პარტნიორები:

    ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში პორნოფილმის კადრები მოხვდა

    ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში პორნოფილმის კადრები მოხვდა

    შვედეთის ახალი ამბების ტელეარხ TV4 News-ის ეთერში შემთხვევით პორნოფილმის კადრები მოხვდა. ინტიმური სცენები ტელეარხის წამყვანის ზურგს უკან ერთ-ერთ მონიტორზე გადიოდა, როდესაც იგი მოსკოვში TV4 News-ის კორესპონდენტს ესაუბრებოდა. წამყვანი მასთან სირიის სიტუაციასა და რუსეთის მთავრობის მიერ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას განიხილავდა.

    TV4 News-ის სარედაქციო დირექტორმა ანდრეას ჰაგლინდმა დაადასტურა, რომ არხის ეთერში პორნოფილმის ფრაგმენტი ნამდვილად მოხვდა. მან დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ტელეარხის თანამშრომელი პორნოს უყურებდა - სავარაუდოდ, მონიტორზე ჰოლდინგის ერთ-ერთი არხის C More Entertainment-ის კადრი გადიოდა. C More Entertainment-ი TV4 News-ს ეკუთვნის. მისი თქმით, ტელეარხის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს.

    მსგავსი ინციდენტი სხვადასხვა ეთერში არაერთხელ მომხდარა. 2012 წელს შოტლანდიის ტელეარხ STV-ის ხელმძღვანელობას ბოდიშის მოხდა მოუწია, იმისთვის რომ სტუდიის ერთ-ერთი სტუმრის ზურგს უკან მონიტორზე ეროტიული სცენა გადიოდა.

    მომზადებულია The Local-ის მიხედვით.

    იხილეთ ვიდეო

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

    კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

    მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს