პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

1

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:23-ზე, მთვარე კირჩხიბშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის; ქორწინების, ნიშნობისთვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხსნის "მწვანე კუნძული"
ხსნის "მწვანე კუნძული"

ბოლო წლებ­ში, და­ზამ­თრე­ბის­თა­ნა­ვე, ერთი და იგი­ვე პრობ­ლე­მა იჩენს თავს: სა­ღა­მო­ო­ბით ხში­რად მი­ნა­ხავს ქუ­ჩა­ში, სახ­ლის კუ­თხე­ში, სარ­დაფ­თან ან კი­ბის ქვეშ შე­ყუ­ჟუ­ლი, გა­სა­ყი­ნად გან­წი­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. მათ და­სახ­მა­რებ­ლად პო­ლი­ცი­ას ვი­ძა­ხებ ხოლ­მე, თუმ­ცა, პო­ლი­ცი­ელს კა­ნო­ნი ალო­გი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს. ერთი მხრივ, მო­ვა­ლეა, და­ეხ­მა­როს ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს, თუმ­ცა, კა­ნო­ნი არა­ფერს ეუბ­ნე­ბა, რო­გორ უნდა იხ­სნას მი­უ­სა­ფა­რი ყინ­ვის­გან. არ არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ შექ­მნი­ლი თავ­შე­სა­ფა­რი უსახ­ლკა­რო­ე­ბის­თვის. ამი­ტო­მაც პო­ლი­ცია ისევ კერ­ძო, საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია "კა­თარ­ზისს" მი­მარ­თავს ხოლ­მე, სა­დაც გა­სა­ყი­ნად გან­წი­რულს მხო­ლოდ ერთ ღა­მეს ათე­ვი­ნე­ბენ. დი­ლით კი უსახ­ლკა­რო კვლავ ქუ­ჩა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა ღვთი­სა და მო­წყა­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის ანა­ბა­რად.

2012 წლის და­სა­წყის­ში თბი­ლის­ში ძლი­ერ ყინ­ვას ორი უსახ­ლკა­რო ემსხვერ­პლა. გა­დარ­ჩე­ნილ­თა­გან ზო­გი­ერთს მოყი­ნუ­ლი კი­დუ­რე­ბის ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და. თბი­ლი­სის მე­რი­ამ მხო­ლოდ ამ ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ ინე­ბა დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რე­ბის მო­წყო­ბა. ამ­ჯე­რად, "ურ­მის მო­რიგ გა­დაბ­რუ­ნე­ბამ­დე", დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია ან საკ­რე­ბუ­ლო ამ პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერს ამ­ბობს. წინ კი ზამ­თრის ორი თვეა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ყინ­ვე­ბი. ეგეც არ იყოს, რო­გო­რია ზამ­თრის სუს­ხი­ან ღა­მეს ქუ­ჩა­ში მი­წა­ზე ან ბე­ტონ­ზე ძილი?! ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თქვას ნე­ბის­მი­ერ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს აშე­ნებს, რო­დე­საც სულ მცი­რე, მი­უ­სა­ფარ­თა ყინ­ვის­გან გა­დარ­ჩე­ნაც კი არ შე­უძ­ლია?!

"კვი­რის პა­ლიტ­რა" ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, გია კა­კა­ჩი­ას ესა­უბ­რა, - მი­უ­სა­ფარ­თა თავ­შე­საფ­რე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში. სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებს ავალ­დე­ბუ­ლებს ამ ხალ­ხის რე­გის­ტრა­ცი­ას. მეტი არა­ფე­რი წე­რია კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში.

- თემ­ქა­ზე, მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში არ მო­ი­ძებ­ნე­ბა ად­გი­ლი უსახ­ლკა­რო­ე­ბის­თვის ზამ­თრო­ბით მა­ინც?

- ეს არის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ხან­დაზ­მულ­თა პან­სი­ო­ნა­ტი, სა­დაც ჩა­რი­ცხვას აქვს თა­ვი­სი წესი. ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თვის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პი­რო­ბაა ის, რომ ხან­დაზ­მუ­ლი იყოს. მი­უ­სა­ფარ­თათ­ვის ერ­თა­დერ­თი თავ­შე­სა­ფა­რია შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით ბა­თუმ­სა და ქუ­თა­ის­ში შექ­მნი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სახ­ლე­ბი. თუმ­ცა, იქ ერ­თბა­შად შე­იყ­ვა­ნეს ხალ­ხი და არა­ვინ გა­მო­დის. შე­სა­ბა­მი­სად, ჩა­ი­კე­ტა სა­ცხოვ­რი­სი. თუ არ მოკ­ვდა ვინ­მე, ად­გი­ლი არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით

ხსნის "მწვანე კუნძული"

ხსნის "მწვანე კუნძული"

ბოლო წლებში, დაზამთრებისთანავე, ერთი და იგივე პრობლემა იჩენს თავს: საღამოობით ხშირად მინახავს ქუჩაში, სახლის კუთხეში, სარდაფთან ან კიბის ქვეშ შეყუჟული, გასაყინად განწირული ადამიანები. მათ დასახმარებლად პოლიციას ვიძახებ ხოლმე, თუმცა, პოლიციელს კანონი ალოგიკურ მდგომარეობაში აყენებს. ერთი მხრივ, მოვალეა, დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს, თუმცა, კანონი არაფერს ეუბნება, როგორ უნდა იხსნას მიუსაფარი ყინვისგან. არ არსებობს სახელმწიფოს მიერ შექმნილი თავშესაფარი უსახლკაროებისთვის. ამიტომაც პოლიცია ისევ კერძო, საქველმოქმედო ორგანიზაცია "კათარზისს" მიმართავს ხოლმე, სადაც გასაყინად განწირულს მხოლოდ ერთ ღამეს ათევინებენ. დილით კი უსახლკარო კვლავ ქუჩაში აღმოჩნდება ღვთისა და მოწყალე ადამიანების ანაბარად.

2012 წლის დასაწყისში თბილისში ძლიერ ყინვას ორი უსახლკარო ემსხვერპლა. გადარჩენილთაგან ზოგიერთს მოყინული კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. თბილისის მერიამ მხოლოდ ამ ტრაგიკული ფაქტების დაფიქსირების შემდეგ ინება დროებითი თავშესაფრების მოწყობა. ამჯერად, "ურმის მორიგ გადაბრუნებამდე", დედაქალაქის მერია ან საკრებულო ამ პრობლემასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. წინ კი ზამთრის ორი თვეა, მოსალოდნელია ყინვები. ეგეც არ იყოს, როგორია ზამთრის სუსხიან ღამეს ქუჩაში მიწაზე ან ბეტონზე ძილი?! ან როგორ შეიძლება თქვას ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომ სახელმწიფოს აშენებს, როდესაც სულ მცირე, მიუსაფართა ყინვისგან გადარჩენაც კი არ შეუძლია?!

"კვირის პალიტრა" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გია კაკაჩიას ესაუბრა, - მიუსაფართა თავშესაფრები არასდროს ყოფილა საქართველოში. სოციალური დახმარების შესახებ კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ავალდებულებს ამ ხალხის რეგისტრაციას. მეტი არაფერი წერია კანონმდებლობაში.

- თემქაზე, მოხუცთა თავშესაფარში არ მოიძებნება ადგილი უსახლკაროებისთვის ზამთრობით მაინც?

- ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული ხანდაზმულთა პანსიონატი, სადაც ჩარიცხვას აქვს თავისი წესი. ბენეფიციარისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა ის, რომ ხანდაზმული იყოს. მიუსაფართათვის ერთადერთი თავშესაფარია შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან ერთად მომზადებული პროექტის მიხედვით ბათუმსა და ქუთაისში შექმნილი სოციალური სახლები. თუმცა, იქ ერთბაშად შეიყვანეს ხალხი და არავინ გამოდის. შესაბამისად, ჩაიკეტა საცხოვრისი. თუ არ მოკვდა ვინმე, ადგილი არ გათავისუფლდება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"