საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად და როგორ შეხვდნენ ქართველი ვარსკვლავები და პოლიტიკოსები ახალ წელს
 სად და როგორ შეხვდნენ ქართველი ვარსკვლავები და პოლიტიკოსები ახალ წელს

2012 წელი გა­ვა­ცი­ლეთ და წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბაც ნელ-ნელა იკ­ლებს, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ახა­ლი წლის დღე­ებ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით იწო­ნე­ბენ თავს.

ყვე­ლა ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბო­და, ახა­ლი მთავ­რო­ბი­დან ვინ მოგ­ვი­ლო­ცავ­და ტე­ლე­ვი­ზი­ით ახალ წელს. რო­გორც ჩანს, ქარ­თულ არ­ხებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით ძვე­ლი ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა და ყვე­ლა არ­ხმა თა­ვად გა­და­წყვი­ტა, რა თან­მიმ­დევ­რო­ბით უნდა გა­ეშ­ვათ პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი­სა და პატ­რი­არ­ქის მი­სა­ლო­ცი სი­ტყვე­ბი. ისე კი, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­სა­ახ­ლო სი­ტყვას მი­ლოც­ვა უწო­დო, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ტრა­დი­ცია არ და­არ­ღვია და რო­გორც შარ­შან, წელ­საც გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­ა­ხალ­წლო გა­რე­მო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბი. თა­ვად პრე­მი­ე­რი, მისი მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე და ოთხი შვი­ლი ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხე­ე­ბით დგა­ნან სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხეს­თან. სხვა­თა შო­რის, ეს ტრა­დი­ცია სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო წრი­დან პირ­ვე­ლად ივა­ნიშ­ვილ­მა შე­მო­ი­ტა­ნა, თო­რემ ნამ­დვი­ლად არა­ვის ახ­სოვს პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბი ნაძ­ვის ხეს­თან. ოჯა­ხუ­რი კი არა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ლე­დის ხილ­ვაც სა­ნატ­რე­ლი გაგ­ვიხ­და.

წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის წე­რი­ლე­ბი ქვეყ­ნდე­ბო­და, სა­დაც უმე­ტე­სო­ბა თოვ­ლის ბა­ბუ­ას სა­თა­მა­შო­ე­ბის გარ­და კი­დევ ერთი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას სთხოვ­და. მძი­მე სე­ნით და­ა­ვა­დე­ბულ პა­ტა­რებს ძა­ლი­ან უნ­დო­დათ, პრე­მი­ე­რის პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი ვა­ჟიშ­ვი­ლი ბერა ენა­ხათ. ახალ წელს მომ­ღე­რალ­მა პა­ტა­რებს ოც­ნე­ბა აუხ­დი­ნა და ბერა ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვთა ცენ­ტრს ეს­ტუმ­რა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ნა­პი­რე­ბი აას­რუ­ლა და ახალ წელს ავ­ღა­ნეთ­ში, ჰელ­მან­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში ქარ­თულ სა­გუ­შა­გო­ზე შეხ­ვდა. მარ­თა­ლია, მის ამ ნა­ბიჯს ექ­სპერ­ტე­ბი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებ­დნენ, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა.

პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­სუ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი კახი კა­ლა­ძე ახალ წელს ონ­კო­ლო­გი­ურ ცენ­ტრს ეს­ტუმ­რა. მის­მა დი­ზა­ი­ნერ­მა მე­უღ­ლემ კი, პრე­მი­ე­რის ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ის მსგავ­სად, ოჯა­ხუ­რი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, წარ­წე­რით: "მე და ჩემი სამი კალა, გი­ლო­ცავთ, ახალ, 2013 წელს..."

უჩ­ვე­უ­ლო აღ­მოჩ­ნდა 2012 წელი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში. ძველ წელს ცუდი მო­გო­ნე­ბე­ბი გა­ა­ტა­ნეს, მაგ­რამ ახალ წელს საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რად, "მატ­რო­სო­ვის" ცი­ხეს­თან შეხ­ვდნენ.

აკო მი­ნაშ­ვი­ლი, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი, თეა თუთ­ბე­რი­ძე და მათი რამ­დე­ნი­მე მხარ­დამ­ჭე­რი, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ანი ნა­და­რე­იშ­ვილ­თან ერ­თად, ცი­ხეს­თან შე­ე­გებ­ნენ ახალ წელს. არ ვიცი, რა­მდე­ნად ეს­მო­და ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას მათი გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­ჩა­ნას საყ­ვა­რელ­მა მე­უღ­ლემ "ფე­ის­ბუ­ქზე" სტა­ტუ­სიც მი­უ­ძღვნა:

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვუ­ლო­ცავ ჩემს ბა­ჩოს, მხო­ლოდ ის ხვდე­ბა, ჩემს გულ­ში ახლა რაც ხდე­ბა და მე ვიცი, მის გულ­ში რაც ტრი­ა­ლებს. მინ­და ვუ­სურ­ვო გამ­ძლე­ო­ბა და მხნე­ო­ბა. ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დი და ვა­მა­ყობ მისი ვაჟ­კა­ცო­ბით. მიყ­ვარ­ხარ, ბაჩო, სი­ცო­ცხლე­ზე მე­ტად..."

სა­ხელ­და­ხე­ლოდ გაშ­ლილ სუფ­რას­თან ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა მო­ილ­ხი­ნეს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, დიდ რის­კზე წა­ვიდ­ნენ, რად­გან არ­სე­ბობს ლე­გენ­და, რომ ახალ წელს რა სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც შეხ­ვდე­ბი, მთე­ლი წელი ის და­გე­ბე­დე­ბაო...

ბოლო დროს პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა ახალ წელს მე­უღ­ლეს­თან, რა­მაზ ნო­ზა­ძეს­თან ერ­თად მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ფოთ­ში შეხ­ვდა. ღია ცის ქვეშ გა­მარ­თულ კონ­ცერტს ეს­წრე­ბო­და ფო­თის მა­ჟო­რი­ტა­რი ეკა ბე­სე­ლი­აც. ალ­ბათ გახ­სოვთ, რა­მაზ ნო­ზა­ძე სექ­ტემ­ბერ­ში ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ა­ში ჩა­ე­ბა და მე­უღ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად ეკა ბე­სე­ლი­ას გულ­შე­მატ­კივ­რობ­და.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და პო­ლი­ტი­კო­სი 2013 წლის დად­გო­მას თეთ­რი ფე­რის ტან­საც­მელ­ში ღია ცის ქვეშ შეხ­ვდნენ და ფო­ტო­ო­ბი­ექ­ტი­ვის წინ იპო­ზი­ო­რეს.

ალ­ბათ ერთ-ერთი ყვე­ლაზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იმ ღა­მეს რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი იყო. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­მარ­ჯვე­ბი­სა და სე­რი­ო­ზუ­ლი პრი­ზე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მსა­ხი­ო­ბი ახალ წელს სახ­ლში შეხ­ვდა და შემ­დეგ მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­აგ­რძე­ლა აღ­ნიშ­ვნა.

სან­ტას ქუ­დე­ბით გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ფო­ტო­ე­ბი ანრი ჯო­ხა­ძემ და ქეთა თო­ფუ­რი­ამ. ჟურ­ნა­ლის­ტმა მაკა ცინ­ცა­ძემ კი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ვარ­ცხნი­ლო­ბა სა­ლონ­ში გა­ი­კე­თა და თოვ­ლის ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ორი­გი­ნა­ლუ­რი ფო­ტო­სე­სია გა­და­ი­ღო. 2013 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას კი მე­უღ­ლე­სა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში შეხ­ვდა.

ახალ წელს თბი­ლისს მაკა ასა­თი­ა­ნი მე­უღ­ლეს­თან, კოტე გო­გე­ლი­ას­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მაკა ასა­თი­ან­ის და მისი სა­მე­გობ­რო წრის ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და. ქარ­თულ­მა ბო­მონდმა ბე­დო­ბა მცხე­თა­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნა.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

სად და როგორ შეხვდნენ ქართველი ვარსკვლავები და პოლიტიკოსები ახალ წელს

 სად და როგორ შეხვდნენ ქართველი ვარსკვლავები და პოლიტიკოსები ახალ წელს

2012 წელი გავაცილეთ და წინასაახალწლო განწყობაც ნელ-ნელა იკლებს, მაგრამ სოციალურ ქსელში ქართველი ვარსკვლავები და პოლიტიკოსები ახალი წლის დღეებში გადაღებული ფოტოებით იწონებენ თავს.

ყველა ინტერესით ელოდებოდა, ახალი მთავრობიდან ვინ მოგვილოცავდა ტელევიზიით ახალ წელს. როგორც ჩანს, ქართულ არხებზე ჯერჯერობით ძველი ტრადიცია გრძელდება და ყველა არხმა თავად გადაწყვიტა, რა თანმიმდევრობით უნდა გაეშვათ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პატრიარქის მისალოცი სიტყვები. ისე კი, რამდენად შეიძლება, პრეზიდენტის წინასაახლო სიტყვას მილოცვა უწოდო, რთული სათქმელია.

ბიძინა ივანიშვილმა ტრადიცია არ დაარღვია და როგორც შარშან, წელსაც გამოაქვეყნა საახალწლო გარემოში გადაღებული ოჯახური ფოტოები. თავად პრემიერი, მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე და ოთხი შვილი ღიმილიანი სახეებით დგანან საახალწლო ნაძვის ხესთან. სხვათა შორის, ეს ტრადიცია სახელისუფლებო წრიდან პირველად ივანიშვილმა შემოიტანა, თორემ ნამდვილად არავის ახსოვს პრეზიდენტის ოჯახური ფო­ტოები ნაძვის ხესთან. ოჯახური კი არა, არჩევნების შემდეგ პირველი ლედის ხილვაც სანატრელი გაგვიხდა.

წინასაახალწლო პერიოდში სოციალურ ქსელში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების წერილები ქვეყნდებოდა, სადაც უმეტესობა თოვლის ბაბუას სათამაშოების გარდა კიდევ ერთი ოცნების ასრულებას სთხოვდა. მძიმე სენით დაავადებულ პატარებს ძალიან უნდოდათ, პრემიერის პოპულარული მომღერალი ვაჟიშვილი ბერა ენახათ. ახალ წელს მომღერალმა პატარებს ოცნება აუხდინა და ბერა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრს ესტუმრა.

მიხეილ სააკაშვილმა დანაპირები აასრულა და ახალ წელს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ საგუშაგოზე შეხვდა. მართალია, მის ამ ნაბიჯს ექსპერტები სკეპტიკურად უყურებდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

პოლიტიკაში გადასული პოპულარული ფეხბურთელი კახი კალაძე ახალ წელს ონკოლოგიურ ცენტრს ესტუმრა. მისმა დიზაინერმა მეუღლემ კი, პრემიერის ოჯახური ტრადიციის მსგავსად, ოჯახური ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "მე და ჩემი სამი კალა, გილოცავთ, ახალ, 2013 წელს..."

უჩვეულო აღმოჩნდა 2012 წელი ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში. ძველ წელს ცუდი მოგონებები გაატანეს, მაგრამ ახალ წელს საკმაოდ უცნაურად, "მატროსოვის" ციხესთან შეხვდნენ.

აკო მინაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, თეა თუთბერიძე და მათი რამდენიმე მხარდამჭერი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილთან ერ­თად, ციხესთან შეეგებნენ ახალ წელს. არ ვიცი, რა­მდენად ესმოდა ბაჩანა ახალაიას მათი გამამხნევებელი შე­ძახილები, მაგრამ მოგვიანებით ბაჩანას საყვარელმა მეუღლემ "ფეისბუ­ქზე" სტატუსიც მიუძღვნა:

"განსაკუთრებულად ვულოცავ ჩემს ბაჩოს, მხოლოდ ის ხვდება, ჩემს გულში ახლა რაც ხდება და მე ვიცი, მის გულში რაც ტრიალებს. მინდა ვუსურვო გამძლეობა და მხნეობა. ყოველთვის ვამაყობდი და ვამაყობ მისი ვაჟკაცობით. მიყვარხარ, ბაჩო, სიცოცხლეზე მეტად..."

სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან ნაციონალებმა მოილხინეს, მაგრამ ვფიქრობ, დიდ რისკზე წავიდნენ, რადგან არსებობს ლეგენდა, რომ ახალ წელს რა სიტუაციაშიც შეხვდები, მთელი წელი ის დაგებედებაო...

ბოლო დროს პოლიტიკური განცხადებებით გამორჩეული ჟურნალისტი ხატია სიჭინავა ახალ წელს მეუღლესთან, რამაზ ნოზაძესთან ერთად მშობლიურ ქალაქ ფოთში შეხვდა. ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტს ესწრებოდა ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელიაც. ალბათ გახსოვთ, რამაზ ნოზაძე სექტემბერში ყველასთვის მოულოდნელად "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მხარდამჭერ აქციაში ჩაება და მეუღლის პატივსაცემად ეკა ბესელიას გულშემატკივრობდა.

გამარჯვებული ჟურნალისტი და პოლიტიკოსი 2013 წლის დადგომას თეთრი ფერის ტანსაცმელში ღია ცის ქვეშ შეხვდნენ და ფოტოობიექტივის წინ იპოზიორეს.

ალბათ ერთ-ერთი ყვე­ლაზე ბედნიერი ადამიანი იმ ღამეს რუსკა მაყაშვილი იყო. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებისა და სერიოზული პრიზების მიღების შემდეგ, მსახიობი ახალ წელს სახლში შეხვდა და შემდეგ მეგობრებთან ერთად გააგრძელა აღნიშვნა.

სანტას ქუდებით გამოაქვეყნეს ფოტოები ანრი ჯოხაძემ და ქეთა თოფურიამ. ჟურნალისტმა მაკა ცინცაძემ კი წინასაახალწლოდ ვარ­ცხნილობა სალონში გაიკეთა და თოვლის ბაბუასთან ერთად ორიგინალური ფოტოსესია გადაიღო. 2013 წლის შემობრძანებას კი მეუღლესა და მეგობრებთან ერთად რესტორანში შეხვდა.

ახალ წელს თბილისს მაკა ასათიანი მეუღლესთან, კოტე გოგელიასთან ერთად ესტუმრა. სოციალურ ქსელში მაკა ასათიან­ის და მისი სამეგობრო წრის ფოტოები გავრცელდა. ქართულმა ბომონდმა ბედობა მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"