საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა მეღიარებინა, თითქოს 2000 კაცით თბილისში ხელისუფლების დასამხობად მოვდიოდი"
"უნდა მეღიარებინა, თითქოს 2000 კაცით თბილისში ხელისუფლების დასამხობად მოვდიოდი"

სამ­ხედ­რო გე­ნე­რა­ლი, "ავა­ზის" ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტო­დან პა­ტი­მა­რია. მისი ად­ვო­კა­ტის, ლალი აფ­ცი­ა­უ­რის თქმით, გე­ნე­რა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმი­ტომ და­ა­კა­ვა, რომ აგ­ვის­ტოს ომზე ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და. ისიც იცოდ­ნენ, რომ არ გა­ჩუმ­დე­ბო­და... წი­თე­ლაშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-მოხ­მა­რე­ბის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს და 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. პა­ტი­მარს, წნე­ხის მი­უ­ხე­და­ვად, უკან არ და­უ­ხე­ვია და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, დღემ­დე იბ­რძვის. მისი სა­ჩი­ვა­რი სტრას­ბურ­გშიც არის გაგ­ზავ­ნი­ლი.

ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტმა პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აღი­ა­რა, ად­ვო­კა­ტი კი ახა­ლაღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მო­ე­ბით, საქ­მის ხე­ლა­ხალ გან­ხილ­ვას ითხოვს, - წი­თე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტი მა­ჩი­ტი­ძე და რამ­დე­ნი­მე მოწ­მე ადას­ტუ­რე­ბენ, რომ იგი 26 და არა 28 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს, რო­გორც ეს საქ­მის მა­სა­ლებ­შია ასა­ხუ­ლი.

გე­ნე­რა­ლი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად სას­ჯელს ე. წ. მატ­რო­სო­ვის ცი­ხე­ში იხ­დის. "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" იგი და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს:

- 2008 წლის 26 აგ­ვის­ტოს შინ სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე დავ­ბრუნ­დი, რად­გან ბავ­შვე­ბი მარ­ტო იყ­ვნენ. ერთ სა­ათ­ში ქა­ლიშ­ვილ­მა, მა­რი­ამ­მა მი­თხრა, მამა, ჩვე­ნი სახ­ლის წინ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი დგა­ნან და გკი­თხუ­ლო­ბე­ნო. ფან­ჯა­რა­ში გა­და­ვი­ხე­დე, მარ­თლაც იდ­გნენ, რამ­დე­ნი­მე ვი­ცა­ნი, სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ. ერთ-ერ­თმა, და­ჩიმ, მთხო­ვა, კარი გა­მე­ღო, სა­უ­ბა­რი გვინ­დაო. 15 კაცი შე­მო­ვი­და. და­ჩიმ მი­თხრა, ჩვენ შს სა­მი­ნის­ტროს კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რი­დან ვართ, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას თქვენ­თან სა­უ­ბა­რი სურს და გთხოვ, გა­მოგ­ვყე­ვიო. ისიც მკი­თხა, ია­რა­ღი ხომ არა გაქ­ვსო. ია­რა­ღი მაქვს და ყვე­ლა ჩემს სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი-მეთ­ქი. წარ­ვუდ­გი­ნე ია­რა­ღე­ბი და მისი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბიც. პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნიც მომ­თხო­ვეს. ისიც მი­ვე­ცი. ამის მერე გა­ყო­ლა მთხო­ვეს. ვუ­თხა­რი, ბავ­შვებს მარ­ტო ვერ დავ­ტო­ვებ, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი არი­ან, ერთი ავად მყავს, მო­მე­ცით ტე­ლე­ფო­ნი და ჩემს მე­უღ­ლეს და­ვუ­კავ­შირ­დე­ბი-მეთ­ქი. არ და­მა­რეკ­ვი­ნეს, ჩამ­სვეს მან­ქა­ნა­ში და მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში წა­მიყ­ვა­ნეს. იქ უკა­ნა ეზო­დან შე­მიყ­ვა­ნეს. შე­სას­ვლელ­ში მო­რი­გემ ჩემი ჟურ­ნალ­ში გა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვა. ჩვე­ნი­ა­ნია, არ არის სა­ჭი­როო, უთხრეს და ყო­ველ­გვა­რი რე­გის­ტრა­ცი­ის გა­რე­შე ვინ­მე ლე­ვან ტა­ბი­ძის კა­ბი­ნეტ­ში აღ­მოვ­ჩნდი. ტა­ბი­ძე ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი იყო.

მის კა­ბი­ნეტ­ში რამ­დე­ნი­მე კაცი დამ­ხვდა, შეყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე შე­მო­მე­სივ­ნენ და მი­თხრეს, რა­საც გე­ტყვით, ყვე­ლა­ფერ­ზე გვი­პა­სუ­ხე, ოღონდ პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი უნდა იყო­სო. ამ დროს ლე­ვან ტა­ბი­ძე ფეხ­ზე წა­მოდ­გა, ხელ­კე­ტი ეჭი­რა. მი­თხრა, თუ გა­ჯი­უტ­დე­ბი, ამ ხელ­კე­ტით თავს გა­გი­ტე­ხო... რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­კი­თხვებს მის­ვამ­და, ვინ არის მო­რი­სი და რა ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვს მას­თა­ნო? სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ-მეთ­ქი. მერე ტა­ბი­ძემ მკი­თხა, ახლა თქვი, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ვის­თან ერ­თად გინ­დო­დაო. გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა შევ­ხე­დე, ასე­თი რამ აზ­რა­დაც არ მომ­სვლია-მეთ­ქი. ამის შემ­დეგ ტა­ბი­ძემ გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა და ოთახ­ში ჩემ­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად ტა­რი­ელ თო­და­ძე შე­მო­იყ­ვა­ნეს.

- თო­და­ძეს იც­ნობ­დით?

- დიახ, თო­და­ძე გორ­ში, სამ­ხედ­რო სა­რე­მონ­ტო ბა­ზის უსაფრ­თხო­ე­ბის უფ­რო­სად მყავ­და და­ნიშ­ნუ­ლი. ახლა მოჰ­ყე­ვი, რო­გორ გა­ვა­ლებ­და შენი უფ­რო­სი ხალ­ხის შეგ­რო­ვე­ბა­სა და თბი­ლის­ში წას­ვლა­სო. გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა შევ­ხე­დე, სახე სულ და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და, ეტყო­ბო­და, მაგ­რად იყო ნა­ცე­მი, პა­სუ­ხის გა­ცე­მა უჭირ­და და ცოტა ხანს ჩუ­მად იდგა.

მერე ერთ-ერ­თმა თავ­ში ხელი წა­მო­არ­ტყა, და­გა­ვი­წყდა, რაც უნდა თქვაო? თო­და­ძეს ვუ­თხა­რი, ტა­რი­ელ, სი­მარ­თლე თქვი, იცო­დე, არ მო­ი­ტყუო-მეთ­ქი. თო­და­ძემ თავი ვე­ღარ შე­ი­კა­ვა და წა­მო­იყ­ვი­რა, მეტი აღარ შე­მიძ­ლია, ცე­მა­ში ამომ­ხა­დეს სუ­ლიო...

ამ სი­ტყვე­ბის შემ­დეგ სას­წრა­ფოდ გა­იყ­ვა­ნეს ოთა­ხი­დან. მე მე­ო­რე კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც გე­ნე­რა­ლი შალ­ვა ჟღენ­ტი დამ­ხვდა. მი­თხრა, ტრის­ტან, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შენ­თან რა­ღაც სა­კი­თხე­ბის გარ­კვე­ვა აინ­ტე­რე­სებს, იცო­დე, ყვე­ლა­ფე­რი შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლიო. ამის შემ­დეგ ჟღენ­ტის კა­ბი­ნე­ტი­დან კი­დევ სხვა ოთახ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც პოლ­კოვ­ნი­კი გუ­ლად ცერ­ცვა­ძე შე­მო­ვი­და. ადრე ვიც­ნობ­დი, ჩვენ­თან მუ­შა­ობ­და სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვა­ში და ჩემი თავი მას ჩა­ა­ბა­რეს. ცოტა ხან­ში ისევ ტა­ბი­ძის ოთახ­ში აღ­მოვ­ჩნდი. იქ კი უკვე სამი ახალ­გაზ­რდა დამ­ხვდა და მი­თხრეს, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი შენ­თან რამ­დე­ნი კა­ცით უნდა შე­მო­ერ­თე­ბუ­ლი­ყოო.

- სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გე­და­ვე­ბოდ­ნენ?

- იმ საქ­მეს­თან ჩემი და­კავ­ში­რე­ბა უნ­დო­დათ. ვუ­თხა­რი, ასე­თი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია, კვი­ცი­ა­ნი სა­ერ­თოდ არ მი­ნა­ხავს, არც ის ვიცი, სად არის-მეთ­ქი. მი­თხრეს, რა­საც ჩვენ გე­ტყვით, იმას გა­ა­კე­თებ და თუ ასე არ მო­იქ­ცე­ვი, შე­ნის­თა­ნე­ბის­თვის მოგ­ვივ­ლი­აო?! ვუ­თხა­რი, სამ­ხედ­რო პირი ვარ, არაფ­რის მე­ში­ნია-მეთ­ქი. ამ დროს ტა­ბი­ძემ შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა, ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და სკა­მი ვეს­რო­ლე. უც­ბად მის კა­ბი­ნეტ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­მოც­ვივ­დნენ, ია­ტაკ­ზე და­მაწ­ვი­ნეს, ხე­ლე­ბი უკან გა­და­მიგ­რი­ხეს და ხელ­ბორ­კი­ლე­ბი და­მა­დეს. 10 წუთი ია­ტაკ­ზე გა­უნ­ძრევ­ლად ვი­წე­ქი, ამ დროს მხარ­ში ჩხვლე­ტა ვიგ­რძე­ნი, შემ­დეგ წა­მო­მა­ყე­ნეს და სკამ­ზე დამ­სვეს.

რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­შინ­ლად მო­ვი­თენ­თე. თვა­ლე­ბი და­მე­ბინ­და, ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი თეთ­რად ჩან­და. ვერ მივ­ხვდი, რა ხდე­ბო­და. შემ­დეგ სხვა ოთახ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც ორი ზე­დამ­ხედ­ვე­ლი და­მი­ყე­ნეს. ისე ვი­ყა­ვი, თავს ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ­დი, გო­ნე­ბას ვკარ­გავ­დი, დრო­დად­რო ცუ­დად ვხდე­ბო­დი. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კვლავ ლე­ვან ტა­ბი­ძის კა­ბი­ნეტ­ში შე­მიყ­ვა­ნეს. მი­თხრა, და­ფიქ­რდი, თუ ისე მო­იქ­ცე­ვი, რო­გორც ჩვენ გვინ­და, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, შენი ბედი შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ კარ­გი ცხოვ­რე­ბა გინ­და, გა­ა­კე­თე ის, რა­საც გე­ტყვი­თო და ორი ახალ­გაზ­რდა გა­მო­ი­ძა­ხა. უთხრა, ძა­ლი­ან ჯი­უ­ტობს და არა მგო­ნია, რამე გა­მო­ვი­დე­სო. ტა­ბი­ძის კა­ბი­ნე­ტი­დან იმ ხალ­ხმა გა­მო­მიყ­ვა­ნა და სა­დღაც უც­ნა­ურ ოთახ­ში შე­მიყ­ვა­ნეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"უნდა მეღიარებინა, თითქოს 2000 კაცით თბილისში ხელისუფლების დასამხობად მოვდიოდი"

"უნდა მეღიარებინა, თითქოს 2000 კაცით თბილისში ხელისუფლების დასამხობად მოვდიოდი"

სამხედრო გენერალი, "ავაზის" ყოფილი მეთაური ტრისტან წითელაშვილი 2008 წლის აგვისტოდან პატიმარია. მისი ადვოკატის, ლალი აფციაურის თქმით, გენერალი ხელისუფლებამ იმიტომ დააკავა, რომ აგვისტოს ომზე ბევრ ინფორმაციას ფლობდა. ისიც იცოდნენ, რომ არ გაჩუმდებოდა... წითელაშვილი ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარების ბრალდებით გაასამართლეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმარს, წნეხის მიუხედავად, უკან არ დაუხევია და უდანაშაულობის დასამტკიცებლად, დღემდე იბრძვის. მისი საჩივარი სტრასბურგშიც არის გაგზავნილი.

ტრისტან წითელაშვილი პარლამენტმა პოლიტპატიმრად აღიარა, ადვოკატი კი ახალაღმოჩენილი გარემოებით, საქმის ხელახალ განხილვას ითხოვს, - წითელაშვილის ყოფილი ადვოკატი მაჩიტიძე და რამდენიმე მოწმე ადასტურებენ, რომ იგი 26 და არა 28 აგვისტოს დააკავეს, როგორც ეს საქმის მასალებშია ასახული.

გენერალი ტრისტან წითელაშვილი ამჟამად სასჯელს ე. წ. მატროსოვის ციხეში იხდის. "კვირის პალიტრასთან" იგი დაკავების დეტალებზე საუბრობს:

- 2008 წლის 26 აგვისტოს შინ საღამოს 8 საათზე დავბრუნდი, რადგან ბავშვები მარტო იყვნენ. ერთ საათში ქალიშვილმა, მარიამმა მითხრა, მამა, ჩვენი სახლის წინ შეიარაღებული პირები დგანან და გკითხულობენო. ფანჯარაში გადავიხედე, მართლაც იდგნენ, რამდენიმე ვიცანი, სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლები იყვნენ. ერთ-ერთმა, დაჩიმ, მთხოვა, კარი გამეღო, საუბარი გვინდაო. 15 კაცი შემოვიდა. დაჩიმ მითხრა, ჩვენ შს სამინისტროს კონტრდაზვერვის სამსახურიდან ვართ, ხელმძღვანელობას თქვენთან საუბარი სურს და გთხოვ, გამოგვყევიო. ისიც მკითხა, იარაღი ხომ არა გაქვსო. იარაღი მაქვს და ყველა ჩემს სახელზეა რეგისტრირებული-მეთქი. წარვუდგინე იარაღები და მისი დამადასტურებელი საბუთებიც. პირადობის მოწმობა და მობილური ტელეფონიც მომთხოვეს. ისიც მივეცი. ამის მერე გაყოლა მთხოვეს. ვუთხარი, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებ, არასრულწლოვნები არიან, ერთი ავად მყავს, მომეცით ტელეფონი და ჩემს მეუღლეს დავუკავშირდები-მეთქი. არ დამარეკვინეს, ჩამსვეს მანქანაში და მოდულის შენობაში წამიყვანეს. იქ უკანა ეზოდან შემიყვანეს. შესასვლელში მორიგემ ჩემი ჟურნალში გატარება მოითხოვა. ჩვენიანია, არ არის საჭიროო, უთხრეს და ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ვინმე ლევან ტაბიძის კაბინეტში აღმოვჩნდი. ტაბიძე ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო.

მის კაბინეტში რამდენიმე კაცი დამხვდა, შეყვანისთანავე შემომესივნენ და მითხრეს, რასაც გეტყვით, ყველაფერზე გვიპასუხე, ოღონდ პასუხი დადებითი უნდა იყოსო. ამ დროს ლევან ტაბიძე ფეხზე წამოდგა, ხელკეტი ეჭირა. მითხრა, თუ გაჯიუტდები, ამ ხელკეტით თავს გაგიტეხო... რამდენიმე თანამშრომელი შეკითხვებს მისვამდა, ვინ არის მორისი და რა ურთიერთობა გაქვს მასთანო? საერთოდ არ ვიცნობ-მეთქი. მერე ტაბიძემ მკითხა, ახლა თქვი, სახელმწიფო გადატრიალება ვისთან ერთად გინდოდაო. გაკვირვებულმა შევხედე, ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლია-მეთქი. ამის შემდეგ ტაბიძემ განკარგულება გასცა და ოთახში ჩემთან დასაპირისპირებლად ტარიელ თოდაძე შემოიყვანეს.

- თოდაძეს იცნობდით?

- დიახ, თოდაძე გორში, სამხედრო სარემონტო ბაზის უსაფრთხოების უფროსად მყავდა დანიშნული. ახლა მოჰყევი, როგორ გავალებდა შენი უფროსი ხალხის შეგროვებასა და თბილისში წასვლასო. გაკვირვებულმა შევხედე, სახე სულ დასისხლიანებული ჰქონდა, ეტყობოდა, მაგრად იყო ნაცემი, პასუხის გაცემა უჭირდა და ცოტა ხანს ჩუმად იდგა.

მერე ერთ-ერთმა თავში ხელი წამოარტყა, დაგავიწყდა, რაც უნდა თქვაო? თოდაძეს ვუთხარი, ტარიელ, სიმართლე თქვი, იცოდე, არ მოიტყუო-მეთქი. თოდაძემ თავი ვეღარ შეიკავა და წამოიყვირა, მეტი აღარ შემიძლია, ცემაში ამომხადეს სულიო...

ამ სიტყვების შემდეგ სასწრაფოდ გაიყვანეს ოთახიდან. მე მეორე კაბინეტში შემიყვანეს, სადაც გენერალი შალვა ჟღენტი დამხვდა. მითხრა, ტრისტან, ხელმძღვანელობას შენთან რაღაც საკითხების გარკვევა აინტერესებს, იცოდე, ყველაფერი შენზეა დამოკიდებულიო. ამის შემდეგ ჟღენტის კაბინეტიდან კიდევ სხვა ოთახში გადამიყვანეს, სადაც პოლკოვნიკი გულად ცერცვაძე შემოვიდა. ადრე ვიცნობდი, ჩვენთან მუშაობდა სამხედრო კონტრდაზვერვაში და ჩემი თავი მას ჩააბარეს. ცოტა ხანში ისევ ტაბიძის ოთახში აღმოვჩნდი. იქ კი უკვე სამი ახალგაზრდა დამხვდა და მითხრეს, ემზარ კვიციანი შენთან რამდენი კაცით უნდა შემოერთებულიყოო.

- სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას გედავებოდნენ?

- იმ საქმესთან ჩემი დაკავშირება უნდოდათ. ვუთხარი, ასეთი რამ გამორიცხულია, კვიციანი საერთოდ არ მინახავს, არც ის ვიცი, სად არის-მეთქი. მითხრეს, რასაც ჩვენ გეტყვით, იმას გააკეთებ და თუ ასე არ მოიქცევი, შენისთანებისთვის მოგვივლიაო?! ვუთხარი, სამხედრო პირი ვარ, არაფრის მეშინია-მეთქი. ამ დროს ტაბიძემ შეურაცხყოფა მომაყენა, ვეღარ მოვითმინე და სკამი ვესროლე. უცბად მის კაბინეტში თანამშრომლები შემოცვივდნენ, იატაკზე დამაწვინეს, ხელები უკან გადამიგრიხეს და ხელბორკილები დამადეს. 10 წუთი იატაკზე გაუნძრევლად ვიწექი, ამ დროს მხარში ჩხვლეტა ვიგრძენი, შემდეგ წამომაყენეს და სკამზე დამსვეს.

რამდენიმე წუთში საშინლად მოვითენთე. თვალები დამებინდა, ირგვლივ ყველაფერი თეთრად ჩანდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. შემდეგ სხვა ოთახში გადამიყვანეს, სადაც ორი ზედამხედველი დამიყენეს. ისე ვიყავი, თავს ვერ ვაკონტროლებდი, გონებას ვკარგავდი, დროდადრო ცუდად ვხდებოდი. გარკვეული დროის შემდეგ კვლავ ლევან ტაბიძის კაბინეტში შემიყვანეს. მითხრა, დაფიქრდი, თუ ისე მოიქცევი, როგორც ჩვენ გვინდა, ყველაფერი კარგად იქნება, შენი ბედი შენზეა დამოკიდებული, თუ კარგი ცხოვრება გინდა, გააკეთე ის, რასაც გეტყვითო და ორი ახალგაზრდა გამოიძახა. უთხრა, ძალიან ჯიუტობს და არა მგონია, რამე გამოვიდესო. ტაბიძის კაბინეტიდან იმ ხალხმა გამომიყვანა და სადღაც უცნაურ ოთახში შემიყვანეს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა