პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Today's Zaman - პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდასა და ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანას ცდილობს
Today's Zaman - პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდასა და ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანას ცდილობს

todayszaman.com

კავ­კა­სი­ა­ში, წლე­ვან­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გამო, სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ში შექ­მნილ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ, ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა. აზერ­ბა­ი­ჯან­შიც კი, რო­მე­ლიც თით­ქოს ამ ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რია, ათზე მეტ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ხმის ამო­ღე­ბა შეძ­ლო, ხოლო დი­სი­დენ­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი პრო­ცე­სებ­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ და გარე სამ­ყა­როს სა­კუ­თარ გზავ­ნი­ლებს ატყო­ბი­ნე­ბენ.

მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხეთ­ში იმა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, თუ რო­გორ და რა სფე­რო­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­სხვავ­დე­ბო­დეს ერ­თმა­ნე­თის­გან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი.

ქარ­თველ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ამას წი­ნათ, 2012 წლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­დას­ცა ძა­ლა­უფ­ლე­ბა ახალ მთავ­რო­ბას, ქვეყ­ნის ვეს­ტერ­ნი­ზა­ცი­ის­თვის ბევ­რი რე­ფორ­მა გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ ამ რე­ფორ­მა­ტორ­მა ლი­დერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რად­გან ცხოვ­რე­ბის დონე ხელ­შე­სა­ხე­ბად არ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლა. ქვეყ­ნის ახალ­მა ლი­დერ­მა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის პოს­ტი იმით მო­ი­პო­ვა, რომ არ­ჩევ­ნებ­ში მე­ზობ­ლებ­თან გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბის პი­რო­ბა დადო. მას შემ­დეგ, რაც ის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­ვი­და, ივა­ნიშ­ვი­ლი მის­დევს ძვე­ლი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის, სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ათო­ბით პო­ლი­ტი­კო­სი­სა და ჩი­ნოვ­ნი­კის და­პა­ტიმ­რე­ბის პო­ლი­ტი­კას, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო აპა­რა­ტის შე­მომ­ტკი­ცე­ბის მი­სე­ულ ამ მცდე­ლო­ბას მი­ე­სალ­მე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­სავ­ლელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა დაგ­მეს ასე­თი ქმე­დე­ბა, რო­გორც არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ისი­ნიც დი­დად არ იმაღ­ლე­ბენ ხმას. უფრო მე­ტიც, ივა­ნიშ­ვი­ლი მა­ლე­ვე შე­უდ­გა სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ას და, რო­გორც ჩანს სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ის ამ მი­ზანს მი­აღ­წევს.

მას შემ­დეგ, რაც დი­ა­ლოგს რუ­სეთ­თან მწვა­ნე შუქი აუნ­თეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ მე­სა­მე ქვეყ­ნის შუ­ა­მავ­ლო­ბით შე­უძ­ლი­ათ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბა, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა რუ­სე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ჟე­ნე­ვა­ში უკვე შედ­გა. ამ შეკ­რე­ბას რუ­სეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სპე­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ ზუ­რაბ აბა­ში­ძე­სა და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის,დი­მიტ­რი კა­რა­სინს შო­რის, რუ­სე­თი მი­ე­სალ­მა და ორი­ვე ქვე­ყა­ნა იმა­ზე შე­თან­ხმდა, რომ პირ­ველ რიგ­ში გა­ნამ­ტკი­ცე­ბენ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს. რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა თან­და­თან და თუ ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, მათ შე­იძ­ლე­ბა შეც­ვა­ლონ აფხა­ზეთ­თან და სამ­ხრეთ ოსეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­წყო­ბე­ბი. და მარ­თლაც რუ­სეთ­თან ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ას ივა­ნიშ­ვი­ლი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. გან­სხვა­ვე­ბით წინა მთავ­რო­ბი­სა­გან, მან გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო მთლი­ა­ნად უჭერს მხარს 2014 წლის სო­ჭის ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებს. მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ მზა­დაა გახ­სნას აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზა. სა­ქარ­თვე­ლოს სო­ჭის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა, ქვეყ­ნი­სა, რო­მელ­მაც აღი­ა­რა ჩერ­ქე­ზე­ბის გე­ნო­ცი­დი, აფხა­ზე­თის რკი­ნიგ­ზი­სად­მი მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ სომ­ხეთს ახა­რებს, მაგ­რამ აშ­ფო­თებს რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებს, აზერ­ბა­ი­ჯანს, თურ­ქეთ­სა და აფხა­ზეთს, რაც იმის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გან­ზრა­ხუ­ლი აქვს რუ­სეთ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის გა­ნა­წყე­ნე­ბის ხარ­ჯზე.

რკი­ნიგ­ზა თბი­ლისს სო­ხუ­მის გავ­ლით და­ა­კავ­ში­რებს რუ­სეთ­თან, ხოლო გი­უმ­რის გავ­ლით, სომ­ხეთ­თან. ამ რკი­ნიგ­ზის ამოქ­მე­დე­ბა კე­თი­ლი ნე­ბის ნი­შა­ნია – ეს და­ეხ­მა­რე­ბა რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს გი­უმ­რის სამ­ხედ­რო ბა­ზას­თან და­კავ­ში­რე­ბა­ში, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ტრან­სპორ­ტი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს, რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის. მაგ­რამ თავ­და­პირ­ვე­ლად რუ­სეთ­მა ამ წი­ნა­და­დე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ მი­ა­ნი­ჭა, აფხა­ზე­თი სა­ერ­თოდ წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და მას ხა­ფანგს უწო­დებ­და, ხოლო აზერ­ბა­ი­ჯან­მა თბი­ლისს მო­უ­წო­და უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მოჰ­კი­დე­ბო­და სა­კითხს, რად­გან ში­შობ­და, რომ სომ­ხე­თი ამ რკი­ნიგ­ზის მეშ­ვე­ო­ბით დახ­მა­რე­ბის და­მა­ტე­ბით წყა­როს შე­ი­ძენ­და. და მარ­თლაც ქარ­თუ­ლი რკი­ნიგ­ზა უმე­ტე­სად სომ­ხეთ­სა და რუ­სეთს მო­უ­ტანს მო­გე­ბას.

სა­ქარ­თვე­ლო ვალ­შია სა­ა­კაშ­ვილ­თან თა­ვი­სი ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რის გამო. მი­უ­ხე­და­ვად პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მცდე­ლო­ბი­სა, სა­ა­კაშ­ვი­ლის მომ­ხრე ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის წმენ­და მო­ა­წყოს და ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის­კენ წა­იყ­ვა­ნოს, სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ნაგ­რძობს პო­ზი­ტი­უ­რი პრო-და­სავ­ლუ­რი მე­სი­ჯე­ბის გაგ­ზავ­ნას. ამ კონ­ტექ­სტში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ამ ქვეყ­ნის­თვის ვი­ტა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა და კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ზე მთლი­ა­ნად დიდ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს. მოვ­ლე­ნა­თა ასეთ­მა გან­ვი­თა­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ისე­თი ბიძ­გე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა თურ­ქე­თის­თვის და შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ჩი­ნოს ბზა­რე­ბი გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ბა­ლან­სში.

სომ­ხეთ­ში დე­მოკ­რა­ტი­ას თრგუ­ნა­ვენ

თე­ბერ­ვალ­შია და­ნიშ­ნუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სომ­ხეთ­ში, რა­მაც ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი და­ა­ყე­ნა. იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ (Civilitas Foundation) რო­მე­ლიც სომ­ხე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ვარ­თან ოს­კა­ნი­ან­მა და­ა­ფუძნა და რომ­ლის პო­ლი­ტი­კურ­მა გავ­ლე­ნამ ამ ბოლო დროს ბევ­რი შე­ა­ში­ნა, თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით, ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნია და­ი­წყო. მას შემ­დეგ, რაც ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­ა­ძე­ვეს პო­ლი­ტი­კუ­რი სცე­ნი­დან, ოს­კა­ნი­ა­ნის ძა­ლა­უფ­ლე­ბა მისი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე ძა­ლი­ან შემ­ცირ­და, ამ დროს კი კონ­კუ­რენ­ცია სხვა პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის გრძელ­დე­ბა. ასე­ვე სომ­ხე­თის პარ­ტი­ის მდი­დარ­მა ლი­დერ­მა გა­გიკ ცა­რუ­კი­ან­მა, ქვეყ­ნის ერთ-ერ­თმა წამ­ყვან­მა ოლი­გარ­ქმა, თა­ვი­სი კან­დი­და­ტუ­რა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მოხ­სნა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, შან­ტა­ჟის გამო. მსგავ­სად ამი­სა, ბევ­რი სხვა პო­ლი­ტი­კო­სი ზე­წო­ლის ქვეშ არის და თა­ვი­სუფ­ლად ვერ გა­მო­ხა­ტავს თა­ვის მო­საზ­რე­ბებს. ამ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ყვე­ლა­ზე აღ­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ნი­შა­ნი ის არის, რომ ისი­ნი მხარს უჭე­რენ სომ­ხე­თის ეფექ­ტურ ურ­თი­ერ­თო­ბებს მე­ზობ­ლებ­თან და სურთ თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა რუ­სე­თის გავ­ლე­ნის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. რო­გორ ჩანს, წრე იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც status quo-ს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უჭე­რენ მხარს, პრე­ვა­ლი­რებს, რო­გორც ყო­ველ­თვის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის თვალ­საზ­რი­სით გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას არ უნდა ვე­ლო­დოთ. არ­სე­ბულ სის­ტე­მას ერე­ვან­ში, რო­მელ­შიც ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ოლი­გარ­ქე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, სა­ბო­ლოო სი­ტყვა ეთ­ქმის, რო­გორც ქვეყ­ნის შიდა, ასე­ვე სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში. ამ სის­ტე­მის აქ­ტო­რე­ბი სულ უფრო ზრდი­ან პერ­სო­ნა­ლურ მო­გე­ბას და ვერ მარ­თა­ვენ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას წარ­მა­ტე­ბით.

პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ სომ­ხე­თი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად ფეს­ვგად­გმუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის­გან, ნე­ბის­მი­ე­რი ხერ­ხით აჩუ­მე­ბენ.

ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებ­ში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებს, მათ შო­რის ქარ­თულ-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, ევ­რა­ზი­ის კავ­ში­რის შექ­მნის­თვის რუ­სე­თის მიერ გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვას, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ხის რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კას და­სავ­ლეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სომ­ხე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი გე­ზის გან­სა­ზღვრი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ენი­ჭე­ბა. გარ­და სომ­ხე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა რუ­სეთ­ზე, ყუ­რა­დღე­ბით უნდა გა­ა­ნა­ლიზ­დეს ის პო­ზი­ტი­უ­რი მე­სი­ჯე­ბიც, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნამ გა­უგ­ზავ­ნა ნა­ტო­სა და ევ­რო­კავ­შირს. უფრო მე­ტიც, სომ­ხე­თის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვადა 2015 წლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ამი­ტომ ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის პო­ზი­ცია თურ­ქეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

თურ­ქე­თი სე­რი­ო­ზუ­ლად უნდა მო­ე­კი­დოს რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებს და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ზო­მე­ბიც მი­ი­ღოს, რად­გან და­სავ­ლე­თი­სა და რუ­სე­თის მოქ­მე­დე­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა გან­სა­ზღვროს თურ­ქე­თის პო­ზი­ცია რე­გი­ონ­ში.

foreignpress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

Today's Zaman - პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდასა და ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანას ცდილობს

Today's Zaman - პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდასა და ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანას ცდილობს

todayszaman.com

კავკასიაში, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამო, საშინაო პოლიტიკაში შექმნილმა დაძაბულობამ, ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზეც იქონია გავლენა. აზერბაიჯანშიც კი, რომელიც თითქოს ამ ქვეყნებს შორის ყველაზე სტაბილურია, ათზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მთავრობის წინააღმდეგ ხმის ამოღება შეძლო, ხოლო დისიდენტი პოლიტიკოსები პროცესებზე უპრეცედენტო გავლენას ახდენენ და გარე სამყაროს საკუთარ გზავნილებს ატყობინებენ.

მაგრამ პოლიტიკური კრიზისი საქართველოსა და სომხეთში იმაზე მიგვანიშნებს, თუ როგორ და რა სფეროებში შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან დემოკრატიული ფასეულობები.

ქართველმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ამას წინათ, 2012 წლის დემოკრატიული არჩევნების შემდეგ გადასცა ძალაუფლება ახალ მთავრობას, ქვეყნის ვესტერნიზაციისთვის ბევრი რეფორმა გაატარა, მაგრამ ამ რეფორმატორმა ლიდერმა მოსახლეობის უკმაყოფილება დაიმსახურა, რადგან ცხოვრების დონე ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა. ქვეყნის ახალმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მინისტრის პოსტი იმით მოიპოვა, რომ არჩევნებში მეზობლებთან გაწონასწორებული ურთიერთობისა და ხალხის კეთილდღეობის პირობა დადო. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე მოვიდა, ივანიშვილი მისდევს ძველი მთავრობის წევრების, სააკაშვილთან დაახლოებული ათობით პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის დაპატიმრების პოლიტიკას, ხოლო საზოგადოება სახელმწიფო აპარატის შემომტკიცების მისეულ ამ მცდელობას მიესალმება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა ხელისუფლებებმა დაგმეს ასეთი ქმედება, როგორც არადემოკრატიული, ისინიც დიდად არ იმაღლებენ ხმას. უფრო მეტიც, ივანიშვილი მალევე შეუდგა საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციას და, როგორც ჩანს საშუალოვადიან პერსპექტივაში ის ამ მიზანს მიაღწევს.

მას შემდეგ, რაც დიალოგს რუსეთთან მწვანე შუქი აუნთეს და განაცხადეს, რომ მესამე ქვეყნის შუამავლობით შეუძლიათ მოლაპარაკებების დაწყება, პირველი შეხვედრა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ჟენევაში უკვე შედგა. ამ შეკრებას რუსეთში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის სახელმწიფო მდივნისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,დიმიტრი კარასინს შორის, რუსეთი მიესალმა და ორივე ქვეყანა იმაზე შეთანხმდა, რომ პირველ რიგში განამტკიცებენ სავაჭრო ურთიერთობებს. რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდება თანდათან და თუ ტენდენცია გაგრძელდება, მათ შეიძლება შეცვალონ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული განწყობები. და მართლაც რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას ივანიშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. განსხვავებით წინა მთავრობისაგან, მან გამოაცხადა, რომ საქართველო მთლიანად უჭერს მხარს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა გახსნას აფხაზეთის რკინიგზა. საქართველოს სოჭის ოლიმპიური თამაშების ინიციატივა, ქვეყნისა, რომელმაც აღიარა ჩერქეზების გენოციდი, აფხაზეთის რკინიგზისადმი მისი დამოკიდებულება მხოლოდ სომხეთს ახარებს, მაგრამ აშფოთებს რეგიონის სხვა ქვეყნებს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და აფხაზეთს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოს განზრახული აქვს რუსეთთან ახლო ურთიერთობის დამყარება რეგიონის სხვა ქვეყნებისა და ადმინისტრაციების განაწყენების ხარჯზე.

რკინიგზა თბილისს სოხუმის გავლით დააკავშირებს რუსეთთან, ხოლო გიუმრის გავლით, სომხეთთან. ამ რკინიგზის ამოქმედება კეთილი ნების ნიშანია – ეს დაეხმარება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გიუმრის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებაში, გააუმჯობესებს ტრანსპორტირებას საქართველოს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის. მაგრამ თავდაპირველად რუსეთმა ამ წინადადებას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა, აფხაზეთი საერთოდ წინააღმდეგი იყო და მას ხაფანგს უწოდებდა, ხოლო აზერბაიჯანმა თბილისს მოუწოდა უფრო პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა საკითხს, რადგან შიშობდა, რომ სომხეთი ამ რკინიგზის მეშვეობით დახმარების დამატებით წყაროს შეიძენდა. და მართლაც ქართული რკინიგზა უმეტესად სომხეთსა და რუსეთს მოუტანს მოგებას.

საქართველო ვალშია სააკაშვილთან თავისი ევრო-ატლანტიკური ვექტორის გამო. მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მცდელობისა, სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდა მოაწყოს და ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს, სააკაშვილი განაგრძობს პოზიტიური პრო-დასავლური მესიჯების გაგზავნას. ამ კონტექსტში საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყნისთვის ვიტალური მნიშვნელობისაა და კავკასიის რეგიონზე მთლიანად დიდ გავლენას იქონიებს. მოვლენათა ასეთმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ბიძგები, რომლებიც საინტერესო იქნება თურქეთისთვის და შეიძლება გააჩინოს ბზარები გეოპოლიტიკურ ბალანსში.

სომხეთში დემოკრატიას თრგუნავენ

თებერვალშია დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, რამაც ერთმანეთის პირისპირ ბევრი პოლიტიკოსი დააყენა. იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ (Civilitas Foundation) რომელიც სომხეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვართან ოსკანიანმა დააფუძნა და რომლის პოლიტიკურმა გავლენამ ამ ბოლო დროს ბევრი შეაშინა, თაღლითობის ბრალდებით, ცილისმწამებლური კამპანია დაიწყო. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია გააძევეს პოლიტიკური სცენიდან, ოსკანიანის ძალაუფლება მისი ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე ძალიან შემცირდა, ამ დროს კი კონკურენცია სხვა პოლიტიკოსებს შორის გრძელდება. ასევე სომხეთის პარტიის მდიდარმა ლიდერმა გაგიკ ცარუკიანმა, ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა ოლიგარქმა, თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში მოხსნა, როგორც ამბობენ, შანტაჟის გამო. მსგავსად ამისა, ბევრი სხვა პოლიტიკოსი ზეწოლის ქვეშ არის და თავისუფლად ვერ გამოხატავს თავის მოსაზრებებს. ამ პოლიტიკოსების ყველაზე აღსანიშნავი გამაერთიანებელი ნიშანი ის არის, რომ ისინი მხარს უჭერენ სომხეთის ეფექტურ ურთიერთობებს მეზობლებთან და სურთ თავისი ქვეყანა რუსეთის გავლენისგან გაათავისუფლონ. როგორ ჩანს, წრე იმ ადამიანებისა, რომლებიც status quo-ს შენარჩუნებას უჭერენ მხარს, პრევალირებს, როგორც ყოველთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ. არსებულ სისტემას ერევანში, რომელშიც ცალკეული პოლიტიკოსები და ოლიგარქები მონაწილეობენ, საბოლოო სიტყვა ეთქმის, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ამ სისტემის აქტორები სულ უფრო ზრდიან პერსონალურ მოგებას და ვერ მართავენ ქვეყნის ეკონომიკას წარმატებით.

პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ გაათავისუფლონ სომხეთი გეოპოლიტიკურად ფესვგადგმული პრობლემებისგან, ნებისმიერი ხერხით აჩუმებენ.

ახალი პრეზიდენტის მმართველობის პერიოდში, რეგიონის ქვეყნებში მომხდარ ცვლილებებს, მათ შორის ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას, ევრაზიის კავშირის შექმნისთვის რუსეთის მიერ გაწეული ძალისხმევას, მთიანი ყარაბახის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და რეგიონის ქვეყნების პოლიტიკას დასავლეთთან მიმართებაში, სომხეთის პოლიტიკური გეზის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. გარდა სომხეთის დამოკიდებულებისა რუსეთზე, ყურადღებით უნდა გაანალიზდეს ის პოზიტიური მესიჯებიც, რომლებიც ქვეყანამ გაუგზავნა ნატოსა და ევროკავშირს. უფრო მეტიც, სომხეთის ახალი პრეზიდენტის ვადა 2015 წლამდე გაგრძელდება, ამიტომ ახალი პრეზიდენტის პოზიცია თურქეთთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

თურქეთი სერიოზულად უნდა მოეკიდოს რეგიონში მიმდინარე ცვლილებებს და საჭიროების შემთხვევაში, ზომებიც მიიღოს, რადგან დასავლეთისა და რუსეთის მოქმედებებმა შეიძლება განსაზღვროს თურქეთის პოზიცია რეგიონში.

foreignpress.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა