პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლალი აფციაური - გუშინ დაკავებულ პირებს ბანკის დაყაჩაღებასთან კავშირი არ აქვთ
ლალი აფციაური - გუშინ დაკავებულ პირებს ბანკის დაყაჩაღებასთან კავშირი არ აქვთ

ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე გუ­შინ და­კა­ვე­ბულ პი­რებს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" და­ყა­ჩა­ღე­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვთ, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, ლალი აფ­ცი­ა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ეს გუ­შინ აყ­ვა­ნი­ლი პი­რე­ბის და­კი­თხვი­სას კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და.

რო­გორც აფ­ცი­ა­ურ­მა გან­მარ­ტა, ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ა­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი მე­გობ­რის დე­დის დაკ­რძალ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"და­კი­თხვის შემ­დეგ აღარ დარ­ჩა ეჭვი, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ყა­ჩა­ღო­ბა არ ჩა­ი­დი­ნეს. დღეს იან­ქოშ­ვილს ალ­ბათ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ია­რა­ღის ტა­რე­ბას, არ­სე­ბობს ეჭვი, რომ ის ერის­თავს ეკუთ­ვნის, თუმ­ცა ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის კავ­შირს ყა­ჩა­ღო­ბას­თან კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მოვ­რი­ცხავ. ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ა­ლის და­ყა­ჩა­ღე­ბი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი მე­გობ­რის დე­დის დაკ­რძალ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ამას და­ა­დას­ტუ­რებს ამ დაკ­რძალ­ვა­ზე მყო­ფი ათო­ბით ადა­მი­ა­ნი", - აღ­ნიშ­ნა ლალი აფ­ცი­ა­ურ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზებს, ლალი აფ­ცი­ა­უ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ყა­ჩა­ღო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს მი­ამ­სგავ­სეს, რის გა­მოც ისი­ნი გა­ა­ჩე­რეს და აიყ­ვა­ნეს.

თბი­ლის­ში გუ­შინ ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ფი­ლი­ა­ლი და­ა­ყა­ჩა­ღეს. ყა­ჩა­ღო­ბი­დან მა­ლე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვა, თუმ­ცა მომ­ხდარ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა შსს-ს ამ დრომ­დე არ გა­უ­კე­თე­ბია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლალი აფციაური - გუშინ დაკავებულ პირებს ბანკის დაყაჩაღებასთან კავშირი არ აქვთ

ლალი აფციაური - გუშინ დაკავებულ პირებს ბანკის დაყაჩაღებასთან კავშირი არ აქვთ

ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ დაკავებულ პირებს "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებასთან კავშირი არ აქვთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, ეს გუშინ აყვანილი პირების დაკითხვისას კიდევ ერთხელ დადასტურდა.

როგორც აფციაურმა განმარტა, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებისას დაკავებული პირები მეგობრის დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ.

"დაკითხვის შემდეგ აღარ დარჩა ეჭვი, რომ ამ ადამიანებმა ყაჩაღობა არ ჩაიდინეს. დღეს იანქოშვილს ალბათ გაათავისუფლებენ. რაც შეეხება იარაღის ტარებას, არსებობს ეჭვი, რომ ის ერისთავს ეკუთვნის, თუმცა ამას გამოძიება დაადგენს. დაკავებულების კავშირს ყაჩაღობასთან კატეგორიულად გამოვრიცხავ. ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებისას დაკავებული პირები მეგობრის დედის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ და ამას დაადასტურებს ამ დაკრძალვაზე მყოფი ათობით ადამიანი", - აღნიშნა ლალი აფციაურმა.

რაც შეეხება დაკავების მიზეზებს, ლალი აფციაურის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები პატრულის თანამშრომლებმა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილებს მიამსგავსეს, რის გამოც ისინი გააჩერეს და აიყვანეს.

თბილისში გუშინ ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. ყაჩაღობიდან მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭავჭავაძის გამზირზე რამდენიმე პირი დააკავა, თუმცა მომხდარზე ოფიციალური განცხადება შსს-ს ამ დრომდე არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ