ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ქვეყნის ეროვნულ ჰიმნს ბიონსე შეასრულებს. პრეზიდენტის ინაუგურაციის კომიტეტის განცხადებით, 21 იანვარს გასამართ ცერემონიაზე, კაპიტოლიუმის შენობის წინ ასევე იმღერებენ კელი კლარკსონი და ჯეიმს ტეილორი.
ახალგაზრდა პოეტს, რიჩარდ ბლანკოს კი ინაუგურაციის პოეტად არჩევის პატივი ერგო. პოეტი კუბელი ემიგრანტების შვილია და პრეზიდენტის ფიცის დადების საღამოზე ის ლექსს წაიკითხავს.
მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.