მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ხადას ხეობასა და უკანა ფშავში 18 სოფელი დიდთოვლობის გამო გარესამყაროს მოწყდა. ხადას ხეობაში თოვლის საფარი 1 მეტრს, უკანა ფშავში კი 80 სანტიმეტრს აღწევს. სოფლებამდე მისვლას მაღალი გამავლობის მანქანებიც ვერ ახერხებენ.
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულების თქმით, გადაუღებელი თოვის გამო გზის გაწმენდა ვერ ხერხდება. "ძალიან დიდი თოვლია ხადას ხეობაში, დაახლოებით 1 მეტრი. ორი დღის წინ გავწმინდეთ გზა, მაგრამ ისევ იმხელა თოვლია. გადაუღებლად თოვს", - განაცხადა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ვანო ებრიალიძემ.
ხადას ხეობას, სადაც სულ 6 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე დღეა მილის დაზიანების გამო ბუნებრივი აირიც აღარ მიეწოდება.
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი