უფასო მშობიარობისთვის საჭირო ფინანსები ჯერ დათვლილი არ არის, - ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, მშობიარობისთვის საჭირო ანაზღაურების დაანგარიშებას ექსპერტები ან მომენტშიც ახორციელებენ. ეს პროცესი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე დასრულდება. ასევე, მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებისა და პერსონალის აღწერა, რომელიც 15 იანვრისთვის დასრულდებდა და ამის შედეგად იქნება ცნობილი, თუ რამდენი სამედიცინო დაწესებულება და პერსონალია საქართველოში.
სერგეენკოს განცხადებით, პირველი ივლისიდან ყველა უზრუნველყოფილი იქნება პოლისით და აუნაზღაურდებათ ფიზიოლოგიური და გართულებული მშობიარობა.
სადაზღვევო ფონდი ფუნქციონირებას 1-ელი თებერვლიდან დაიწყებს.
როგორც მინისტრმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი წელს 633 მილიონი ლარია. აქედან სამედიცინო დაზღვევაზე 505 მილიონია გამოყოფილი. ამ თანხის ნაწილი მოდის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებზე, მათ შორის პოლისებზე. ამ ეტაპზე სერგეენკომ ვერ დააკონკრეტა, თუ რამდენმა ქალმა იმშობიარა შარშან და საშუალოდ ერთ მშობიარეზე რა თანხა დაიხარჯა.