კახეთში 5 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კახეთში მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელი ცენტრალური გზები თოვლისგან ამ დრომდე გაწმენდილი არ არის. ტექნიკური მარილი გაშალეს, თუმცა თოვლისგან გასაწმენდია თელავი-გურჯაანის-თბილისის ცენტრალური ავტომაგისტრალიც, რის გამოც ავტოსაგზაო შემთხვევებმა იმატა.
ყვარელში "ნისანის" მარკის მანქანა, რომლითაც 2 ახალგაზრდა გოგონა მგზავრობდა, თოვლში მოცურდა და გადაბრუნდა. 28 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. 3 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოს რაიონშიც, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.
სრული ვერსია