პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი მოსამართლეებს მოუწოდებს, არავის ზეწოლას არ დაემორჩილონ
დავით უსუფაშვილი მოსამართლეებს მოუწოდებს, არავის ზეწოლას არ დაემორჩილონ

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი მო­სა­მარ­თლე­ებს მო­უ­წო­დებს, არა­ვის ზე­წო­ლას არ და­ე­მორ­ჩი­ლონ , - ასე უპა­სუ­ხა მან ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას - აქვს თუ არა ად­გი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლას.

რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, იგი სი­ხა­რუ­ლით ადევ­ნებს თვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­მარ­თლე­ე­ბის გა­მოღ­ვი­ძე­ბის პრო­ცესს. მისი თქმით, მო­სა­მარ­თლე­ებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავ­სი რე­აქ­ცი­ე­ბი რომ ჰქო­ნო­დათ, სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბო­და.

"მო­სა­მარ­თლე­ებს ვუ­სურ­ვებ სი­ყო­ჩა­ღეს, ისი­ნი არა­ნა­ირ ზე­წო­ლას არ უნდა და­ექ­ვემ­დე­ბა­რონ და თუ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ თუნ­დაც ჩემი ეს სი­ტყვე­ბი ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბაა, მე მათ მივ­მარ­თავ, არ და­ექ­ვემ­დე­ბა­რონ ჩემს ზე­წო­ლას, თუ ასე ჩათ­ვლი­ან. და­ე­მორ­ჩი­ლონ კა­ნონს, სა­კუ­თარ სინ­დის­თან მშვი­დად და წყნა­რად მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მათ დღეს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. მათ დღეს აქვთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, რომ ღიად გა­აკ­რი­ტი­კონ თუნ­დაც მი­ნის­ტრი, რო­მელ­მაც რა­ღაც თქვა მათ შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მან ასე­ვე მო­უ­წო­და მო­სა­მარ­თლე­ებს, გა­იხ­სე­ნონ სად ცხოვ­რობ­დნენ თუნ­დაც სამი თვის წინ, ვისი კრი­ტი­კა შე­ეძ­ლოთ და ამ გან­წყო­ბით ობი­ექ­ტუ­რი და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღონ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დავით უსუფაშვილი მოსამართლეებს მოუწოდებს, არავის ზეწოლას არ დაემორჩილონ

დავით უსუფაშვილი მოსამართლეებს მოუწოდებს, არავის ზეწოლას არ დაემორჩილონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსამართლეებს მოუწოდებს, არავის ზეწოლას არ დაემორჩილონ , - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას - აქვს თუ არა ადგილი პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სასამართლოზე ზეწოლას.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, იგი სიხარულით ადევნებს თვალს საქართველოში მოსამართლეების გამოღვიძების პროცესს. მისი თქმით, მოსამართლეებს წლების განმავლობაში მსგავსი რეაქციები რომ ჰქონოდათ, საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა იქნებოდა.

"მოსამართლეებს ვუსურვებ სიყოჩაღეს, ისინი არანაირ ზეწოლას არ უნდა დაექვემდებარონ და თუ მიიჩნევენ, რომ თუნდაც ჩემი ეს სიტყვები ზეწოლის მცდელობაა, მე მათ მივმართავ, არ დაექვემდებარონ ჩემს ზეწოლას, თუ ასე ჩათვლიან. დაემორჩილონ კანონს, საკუთარ სინდისთან მშვიდად და წყნარად მიიღონ გადაწყვეტილებები. მათ დღეს ამის შესაძლებლობა აქვთ. მათ დღეს აქვთ იმის შესაძლებლობაც, რომ ღიად გააკრიტიკონ თუნდაც მინისტრი, რომელმაც რაღაც თქვა მათ შესახებ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მან ასევე მოუწოდა მოსამართლეებს, გაიხსენონ სად ცხოვრობდნენ თუნდაც სამი თვის წინ, ვისი კრიტიკა შეეძლოთ და ამ განწყობით ობიექტური და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა