ავიაკომპანია "ურალის ავიახაზები" მოსკოვის მიმართულებაზე რეისების დამატებას გეგმავს. როგორც კომპანიაში გადაცემა "რადიო მარკეტს" განუცხადეს, ზაფხულში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის მიმართულებით ფრენები შესაძლოა, კვირაში ორჯერ განხორციელდეს. ამ დროისთვის აღნიშნულ რეისს ავიაკომპანია კვირაში ერთხელ, შაბათს ასრულებს. ერთი გზა საშუალოდ 170 ევრო ჯდება.
გარდა ამისა, "ურალის ავიახაზები" თბილისი საერთაშორისო აეროპორტიდან ეკატერინბურგში ხელმისაწვდომ ფასად დაფრინავს. ფრენა ეკატერინბურგის მიმართულებით კვირაში ერთხელ ორშაბათს ხორციელდება. ერთი მიმართულების ფასი 550 ლარიდან იწყება.
ამასთან, "ურალის ავიახაზები" ტრანზიტულ რეისებს კრასნოდარის, სანკტ-პეტერბურგის, ნოვოსიბირსკის, ჩერნობილსკის, ჩიტას და სხვა მიმართულებით ახორციელებს.
ავიაკომპანია "ურალის ავიახაზები" ქართულ ბაზარზე 1992 წლიდან ოპერირებს. 1997 წელს კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა, თუმცა 2011 წელს "ურალის ავიახაზების" ყველა რეისი განახლდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9