პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰავიერ ბარდემი: "არამზადის როლს რომ ვასრულებ, შემოქმედებითად უფრო თავისუფალი ვარ!"
ჰავიერ ბარდემი: "არამზადის როლს რომ ვასრულებ, შემოქმედებითად უფრო თავისუფალი ვარ!"

ლე­გენ­და­რუ­ლი ბონ­დი­ა­ნას სა­ი­უ­ბი­ლეო ფილმში "007: სკა­ი­ფო­ლის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი" დე­ნი­ელ კრე­იგს ღირ­სე­უ­ლი მე­ტო­ქე­ო­ბა გა­უ­წია ჰა­ვი­ერ ბარ­დემ­მა, რო­მელ­მაც არამ­ზა­დის როლი ითა­მა­შა. ცნო­ბილ­მა ეს­პა­ნელ­მა მსა­ხი­ობ­მა სწო­რედ ამ ახალ როლ­ზე და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ისა­უბ­რა.

- ჰა­ვი­ერ, აქამ­დე ეკ­რან­სა და ცხოვ­რე­ბა­ში კლა­სი­კუ­რი წაბ­ლის­ფერ­თმი­ა­ნი მა­მა­კა­ცი იყა­ვით. ახალ სუ­რათ­ში კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქერა თმით მოგ­ვევ­ლი­ნეთ. მალე შე­ე­გუ­ეთ ამ ფერს?

- თავ­და­პირ­ვე­ლად სარ­კეს გა­ვურ­ბო­დი, მერე კი შე­ვეჩ­ვიე, როლ­ში ხომ უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი. იმე­დი მაქვს, ქე­რათ­მი­ა­ნი ნაკ­ლე­ბად მა­მა­კა­ცუ­რი არ ვჩან­ვარ (იცი­ნის)!

- ეს სა­კა­მა­თო სა­კი­თხია... სა­მა­გი­ე­როდ, რო­გო­რი შე­ნიღ­ბუ­ლი ხართ. იმი­ჯის შეც­ვლამ ალ­ბათ მოგ­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­სა და პა­პა­რა­ცებ­საც გაქ­ცე­ო­დით?

- ეს­პა­ნეთ­ში - არა, სხვა ქვეყ­ნებ­ში კი ეს ილე­თი კარ­გად მუ­შა­ობ­და.

- თქვე­ნი პერ­სო­ნა­ჟი რაულ სილ­ვა ნამ­დვი­ლი ბო­როტ­მოქ­მე­დია. რა­ი­მე­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დით მის გა­მარ­თლე­ბას სა­კუ­თარ თავ­თან?

- არც ვა­პი­რებ­დი! მე სხვა ამო­ცა­ნა მქონ­და - მისი პი­როვ­ნე­ბის სიღ­რმე და არა­ერ­თგვა­როვ­ნე­ბა მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ხა­სი­ა­თის სირ­თუ­ლე - სწო­რედ ეს იყო, რა­მაც მი­მი­ზი­და ამ გმირ­ში. სილ­ვა ერ­თგვა­რი ბო­რო­ტე­ბის კვინ­ტენ­სენ­ცი­აა და მისი თა­მა­ში­სას მინ­დო­და კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თი გმი­რის­თვის სა­თა­ნა­დოდ მეცა პა­ტი­ვი. თუნ­დაც მას­ში იყოს ცოტა გრო­ტეს­კუ­ლო­ბა, ეს უხ­დე­ბა კი­დეც. ისე კი არამ­ზა­დის როლს რომ ვას­რუ­ლებ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უფრო თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ!

- ისე­თი გზნე­ბით ლა­პა­რა­კობთ, ხომ არ გადა­წ­ყ­ვი­ტეთ ბნელ მხა­რე­ზე გა­დას­ვლა და გა­მუდ­მე­ბით უარ­ყო­ფი­თი გმი­რე­ბის გა­ნსა­ხი­ე­რე­ბა?

- უკი­დუ­რე­სო­ბა­ში ნუ გა­დავ­ვარ­დე­ბით. საქ­მე ის კი არ არის, რო­მე­ლი გმი­რი გერ­გო - ცუდი თუ კარ­გი. გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჯერ ერთი, მან გა­გი­ტა­ცოს, მე­ო­რეც, იდე­ამ შე­გი­პყროს, და ბო­ლოს, სა­ერ­თო ენა გა­მო­ნა­ხო ჯგუფ­თან.

- კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში და­მო­უ­კი­დე­ბელ ეს­პა­ნურ პრო­ექ­ტებ­ში თა­მა­შობ­დით. ახლა ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობად მი­გაჩ­ნი­ათ თა­ვი?

- ჩემ­თვის სუ­ლერ­თია, რას ვუ­წო­დებ თავს - იარ­ლი­ყებს არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. რა თქმა უნდა, მსხვი­ლი სტუ­დი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით გა­და­ღე­ბულ ფილ­მებს დიდი რეკ­ლა­მა აქვს, მას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ნა­ხუ­ლობს, მაგ­რამ მე პი­რა­დად ისი­ნი სხვა ნა­მუ­შევ­რებ­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ მი­მაჩ­ნია.

- თუმ­ცა მათი მეშ­ვე­ო­ბით თქვე­ნი პერ­სო­ნა დიდ ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს, მათ შო­რის, კო­ლე­გე­ბის­გა­ნაც. ამ­ბო­ბენ, თვით ალ პა­ჩი­ნო გი­რე­კავთ!

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ ის ჩე­მით აღ­ტა­ცე­ბუ­ლია და ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქტს ასეც გამ­ცნობ­დით (იცი­ნის). მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რა­დაა. ალ პა­ჩი­ნო ჩემი ნაც­ნო­ბის, მხატ­ვარ და რე­ჟი­სორ ჯუ­ლი­ან შნა­ბე­ლის მე­გო­ბა­რია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მან ხელ­ში შე­ა­ჩე­ჩა ჩემი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი: "და­უ­რე­კე ჰა­ვი­ერს, მე­ცხრე ცაზე იქ­ნე­ბა სი­ხა­რუ­ლი­თო".

- ძა­ლი­ან მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და გო­ნი­ე­რი ადა­მი­ანი ჩან­ხართ. აღი­ა­რეთ, კა­­რი­ე­რუ­ლი წინსვლა თქვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო?

- ვერ ვი­ტყვი, რომ წარ­მა­ტე­ბამ გა­მა­ოგ­ნა, მაგ­რამ, იმავდრო­უ­ლად, მის­თვის დი­დად არც ვემ­ზა­დე­ბო­დი. უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის მი­მარ­თლებ­და. კი­ნო­ბიზ­ნეს­ში 24 წლი­დან ვარ და ყო­ვე­ლი ახა­ლი ნა­მუ­შევ­რის შემ­დეგ ვგრძნობ, რომ წინ მივ­დი­ვარ. ეს მა­ნი­ჭებს სიმ­შვი­დის გან­ცდას, ეს კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ და­მა­ჯე­რებ­ლად გა­დად­გა შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი.

GRAZIA

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჰავიერ ბარდემი: "არამზადის როლს რომ ვასრულებ, შემოქმედებითად უფრო თავისუფალი ვარ!"

ჰავიერ ბარდემი: "არამზადის როლს რომ ვასრულებ, შემოქმედებითად უფრო თავისუფალი ვარ!"

ლეგენდარული ბონდიანას საიუბილეო ფილმში "007: სკაიფოლის კოორდინატები" დენიელ კრეიგს ღირსეული მეტოქეობა გაუწია ჰავიერ ბარდემმა, რომელმაც არამზადის როლი ითამაშა. ცნობილმა ესპანელმა მსახიობმა სწორედ ამ ახალ როლზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

- ჰავიერ, აქამდე ეკრანსა და ცხოვრებაში კლასიკური წაბლისფერთმიანი მამაკაცი იყავით. ახალ სურათში კი მოულოდნელად ქერა თმით მოგვევლინეთ. მალე შეეგუეთ ამ ფერს?

- თავდაპირველად სარკეს გავურბოდი, მერე კი შევეჩვიე, როლში ხომ უნდა შევსულიყავი. იმედი მაქვს, ქერათმიანი ნაკლებად მამაკაცური არ ვჩანვარ (იცინის)!

- ეს საკამათო საკითხია... სამაგიეროდ, როგორი შენიღბული ხართ. იმიჯის შეცვლამ ალბათ მოგცათ საშუალება, თაყვანისმცემლებსა და პაპარაცებსაც გაქცეოდით?

- ესპანეთში - არა, სხვა ქვეყნებში კი ეს ილეთი კარგად მუშაობდა.

- თქვენი პერსონაჟი რაულ სილვა ნამდვილი ბოროტმოქმედია. რაიმენაირად ცდილობდით მის გამართლებას საკუთარ თავთან?

- არც ვაპირებდი! მე სხვა ამოცანა მქონდა - მისი პიროვნების სიღრმე და არაერთგვაროვნება მეჩვენებინა. ხასიათის სირთულე - სწორედ ეს იყო, რამაც მიმიზიდა ამ გმირში. სილვა ერთგვარი ბოროტების კვინტენსენციაა და მისი თამაშისას მინდოდა კინოს ისტორიაში ყველა უარყოფითი გმირისთვის სათანადოდ მეცა პატივი. თუნდაც მასში იყოს ცოტა გროტესკულობა, ეს უხდება კიდეც. ისე კი არამზადის როლს რომ ვასრულებ, შემოქმედებითად უფრო თავისუფალი ვარ!

- ისეთი გზნებით ლა­პარაკობთ, ხომ არ გადა­წ­ყ­ვიტეთ ბნელ მხარეზე გადასვლა და გამუდმებით უარყოფითი გმირების გა­ნსახიერება?

- უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. საქმე ის კი არ არის, რომელი გმირი გერგო - ცუდი თუ კარგი. გაცილებით მნიშვნელოვანია, ჯერ ერთი, მან გაგიტაცოს, მეორეც, იდეამ შეგიპყროს, და ბოლოს, საერთო ენა გამონახო ჯგუფთან.

- კარიერის დასაწყისში დამოუკიდებელ ესპანურ პროექტებში თამაშობდით. ახლა ჰოლივუდის მსა­ხი­ობად მიგაჩნიათ თა­ვი?

- ჩემთვის სულერთია, რას ვუწოდებ თავს - იარლიყებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, მსხვილი სტუდიების მხარდაჭერით გადაღებულ ფილმებს დიდი რეკლამა აქვს, მას უამრავი ადამიანი ნახულობს, მაგრამ მე პირადად ისინი სხვა ნამუშევრებზე უფრო მნიშვნელოვნად არ მიმაჩნია.

- თუმცა მათი მეშვეობით თქვენი პერსონა დიდ ყურადღებას იმსახურებს, მათ შორის, კოლეგებისგანაც. ამბობენ, თვით ალ პაჩინო გირეკავთ!

- რასაკვირველია, მინდა ვიფიქრო, რომ ის ჩემით აღტაცებულია და ამ მნიშვნელოვან ფაქტს ასეც გამცნობდით (იცინის). მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი სხვაგვარადაა. ალ პაჩინო ჩემი ნაცნობის, მხატვარ და რეჟისორ ჯულიან შნაბელის მეგობარია. დარწმუნებული ვარ, მან ხელში შეაჩეჩა ჩემი ტელეფონის ნომერი: "დაურეკე ჰავიერს, მეცხრე ცაზე იქნება სიხარულითო".

- ძალიან მოკრძალებული და გონიერი ადამი­ანი ჩანხართ. აღიარეთ, კა­­რიერული წინსვლა თქვენთვის მოულოდნელი იყო?

- ვერ ვიტყვი, რომ წარმატებამ გამაოგნა, მაგრამ, იმავდროულად, მისთვის დი­დად არც ვემზადებოდი. უბრალოდ, ყოველთვის მიმართლებდა. კინობიზნესში 24 წლიდან ვარ და ყოველი ახალი ნამუშევრის შემდეგ ვგრძნობ, რომ წინ მივდივარ. ეს მანიჭებს სიმშვიდის განცდას, ეს კი აუცილებელია, რომ დამაჯერებლად გადადგა შემდეგი ნაბიჯი.

GRAZIA

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება