მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაზაფხულზე მოსახლეობას უფასოდ დაუხნავენ მიწას"
"გაზაფხულზე მოსახლეობას უფასოდ დაუხნავენ მიწას"

რო­გორც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა და­ვით კირ­ვა­ლი­ძემ გვი­თხრა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი (რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მი­ლი­არ­დი­ან ფონდს უწო­დებს) უკვე შე­იქ­მნა და მთავ­რო­ბამ თა­ვი­სი და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვაც და­ი­წყო:

- პირ­ვე­ლი და­პი­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად - სა­გა­ზა­ფხუ­ლო ხვნის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მუ­შა­ო­ბა უკვე და­ი­წყო. ჩვენ და­ვეხ­მა­რე­ბით გა­ჭირ­ვე­ბულ გლე­ხებს, რო­მელ­თაც ნაკ­ვე­თე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა აქვთ. ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლე აღუ­წე­რავ­მა მი­წის ნაკ­ვე­თებ­მა შეგ­ვიქ­მნა. ჩემ­და გა­სა­ოც­რად აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ნაკ­ვე­თებ­ზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ 20-30%-ს აქვს.

- ბევ­რს უნ­დო­და მი­წის და­რე­გის­ტრი­რე­ბა, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს. რო­გორც ამიხ­სნეს, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­დო­და, მი­წის მე­სა­კუთ­რე ად­ვი­ლად ემარ­თა ამ ბერ­კე­ტით.

- ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რია, რა იმა­ლე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ გან­ზრახ­ვის მიღ­მა. ფაქ­ტია, რომ გლე­ხო­ბის დიდ ნა­წილს არა აქვს მი­წის სა­კუთ­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი. გვინ­და შე­ვი­მუ­შა­ოთ ყვე­ლა­ზე სწრა­ფი და მი­სა­ღე­ბი სქე­მა და ეს ამ­ბა­ვი დას­რულ­დეს, სოფ­ლის მცხოვ­რებ­სა და მი­წის მე­სა­კუთ­რეს სა­კუთ­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა უნდა ჰქონ­დეს. ეს ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვი­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი ამო­ცა­ნაა.

მი­წის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცესს ვერ მი­ვა­ბამ­დით სა­გა­ზა­ფხუ­ლო ხვნის და­წყე­ბას და ვერ ვი­ტყო­დით, ვი­საც რე­გის­ტრა­ცია არა აქვს, მი­წას არ და­ვუხ­ნავ­თო. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ ყვე­ლა რა­ი­ო­ნი ჩა­მო­ი­ა­რა და ვი­თა­რე­ბა შე­ის­წავ­ლა. ამ­ჟა­მად ამ მო­ნა­ცე­მებს ვა­მუ­შა­ვებთ. მიმ­დი­ნა­რე კვი­რას ქვე­მო ქარ­თლი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყვე­ლა სო­ფელ­ში გა­მო­აკ­რა­ვენ აღ­რი­ცხვის სი­ებს და მო­სახ­ლე­ო­ბას ერთ კვი­რას მის­ცე­მენ, რომ ვინც არ იქ­ნე­ბა სი­ა­ში, და­ე­მა­ტოს ან არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გას­წორ­დეს. პა­რა­ლე­ლუ­რად ვყი­დუ­ლობთ ახალ ტექ­ნი­კას, ტრაქ­ტო­რებ­სა და მი­საბ­მე­ლებს. ევ­რო­პი­დან ჩა­მო­ვი­ტანთ მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან ტექ­ნი­კას, რო­მე­ლიც დიდ­ხანს იმუ­შა­ვებს. ამ ტექ­ნი­კას სპე­ცი­ფი­კუ­რი მოვ­ლა სჭირ­დე­ბა და ამი­ტო­მაც 900 მე­ქა­ნი­ზა­ტო­რი და­საქმდე­ბა. 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 900 კაცი სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე გა­ივ­ლის ტრე­ნინგს, ის­წავ­ლი­ან ახა­ლი ტექ­ნი­კის მომ­სა­ხუ­რე­ბას, ტექ­ნო­ლო­გი­ას და შემ­დგომ ჩა­ერ­თვე­ბი­ან სა­გა­ზა­ფხუ­ლო პროგ­რა­მა­ში, და­საქმდე­ბი­ან. ეს ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ღე­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა. რამ­დენ ჰექ­ტარ­საც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, იმის მი­ხედ­ვით მი­ი­ღე­ბენ გა­სამ­რჯე­ლოს.

20 იან­ვრი­დან მე­ქა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მომ­ზა­დე­ბას და­ვი­წყებთ. მარ­თა­ლია, ხალ­ხი ახალ წელს აღ­ნიშ­ნავს, მაგ­რამ საქ­მე არ იც­დის.

ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, და­საქმდეს, თუ მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბა აქვს მე­ქა­ნი­ზა­ცი­ა­ში, უნდა გა­მო­ცხად­დეს შპს "მე­ქა­ნი­ზა­ტო­რის" რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრებ­ში ან სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრებ­ში და ჩა­ა­ბა­როს გა­ნა­ცხა­დი.

ამის მერე და­ი­წყე­ბა მათი შერ­ჩე­ვა. გა­ზა­ფხულ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბას უფა­სოდ და­უხ­ნა­ვენ მი­წას და სა­ა­მი­სოდ 50 მლნ ლა­რის 300-ზე მეტი ერ­თე­უ­ლი ტექ­ნი­კა შე­მოგ­ვაქვს. და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბი უკვე 15 იან­ვარს უნდა გვქონ­დეს...

მი­წას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბევ­რი სა­კი­თხია და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი, და­წყე­ბუ­ლი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმით, რომ ყო­ფი­ლა ფაქ­ტე­ბი, რომ

ვი­ღა­ცე­ბი მი­წის ნა­ყო­ფი­ერ ზედა ფე­ნას ჭრი­ან და ქვეყ­ნი­დან გა­აქვთ.

ასე­თი რამ უნდა გა­მო­ი­რი­ცხოს! ეს სა­კი­თხე­ბი მი­წის კო­დექსმა უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს! იმი­სათ­ვის, რომ მი­წის ფონ­დი სწო­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ და მო­მა­ვალ თა­ო­ბა­საც შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ, მი­წის კო­დექ­სი სას­წრა­ფოდ უნდა მი­ვი­ღოთ.

- ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მწი­ფოს დახ­ნულ მი­წა­ში გლე­ხი ან ფერ­მე­რი რას და­თე­სავს. რო­გორც მი­თხრეს, რა­ტომ­ღაც სა­თეს­ლე კარ­ტო­ფი­ლი აშშ-იდან შე­მოგ­ვაქვს და არა ჩვე­ნი სა­მე­ზობ­ლო­დან.

- ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში სა­თეს­ლე მა­სა­ლის ხა­რის­ხი და­ბა­ლია. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­თეს­ლე მა­სა­ლა არა აშშ-დან, ჰო­ლან­დი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან და შოტ­ლან­დი­ი­დან შე­მო­დის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა

"გაზაფხულზე მოსახლეობას უფასოდ დაუხნავენ მიწას"

"გაზაფხულზე მოსახლეობას უფასოდ დაუხნავენ მიწას"

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ გვითხრა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ფონდი (რომელსაც საზოგადოება მილიარდიან ფონდს უწოდებს) უკვე შეიქმნა და მთავრობამ თავისი დაპირების შესრულებაზე ზრუნვაც დაიწყო:

- პირველი დაპირების შესასრულებლად - საგაზაფხულო ხვნის ჩასატარებლად მუშაობა უკვე დაიწყო. ჩვენ დავეხმარებით გაჭირვებულ გლეხებს, რომელთაც ნაკვეთების დამუშავების საშუალება არა აქვთ. ყველაზე დიდი სირთულე აღუწერავმა მიწის ნაკვეთებმა შეგვიქმნა. ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე საკუთრების უფლება მხოლოდ 20-30%-ს აქვს.

- ბევრს უნდოდა მიწის დარეგისტრირება, მაგრამ ვერ მოახერხეს. როგორც ამიხსნეს, წინა ხელისუფლებას უნდოდა, მიწის მესაკუთრე ადვილად ემართა ამ ბერკეტით.

- ძნელი მისახვედრია, რა იმალებოდა ხელისუფლების ამ განზრახვის მიღმა. ფაქტია, რომ გლეხობის დიდ ნაწილს არა აქვს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. გვინდა შევიმუშაოთ ყველაზე სწრაფი და მისაღები სქემა და ეს ამბავი დასრულდეს, სოფლის მცხოვრებსა და მიწის მესაკუთრეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა უნდა ჰქონდეს. ეს ინვესტიციის განხორციელებისთვისაც გადაუდებელი ამოცანაა.

მიწის რეგისტრაციის პროცესს ვერ მივაბამდით საგაზაფხულო ხვნის დაწყებას და ვერ ვიტყოდით, ვისაც რეგისტრაცია არა აქვს, მიწას არ დავუხნავთო. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველა რაიონი ჩამოიარა და ვითარება შეისწავლა. ამჟამად ამ მონაცემებს ვამუშავებთ. მიმდინარე კვირას ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის ყველა სოფელში გამოაკრავენ აღრიცხვის სიებს და მოსახლეობას ერთ კვირას მისცემენ, რომ ვინც არ იქნება სიაში, დაემატოს ან არასწორი ინფორმაცია გასწორდეს. პარალელურად ვყიდულობთ ახალ ტექნიკას, ტრაქტორებსა და მისაბმელებს. ევროპიდან ჩამოვიტანთ მაღალხარისხიან ტექნიკას, რომელიც დიდხანს იმუშავებს. ამ ტექნიკას სპეციფიკური მოვლა სჭირდება და ამიტომაც 900 მექანიზატორი დასაქმდება. 2 თვის განმავლობაში 900 კაცი სახელმწიფოს ხარჯზე გაივლის ტრენინგს, ისწავლიან ახალი ტექნიკის მომსახურებას, ტექნოლოგიას და შემდგომ ჩაერთვებიან საგაზაფხულო პროგრამაში, დასაქმდებიან. ეს ანაზღაურების მიღების კარგი საშუალებაა. რამდენ ჰექტარსაც მოემსახურებიან, იმის მიხედვით მიიღებენ გასამრჯელოს.

20 იანვრიდან მექანიზატორების მომზადებას დავიწყებთ. მართალია, ხალხი ახალ წელს აღნიშნავს, მაგრამ საქმე არ იცდის.

ვისაც სურვილი აქვს, დასაქმდეს, თუ მინიმალური საბაზისო განათლება აქვს მექანიზაციაში, უნდა გამოცხადდეს შპს "მექანიზატორის" რაიონულ ცენტრებში ან სურსათის ეროვნული სააგენტოს რაიონულ ცენტრებში და ჩააბაროს განაცხადი.

ამის მერე დაიწყება მათი შერჩევა. გაზაფხულზე მოსახლეობას უფასოდ დაუხნავენ მიწას და საამისოდ 50 მლნ ლარის 300-ზე მეტი ერთეული ტექნიკა შემოგვაქვს. დასაქმების მსურველების განაცხადები უკვე 15 იანვარს უნდა გვქონდეს...

მიწასთან დაკავშირებული ბევრი საკითხია დასარეგულირებელი, დაწყებული საკუთრების უფლებით, დამთავრებული იმით, რომ ყოფილა ფაქტები, რომ

ვიღაცები მიწის ნაყოფიერ ზედა ფენას ჭრიან და ქვეყნიდან გააქვთ.

ასეთი რამ უნდა გამოირიცხოს! ეს საკითხები მიწის კოდექსმა უნდა დაარეგულიროს! იმისათვის, რომ მიწის ფონდი სწორად გამოვიყენოთ და მომავალ თაობასაც შევუნარჩუნოთ, მიწის კოდექსი სასწრაფოდ უნდა მივიღოთ.

- ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დახნულ მიწაში გლეხი ან ფერმერი რას დათესავს. როგორც მითხრეს, რატომღაც სათესლე კარტოფილი აშშ-იდან შემოგვაქვს და არა ჩვენი სამეზობლოდან.

- ჩვენს სამეზობლოში სათესლე მასალის ხარისხი დაბალია. მაღალი ხარისხის სათესლე მასალა არა აშშ-დან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და შოტლანდიიდან შემოდის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"