პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის გაუბერა 300 წითელი ბუშტი ნიკო ბერიძემ
ვის გაუბერა 300 წითელი ბუშტი ნიკო ბერიძემ

ბა­თუმ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ნანი ბე­ბომ ბავ­შვო­ბი­დან "ქუ­ი­ნი­სა" და ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტის მუ­სი­კას აზი­ა­რა. პირ­ვე­ლი მისი შე­მო­სა­ვა­ლიც ამ სფე­როს დამ­სა­ხუ­რე­ბაა. 500-ლა­რი­ა­ნი სტი­პენ­დია ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ჯილ­დო იყო. გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა ისეთ ასაკ­ში მო­ინ­დო­მა, ეს ინ­სტრუ­მენ­ტი ხელ­ში რომ და­ი­კა­ვა, აღარ გა­მოჩ­ნდა. არა­ერ­თი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი და ან­სამ­ბლი იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში. ერთ-ერთი მათ შო­რის, "ჯე­ოს­ტა­რი", იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა თა­ვად მი­აჩ­ნია, რომ ამ კონ­კურ­სამ­დე ბევ­რად მეტი გა­ა­კე­თა, ვიდ­რე მას მერე. მის ცხოვ­რე­ბა­ში იყო სპექ­ტაკ­ლი "ქეთო და კო­ტეც". დღეს კვლავ სტუ­დი­ა­შია და ახალ სიმ­ღე­რებ­ზე მუ­შა­ობს.

ცო­ტამ თუ იცის, რომ ნიკო ბე­რი­ძე პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტია. ამ გან­ხრით არას­დროს უმუ­შა­ვია. ამ­ბობს, რომ ამ ფა­კულ­ტეტ­ზე მშობ­ლე­ბის რჩე­ვით ჩა­ა­ბა­რა და დიპ­ლომს დღემ­დე ინა­ხავს. დღეს მომ­ღე­რალს ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ბა­თუმ­ში და­ვი­ბა­დე. მამა მცი­რე ბიზ­ნეს­მე­ნია. დედა უცხო ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუმ­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და. მუ­სი­კა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ბე­ბომ შე­მო­ი­ტა­ნა ეს ჩემ­ში. გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კას მა­ს­მე­ნი­ნებ­და სულ: "ქუ­ი­ნი", ლუ­ჩა­ნო პა­ვა­რო­ტი... ბე­ბი­ას გაზ­რდი­ლი ვარ, დე­დის დე­და­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი, ძა­ლი­ან მა­გა­რი ბებო მყავს - ნანი მხატ­ვა­რი. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ქა­ლია, დღემ­დე ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ მის­გან.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- მყავს პა­ტა­რა ძმა და უფრო პა­ტა­რა, ოთხი წლის ნა­ხე­ვარ­და, მა­მის მხრი­დან. დედა 39 წლი­საა. ძმა 20-ის, მე - 24-ის. 5 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, ჩემი მშობ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს რომ და­შორ­დნენ, მერე ისევ შე­რიგ­დნენ, მერე ისევ და­შორ­დნენ და დღემ­დე ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. მამა ახლა რუ­სეთ­შია, იქ მუ­შა­ობს. აქვს ოჯა­ხი. ჩემი მშობ­ლე­ბის და­შო­რე­ბა არ ყო­ფი­ლა იმის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ მა­მას არ ეზ­რუ­ნა შვი­ლებ­ზე. მაქ­სი­მა­ლუ­რად ერე­ო­და ჩვე­ნი აღ­ზრდა-გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში. ერ­თა­დერ­თხელ მახ­სოვს მა­მის მწა­რე ხელი, ისიც უკა­ნალ­ზე. მე და ჩემ­მა ძმამ ფურ­ცე­ლი გა­და­ვახ­ვი­ეთ და ასან­თი მი­ვუნ­თეთ, ვი­თომ სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დით. ვი­ფიქ­რე, ახლა "და­მარ­ტყამს" და და­მაგ­დებს-მეთ­ქი. შევ­ცდი, სულ ეს ხარ-მეთ­ქი, გულ­ში ვი­ფიქ­რე (იცი­ნის). დედა უფრო მომ­თხოვ­ნი იყო. სწავ­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, მაქ­სი­მა­ლუ­რად მა­კონ­ტრო­ლებ­და, რომ გაკ­ვე­თი­ლე­ბი დრო­უ­ლად მეს­წავ­ლა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში არ მიშ­ვებ­და ეზო­ში. მეც ვცდი­ლობ­დი, სწრა­ფად მეს­წავ­ლა, რომ შემ­დეგ მეტი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მქო­ნო­და.

- კარ­გად სწავ­ლობ­დი?

- მეშ­ვი­დე კლა­სამ­დე კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, მერე მუ­სი­კა­ლუ­რი კუ­თხით ისე­თი დატ­ვირ­თუ­ლი ვი­ყა­ვი, სკო­ლა­ში თით­ქმის ვე­ღარ დავ­დი­ო­დი. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ. როცა გაკ­ვე­თი­ლი არ ვი­ცო­დი, სკო­ლა­ში არ მივ­დი­ო­დი. არ შე­მეძ­ლო ავ­მდგა­რი­ყა­ვი და ბლუ­ყუ­ნი და­მე­წყო, იმი­ტომ, რომ ნა­ნა­ხი მქონ­და, რა სა­ში­ნე­ლი მო­სას­მე­ნი და სა­ნა­ხა­ვია, სხვა რომ ბლუ­ყუ­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნე­ბი. ორო­სან გო­გო­ნებს ვერ ვი­ტან­დი და ვერ ვი­ტან დღემ­დე.

- გა­ნი­ცა­დე მშობ­ლე­ბის და­შო­რე­ბა?

- არა. მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ალ­ბათ მთლად კარ­გად ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი ამ სა­კითხს. კა­მა­თი ოჯახ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არ მსი­ა­მოვ­ნებ­და, თუმ­ცა გან­ცდე­ბი და დეპ­რე­სია ამის გამო ნამ­დვი­ლად არ მქო­ნია. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ჩვენ­მა მშობ­ლებ­მა ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. მა­მა­ჩე­მი დღემ­დე ურე­კავს ბე­ბი­ა­ჩემს "სკა­იპ­ში" და "სი­დედ­რო­თი" მი­მარ­თავს. ჩემი მშობ­ლე­ბი ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, დედა 16 წლის და მამა - 18-ის, როცა შე­უღლდნენ და მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზიც ალ­ბათ ეს იყო. მა­მა­ჩე­მი კაი ტი­პია. 5 წე­ლია, რაც მე­ო­რე ოჯა­ხი შექ­მნა, ხში­რად მაქვს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ინ­ტერ­ნე­ტით.

- რო­გო­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ოჯახ­ში. მა­მის გა­რე­შე იზ­რდე­ბო­დით...

- რაც მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და, ვე­ლო­სი­პე­დი იყო ეს თუ სხვა სა­თა­მა­შო, თუმ­ცა მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ოჯახს უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დი. პირ­ვე­ლი ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი ჩემი სტი­პენ­დია იყო. ერთ-ერთ მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე და 500 ლარი და­მი­ნიშ­ნეს სტი­პენ­დია ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. იმ პე­რი­ოდ­ში 500 ლარი ძა­ლი­ან მა­გა­რი ფული იყო. შევ­ყა­რე ყვე­ლა სახ­ლში. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ დედა, ბე­ბია-ბა­ბუა. ას-ასი ლარი მი­ვე­ცი ყვე­ლას. პირ­ვე­ლი სტი­პენ­დი­ით ნაძ­ვის ხეც ვი­ყი­დე. ახა­ლი, "სვეც­კი", გა­ფუ­შფუ­შე­ბუ­ლი ნაძ­ვის ხე­ე­ბი იყო მა­შინ შე­მო­სუ­ლი. შემ­დეგ ბა­თუ­მის ახალ­გაზ­რდულ მუ­სი­კა­ლურ თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი ოთხი წელი, სო­ლის­ტი ვი­ყა­ვი.

- ნაძ­ვის ხე ვახ­სე­ნეთ... თოვ­ლის ბა­ბუა მო­დი­ო­და თქვენ­თან შენს ბავ­შვო­ბა­ში?

- მწა­რედ მახ­სოვს ერთი ახა­ლი წელი. 3 წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­ინც კარ­გად მახ­სოვს. სი­ცხი­ა­ნი ვი­წე­ქი სა­წოლ­ში. დამ­პირ­დნენ, მოვა თოვ­ლის ბა­ბუ­აო.

მარ­თლაც გა­ის­მა კარ­ზე კა­კუ­ნი, მერე თოვ­ლის ბა­ბუ­ას როხ­რო­ხი და შე­მო­მი­ტა­ნეს სა­ჩუ­ქა­რი, მო­გი­ტა­ნაო. კე­დელ­ზე მი­ვა­ხეთ­ქე გამ­წა­რე­ბულ­მა, ეს რად მინ­დო­და, თვი­თონ რა­ტომ არ შე­მო­იყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი. და­იმ­ტვრა ჩემი "ბეტ­მე­ნი", მაგ­რამ ეგ ნაკ­ლე­ბად მა­დარ­დებ­და. თოვ­ლის ბა­ბუ­ის ნახ­ვა მინ­დო­და. 4-5 წლი­დან უკვე დავ­რწმუნ­დი, რომ არ არ­სე­ბობ­და, უბ­რა­ლოდ, არ ვამ­ხელ­დი სახ­ლში, სა­ჩუქ­რე­ბი რომ მო­ე­ტა­ნათ.

- მუ­სი­კას და­ვუბ­რუნ­დეთ, ვიცი, რომ ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე შენი პე­და­გო­გი იყო, გი­ტა­რას გას­წავ­ლი­და...

- კი, თა­ვი­დან სიმ­ღე­რა არ მიყ­ვარ­და, გი­ტა­რა უფრო მი­ტა­ცებ­და. ხვი­ჩამ არ მი­მი­ღო, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. გი­ტა­რა რომ და­ვი­კა­ვე ხელ­ში, აღარ ვჩან­დი და ვო­კალ­ზე ჩა­მა­ბა­რე­ბი­ნეს სტუ­დია "ლახ­ტში". გა­ვი­ზარ­დე და მერე ხვი­ჩას­თან დავ­დი­ო­დი ორი წელი გი­ტა­რა­ზე. ნინო ქა­თა­მა­ძე მო­დი­ო­და ჩვენ­თან. მახ­სოვს, ერ­თად ვმღე­რო­დით ხოლ­მე. რამ­დე­ნი­მე თვე­ში და­ი­შა­ლა "ლახ­ტი" და ჩა­მო­ყა­ლიბ­და "აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან" არ­სე­ბუ­ლი სტუ­დია "ჩან­გი", რომ­ლის ბა­ზა­ზე მერე ბავ­შვთა ოპე­რა შე­იქ­მნა. მის მერე გი­ტა­რა ცხრა წელი აღარ ამი­ღია ხელ­ში. ბოლო სამი წე­ლია აღ­ვიდ­გი­ნე დაკ­ვრა, ოღონდ ახლა უკვე ელექტრო­გი­ტა­რა­ზე.

- ნიკო, ე.წ. ქუ­ჩის აკა­დე­მია თუ იყო შენს ცხოვ­რე­ბა­ში და რა მოგ­ცა ამან გა­მოც­დი­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით?

- ქუჩა გარ­და­უ­ვა­ლია ყვე­ლა ბი­ჭის­თვის. ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე ქუ­ჩა­ში, პა­ტი­ვის­ცე­მა, ჩხუ­ბი, რაც დი­დად არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ სა­ჭი­როა. "ხუ­ლი­გა­ნი" არ ვყო­ფილ­ვარ. უფრო მშვი­დო­ბის მტრე­დი ით­ქმის ჩემ­ზე. მა­მას ვგა­ვარ ამ მხრივ, რომ გა­მოჩ­ნდე­ბო­და უბან­ში, ჩხუ­ბი მთავ­რდე­ბო­და. ასე ვი­ყა­ვი მეც... ფეხ­ბურ­თის თა­მა­შიც ვის­წავ­ლე ქუ­ჩა­ში, მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბა.

- სა­სიყ­ვა­რუ­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე რას მე­ტყვი?

- 14 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ შე­მიყ­ვარ­და, უფრო სწო­რად, მო­მე­წო­ნა. ბა­თუმ­ში გა­ვი­ცა­ნი დამ­სვე­ნე­ბე­ლი გო­გო­ნა. სამი დღე ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს. დღემ­დე არ ვიცი სად არის, სამ­წუ­ხა­როდ. გვა­რი კი და­მა­ვი­წყდა, მა­ი­კო ერ­ქვა. პირ­ველ კურ­სზე შე­მიყ­ვარ­და გო­გო­ნა, რო­მელ­თა­ნაც 4-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მა­კავ­ში­რებს. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი და და­უ­ვი­წყა­რი სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ დამ­თავ­რდა.

- რას აკე­თებ ხოლ­მე იმის­თვის, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არ დამ­თავ­რდეს?

- გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს. ამ მხრივ კრე­ა­ტი­უ­ლო­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი. არც გუ­ლის ფორ­მის ცე­ცხლი და­მინ­თია შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ფან­ჯრის წინ, არც აი­ვან­ზე ვძვრე­ბი ღა­მით და არც სე­რე­ნა­დებს ვმღე­რი.

- არა­ფე­რი გახ­სენ­დე­ბა ახლა, რაც სიყ­ვა­რუ­ლის­თვის გა­გი­კე­თე­ბია სი­ურპრი­ზის სა­ხით?

- ერთ-ერთი პი­ცე­რია დავ­ხუ­რე მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და უზარ­მა­ზა­რი კვა­ტი მი­ვარ­თვი სა­ჩუქ­რად. იყო სან­თლე­ბი, რო­მან­ტი­კა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­გა­დად რო­მან­ტი­კუ­ლი არ ვარ. ერთხელ მე­გო­ბარს და­ვეხ­მა­რე. მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის­თვის 300 წი­თე­ლი ბუშ­ტი გავ­ბე­რეთ ორმა კაც­მა, კი­ნა­ღამ გავ­სკდით. "სკო­ჩით" ვა­წე­ბებ­დით ერ­თმა­ნეთს ამ ბუშ­ტებს და შუ­ა­ში ნა­თია ეწე­რა. თა­ნაც, ეს ზამ­თარ­ში ხდე­ბო­და და კი­ნა­ღამ დაგ­ვის­კდა ფილ­ტვე­ბი. ერთი ბუშ­ტი გაფ­რინ­დე­ბო­და, მივ­დევ­დით უკან. ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში ეშ­მა­კის ბორ­ბალ­ზე აიყ­ვა­ნა იმ ბიჭ­მა თა­ვი­სი ნა­თია და ჩვენ სა­ნა­პი­რო­ზე გვე­კა­ვა ეს 300 ბუშ­ტი წარ­წე­რით - ნა­თია.

- პრო­ფე­სია რო­გორ აირ­ჩიე?

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­მი და­ვამ­თავ­რე ვო­კა­ლის გან­ხრით და მე­ო­რე პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტი ვარ. მშობ­ლებ­მა მირ­ჩი­ეს, მე­ო­რე პრო­ფე­სი­აც აირ­ჩიე რა­მეო. დიპ­ლო­მა­ტი­ას მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვანს ვერ და­არ­ქმევ, მაგ­რამ ჩემ­თვის მა­ინც ასე გა­მო­ვი­და. ამ პრო­ფე­სი­ით არას­დროს მი­მუ­შა­ვია. და­ვამ­თავ­რე და და­ვი­ვი­წყე.

- ჩვენ "ჯე­ოს­ტა­რი­დან" გა­გი­ცა­ნით...

- ასეა, თუმ­ცა მე მგო­ნია, რომ ამ პრო­ექ­ტამ­დე მეტი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ვიდ­რე მას მერე. ზოგ­ჯერ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ასე მის­ვა­მენ შე­კი­თხვას - ერთ დღე­საც გა­იღ­ვი­ძე და პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი, ეს რა შეგ­რძნე­ბა­აო. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ასე არ მომ­ხდა­რა. ეს მხო­ლოდ უნი­ჭო რჩე­უ­ლებს შე­უძ­ლი­ათ. მე 12 წელი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის, სტუ­დი­ა­ში ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბის, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი რე­პე­ტი­ცი­ე­ბის ფა­სად მი­ვაღ­წიე იმას, რა­საც მი­ვაღ­წიე.

- დღეს რას აკე­თებს ნიკო ბე­რი­ძე?

- ბა­თუმ­ში როცა ვარ, სტუ­დი­ა­ში ვმუ­შა­ობ, სიმ­ღე­რებს ვწერ, უქ­მად არ ვა­ტა­რებ დროს. ახ­ლაც ახალ სიმ­ღე­რა­ზე ვმუ­შა­ობ.

- რო­გორც მახ­სოვს, ბა­თუმ­ში ჯგუ­ფი გყავს...

- აღარ მყავს. და­ვი­შა­ლეთ "ბიტ­ლე­ბი­ვით". "ჯეო პლა­ნე­ტი" ერ­ქვა ჩვენს ჯგუფს, მაგ­რამ... ჩაჰ­ბარ­და წარ­სულს. ეს მუ­სი­კა­ლუ­რი ორომ­ტრი­ა­ლი მუდ­მი­ვად თან მდევს. ამის გამო ნერ­ვე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც კარგ დღე­ში არ მაქვს. ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, იმ დღი­დან, როცა სტა­ტი­ე­ბი იწე­რე­ბო­და ბა­თუ­მის "სა­ბავ­შვო ოპე­რის" წი­ნა­აღ­მდეგ, როცა გვლან­ძღავ­და ყვე­ლა, წერ­დნენ, ბავ­შვე­ბი და­კარ­გა­ვენ ხმას და ვე­ღარ იმ­ღე­რე­ბე­ნო, ჩვენ­ზე ეს ცუ­დად მოქ­მე­დებ­და. არა­ვის იმ ჯგუ­ფი­დან ხმა არ დაგ­ვი­კარ­გავს. დღეს ყვე­ლა მღე­რის და ყვე­ლა მა­გა­რია, გა­უც­რუვ­დათ იმე­დი. ერთი სი­ტყვით, ისე­თი წლე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ, სუს­ტი ნერ­ვე­ბის პატ­რო­ნი ვერ გა­და­ი­ტან­და. გა­მი­კაჟ­და ნერ­ვე­ბი. არა­ფერს ვნა­ნობ. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა შემ­ძი­ნა, ცხოვ­რე­ბას ვსწავ­ლობ.

- ნიკო, ჩვენ ყვე­ლას გვაქვს ჩვე­ნი წილი შეც­დო­მე­ბი ამ ცხოვ­რე­ბა­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ გახ­სენ­დე­ბა რო­მე­ლი­მე...

- არა. უკან რომ დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, თა­ვი­დან გა­და­ვი­ტან­დი ყვე­ლა­ფერს, რაც გა­და­ვი­ტა­ნე 13 წლი­დან დღემ­დე. ნერ­ვე­ბის მოშ­ლა­საც. სხვა­ნა­ი­რად არ ვიქ­ნე­ბო­დი ის, ვინც ვარ დღეს. ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბა, ჩემი გან­ვლი­ლი გზა და ამ გზით ვა­მა­ყობ. ჯერ კი­დევ ბევ­რი მაქვს გა­სავ­ლე­ლი და ვცდი­ლობ, ისე ვი­ა­რო, უკან მო­ხედ­ვის არ შემ­რცხვეს. ვიყო მარ­თა­ლი სა­კუ­თარ თავ­თან, მე­გობ­რებ­თან, ახ­ლობ­ლებ­თან და არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ებ­თა­ნაც კი.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ვის გაუბერა 300 წითელი ბუშტი ნიკო ბერიძემ

ვის გაუბერა 300 წითელი ბუშტი ნიკო ბერიძემ

ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. ნანი ბებომ ბავშვობიდან "ქუინისა" და ლუჩანო პავაროტის მუსიკას აზიარა. პირველი მისი შემოსავალიც ამ სფეროს დამსახურებაა. 500-ლარიანი სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში ერთ-ერთი მუსიკალური ფესტივალის ჯილდო იყო. გიტარაზე დაკვრა ისეთ ასაკში მოინდომა, ეს ინსტრუმენტი ხელში რომ დაიკავა, აღარ გამოჩნდა. არაერთი მუსიკალური კონკურსი და ანსამბლი იყო მის ცხოვრებაში. ერთ-ერთი მათ შორის, "ჯეოსტარი", იღბლიანი აღმოჩნდა, თუმცა თავად მიაჩნია, რომ ამ კონკურსამდე ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე მას მერე. მის ცხოვრებაში იყო სპექტაკლი "ქეთო და კოტეც". დღეს კვლავ სტუდიაშია და ახალ სიმღერებზე მუშაობს.

ცოტამ თუ იცის, რომ ნიკო ბერიძე პროფესიით დიპლომატია. ამ განხრით არასდროს უმუშავია. ამბობს, რომ ამ ფაკულტეტზე მშობლების რჩევით ჩააბარა და დიპლომს დღემდე ინახავს. დღეს მომღერალს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ.

- ბათუმში დავიბადე. მამა მცირე ბიზნესმენია. დედა უცხო ენების სპეციალისტია, წლების განმავლობაში ბათუმში კულტურის სამინისტროში მუშაობდა. მუსიკალურ განვითარებას რაც შეეხება, ბებომ შემოიტანა ეს ჩემში. გემოვნებიან მუსიკას მასმენინებდა სულ: "ქუინი", ლუჩანო პავაროტი... ბებიას გაზრდილი ვარ, დედის დედაზე მაქვს საუბარი, ძალიან მაგარი ბებო მყავს - ნანი მხატვარი. ძალიან ჭკვიანი ქალია, დღემდე ბევრ რამეს ვსწავლობ მისგან.

- დედმამიშვილები გყავს?

- მყავს პატარა ძმა და უფრო პატარა, ოთხი წლის ნახევარდა, მამის მხრიდან. დედა 39 წლისაა. ძმა 20-ის, მე - 24-ის. 5 წლის ვიქნებოდი, ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ, მერე ისევ შერიგდნენ, მერე ისევ დაშორდნენ და დღემდე ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. მამა ახლა რუსეთშია, იქ მუშაობს. აქვს ოჯახი. ჩემი მშობლების დაშორება არ ყოფილა იმის საფუძველი, რომ მამას არ ეზრუნა შვილებზე. მაქსიმალურად ერეოდა ჩვენი აღზრდა-განათლების საკითხებში. ერთადერთხელ მახსოვს მამის მწარე ხელი, ისიც უკანალზე. მე და ჩემმა ძმამ ფურცელი გადავახვიეთ და ასანთი მივუნთეთ, ვითომ სიგარეტს ვეწეოდით. ვიფიქრე, ახლა "დამარტყამს" და დამაგდებს-მეთქი. შევცდი, სულ ეს ხარ-მეთქი, გულში ვიფიქრე (იცინის). დედა უფრო მომთხოვნი იყო. სწავლაზე ორიენტირებული, მაქსიმალურად მაკონტროლებდა, რომ გაკვეთილები დროულად მესწავლა. სხვა შემთხვევაში არ მიშვებდა ეზოში. მეც ვცდილობდი, სწრაფად მესწავლა, რომ შემდეგ მეტი თავისუფალი დრო მქონოდა.

- კარგად სწავლობდი?

- მეშვიდე კლასამდე კარგად ვსწავლობდი, მერე მუსიკალური კუთხით ისეთი დატვირთული ვიყავი, სკოლაში თითქმის ვეღარ დავდიოდი. საერთოდ, ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. როცა გაკვეთილი არ ვიცოდი, სკოლაში არ მივდიოდი. არ შემეძლო ავმდგარიყავი და ბლუყუნი დამეწყო, იმიტომ, რომ ნანახი მქონდა, რა საშინელი მოსასმენი და სანახავია, სხვა რომ ბლუყუნებს, განსაკუთრებით გოგონები. ოროსან გოგონებს ვერ ვიტანდი და ვერ ვიტან დღემდე.

- განიცადე მშობლების დაშორება?

- არა. მაშინ პატარა ვიყავი და ალბათ მთლად კარგად ვერ ვაცნობიერებდი ამ საკითხს. კამათი ოჯახში, რასაკვირველია, არ მსიამოვნებდა, თუმცა განცდები და დეპრესია ამის გამო ნამდვილად არ მქონია. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენმა მშობლებმა ძალიან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს. მამაჩემი დღემდე ურეკავს ბებიაჩემს "სკაიპში" და "სიდედროთი" მიმართავს. ჩემი მშობლები ძალიან პატარები იყვნენ, დედა 16 წლის და მამა - 18-ის, როცა შეუღლდნენ და მათი დაშორების მიზეზიც ალბათ ეს იყო. მამაჩემი კაი ტიპია. 5 წელია, რაც მეორე ოჯახი შექმნა, ხშირად მაქვს მათთან ურთიერთობა ინტერნეტით.

- როგორი სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა იყო ოჯახში. მამის გარეშე იზრდებოდით...

- რაც მინდოდა, ყველაფერი მქონდა, ველოსიპედი იყო ეს თუ სხვა სათამაშო, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ოჯახს უნდა დავხმარებოდი. პირველი ჩემი შემოსავალი ჩემი სტიპენდია იყო. ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში გავიმარჯვე და 500 ლარი დამინიშნეს სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში. იმ პერიოდში 500 ლარი ძალიან მაგარი ფული იყო. შევყარე ყველა სახლში. ძალიან ბედნიერები იყვნენ დედა, ბებია-ბაბუა. ას-ასი ლარი მივეცი ყველას. პირველი სტიპენდიით ნაძვის ხეც ვიყიდე. ახალი, "სვეცკი", გაფუშფუშებული ნაძვის ხეები იყო მაშინ შემოსული. შემდეგ ბათუმის ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრში ვმუშაობდი ოთხი წელი, სოლისტი ვიყავი.

- ნაძვის ხე ვახსენეთ... თოვლის ბაბუა მოდიოდა თქვენთან შენს ბავშვობაში?

- მწარედ მახსოვს ერთი ახალი წელი. 3 წლის ვიყავი, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს. სიცხიანი ვიწექი საწოლში. დამპირდნენ, მოვა თოვლის ბაბუაო.

მართლაც გაისმა კარზე კაკუნი, მერე თოვლის ბაბუას როხროხი და შემომიტანეს საჩუქარი, მოგიტანაო. კედელზე მივახეთქე გამწარებულმა, ეს რად მინდოდა, თვითონ რატომ არ შემოიყვანეთ-მეთქი. დაიმტვრა ჩემი "ბეტმენი", მაგრამ ეგ ნაკლებად მადარდებდა. თოვლის ბაბუის ნახვა მინდოდა. 4-5 წლიდან უკვე დავრწმუნდი, რომ არ არსებობდა, უბრალოდ, არ ვამხელდი სახლში, საჩუქრები რომ მოეტანათ.

- მუსიკას დავუბრუნდეთ, ვიცი, რომ ხვიჩა მაღლაკელიძე შენი პედაგოგი იყო, გიტარას გასწავლიდა...

- კი, თავიდან სიმღერა არ მიყვარდა, გიტარა უფრო მიტაცებდა. ხვიჩამ არ მიმიღო, ძალიან პატარა ვიყავი. გიტარა რომ დავიკავე ხელში, აღარ ვჩანდი და ვოკალზე ჩამაბარებინეს სტუდია "ლახტში". გავიზარდე და მერე ხვიჩასთან დავდიოდი ორი წელი გიტარაზე. ნინო ქათამაძე მოდიოდა ჩვენთან. მახსოვს, ერთად ვმღეროდით ხოლმე. რამდენიმე თვეში დაიშალა "ლახტი" და ჩამოყალიბდა "აჭარის ტელევიზიასთან" არსებული სტუდია "ჩანგი", რომლის ბაზაზე მერე ბავშვთა ოპერა შეიქმნა. მის მერე გიტარა ცხრა წელი აღარ ამიღია ხელში. ბოლო სამი წელია აღვიდგინე დაკვრა, ოღონდ ახლა უკვე ელექტროგიტარაზე.

- ნიკო, ე.წ. ქუჩის აკადემია თუ იყო შენს ცხოვრებაში და რა მოგცა ამან გამოცდილების თვალსაზრისით?

- ქუჩა გარდაუვალია ყველა ბიჭისთვის. ბევრი რამ ვისწავლე ქუჩაში, პატივისცემა, ჩხუბი, რაც დიდად არ მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა. "ხულიგანი" არ ვყოფილვარ. უფრო მშვიდობის მტრედი ითქმის ჩემზე. მამას ვგავარ ამ მხრივ, რომ გამოჩნდებოდა უბანში, ჩხუბი მთავრდებოდა. ასე ვიყავი მეც... ფეხბურთის თამაშიც ვისწავლე ქუჩაში, მეგობრის დახმარება.

- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას მეტყვი?

- 14 წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა, უფრო სწორად, მომეწონა. ბათუმში გავიცანი დამსვენებელი გოგონა. სამი დღე ვიცნობდით ერთმანეთს. დღემდე არ ვიცი სად არის, სამწუხაროდ. გვარი კი დამავიწყდა, მაიკო ერქვა. პირველ კურსზე შემიყვარდა გოგონა, რომელთანაც 4-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. ეს იყო ჩემი პირველი და დაუვიწყარი სიყვარული, მაგრამ დამთავრდა.

- რას აკეთებ ხოლმე იმისთვის, რომ სიყვარული არ დამთავრდეს?

- განსაკუთრებულს არაფერს. ამ მხრივ კრეატიულობით არ გამოვირჩევი. არც გულის ფორმის ცეცხლი დამინთია შეყვარებულის ფანჯრის წინ, არც აივანზე ვძვრები ღამით და არც სერენადებს ვმღერი.

- არაფერი გახსენდება ახლა, რაც სიყვარულისთვის გაგიკეთებია სიურპრიზის სახით?

- ერთ-ერთი პიცერია დავხურე მის დაბადების დღეზე და უზარმაზარი კვატი მივართვი საჩუქრად. იყო სანთლები, რომანტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად რომანტიკული არ ვარ. ერთხელ მეგობარს დავეხმარე. მისი შეყვარებულისთვის 300 წითელი ბუშტი გავბერეთ ორმა კაცმა, კინაღამ გავსკდით. "სკოჩით" ვაწებებდით ერთმანეთს ამ ბუშტებს და შუაში ნათია ეწერა. თანაც, ეს ზამთარში ხდებოდა და კინაღამ დაგვისკდა ფილტვები. ერთი ბუშტი გაფრინდებოდა, მივდევდით უკან. ბათუმის ბულვარში ეშმაკის ბორბალზე აიყვანა იმ ბიჭმა თავისი ნათია და ჩვენ სანაპიროზე გვეკავა ეს 300 ბუშტი წარწერით - ნათია.

- პროფესია როგორ აირჩიე?

- კონსერვატორიასთან არსებული მუსიკალური ტექნიკუმი დავამთავრე ვოკალის განხრით და მეორე პროფესიით დიპლომატი ვარ. მშობლებმა მირჩიეს, მეორე პროფესიაც აირჩიე რამეო. დიპლომატიას მეორეხარისხოვანს ვერ დაარქმევ, მაგრამ ჩემთვის მაინც ასე გამოვიდა. ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. დავამთავრე და დავივიწყე.

- ჩვენ "ჯეოსტარიდან" გაგიცანით...

- ასეა, თუმცა მე მგონია, რომ ამ პროექტამდე მეტი მაქვს გაკეთებული, ვიდრე მას მერე. ზოგჯერ ჟურნალისტები ასე მისვამენ შეკითხვას - ერთ დღესაც გაიღვიძე და პოპულარული გახდი, ეს რა შეგრძნებააო. ჩემს შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ეს მხოლოდ უნიჭო რჩეულებს შეუძლიათ. მე 12 წელი დაუღალავი შრომის, სტუდიაში ღამეების თენების, გაუთავებელი რეპეტიციების ფასად მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე.

- დღეს რას აკეთებს ნიკო ბერიძე?

- ბათუმში როცა ვარ, სტუდიაში ვმუშაობ, სიმღერებს ვწერ, უქმად არ ვატარებ დროს. ახლაც ახალ სიმღერაზე ვმუშაობ.

- როგორც მახსოვს, ბათუმში ჯგუფი გყავს...

- აღარ მყავს. დავიშალეთ "ბიტლებივით". "ჯეო პლანეტი" ერქვა ჩვენს ჯგუფს, მაგრამ... ჩაჰბარდა წარსულს. ეს მუსიკალური ორომტრიალი მუდმივად თან მდევს. ამის გამო ნერვები მაინცდამაინც კარგ დღეში არ მაქვს. ბავშვობიდან მოყოლებული, იმ დღიდან, როცა სტატიები იწერებოდა ბათუმის "საბავშვო ოპერის" წინააღმდეგ, როცა გვლანძღავდა ყველა, წერდნენ, ბავშვები დაკარგავენ ხმას და ვეღარ იმღერებენო, ჩვენზე ეს ცუდად მოქმედებდა. არავის იმ ჯგუფიდან ხმა არ დაგვიკარგავს. დღეს ყველა მღერის და ყველა მაგარია, გაუცრუვდათ იმედი. ერთი სიტყვით, ისეთი წლები გამოვიარეთ, სუსტი ნერვების პატრონი ვერ გადაიტანდა. გამიკაჟდა ნერვები. არაფერს ვნანობ. ამ ყველაფერმა გარკვეული გამოცდილება შემძინა, ცხოვრებას ვსწავლობ.

- ნიკო, ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი წილი შეცდომები ამ ცხოვრებაში. განსაკუთრებით თუ გახსენდება რომელიმე...

- არა. უკან რომ დავბრუნებულიყავი, თავიდან გადავიტანდი ყველაფერს, რაც გადავიტანე 13 წლიდან დღემდე. ნერვების მოშლასაც. სხვანაირად არ ვიქნებოდი ის, ვინც ვარ დღეს. ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი განვლილი გზა და ამ გზით ვამაყობ. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი და ვცდილობ, ისე ვიარო, უკან მოხედვის არ შემრცხვეს. ვიყო მართალი საკუთარ თავთან, მეგობრებთან, ახლობლებთან და არაკეთილმოსურნეებთანაც კი.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება