბლიანი და უიღბლო პოლიტიკოსები ვინ არიან?

გელა კორძაძე:

- ჩემი აზრით, ყველაზე უიღბლო ბიძინა ივანიშვილია. კაცს საათივით აწყობილი ცხოვრება ჰქონდა და 2012 წელს ისე დაითარსა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა. ამაზე მეტი უიღბლობა რა გინდა?! ყველაზე იღბლიანი არის მურმან დუმბაძე. დარწმუნებული ვარ, არავითარი იმედი არ ჰქონდა ბათუმში არჩევნების მოგების.

სულხან ნამჩევაძე:

- ყველაზე იღბლიანი არის სერგო ხაბულიანი (არის ასეთი დეპუტატი, უპარტიო). ისე შევიდა პარლამენტში, რომ ვერავინ გაიგო. იქიდანაც ისე გამოვა, ვერავინ გაიგებს. არც არავის საქმეში ერევა, არც მის საქმეში ერევა ვინმე. ზის მშვიდად, თბილად პარლამენტში და მაღალ ხელფასს იღებს.

- პირადად თქვენს სიმპათიას რომელი პოლიტიკოსი იმსახურებს?

გელა კორძაძე:

- მიხეილ სააკაშვილი. იმიტომ, რომ წელს მიდის.

სულხან ნამჩევაძე:

- ყველა, რომელიც ტელეეკრანზე ნაკლებად ჩანს. ჩემი ნება რომ იყოს, "გრან-პრის" მივანიჭებდი მას, ვინც ტელეეკრანზე საერთოდ არ გამოჩნდებოდა.

- უნდა გთხოვოთ, რომ ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს შეადაროთ.

გელა კორძაძე:

- ედუარდ შევარდნაძე ფრთხილი და ეშმაკი პოლიტიკოსი იყო, მიშა - აგრესიული და ჭკვიანი, ბიძინა კი ფრთხილი, ეშმაკი, აგრესიული და ჭკვიანია, მაგრამ მგონი, ჯერ პოლიტიკოსი არ არის.

სულხან ნამჩევაძე:

- იუმორით ბიძინა ბოლო ადგილზეა, ედიკა - პირველზე. სიმაღლით ბიძინა ბოლოზეა, მიშა - პირველზე. ფულით ბიძინა პირველზეა, ბოლო კი, კაცმა არ იცის, ვინ არის. ისე, ვითომ ბიძინაა პირველზე? არ ვიცი, არ ვიცი...

- თქვენს რესპონდენტებს შორის იუმორის გრძნობით რომელი პოლიტიკოსი გამოირჩეოდა?

გელა კორძაძე:

- ირინა სარიშვილი. რაც უნდა საოცარი იყოს, ქალი და ასეთი იუმორით, ჯერ არ შემხვედრია.

სულხან ნამჩევაძე:

- ხომ გითხარი უკვე. ბიძინასგან განსხვავებით, ჩემი სიტყვის გადათქმა არ მჩვევია.

- 2012 წლის ყველაზე მხიარული და სასაცილო მოვლენა თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ?

გელა კორძაძე:

- ლევან მაისურაძის დაკავება. დააკავეს კაცი, რომელიც არ არსებობდა. ამას მიშაც ვერ ახერხებდა.

სულხან ნამჩევაძე:

- მიშამ რომ წააგო, ამაზეც ვიცინე. არ მოელოდა. ბიძინამ რომ მოიგო, ესეც სასაცილო იყო, არც ის მოელოდა.

- 2013 წლისგან რას ელით ქართულ პოლიტიკაში?

გელა კორძაძე:

- ვიტალი ხაზარაძის გამოჩენას. აუ, რა მასალა გვექნება იუმორისტებს!

სულხან ნამჩევაძე:

- ნაძლევი მაქვს დადებული, რომელ მინისტრს მოხსნიან პირველად. იმედია, ბიძინა ამ ნაძლევს მომაგებინებს. ჯერ არ გაგიმხელ, ფსონი ვისზე მაქვს დადებული. ერთს კი ვიტყვი - კალაძე არ იქნება, ის მონდომებულია.

- ყველაზე ძლიერ პოლიტიკოსად ვინ მიგაჩნიათ?

გელა კორძაძე:

- გივი თარგამაძე. კაცი 35 ათას დოლარად აპირებდა რუსეთში რევოლუციის მოხდენას.

სულხან ნამჩევაძე:

- ვლადიმირ პუტინი, მან გივის რევოლუციას გაუძლო და არ "ჩამოიშალა".

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები