სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბაჩო ახალაიამ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით ისარგებლოს
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბაჩო ახალაიამ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით ისარგებლოს

ად­ვო­კა­ტი და­ვით დე­კა­ნო­ი­ძე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა, თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ბაჩო ახა­ლა­ი­ამ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­სტი­ტუ­ტით ისარ­გებ­ლოს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ვით დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ბაჩო ახა­ლა­ი­ას­გან სა­ბო­ლოო პა­სუ­ხი ჯერ არ იცის, თუმ­ცა ფიქ­რობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს "ასე­თი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა".

"ჩემი პო­ზი­ცი­აა, რომ რაც უფრო სა­ჯა­რო იქ­ნე­ბა ეს საქ­მე და რაც მეტი ხალ­ხი მი­ი­ღებს მის გან­ხილ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბის სა­ხით, ჩვენ­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. რა თქმა უნდა, მე ამის მომ­ხრე ვარ. ვფიქ­რობ, ასე­თი პო­ზი­ცია ექ­ნე­ბა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­საც", - აღ­ნიშ­ნა და­ვით დე­კა­ნო­ი­ძემ.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საპ­რო­ცე­სო კო­დექსში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბა­თა პრო­ექ­ტი მომ­ზად­და.

პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს გან­სჯა­დო­ბა ფარ­თოვ­დე­ბა: ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი იმ საქ­მე­ებ­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­მელ­ზეც მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს.

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს მიერ გან­სა­ხილ­ველ საქ­მე­ებს და­ე­მა­ტე­ბა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი. კერ­ძოდ, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე და 110-ე-114-ე მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გარ­და, თბი­ლი­სი­სა და ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ე­ბი იმ საქ­მე­ებ­საც გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რო­მელ­თა მი­მართ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი გუ­ლის­ხმობს ისეთ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი ეხე­ბა:

"სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-2 მუხ­ლში მი­თი­თე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს, რომ­ლებ­საც ეკა­ვათ ან უკა­ვი­ათ შე­სა­ბა­მი­სი თა­ნამ­დე­ბო­ბა;

იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბულ­ნი არი­ან ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ პი­რებ­თან ერ­თობ­ლი­ვად და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­ში.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო ინ­სტი­ტუ­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა და, აგ­რეთ­ვე, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თათ­ვის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რად­გან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო ვერ­დიქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მე­ტად ენ­დო­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის სა­ხით პარ­ლა­მენტს უკვე წა­რედ­გი­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბაჩო ახალაიამ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით ისარგებლოს

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ბაჩო ახალაიამ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით ისარგებლოს

ადვოკატი დავით დეკანოიძე არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტით ისარგებლოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დავით დეკანოიძემ განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე ბაჩო ახალაიასგან საბოლოო პასუხი ჯერ არ იცის, თუმცა ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს "ასეთი პოზიცია ექნება".

"ჩემი პოზიციაა, რომ რაც უფრო საჯარო იქნება ეს საქმე და რაც მეტი ხალხი მიიღებს მის განხილვაში მონაწილეობას ნაფიცი მსაჯულების სახით, ჩვენთვის უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, მე ამის მომხრე ვარ. ვფიქრობ, ასეთი პოზიცია ექნება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც", - აღნიშნა დავით დეკანოიძემ.

იუსტიციის სამინისტროში, მთავარი პროკურორის ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებათა პროექტი მომზადდა.

პროექტის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობა ფართოვდება: ნაფიცი მსაჯულები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებს დაემატება მაღალი თანამდებობის პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეები. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 110-ე-114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები იმ საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც სისხლის სამართლის საქმეები ეხება:

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ეკავათ ან უკავიათ შესაბამისი თანამდებობა;

იმ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან ზემოაღნიშნულ პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში.

კანონპროექტის მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გაძლიერება და, აგრეთვე, მაღალი თანამდებობის პირთათვის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დემოკრატიული ინსტიტუტით სარგებლობის უფლების უზრუნველყოფა, რადგან, როგორც ცნობილია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერდიქტს საზოგადოება მეტად ენდობა.

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტს უკვე წარედგინა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ