ფრანგმა სტუდენტებმა სოციალურ ქსელ "ტვიტერს" პარიზის სასამართლოში უჩივლეს.
სტუდენტები ითხოვენ, "ტვიტერმა" მოახდინოს ქსელის იმ მომხმარებლების ინდეტიფიცირება, რომლებიც ანტისემიტურ პოსტებს აქვეყნებენ.
"ტვიტერის" ადვოკატის განცხადებით კი, სოციალური ქსელი აშშ-ის კანონებით ხელმძღვანელობს, რომელიც კრძალავს პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას.
საქმის განხილვა თვის ბოლოს გაიმართება.