მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანის მამის განხილული საქმეები, რაზეც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს
თეა წულუკიანის მამის განხილული საქმეები, რაზეც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს

გუ­შინ, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რმა პარ­ლა­მენ­ტარ­მა თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მამა ავ­თან­დილ წუ­ლუ­კი­ა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი მო­სა­მარ­თლეა. მისი თქმით, ავ­თან­დილ წუ­ლუ­კი­ა­ნი 1991-97 წლებ­ში მო­სა­მარ­თლედ მუ­შა­ობ­და და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში 20 სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა.

ავ­თან­დილ წუ­ლუ­კი­ა­ნის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით გან­ხი­ლუ­ლი საქ­მე­ე­ბის რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლითს, რა­ზეც ბრალ­დე­ბულს დახ­ვრე­ტა შე­უ­ფარ­დეს, გა­ზე­თი "რა­ზო­ნან­სი" აქ­ვეყ­ნებს.

ავ­თან­დილ წუ­ლუ­კი­ა­ნის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბით გან­ხი­ლუ­ლი საქ­მე­ე­ბის რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი, რა­ზეც ბრალ­დე­ბულს დახ­ვრე­ტა შე­უ­ფარ­დეს (უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ვებ-გვერ­დი­დან):

1. ე.წ. და­ხერ­ხი­ლი გვა­მე­ბის საქ­მე. ი.კ. იყო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. ის დაჰ­პირ­და ორ მო­ქა­ლა­ქეს, რომ გა­მო­ა­ტა­ნი­ნებ­და 250 ათა­სი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კრე­დიტს ბან­კი­დან, თუკი ისი­ნი მა­ნამ­დე გარ­კვე­ულ თან­ხას მის­ცემ­დნენ მას ზემ­დგო­მი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის­თვის გა­და­სა­ცე­მად.

ამ გზით, მან ორ მო­ქა­ლა­ქეს გა­მოს­ძა­ლა 2500 დო­ლა­რი და მი­ით­ვი­სა. იმა­ვე სქე­მით, ი.კ-მ კი­დევ ორ მო­ქა­ლა­ქეს გა­მოს­ძა­ლა 5200 დო­ლა­რი და მი­ით­ვი­სა. ამის შემ­დეგ, მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ორი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შეხ­ვდა ი.კ-ს დე­და­მი­სის ცა­რი­ელ ბი­ნა­ში, სა­დაც გა­ი­მარ­თა მო­ლა­პა­რა­კე­ბა ფუ­ლის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მწი­ფო კრე­დი­ტი გა­მო­ტა­ნი­ლი არ იყო. იცო­და რა, რომ ფულს ვერ და­აბ­რუ­ნებ­და, ი.კ-მ გა­და­წყვი­ტა მო­ეკ­ლა ეს პი­რე­ბი. მან მა­კა­რო­ვის ია­რა­ღით ზურ­გში ეს­რო­ლა ორი­ვეს, რის შემ­დე­გაც პირ­ველს და­ნით მი­ა­ყე­ნა 53 ჭრი­ლო­ბა, ხოლო მე­ო­რეს - 33. ამის შემ­დეგ, მან ორი­ვე გვა­მი მი­ა­ბა რა­დი­ა­ტორ­ზე ქამ­რე­ბით.

სა­ღა­მოს, შინ მი­სულ­მა უამ­ბო დე­დას, რაც გა­ა­კე­თა. მე­ო­რე დღეს, დედა-შვი­ლი მი­ვიდ­ნენ ბი­ნა­ში, სა­დაც გვა­მე­ბი იყ­ვნენ და და და­ნი­სა და ლი­თონ­საჭ­რე­ლი ხერ­ხე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ორი­ვე გვამს მო­ა­ხერ­ხეს თა­ვე­ბი, ზემო და ქვე­მო კი­დუ­რე­ბი, ჩა­ა­წყვეს ბრე­ზენ­ტი­სა და ცე­ლოფ­ნის პარ­კებ­ში და გა­ამ­ზა­დეს გა­და­საყ­რე­ლად. დე­დამ ბინა გაწ­მინ­და.

ამის შემ­დეგ, ი.კ-მ თა­ვე­ბი წა­ი­ღო და და­მარ­ხა სა­საფ­ლა­ო­ზე, შემ­დეგ და­უ­რე­კა თა­ვის მე­გო­ბარს, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და ერთ-ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და სთხო­ვა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მან­ქა­ნა ნაგ­ვის გა­და­საყ­რე­ლად. მე­გო­ბა­რი და მისი კო­ლე­გა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მან­ქა­ნით მი­ვიდ­ნენ ი.კ-თან და­სახ­მა­რებ­ლად. დედა-შვილ­მა მო­იყ­ვა­ნა ორი მუშა, რომ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც პარ­კე­ბი ჩა­ა­წყეს მან­ქა­ნა­ში და ქა­ლაქ გა­რეთ ერთ-ერთ ხევ­ში გა­და­ყა­რეს. გზა­ში, ერთ-ერ­თმა მუ­შამ იკი­თხა, თუ რა­ტომ ჰქონ­და ნა­გავს ასე­თი სუნი, რა­ზეც ი.კ-მ უპა­სუ­ხა რომ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ხორ­ცი იყო.

2. კორ­ნე­ლი ჩა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე. გ.გ იყო შსს-ს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მელ­მაც ჩა­ი­დი­ნა თა­ვი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლის, შსს-ს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძი­ებ­რო სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის - კორ­ნე­ლი ჩა­ლა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას მის ხელთ უკა­ნო­ნოდ არ­სე­ბუ­ლი რე­ვოლ­ვე­რის მეშ­ვე­ო­ბით.

გ.გ თავს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად მი­იჩ­ნევ­და მას შემ­დეგ, რაც ერთ-ერთ თათ­ბირ­ზე, მას და მისი გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელს კ. ჩა­ლა­ძემ "უვარ­გი­სე­ბი" უწო­და. ის არა­ერ­თხელ და­უ­და­რაჯ­და კ. ჩა­ლა­ძეს მისი მოკ­ვლის მიზ­ნით, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხა. ერთხელ და­ი­გუ­ლა რა კ. ჩა­ლა­ძე მარ­ტო კა­ბი­ნეტ­ში, შე­ვი­და მას­თან, და­უ­წყო საქ­მის გარ­ჩე­ვა და სამი ტყვია და­ა­ხა­ლა თავ­ში.

სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე გ.გ. ამ­ტკი­ცებ­და, რომ მას უფ­რო­სი მისი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი არ მო­უკ­ლავს, არა­მედ ღირ­სე­ბის დამ­ცი­რე­ბის­თვის შუ­რის­ძი­ე­ბის გამო.

3. ბი­ძაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე. კ.გ-მ, მა­ნამ­დე ექ­ვსჯერ ნა­სა­მარ­თლევ­მა, მათ შო­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის, 1993 წელს ჩხუ­ბი აუ­ტე­ხა თა­ვის ღვიძლ ბი­ძაშ­ვილს ა.გ-ს და, იყო რა მთვრა­ლი, ქურ­თუ­კის ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო დიდი სა­ო­ჯა­ხო დანა და ა.გ-ს ჯერ სა­ხის, შემ­დეგ კი მუც­ლის არე­ში ორ­ჯერ და­არ­ტყა. ამის შე­დე­გად ა.გ-მ მი­ი­ღო მუც­ლის ღრუ­ში შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი მარ­ცხე­ნა ფერდქვეშ და მარ­ჯვე­ნა ბოქ­ვე­ნის მი­და­მო­ში, ნაწ­ლა­ვის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, აგ­რეთ­ვე შუბ­ლის არე­ში ნაკ­ვე­თი ჭრი­ლო­ბა და ცხვი­რის, ყვრი­მა­ლი­სა და მარ­ცხე­ნა ხე­ლის მტევ­ნის არე­ებ­ში და­ჟე­ჟი­ლი ჭრი­ლო­ბე­ბი. ა.გ . შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, ხო­ლოდ კ.გ მი­ი­მა­ლა. ის იმ დღეს­ვე და­ა­კა­ვეს.

4. მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცის საქ­მე. ს.ჩ-მ, მა­ნამ­დე ხუთ­ჯერ ნა­სა­მარ­თლევ­მა და პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა ბოლო საქ­მე­ზე, ჩა­ი­დი­ნა ახა­ლი გან­ზრახ და­ნა­შა­უ­ლი პი­რო­ბი­თი ვა­დის გას­ვლამ­დე. კერ­ძოდ, 1993 წელს, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში თავს და­ეს­ხა ღა­მით თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში 76 წლის მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუც მე­ზო­ბელს - თ.ე-ს, რო­მელ­საც, ხელ­მოკ­ლე­ო­ბის გამო, ელექტრო­მავ­თუ­ლე­ბი ჰქონ­და შინ გა­დაჭ­რი­ლი და უშუ­ქოდ ცხოვ­რობ­და. მძი­ნა­რე მო­ხუცს ხმა­ურ­ზე გა­მო­ეღ­ვი­ძა და და­ი­ნა­ხა ს.ჩ, რო­მელ­მაც მას მოს­თხო­ვა ფული ძა­ლა­დო­ბი­სა და მოკ­ვლის მუ­ქა­რით. როცა მი­ი­ღო უარი, ს.ჩ-მ მო­ხუცს და­უ­წყო ცემა და უმო­წყა­ლოდ ურტყამ­და 30 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ასა­კის გამო, მო­ხუ­ცი ვერ უწევ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას. ცე­მი­სა და წა­მე­ბის შე­დე­გად, მო­ხუც­მა მი­ი­ღო შემ­დე­გი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი - კე­ფის, ნი­კა­პის, მარ­ცხე­ნა თვა­ლი­სა და მარ­ცხე­ნა ხე­ლის მტევ­ნის არე­ებ­ში 6 ნას­კდო­მი ჭრი­ლო­ბა, მრავ­ლო­ბი­თი ნა­კაწ­რე­ბი და ნაჭ­დე­ვე­ბი მთელს ტან­ზე, თა­ვის მტევ­ნის მა­გა­რი გარ­სის ქვეშ სის­ხლჩაქ­ცე­ვა, თა­ვის ტვი­ნის რბილ გარ­სებ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, თა­ვის ტვი­ნის პარ­კუ­ჭებ­ში სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, მარ­ცხე­ნა მხა­რეს 8 ნეკ­ნის მო­ტე­ხი­ლო­ბა, მარ­ჯვე­ნა მხა­რეს 5 ნეკ­ნის მო­ტე­ხი­ლო­ბა, სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი ნაწ­ლა­ვებ­ზე. თ.ე. ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ს.ჩ-მ გა­ი­ტა­ცა მისი ხელ­ჩან­თა, რო­მელ­შიც მან მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფული ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

5. პუ­რის სა­ცხობ­ში მკვლე­ლო­ბის საქ­მე. რ.გ-მ, მა­ნამ­დე ორ­ჯერ ნა­სა­მარ­თლევ­მა, ჩა­ი­დი­ნა რამ­დე­ნი­მე გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლი. სხვა ბევრ ეპი­ზოდს შო­რის, რ.გ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მი­იჭ­რა პუ­რის სა­ცხობ­ში, სა­დაც იმა­ვე დი­ლით იყი­და 40 პური თითო 500 კუ­პო­ნად და და­უ­წყო ჩხუ­ბი სა­ცხო­ბის გამ­გეს იმ მო­ტი­ვით, რომ თით­ქოს მას გა­მო­არ­თვეს ზედ­მე­ტი ფული თითო პურ­ში.

აუ­ტე­ხა რა ჩხუ­ბი გამ­გეს, რო­მე­ლიც თავს იმარ­თლებ­და და აჩ­ვე­ნებ­და მე­რი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბას პუ­რის სა­ცა­ლო ფას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რ.გ.-მ ავ­ტო­მა­ტის ჯერი მი­უშ­ვა სა­ცხობ­ზე, რის შე­დე­გა­დაც მოკ­ლა მისი გამ­გე და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნა სა­ცხო­ბის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. რ.გ., ავ­ტო­მა­ტის და­მიზ­ნე­ბით და­ე­მუქ­რა რა სა­ცხო­ბის მცველ პო­ლი­ცი­ე­ლებს და გა­ა­ღე­ბი­ნა ჭიშ­კა­რი, ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, მაგ­რამ ის რამ­დე­ნი­მე წუთ­ში იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი, რა დრო­საც მან­ქა­ნა­ში აღ­მოჩ­ნდა ტყვი­ამფრქვე­ვი 870 საბ­რძო­ლო ვაზ­ნით, ავ­ტო­მა­ტუ­რი ია­რა­ღი, რამ­დე­ნი­მე მჭი­დი და 100-მდე ვაზ­ნა.

"ავ­თან­დილ წუ­ლუ­კი­ა­ნი არის ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი მო­სა­მარ­თლე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თუ იღებს რჩე­ვებს ამ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია შემ­ზა­რა­ვი და ბნე­ლი წარ­სუ­ლი. მა­შინ, რო­დე­საც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­მო­დის და გა­მუდ­მე­ბით გვე­სა­უბ­რე­ბა ჰუ­მა­ნუ­რო­ბა­ზე, ვფიქ­რობ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეს, ამ ადა­მი­ა­ნის­თვის სად გა­დის ზღვა­რი ჰუ­მა­ნუ­რო­ბა­სა და სა­დიზმს შო­რის და ემიჯ­ნე­ბა თუ არა თა­ვი­სი მა­მის წარ­სულს", - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ პარ­ლა­მენ­ტარ­მა თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვამ.

ასე­ვე იხი­ლეთ: თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მამა ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი მო­სა­მარ­თლეა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში - თი­ნა­თინ ბო­კუ­ჩა­ვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ.ვ
1

ასეთი საშინელებები გაქვთ აღწერილი და კიდევ მოსამართლეა სისხლიანი დამნაშავე? საოცარია

 

 

 

ბარბარე
1

აქ რა საშინელებებიცა ჩამოთვლილი, მეც იმავეს გავაკეთებდი - ყოველ შემთხვევაში, სასჯელის უმაღლეს ზომას მივუსჯიდი. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

თეა წულუკიანის მამის განხილული საქმეები, რაზეც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს

თეა წულუკიანის მამის განხილული საქმეები, რაზეც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს

გუშინ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა პარლამენტარმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მამა ავთანდილ წულუკიანი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მოსამართლეა. მისი თქმით, ავთანდილ წულუკიანი 1991-97 წლებში მოსამართლედ მუშაობდა და ამ ხნის განმავლობაში 20 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა.

ავთანდილ წულუკიანის თავმჯდომარეობით განხილული საქმეების რამდენიმე მაგალითს, რაზეც ბრალდებულს დახვრეტა შეუფარდეს, გაზეთი "რაზონანსი" აქვეყნებს.

ავთანდილ წულუკიანის თავმჯდომარეობით განხილული საქმეების რამდენიმე მაგალითი, რაზეც ბრალდებულს დახვრეტა შეუფარდეს (უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდიდან):

1. ე.წ. დახერხილი გვამების საქმე. ი.კ. იყო თანამდებობის პირი. ის დაჰპირდა ორ მოქალაქეს, რომ გამოატანინებდა 250 ათასი დოლარის ოდენობის სახელმწიფო კრედიტს ბანკიდან, თუკი ისინი მანამდე გარკვეულ თანხას მისცემდნენ მას ზემდგომი თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად.

ამ გზით, მან ორ მოქალაქეს გამოსძალა 2500 დოლარი და მიითვისა. იმავე სქემით, ი.კ-მ კიდევ ორ მოქალაქეს გამოსძალა 5200 დოლარი და მიითვისა. ამის შემდეგ, მოტყუებული მოქალაქეების ორი წარმომადგენელი შეხვდა ი.კ-ს დედამისის ცარიელ ბინაში, სადაც გაიმართა მოლაპარაკება ფულის დაბრუნების შესახებ, ვინაიდან სახელმწიფო კრედიტი გამოტანილი არ იყო. იცოდა რა, რომ ფულს ვერ დააბრუნებდა, ი.კ-მ გადაწყვიტა მოეკლა ეს პირები. მან მაკაროვის იარაღით ზურგში ესროლა ორივეს, რის შემდეგაც პირველს დანით მიაყენა 53 ჭრილობა, ხოლო მეორეს - 33. ამის შემდეგ, მან ორივე გვამი მიაბა რადიატორზე ქამრებით.

საღამოს, შინ მისულმა უამბო დედას, რაც გააკეთა. მეორე დღეს, დედა-შვილი მივიდნენ ბინაში, სადაც გვამები იყვნენ და და დანისა და ლითონსაჭრელი ხერხების მეშვეობით ორივე გვამს მოახერხეს თავები, ზემო და ქვემო კიდურები, ჩააწყვეს ბრეზენტისა და ცელოფნის პარკებში და გაამზადეს გადასაყრელად. დედამ ბინა გაწმინდა.

ამის შემდეგ, ი.კ-მ თავები წაიღო და დამარხა სასაფლაოზე, შემდეგ დაურეკა თავის მეგობარს, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და სთხოვა ამ ორგანიზაციის მანქანა ნაგვის გადასაყრელად. მეგობარი და მისი კოლეგა ორგანიზაციის სპეციალური ნიშნებით აღჭურვილი მანქანით მივიდნენ ი.კ-თან დასახმარებლად. დედა-შვილმა მოიყვანა ორი მუშა, რომლების მეშვეობითაც პარკები ჩააწყეს მანქანაში და ქალაქ გარეთ ერთ-ერთ ხევში გადაყარეს. გზაში, ერთ-ერთმა მუშამ იკითხა, თუ რატომ ჰქონდა ნაგავს ასეთი სუნი, რაზეც ი.კ-მ უპასუხა რომ გაფუჭებული ჰუმანიტარული ხორცი იყო.

2. კორნელი ჩალაძის მკვლელობის საქმე. გ.გ იყო შსს-ს თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაიდინა თავისი ხელმძღვანელის, შსს-ს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძიებრო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის - კორნელი ჩალაძის განზრახ მკვლელობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მის ხელთ უკანონოდ არსებული რევოლვერის მეშვეობით.

გ.გ თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ თათბირზე, მას და მისი განყოფილების თანამშრომელს კ. ჩალაძემ "უვარგისები" უწოდა. ის არაერთხელ დაუდარაჯდა კ. ჩალაძეს მისი მოკვლის მიზნით, მაგრამ ვერ მოახერხა. ერთხელ დაიგულა რა კ. ჩალაძე მარტო კაბინეტში, შევიდა მასთან, დაუწყო საქმის გარჩევა და სამი ტყვია დაახალა თავში.

სასამართლოს წინაშე გ.გ. ამტკიცებდა, რომ მას უფროსი მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით კი არ მოუკლავს, არამედ ღირსების დამცირებისთვის შურისძიების გამო.

3. ბიძაშვილის მკვლელობის საქმე. კ.გ-მ, მანამდე ექვსჯერ ნასამართლევმა, მათ შორის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, 1993 წელს ჩხუბი აუტეხა თავის ღვიძლ ბიძაშვილს ა.გ-ს და, იყო რა მთვრალი, ქურთუკის ჯიბიდან ამოიღო დიდი საოჯახო დანა და ა.გ-ს ჯერ სახის, შემდეგ კი მუცლის არეში ორჯერ დაარტყა. ამის შედეგად ა.გ-მ მიიღო მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები მარცხენა ფერდქვეშ და მარჯვენა ბოქვენის მიდამოში, ნაწლავის დაზიანებებით, აგრეთვე შუბლის არეში ნაკვეთი ჭრილობა და ცხვირის, ყვრიმალისა და მარცხენა ხელის მტევნის არეებში დაჟეჟილი ჭრილობები. ა.გ . შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლოდ კ.გ მიიმალა. ის იმ დღესვე დააკავეს.

4. მარტოხელა მოხუცის საქმე. ს.ჩ-მ, მანამდე ხუთჯერ ნასამართლევმა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულმა ბოლო საქმეზე, ჩაიდინა ახალი განზრახ დანაშაული პირობითი ვადის გასვლამდე. კერძოდ, 1993 წელს, ნასვამ მდგომარეობაში თავს დაესხა ღამით თავის საცხოვრებელ სახლში 76 წლის მარტოხელა მოხუც მეზობელს - თ.ე-ს, რომელსაც, ხელმოკლეობის გამო, ელექტრომავთულები ჰქონდა შინ გადაჭრილი და უშუქოდ ცხოვრობდა. მძინარე მოხუცს ხმაურზე გამოეღვიძა და დაინახა ს.ჩ, რომელმაც მას მოსთხოვა ფული ძალადობისა და მოკვლის მუქარით. როცა მიიღო უარი, ს.ჩ-მ მოხუცს დაუწყო ცემა და უმოწყალოდ ურტყამდა 30 წუთის განმავლობაში.

ასაკის გამო, მოხუცი ვერ უწევდა წინააღმდეგობას. ცემისა და წამების შედეგად, მოხუცმა მიიღო შემდეგი დაზიანებები - კეფის, ნიკაპის, მარცხენა თვალისა და მარცხენა ხელის მტევნის არეებში 6 ნასკდომი ჭრილობა, მრავლობითი ნაკაწრები და ნაჭდევები მთელს ტანზე, თავის მტევნის მაგარი გარსის ქვეშ სისხლჩაქცევა, თავის ტვინის რბილ გარსებში სისხლჩაქცევები, თავის ტვინის პარკუჭებში სისხლჩაქცევები, მარცხენა მხარეს 8 ნეკნის მოტეხილობა, მარჯვენა მხარეს 5 ნეკნის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები ნაწლავებზე. თ.ე. ადგილზევე გარდაიცვალა. ს.ჩ-მ გაიტაცა მისი ხელჩანთა, რომელშიც მან მოგვიანებით ფული ვერ აღმოაჩინა.

5. პურის საცხობში მკვლელობის საქმე. რ.გ-მ, მანამდე ორჯერ ნასამართლევმა, ჩაიდინა რამდენიმე განზრახი დანაშაული. სხვა ბევრ ეპიზოდს შორის, რ.გ შეიარაღებული მიიჭრა პურის საცხობში, სადაც იმავე დილით იყიდა 40 პური თითო 500 კუპონად და დაუწყო ჩხუბი საცხობის გამგეს იმ მოტივით, რომ თითქოს მას გამოართვეს ზედმეტი ფული თითო პურში.

აუტეხა რა ჩხუბი გამგეს, რომელიც თავს იმართლებდა და აჩვენებდა მერიის განკარგულებას პურის საცალო ფასთან დაკავშირებით, რ.გ.-მ ავტომატის ჯერი მიუშვა საცხობზე, რის შედეგადაც მოკლა მისი გამგე და სიცოცხლის მოსპობის საფრთხის ქვეშ დააყენა საცხობის სხვა თანამშრომლები. რ.გ., ავტომატის დამიზნებით დაემუქრა რა საცხობის მცველ პოლიციელებს და გააღებინა ჭიშკარი, ადგილიდან მიიმალა, მაგრამ ის რამდენიმე წუთში იქნა დაკავებული, რა დროსაც მანქანაში აღმოჩნდა ტყვიამფრქვევი 870 საბრძოლო ვაზნით, ავტომატური იარაღი, რამდენიმე მჭიდი და 100-მდე ვაზნა.

"ავთანდილ წულუკიანი არის ყველაზე სისხლიანი მოსამართლე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მე მაინტერესებს, იუსტიციის მინისტრი თუ იღებს რჩევებს ამ ადამიანისგან, რომელსაც გააჩნია შემზარავი და ბნელი წარსული. მაშინ, როდესაც თეა წულუკიანი გამოდის და გამუდმებით გვესაუბრება ჰუმანურობაზე, ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, ამ ადამიანისთვის სად გადის ზღვარი ჰუმანურობასა და სადიზმს შორის და ემიჯნება თუ არა თავისი მამის წარსულს", - განაცხადა გუშინ პარლამენტარმა თინათინ ბოკუჩავამ.

ასევე იხილეთ: თეა წულუკიანის მამა ყველაზე სისხლიანი მოსამართლეა საქართველოს ისტორიაში - თინათინ ბოკუჩავა