საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მეზობლებს მიაჩნიათ, რომ მთავარი პროკურატურის ბრალდება, რომლის თანახმადაც ზურაბ ადეიშვილს პატიმართა წამების ორგანიზებაში ადანაშაულებენ, უსაფუძვლოა. "ეგ ბავშვი ჭიანჭველას ფეხს არ ადგამდა, აქ ისე გაიზარდა, საერთოდ არ ვიცოდით, რომ მაგათი შვილი იყო. იმის დრო არ ქონდა რაღაც გაეფუჭებინა, ვინმესთვის ევნო. სულ დამალული იყო და წიგნებს კითხულობდა", - განუცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირის მაცხოვრებლები ყოფილ მინისტრს დადებითად ახასიათებენ და აცხადებენ, რომ ადეიშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ იმყოფება.
ზურაბ ადეიშვილის მშობლები ადეიშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან და მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.