მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უთბობდა საწოლს წინასაახალწლოდ შორენა ბეგაშვილს
ვინ უთბობდა საწოლს წინასაახალწლოდ შორენა ბეგაშვილს

მალე "კო­მე­დი არხზე" ახა­ლი ქარ­თუ­ლი სე­რი­ა­ლი და­ი­წყე­ბა - "ქეთი და კოტე". სე­რი­ალს ორი გმი­რი ჰყავს: შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი და კახა ჯო­ხა­ძე. მსა­ხი­ო­ბე­ბი ახალ­ბე­და ცოლ-ქმარს ასა­ხი­ე­რე­ბენ. რამ­დე­ნი­მე სე­რია უკვე გა­და­ღე­ბუ­ლია. ახლა გა­სარ­კვე­ვი ისღა დარ­ჩა, რა სიხ­ში­რით ვი­ხი­ლავთ სე­რი­ალს.

- რო­გორ შე­გარ­ჩი­ეს ამ სე­რი­ა­ლის­თვის?

შო­რე­ნა:

- არ ვიცი, კას­ტინ­გი იყო თუ არა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ აკე­თებ­დნენ სე­რი­ალს, მთა­ვა­რი როლი მე უნდა მე­თა­მა­შა და კახა იქ­ნე­ბო­და ჩემი მე­წყვი­ლე. შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ისე­თი სე­რი­ა­ლი, რომ სი­ცი­ლის­გან მუ­ცე­ლი ხე­ლით გე­ჭი­როთ, მაგ­რამ არის სა­ხა­ლი­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი, ცოლ-ქმრის ყო­ველ­დღი­უ­რი ყო­ფი­თი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი.

კახა:

- მეც ალე­კო მალ­ხა­ზიშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და შე­მომ­თა­ვა­ზა ეს როლი. "კო­მე­დი არხზე" კი­დევ ერთი ახა­ლი პრო­ექ­ტი მზად­დე­ბა, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი, ყო­ფი­ლი "შუა ქა­ლა­ქე­ლე­ბი" არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. მეც იმ პრო­ექ­ტში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა ამ სე­რი­ა­ლის გამო უა­რის თქმამ მო­მი­წია.

- "ქეთი და კოტე" თუ ჰგავს ძველ კი­ნო­შე­დევრ "ქეთო და კო­ტეს"?

შო­რე­ნა:

- სა­ერ­თოდ არ ჰგავს. ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რდა წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა.

კახა:

- მე და ქეთი გა­რი­გე­ბით არ შე­ვუღ­ლე­ბულ­ვართ, პრინ­ციპ­ში, არც ჩანს ჩვე­ნი შე­უღ­ლე­ბის ამ­ბა­ვი სე­რი­ალ­ში.

- რო­გო­რი ქმა­რია კა­ხას გმი­რი?

შო­რე­ნა:

- ცოტა გვი­ან იგებს რა­ღა­ცებს. ეჭ­ვი­ა­ნიც არის, მაგ­რამ არა ავად­მყო­ფუ­რად. ხე­ლის გულ­ზე მა­ტა­რებს. მარ­თა­ლია, ხში­რად ვწუ­წუ­ნებ, რომ მინ­და ჩექ­მა, ახა­ლი კაბა, მაგ­რამ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად კოტე ხელ­გაშ­ლი­ლია. ხში­რად დავ­დი­ვარ სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში, ვუვ­ლი თავს და ამით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვგა­ვარ ქარ­თველ ტრა­დი­ცი­ულ ცოლს, ხე­ლე­ბი იდაყ­ვე­ბამ­დე ცომ­ში რომ აქვს ჩა­წყო­ბი­ლი, მა­ინც ვცდი­ლობ, მე­უღ­ლეს ვა­სი­ა­მოვ­ნო, მო­ვუმ­ზა­დო გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი, მაგ­რამ არ გა­მომ­დის. უკ­მა­ყო­ფი­ლოა კოტე, მაგ­რამ არ იმ­ჩნევს, რომ არ მა­წყე­ნი­ნოს. ამით ვგა­ვარ კი­დეც ჩემს პერ­სო­ნაჟს, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მარ­თლაც არ გა­მომ­დის. ჩემს გმირს იმით არ ვგა­ვარ, რომ ქე­თის სა­ლონ­ში სი­ა­რუ­ლი უყ­ვარს, მე კი - არა. ცნო­ბი­ლი ამ­ბა­ვია, რომ თუ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ მვარ­ცხნი­ან ან მა­კი­აჟს არ მი­კე­თე­ბენ, თა­ვად ვუვ­ლი სა­კუ­თარ თავს, სა­ლონ­ში არ დავ­დი­ვარ, მე­ზა­რე­ბა იქ დრო­ი­სა და ფუ­ლის ხარ­ჯვა.

- მოქ­მე­დე­ბა მხო­ლოდ ოჯახ­ში ვი­თარ­დე­ბა?

- არა მხო­ლოდ ოჯახ­ში, ყველ­გან გვაქვს გა­და­ღე­ბე­ბი: სახ­ლში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში. ძი­რი­თა­დი მოქ­მე­დე­ბის ად­გი­ლი კი მა­ინც სახ­ლია.

- თვა­ლი მოვ­კა­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სცე­ნას, რო­მე­ლი გახ­დით ავად?

- კოტე სუს­ტი და მში­შა­რაა, რო­გორც ყვე­ლა კაცი. ექი­მებ­თა­ნაც არ აქვს კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ავად გახ­და, მე კი ისე მიყ­ვარს, ექიმს რომ არ გა­ვა­სინ­ჯო, არ და­ვი­ძი­ნებ (იცი­ნი­ან).

- რო­გორ მი­მარ­თავთ ერ­თმა­ნეთს?

კახა:

- ქეთი, ქე­თუ­შა, საყ­ვა­რე­ლო. შო­რე­ნა და­თუ­ნი­ას მე­ძა­ხის.

- ვინ არის "შეფი" ოჯახ­ში, თუ სა­კი­თხი ასე არ დგას?

შო­რე­ნა:

- კო­ტეს ჰგო­ნია, რომ ის არის უფ­რო­სი ოჯახ­ში, მაგ­რამ მე მა­ინც ვა­ხერ­ხებ, რომ სა­და­ვე­ე­ბი თა­ვად მე­კა­ვოს ხელ­ში, ოღონდ სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ ამას.

- კახა, ოჯახ­ში სა­უ­კე­თე­სო ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც არ გაქვთ, ყური მოვ­კა­რი, ტაქ­სა­ო­ბას გა­ი­ძუ­ლებ­და მე­უღ­ლე...

- ჩემი გმი­რი სა­რეკ­ლა­მო აგენ­ტია და მთლად ფუ­ფუ­ნე­ბა­ში არ ვცხოვ­რობთ, მით უმე­ტეს, რომ ქეთი არ მუ­შა­ობს. თუმ­ცა არც ისეა საქ­მე, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი ვერ და­ვუკ­მა­ყო­ფი­ლო ცოლს.

შო­რე­ნა:

- მშობ­ლე­ბიც ჰყავთ ჩვენს გმი­რებს, რომ­ლე­ბიც არ ჩა­ნან და გვეხ­მა­რე­ბი­ან. თან ჩემი გმი­რი საკ­მა­ოდ ეშ­მა­კია, მშვე­ნივ­რად ახერ­ხებს ფუ­ლის შოვ­ნას, სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბას, დე­დი­კო­სა და მა­მი­კოს მო­თაფვ­ლით.

- გა­მოჩ­ნდე­ბა ვინ­მე თქვენ გარ­და სე­რი­ალ­ში?

კახა:

- არა, სე­რი­ა­ლი მე­სა­მე გმი­რის გა­მო­ჩე­ნას არ ით­ვი­ლის­წი­ნებს. თუ გვე­ყო­ლე­ბა სტუ­მა­რი, შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ზურ­გი­დან, კე­ფით კა­მე­რის­კენ, სხვა­ნა­ი­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია.

- თუ იცით, რას გი­პი­რე­ბენ სცე­ნა­რის­ტე­ბი. მა­გა­ლი­თად, თუ გექ­ნე­ბათ სა­წო­ლის სცე­ნე­ბი?

შო­რე­ნა:

- გვქონ­და უკვე (იცი­ნი­ან). გა­და­ღე­ბებ­ზე იმ­დენს ვი­ცი­ნით, იმის ნა­ხე­ვა­რი რომ გა­ი­ცი­ნოს მა­ყუ­რე­ბელ­მა, ჩვე­ნი მი­სია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­ძი­ნე­ბელ­ში, სა­დაც სა­წო­ლის სცე­ნას ვი­ღებ­დით, გათ­ბო­ბა არ იყო. ისე ცი­ო­და, კახა ხუთი წუ­თით ადრე წვე­ბო­და, ლო­გი­ნი რომ გა­ეთ­ბო ჩემ­თვის. რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე ისე­დაც ოჯახ­ში (იცი­ნის).

- კახა, სე­რი­ალ­ში ასე­თი ლა­მა­ზი ცოლი რომ გყავს, ნამ­დვი­ლი მე­უღ­ლე ხომ არ ეჭ­ვი­ა­ნობს?

- არა, მად­ლო­ბა ღმერ­თს.

შო­რე­ნა:

- მე, კახა და მისი მე­უღ­ლე უკვე დიდი ხა­ნია ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს, ვმე­გობ­რობთ და ეგ პრობ­ლე­მა მოხ­სნი­ლია. სა­ერ­თოდ, იშ­ვი­ა­თად, რომ ჩემ­ზე ვინ­მეს ცოლი ეჭ­ვი­ა­ნობ­დეს. თუ რამე სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ამ მხრივ მო­მა­ვალ­ში, არ გა­მო­გა­პა­რებთ (იცი­ნის).

- სად არის თქვე­ნი გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი, პი­რო­ბი­თი სახ­ლი?

შო­რე­ნა:

- აე­რო­პორტთან ახ­ლოს დიდი და ლა­მა­ზი სახ­ლი გვაქვს, თა­ვი­სი აუ­ზით. ვფიქ­რობ, ზა­ფხულ­ში აუზ­შიც გვექ­ნე­ბა სცე­ნე­ბი. მე ალ­ბათ ვიწ­ვე­ბი გა­სა­ბერ ლე­იბ­ზე, ქმა­რი მო­მი­ტანს ალ­ბათ კოქ­ტე­ილს.

კახა:

- კოქ­ტე­ილს მო­გი­ტან, მაგ­რამ ტან­ზე არ გა­ვიხ­დი, ეგ ზუს­ტად ვიცი.

შო­რე­ნა:

- შენ ჟა­კე­ტით დაჯ­დე­ბი.

კახა:

- ან მთლი­ა­ნი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი რომ არის, იმით (იცი­ნი­ან). ჩე­ლენ­ტა­ნოს რომ ეცვა, დიდი ამო­ღე­ბუ­ლი "ბრე­ტე­ლე­ბით".

- კახა, რამ­დე­ნი­მე ქმა­რი გყავს უკვე გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლი ღლონ­ტის მე­უღ­ლეც იყა­ვი. ორი­ვეს გკი­თხავთ ხომ არ არის იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ძველ გმი­რებს და­ემ­სგავ­სოთ?

შო­რე­ნა:

- ამ მხრივ გა­მი­მარ­თლა, აქამ­დე ან ვინ­მეს საყ­ვა­რე­ლი ვი­ყა­ვი ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. რო­გორც იქნა, ბედ­მა გა­მი­ღი­მა და გავ­თხოვ­დი (იცი­ნი­ან).

კახა:

- ხომ ხე­დავ, რა ფეხი მაქვს... ჩემ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ ქმრებს რაც შე­ე­ხე­ბა, იყო ეს პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, - "შუა ქა­ლაქ­ში", სა­ი­და­ნაც გა­მიც­ნო მა­ყუ­რე­ბელ­მა და გულ­წრფე­ლად დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის სე­რი­ა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. მაგ­რამ ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერთი და იგი­ვე აკე­თო? "ალუბ­ლე­ბის ქუ­ჩა­შიც" მყავ­და ცოლი, მაგ­რამ ისეთ დროს შე­წყდა სე­რი­ა­ლი, ბო­ლომ­დე ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­ნი ცოლ­ქმრუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. კოტე, ჩემი აზ­რით, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ჩემ მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი ქმრე­ბის­გან.

- შო­რე­ნა, შენს ქმარს რა შვე­ლის ნა­ბა­ხუ­სევ­ზე?

- ცივი ტილო, "ბორ­ჯო­მი" და ტაშ­ტი (იცი­ნი­ან).

კახა:

- სა­მი­ვე კომ­პო­ნენ­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ერთ-ერთი თუ აკ­ლია, ცუ­და­დაა საქ­მე (იცი­ნი­ან).

- ახა­ლი წლის სცე­ნე­ბი თქვენს სე­რი­ალ­ში ალ­ბათ არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ გან­წყო­ბა­ზე მა­ინც უნდა გკი­თხოთ, რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გაქვთ ამ დღე­სას­წა­ულ­თან?

შო­რე­ნა:

- კა­ხას ვეს­ტუმ­რეთ ოჯახ­ში მე და ჩემი შვი­ლი, ვცდი­ლობ­დი გა­მე­გო, რო­გო­რი ქმა­რია სი­ნამ­დვი­ლე­ში.

კახა:

- არ ვარ კარ­გი ქმა­რი. ძი­რი­თა­დად არ ვარ სახ­ლში და ამი­ტომ... მა­მა­ჩე­მი იყო იდე­ა­ლუ­რი ქმა­რი და სულ ვცდი­ლობ­დი, მას დავ­მსგავ­სე­ბო­დი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, პირ­ვე­ლი ბავ­შვი რომ შე­მე­ძი­ნა, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი. ახალ წლამ­დე ბოლო ერთი კვი­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ვერც ვნა­ხუ­ლობ­დი ცოლ-შვილს. ჯერ­ჯე­რო­ბით მცნო­ბენ, მაგ­რამ ვში­შობ, მო­მა­ვალ­ში ერთი სუ­რა­თის გა­დი­დე­ბა მა­ინც გახ­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, კარ­თან რომ დავ­კი­დო. მე­ში­ნია, ზარს რომ დავ­რე­კავ, არ იკი­თხონ, ეს ვი­ნაა, გა­ვუ­ღოთ თუ არა კა­რიო.

- იყო თქვენს ოჯა­ხებ­ში თოვ­ლის ბა­ბუა? რა სა­ჩუქ­რე­ბი მი­ი­ღეთ?

კახა:

- ჩემს უმ­ცროს შვილს ჯერ კი­დევ სჯე­რა ამ ამ­ბის და წე­რი­ლებ­საც უწერს თოვ­ლის ბა­ბუ­ას. უფ­რო­სი თავს იკა­ტუ­ნებს, სა­ჩუ­ქა­რი უნდა და რა ქნას. უმ­ცროს­საც ეხ­მა­რე­ბა ხოლ­მე წე­რა­ში, ეგ არა, ეს და­უ­წე­რეო, კარ­ნა­ხობს. ხელ­წე­რა­ზე ეტყო­ბა ხოლ­მე წე­რილს.

შო­რე­ნა:

- ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა პირ­და­პირ გა­მო­მი­ცხა­და, შენი "აი­ფონ 4" მა­ჩუ­ქე და შენ ახა­ლი იყი­დეო. ვა­ჩუ­ქე, რა უნდა მექ­ნა. წელს სა­კუ­თარ თავს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვუ­კე­თებ სა­ჩუ­ქარს. მან­ქა­ნა მინ­და შევ­ცვა­ლო. "რენჯ რო­ვე­რი" მინ­და ვი­ყი­დო. მე­სა­მე წე­ლია "ინ­ფი­ნი­ტი" მყავს და მომ­წყინ­და, ძვე­ლია უკვე.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვინ უთბობდა საწოლს წინასაახალწლოდ შორენა ბეგაშვილს

ვინ უთბობდა საწოლს წინასაახალწლოდ შორენა ბეგაშვილს

მალე "კომედი არხზე" ახალი ქართული სერიალი დაიწყება - "ქეთი და კოტე". სერიალს ორი გმირი ჰყავს: შორენა ბეგაშვილი და კახა ჯოხაძე. მსახიობები ახალბედა ცოლ-ქმარს ასახიერებენ. რამდენიმე სერია უკვე გადაღებულია. ახლა გასარკვევი ისღა დარჩა, რა სიხშირით ვიხილავთ სერიალს.

- როგორ შეგარჩიეს ამ სერიალისთვის?

შორენა:

- არ ვიცი, კასტინგი იყო თუ არა გამოცხადებული, დამირეკეს და მითხრეს, რომ აკეთებდნენ სერიალს, მთავარი როლი მე უნდა მეთამაშა და კახა იქნებოდა ჩემი მეწყვილე. შეიძლება არ იყოს ისეთი სერიალი, რომ სიცილისგან მუცელი ხელით გეჭიროთ, მაგრამ არის სახალისო თავგადასავლები, ცოლ-ქმრის ყოველდღიური ყოფითი ცხოვრების დეტალები.

კახა:

- მეც ალეკო მალხაზიშვილმა დამირეკა და შემომთავაზა ეს როლი. "კომედი არხზე" კიდევ ერთი ახალი პროექტი მზადდება, სადაც ჩემი მეგობრები, ყოფილი "შუა ქალაქელები" არიან დაკავებული. მეც იმ პროექტში ვიყავი, მაგრამ ახლა ამ სერიალის გამო უარის თქმამ მომიწია.

- "ქეთი და კოტე" თუ ჰგავს ძველ კინოშედევრ "ქეთო და კოტეს"?

შორენა:

- საერთოდ არ ჰგავს. ეს არის თანამედროვე ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა.

კახა:

- მე და ქეთი გარიგებით არ შევუღლებულვართ, პრინციპში, არც ჩანს ჩვენი შეუღლების ამბავი სერიალში.

- როგორი ქმარია კახას გმირი?

შორენა:

- ცოტა გვიან იგებს რაღაცებს. ეჭვიანიც არის, მაგრამ არა ავადმყოფურად. ხელის გულზე მატარებს. მართალია, ხშირად ვწუწუნებ, რომ მინდა ჩექმა, ახალი კაბა, მაგრამ შეძლებისდაგვარად კოტე ხელგაშლილია. ხშირად დავდივარ სილამაზის სალონში, ვუვლი თავს და ამით კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ არ ვგავარ ქართველ ტრადიციულ ცოლს, ხელები იდაყვებამდე ცომში რომ აქვს ჩაწყობილი, მაინც ვცდილობ, მეუღლეს ვასიამოვნო, მოვუმზადო გემრიელი კერძები, მაგრამ არ გამომდის. უკმაყოფილოა კოტე, მაგრამ არ იმჩნევს, რომ არ მაწყენინოს. ამით ვგავარ კიდეც ჩემს პერსონაჟს, კერძების მომზადება მართლაც არ გამომდის. ჩემს გმირს იმით არ ვგავარ, რომ ქეთის სალონში სიარული უყვარს, მე კი - არა. ცნობილი ამბავია, რომ თუ ტელევიზიაში არ მვარცხნიან ან მაკიაჟს არ მიკეთებენ, თავად ვუვლი საკუთარ თავს, სალონში არ დავდივარ, მეზარება იქ დროისა და ფულის ხარჯვა.

- მოქმედება მხოლოდ ოჯახში ვითარდება?

- არა მხოლოდ ოჯახში, ყველგან გვაქვს გადაღებები: სახლში, საავადმყოფოში, სილამაზის სალონში. ძირითადი მოქმედების ადგილი კი მაინც სახლია.

- თვალი მოვკარი საავადმყოფოს სცენას, რომელი გახდით ავად?

- კოტე სუსტი და მშიშარაა, როგორც ყველა კაცი. ექიმებთანაც არ აქვს კარგი დამოკიდებულება. ავად გახდა, მე კი ისე მიყვარს, ექიმს რომ არ გავასინჯო, არ დავიძინებ (იცინიან).

- როგორ მიმართავთ ერთმანეთს?

კახა:

- ქეთი, ქეთუშა, საყვარელო. შორენა დათუნიას მეძახის.

- ვინ არის "შეფი" ოჯახში, თუ საკითხი ასე არ დგას?

შორენა:

- კოტეს ჰგონია, რომ ის არის უფროსი ოჯახში, მაგრამ მე მაინც ვახერხებ, რომ სადავეები თავად მეკავოს ხელში, ოღონდ სიყვარულით ვაკეთებ ამას.

- კახა, ოჯახში საუკეთესო ფინანსური მდგომარეობაც არ გაქვთ, ყური მოვკარი, ტაქსაობას გაიძულებდა მეუღლე...

- ჩემი გმირი სარეკლამო აგენტია და მთლად ფუფუნებაში არ ვცხოვრობთ, მით უმეტეს, რომ ქეთი არ მუშაობს. თუმცა არც ისეა საქმე, რომ ელემენტარული პირობები ვერ დავუკმაყოფილო ცოლს.

შორენა:

- მშობლებიც ჰყავთ ჩვენს გმირებს, რომლებიც არ ჩანან და გვეხმარებიან. თან ჩემი გმირი საკმაოდ ეშმაკია, მშვენივრად ახერხებს ფულის შოვნას, სურვილების ასრულებას, დედიკოსა და მამიკოს მოთაფვლით.

- გამოჩნდება ვინმე თქვენ გარდა სერიალში?

კახა:

- არა, სერიალი მესამე გმირის გამოჩენას არ ითვილისწინებს. თუ გვეყოლება სტუმარი, შეიძლება გამოჩნდეს ზურგიდან, კეფით კამერისკენ, სხვანაირად გამორიცხულია.

- თუ იცით, რას გიპირებენ სცენარისტები. მაგალითად, თუ გექნებათ საწოლის სცენები?

შორენა:

- გვქონდა უკვე (იცინიან). გადაღებებზე იმდენს ვიცინით, იმის ნახევარი რომ გაიცინოს მაყურებელმა, ჩვენი მისია შესრულებული იქნება. საძინებელში, სადაც საწოლის სცენას ვიღებდით, გათბობა არ იყო. ისე ციოდა, კახა ხუთი წუთით ადრე წვებოდა, ლოგინი რომ გაეთბო ჩემთვის. როგორც ხდება ხოლმე ისედაც ოჯახში (იცინის).

- კახა, სერიალში ასეთი ლამაზი ცოლი რომ გყავს, ნამდვილი მეუღლე ხომ არ ეჭვიანობს?

- არა, მადლობა ღმერთს.

შორენა:

- მე, კახა და მისი მეუღლე უკვე დიდი ხანია ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ვმეგობრობთ და ეგ პრობლემა მოხსნილია. საერთოდ, იშვიათად, რომ ჩემზე ვინმეს ცოლი ეჭვიანობდეს. თუ რამე სიახლე იქნება ამ მხრივ მომავალში, არ გამოგაპარებთ (იცინის).

- სად არის თქვენი გადასაღები მოედანი, პირობითი სახლი?

შორენა:

- აეროპორტთან ახლოს დიდი და ლამაზი სახლი გვაქვს, თავისი აუზით. ვფიქრობ, ზაფხულში აუზშიც გვექნება სცენები. მე ალბათ ვიწვები გასაბერ ლეიბზე, ქმარი მომიტანს ალბათ კოქტეილს.

კახა:

- კოქტეილს მოგიტან, მაგრამ ტანზე არ გავიხდი, ეგ ზუსტად ვიცი.

შორენა:

- შენ ჟაკეტით დაჯდები.

კახა:

- ან მთლიანი საცურაო კოსტიუმები რომ არის, იმით (იცინიან). ჩელენტანოს რომ ეცვა, დიდი ამოღებული "ბრეტელებით".

- კახა, რამდენიმე ქმარი გყავს უკვე განსახიერებული. ცნობილი ღლონტის მეუღლეც იყავი. ორივეს გკითხავთ ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ ძველ გმირებს დაემსგავსოთ?

შორენა:

- ამ მხრივ გამიმართლა, აქამდე ან ვინმეს საყვარელი ვიყავი ან შეყვარებული. როგორც იქნა, ბედმა გამიღიმა და გავთხოვდი (იცინიან).

კახა:

- ხომ ხედავ, რა ფეხი მაქვს... ჩემ მიერ განსახიერებულ ქმრებს რაც შეეხება, იყო ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, - "შუა ქალაქში", საიდანაც გამიცნო მაყურებელმა და გულწრფელად დიდი მადლობა ამისთვის სერიალის ორგანიზატორებს. მაგრამ ხომ არ შეიძლება, მთელი ცხოვრება ერთი და იგივე აკეთო? "ალუბლების ქუჩაშიც" მყავდა ცოლი, მაგრამ ისეთ დროს შეწყდა სერიალი, ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა ჩვენი ცოლქმრული ურთიერთობა. კოტე, ჩემი აზრით, რადიკალურად განსხვავდება ჩემ მიერ განსახიერებული ქმრებისგან.

- შორენა, შენს ქმარს რა შველის ნაბახუსევზე?

- ცივი ტილო, "ბორჯომი" და ტაშტი (იცინიან).

კახა:

- სამივე კომპონენტი აუცილებელია, ერთ-ერთი თუ აკლია, ცუდადაა საქმე (იცინიან).

- ახალი წლის სცენები თქვენს სერიალში ალბათ არ იქნება, მაგრამ განწყობაზე მაინც უნდა გკითხოთ, რა დამოკიდებულება გაქვთ ამ დღესასწაულთან?

შორენა:

- კახას ვესტუმრეთ ოჯახში მე და ჩემი შვილი, ვცდილობდი გამეგო, როგორი ქმარია სინამდვილეში.

კახა:

- არ ვარ კარგი ქმარი. ძირითადად არ ვარ სახლში და ამიტომ... მამაჩემი იყო იდეალური ქმარი და სულ ვცდილობდი, მას დავმსგავსებოდი, განსაკუთრებით მაშინ, პირველი ბავშვი რომ შემეძინა, მაგრამ ვერ შევძელი. ახალ წლამდე ბოლო ერთი კვირა, ფაქტობრივად, ვერც ვნახულობდი ცოლ-შვილს. ჯერჯერობით მცნობენ, მაგრამ ვშიშობ, მომავალში ერთი სურათის გადიდება მაინც გახდება აუცილებელი, კართან რომ დავკიდო. მეშინია, ზარს რომ დავრეკავ, არ იკითხონ, ეს ვინაა, გავუღოთ თუ არა კარიო.

- იყო თქვენს ოჯახებში თოვლის ბაბუა? რა საჩუქრები მიიღეთ?

კახა:

- ჩემს უმცროს შვილს ჯერ კიდევ სჯერა ამ ამბის და წერილებსაც უწერს თოვლის ბაბუას. უფროსი თავს იკატუნებს, საჩუქარი უნდა და რა ქნას. უმცროსსაც ეხმარება ხოლმე წერაში, ეგ არა, ეს დაუწერეო, კარნახობს. ხელწერაზე ეტყობა ხოლმე წერილს.

შორენა:

- ჩემმა ქალიშვილმა პირდაპირ გამომიცხადა, შენი "აიფონ 4" მაჩუქე და შენ ახალი იყიდეო. ვაჩუქე, რა უნდა მექნა. წელს საკუთარ თავს აუცილებლად გავუკეთებ საჩუქარს. მანქანა მინდა შევცვალო. "რენჯ როვერი" მინდა ვიყიდო. მესამე წელია "ინფინიტი" მყავს და მომწყინდა, ძველია უკვე.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება