მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის წლის "ენერგიული" და "ადეიშვილი კაბაში"
ვინ არის წლის "ენერგიული" და "ადეიშვილი კაბაში"

ვას­რუ­ლებთ წლის ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას, თუკი ვინ­მე გა­მოგ­ვრჩა, იმე­დია, გვა­პა­ტი­ებთ!.. შე­ვე­ცა­დეთ, ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო სახე მოხ­ვედ­რი­ლი­ყო ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის სი­ა­ში.

წლის "პა­ტიმ­რე­ბის დედა"

ლალი მო­როშ­კი­ნამ მას შემ­დეგ, რაც პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის კად­რე­ბი სა­ჯა­რო გახ­და, შო­კის მი­ღე­ბაც არ გვა­ცა­ლა წე­სი­ე­რად, მა­შინ­ვე სა­პა­ტიმ­რო­ებ­თან გამ­წეს­და და იქ ათენ-აღა­მებ­და, შემ­დეგ კი ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბო­და, რო­გორ და­უ­ჩო­ქა პა­ტიმ­რებს და უთხრა, ლალი ვარ მო­როშ­კი­ნაო. ერთ-ერ­თზე ისიც კი თქვა, ჩემი შვი­ლის ტო­ლი­აო. ამ­დენ­მა აქ­ტი­უ­რო­ბამ მას სო­ზარ სუ­ბა­რის მრჩევ­ლის პოს­ტი მო­უ­ტა­ნა.

წლის "ადე­იშ­ვი­ლი კა­ბა­ში"

თეა წუ­ლუ­კი­ანს უკვე შე­არ­ქვეს "ადე­იშ­ვი­ლი კა­ბა­ში", თუმ­ცა ახ­ლან­დე­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი ძვე­ლის ნაკ­ვა­ლევს არ მიჰ­ყვე­ბა და არც მის ფე­შე­ნე­ბე­ლურ, ევ­რო­რე­მონ­ტი­ან კა­ბი­ნეტ­ში მო­ი­სურ­ვა დაჯ­დო­მა. რო­გორც ჩანს, ეს მეტ­სა­ხე­ლი, უბ­რა­ლოდ, ერ­თმა და იმა­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბამ გა­მო­იწ­ვია. თეა წუ­ლუ­კი­ანს ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით და მშვი­დი სა­ხით შე­უძ­ლია ისა­უბ­როს რო­გორც მთამ­სვლე­ლის სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა­ზე, ასე­ვე ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე.

წლის "სახ­ლი­დან გა­ვი­და და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა"

ზურა ადე­იშ­ვი­ლი ცხრა მთას იქით გა­და­ი­კარ­გა, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მისი ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი ვე­რა­ვინ გა­ი­გო. ბო­რო­ტი ხმე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბას და­ე­მა­ლა და ეს იუ­რის­ტის მრა­ვალ­წლი­ან­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ უკარ­ნა­ხა. რას ვი­ზამთ, თა­ვად უკე­თე­სად არ იცის, რა ცოდ­ვე­ბი ადევს მხრებ­ზე?

წლის "ენერ­გი­უ­ლი"

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ისე, რომ არც აცია და არც აცხე­ლა, კა-კას, ანუ კახი კა­ლა­ძეს თავი ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში უკრა. თუკი ვინ­მე არის ჩვენს მკი­თხვე­ლებს შო­რის, რო­მელ­მაც არ იცის, რით არის და­კა­ვე­ბუ­ლი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სა­მი­ნის­ტრო, გაც­ნო­ბებთ, რომ აქ უბ­რა­ლოდ, ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი კი არა, ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში ცოტა აზ­რზე მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ინიშ­ნე­ბი­ან. კა­ლა­ძე ამას წი­ნათ "კვი­რის პა­ლიტ­რის" გა­მო­კი­თხვა­ში ყვე­ლა­ზე არა­ე­ფექ­ტურ მი­ნის­ტრად და­სა­ხელ­და, რა­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ და­ე­თან­ხმა, კარ­გად მუ­შა­ობ­სო. ისე, ენერ­გი­უ­ლი ბიჭი კი ჩანს.

წლის "ცოტ­ნე და­დი­ა­ნი"

სვი­მონ მას­ხა­რაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ "დიდი ის­ტო­რი­კო­სია", რო­დე­საც ცი­ხე­ში და­კი­თხვა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ბაჩო ახა­ლა­ი­ა­სა და ცოტ­ნე და­დი­ანს შო­რის აშ­კა­რა პა­რა­ლე­ლი და­ი­ნა­ხა. მის­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე ცოტ­ნე და­დი­ა­ნი სწო­რედ ბაჩო ახა­ლა­ი­აა, რო­მე­ლიც გმი­რუ­ლად გა­მო­ცხად­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა კი, რო­გორც ჩანს, ესო­დენ დიდი მსგავ­სე­ბა ბა­ჩა­ნა­სა და ცოტ­ნეს შო­რის ვერ და­ი­ნა­ხა... ისიც არ არის ცნო­ბი­ლი, ფი­გუ­რი­რებ­და თუ არა თაფ­ლი ამ ამ­ბავ­ში.

წლის "ბაჩო ახა­ლა­ი­ას ტურ­ფა"

თეა თუთ­ბე­რი­ძე ახა­ლა­ი­ას და­კა­ვე­ბამ ისე აღაშ­ფო­თა, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მთა­ვარ ფო­ტოდ ექსმი­ნის­ტრის სუ­რა­თი და­ი­ყე­ნა, მა­ნამ­დეც არა­ერ­თხელ გა­მო­ხა­ტა სიმ­პა­თია ახა­ლა­ი­ას მი­მართ, მა­გა­ლი­თად, მა­შინ, რო­დე­საც ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ბა­ჩომ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, თეა თუთ­ბე­რი­ძე ახა­ლა­ი­ა­თი ამა­ყობ­და. შემ­დეგ კი, რო­დე­საც ყო­ფილ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს და ცი­ხი­დან ცი­ხე­ში არ­ბე­ნი­ნებ­დნენ, თუთ­ბე­რი­ძე ლა­მის მზად იყო, მას­თან ერ­თად გა­ე­ტა­რე­ბი­ნა პა­ტიმ­რო­ბის დღე­ე­ბი. მოკ­ლედ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლი­ვით იქ­ცე­ო­და და ტურ­ფას ნო­მი­ნა­ცი­აც და­იმ­სა­ხუ­რა.

წლის "ტიტ­ვე­ლი"

ფო­ტოგ­რაფ იური მე­ჩი­თო­ვის სა­უ­ბა­რი მეგ­რე­ლებ­ზე, აჭარ­ლებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე უკ­რა­ი­ნელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, მე­ჩი­თო­ვის სახ­ლში, კერ­ძოდ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩა­ი­წე­რეს, სა­დაც ფო­ტოგ­რა­ფი მათ შიშ­ვე­ლი გა­მო­ე­ცხა­და. ტიტ­ლი­კა­ნა ფო­ტოგ­რა­ფის ში­ნა­უ­რუ­ლი სა­უ­ბა­რი მა­შინ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რო­დე­საც ის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ წა­რად­გი­ნეს. ატყდა ერთი ამ­ბა­ვი და გა­წევ-გა­მო­წე­ვა, ასე­თი ადა­მი­ა­ნი რა­ტომ უნდა იყოს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეო. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ გუ­რამ ოდი­შა­რი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მე­ჩი­თო­ვი მო­ად­გი­ლე­ო­ბი­დან მოხ­სნა.

წლის "ზრდი­ლო­ბი­ა­ნი"

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მე­ო­რე მო­ად­გი­ლე, ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე, სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრში მო­ექ­ცა, რო­დე­საც "ფე­ის­ბუქ­ზე" მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის ლან­ძღვა-გი­ნე­ბის სტა­ტუ­სე­ბი "ამო­უ­ლა­გეს" და მი­ნისტრს ლა­მის ხონ­ჩით მი­არ­თვეს, ნა­ხეთ, რა ზრდი­ლი მო­ად­გი­ლე და­გი­ნიშ­ნავ­თო. შე­დე­გი იგი­ვე იყო, რაც იური მე­ჩი­თო­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ხუნ­და­ძე მოა­დგი­ლე­ო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

წლის "ან ავ­ლი­ლი, ან ჩავ­ლი­ლი, ხომ არ გი­ნა­ხავთ"

შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი 2012 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად გვახ­სე­ნებ­და თავს და ორ ფრონტზე "ხან­ჯლა­ობ­და", მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც "ეს­პო­რე­ბო­და" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­საც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი მის­მა პარ­ტი­ამ სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი ვერ გა­და­ლა­ხა და დაგ­ვრჩა შა­ლი­კო პარ­ლა­მენ­ტის მან­და­ტის გა­რე­შე და შე­სა­ბა­მი­სად, და­სა­ხე­ვიც არა­ფე­რი აქვს. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ნა­თე­ლაშ­ვილ­მა თვი­თო­ნაც და­ის­ვე­ნა და ჩვენც დაგ­ვას­ვე­ნა, აღარ მარ­თა­ვენ ლე­ი­ბო­რის­ტე­ბი დღე­ში ცხრა­ჯერ ბრი­ფინ­გებს ამა თუ იმ სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მა­ზე, ნა­თე­ლაშ­ვი­ლიც აღარ ზის დათო აქუ­ბარ­დი­ას­თან სა­ა­თო­ბით და აღარ არ­თობს აქუს მა­ყუ­რებ­ლებს, ძვე­ლე­ბუ­რი იუ­მო­რიც აღარ იღ­ვრე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან... დაგ­ვიბ­რუნ­დი, შალ­ვა, რა­ღაც ნა­მე­ტა­ნი გავ­სე­რი­ო­ზულ­დით!..

წლის "პო­ლიგ­ლო­ტი"

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პე­რი­პე­ტი­ე­ბი, არ­ჩევ­ნე­ბი-შმარ­ჩევ­ნე­ბი, სა­ერ­თოდ არ შე­ხე­ბია "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს", რად­გან ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და მათი პარტნი­ო­რე­ბი დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით აქ­ნევ­დნენ ერთ ად­გი­ლებს რიტ­მის შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვის­მი­ნეთ ისე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი, რო­გო­რიც არის "სექ­სი პარ­კეტ­ზე" და რაც მთა­ვა­რია, მივ­ხვდით, რომ ქარ­თველ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე მეტი ენა ბექა ელ­ბა­ქი­ძემ იცის, რო­მელ­მაც პირ­და­პირ ფაქ­ტის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა, მისი ფრა­ზი­დან ყო­ვე­ლი მე­ო­რე სი­ტყვა იტა­ლი­უ­რია. მარ­თა­ლია, ჩვენ ვე­რა­ფერს ვი­გებთ, სა­მა­გი­ე­როდ, ორი­გი­ნა­ლუ­რია.

წლის "კა­ტე­ბის ჩხუ­ბი"

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ჟი­უ­რის წევ­რმა ია ფა­რუ­ლა­ვამ არა­ნა­ი­რად არ გა­ა­ხა­რა თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­მელ­საც რა აღარ უწო­და, თა­კოც აჰ­ყვა და მათ­მა ჩხუბ­მა ტე­ლე­ეკ­რა­ნე­ბი­დან კუ­ლი­სებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, თა­კომ "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტუ­სი, სა­დაც ეწე­რა, რომ ფა­რუ­ლა­ვამ უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბით გა­მო­ლან­ძღა საგ­რი­მი­ო­რო­ში, თაკო აპი­რებ­და, მის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში ეჩივ­ლა, თუმ­ცა მას მერე ტე­ლე­ფონს არ იღებს, რათა შე­ვი­ტყოთ, უჩივ­ლა თუ არა სა­ბო­ლო­ოდ.

წლის "მა­თე­მა­ტი­კო­სი"

შო­რე­ნა შა­ვერ­დაშ­ვილ­მა მა­თე­მა­ტი­კის "ღრმა" ცოდ­ნით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თავი. გარ­და იმი­სა, რომ კახა ბენ­დუ­ქი­ძეს­თან გა­და­ცე­მა­ში დიდ­ხანს ით­ვა­ლა რა­ღა­ცე­ბი და ვერ და­ით­ვა­ლა, "კვი­რის აზ­რებ­ში" ისიც გაგ­ვა­გე­ბი­ნა, რომ კა­თეტ­სა და კა­თე­ტერს ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ არ­ჩევს. შემ­დეგ კი ერთ ლა­რად გა­და­წყვი­ტა "მე­ცხრე არ­ხის" შე­ძე­ნა, რათა თა­ვი­სი მე­ნე­ჯე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის ასა­ღორ­ძი­ნებ­ლად. სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ნი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩით, რო­დე­საც "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" დი­რექ­ტო­რო­ბა­ზე არ შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ ალ­ბათ ამის­თვის ვე­ღარ მო­ი­ცა­ლა...

წლის "ოხუნ­ჯი"

გოგა ხა­ჩი­ძე, მას შემ­დეგ, რაც მი­ნის­ტრი აღარ არის, "ფე­ის­ბუქ­ზე" ოხუნ­ჯო­ბე­ბის მთელ კას­კადს გვახ­ვედ­რებს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დი­ლას, შუ­ა­დღეს და სა­ღა­მოს ხა­ჩი­ძის გვერ­დზე იჭყი­ტე­ბი­ან, რომ იქ მისი იუ­მო­რის მო­რი­გი გა­მოვ­ლი­ნე­ბა შე­ა­ფა­სონ და შემ­დეგ რო­მე­ლი­მე მა­სა­ლა­ში გა­მო­ი­ყე­ნონ. ხა­ჩი­ძემ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას პარ­ლა­მენ­ტში მას მო­რი­გი ანეკ­დო­ტის მო­ყო­ლა სთხო­ვა, კარგ ამინ­დებ­ში პარ­ლა­მენ­ტში ვე­ლო­სი­პე­დით და­ი­ა­რე­ბა და არც ერთ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენტს არ ტო­ვებს, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მომ­ხდა­რი თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნით არ გა­და­ი­ღოს, მოკ­ლედ, ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის იძუ­ლე­ბი­თი კო­რეს­პონ­დენ­ტი გა­მო­დის.

წლის "გა­ო­რე­ბუ­ლი"

პო­ლი­ტი­კუ­რი ზო­დი­ა­ქო რომ მზად­დე­ბო­დეს, ალ­ბათ, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ფი­გუ­რას ტყუ­პის ზო­დი­ა­ქოს მი­უ­სა­და­გებ­დნენ. ლე­ვან მა­ი­სუ­რა­ძის პას­პორ­ტაღ­მო­ჩე­ნი­ლი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რად, არა­მედ პი­როვ­ნუ­ლა­დაც გა­ორ­და. ეტყო­ბა, არ­ჩევ­ნებ­მა მას­ზე სტრე­სუ­ლად იმოქ­მე­და.

წლის "ყუ­რებ­ჩა­მოყ­რი­ლი"

ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ენატ­რე­ბა თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ტე­ლე­ვარ­სკვლავ­ზე უფრო დიდი ვარ­სკვლა­ვი გახ­ლდათ, ყვე­ლას ოჯახს სტუმ­რობ­და 2-სა­ა­თი­ა­ნი ბრი­ფინ­გე­ბით და არც მო­წყე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევ­და. ახლა პრე­ზი­დენტს ისე ხში­რად ვე­ღარ ვხე­დავთ ტე­ლე­ვი­ზი­ით, რაც მარ­თა­ლია, გარ­კვე­ულ ნოს­ტლა­გი­ას აღ­ძრავს, მაგ­რამ ამას წი­ნათ თა­ვა­დაც აღი­ა­რა, ალ­ბათ, ქარ­თველ ხალ­ხს მოვ­ბეზ­რდიო. ბოლო დროს ცოტა ყუ­რებ­ჩა­მოყ­რი­ლია, მაგ­რამ თა­ვად ფე­ნიქ­სებრ აღ­დგე­ნის იმე­დი ჯერ კი­დევ შერ­ჩე­ნია.

წლე­ვან­დელ ნო­მი­ნა­ცი­ებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტით ვას­რუ­ლებთ, ის კი თა­ვის ვა­დას რო­დის და­ას­რუ­ლებს, იან­ვარ­ში თუ ოქ­ტომ­ბერ­ში, დრო გვიჩ­ვე­ნებს, შემ­დე­გი წლის ნო­მი­ნა­ცი­ე­ბის ათ­ვლა უკვე და­წყე­ბუ­ლია. ვინ მოხ­ვდე­ბა "რე­ი­ტინ­გის" ობი­ექ­ტივ­ში, ამას 2013 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს შე­ი­ტყობთ!..

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ვინ არის წლის "ენერგიული" და "ადეიშვილი კაბაში"

ვინ არის წლის "ენერგიული" და "ადეიშვილი კაბაში"

ვასრულებთ წლის ნომინაციების დასახელებას, თუკი ვინმე გამოგვრჩა, იმედია, გვაპატიებთ!.. შევეცადეთ, ყველა საინტერესო სახე მოხვედრილიყო ჩვენი ჟურნალის სიაში.

წლის "პატიმრების დედა"

ლალი მოროშკინამ მას შემდეგ, რაც პატიმრების წამების კადრები საჯარო გახდა, შოკის მიღებაც არ გვაცალა წესიერად, მაშინვე საპატიმროებთან გამწესდა და იქ ათენ-აღამებდა, შემდეგ კი ინტერვიუში ჰყვებოდა, როგორ დაუჩოქა პატიმრებს და უთხრა, ლალი ვარ მოროშკინაო. ერთ-ერთზე ისიც კი თქვა, ჩემი შვილის ტოლიაო. ამდენმა აქტიურობამ მას სოზარ სუბარის მრჩევლის პოსტი მოუტანა.

წლის "ადეიშვილი კაბაში"

თეა წულუკიანს უკვე შეარქვეს "ადეიშვილი კაბაში", თუმცა ახლანდელი იუსტიციის მინისტრი ძველის ნაკვალევს არ მიჰყვება და არც მის ფეშენებელურ, ევრორემონტიან კაბინეტში მოისურვა დაჯდომა. როგორც ჩანს, ეს მეტსახელი, უბრალოდ, ერთმა და იმავე თანამდებობამ გამოიწვია. თეა წულუკიანს ერთნაირი წარმატებით და მშვიდი სახით შეუძლია ისაუბროს როგორც მთამსვლელის საინტერესო ცხოვრებაზე, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულებზე.

წლის "სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა"

ზურა ადეიშვილი ცხრა მთას იქით გადაიკარგა, არჩევნების შემდეგ მისი ასავალ-დასავალი ვერავინ გაიგო. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ გამოძიებას დაემალა და ეს იურისტის მრავალწლიანმა გამოცდილებამ უკარნახა. რას ვიზამთ, თავად უკეთესად არ იცის, რა ცოდვები ადევს მხრებზე?

წლის "ენერგიული"

ბიძინა ივანიშვილმა ისე, რომ არც აცია და არც აცხელა, კა-კას, ანუ კახი კალაძეს თავი ენერგეტიკის სამინისტროში უკრა. თუკი ვინმე არის ჩვენს მკითხველებს შორის, რომელმაც არ იცის, რით არის დაკავებული ზემოხსენებული სამინისტრო, გაცნობებთ, რომ აქ უბრალოდ, ენერგიული ადამიანები კი არა, ენერგეტიკის სფეროში ცოტა აზრზე მოსული ადამიანები ინიშნებიან. კალაძე ამას წინათ "კვირის პალიტრის" გამოკითხვაში ყველაზე არაეფექტურ მინისტრად დასახელდა, რასაც ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად არ დაეთანხმა, კარგად მუშაობსო. ისე, ენერგიული ბიჭი კი ჩანს.

წლის "ცოტნე დადიანი"

სვიმონ მასხარაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "დიდი ისტორიკოსია", როდესაც ციხეში დაკითხვაზე გამოცხადებულ ბაჩო ახალაიასა და ცოტნე დადიანს შორის აშკარა პარალელი დაინახა. მისთვის თანამედროვე ცოტნე დადიანი სწორედ ბაჩო ახალაიაა, რომელიც გმირულად გამოცხადდა პროკურატურაში, არჩილ კბილაშვილმა კი, როგორც ჩანს, ესოდენ დიდი მსგავსება ბაჩანასა და ცოტნეს შორის ვერ დაინახა... ისიც არ არის ცნობილი, ფიგურირებდა თუ არა თაფლი ამ ამბავში.

წლის "ბაჩო ახალაიას ტურფა"

თეა თუთბერიძე ახალაიას დაკავებამ ისე აღაშფოთა, რომ სოციალურ ქსელში მთავარ ფოტოდ ექსმინისტრის სურათი დაიყენა, მანამდეც არაერთხელ გამოხატა სიმპათია ახალაიას მიმართ, მაგალითად, მაშინ, როდესაც ციხის კადრების გავრცელების შემდეგ ბაჩომ თანამდებობა დატოვა, თეა თუთბერიძე ახალაიათი ამაყობდა. შემდეგ კი, როდესაც ყოფილ თანამდებობის პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და ციხიდან ციხეში არბენინებდნენ, თუთბერიძე ლამის მზად იყო, მასთან ერთად გაეტარებინა პატიმრობის დღეები. მოკლედ, შეყვარებული ქალივით იქცეოდა და ტურფას ნომინაციაც დაიმსახურა.

წლის "ტიტველი"

ფოტოგრაფ იური მეჩითოვის საუბარი მეგრელებზე, აჭარლებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელზე უკრაინელმა ჟურნალისტებმა, არც მეტი, არც ნაკლები, მეჩითოვის სახლში, კერძოდ, სამზარეულოში ჩაიწერეს, სადაც ფოტოგრაფი მათ შიშველი გამოეცხადა. ტიტლიკანა ფოტოგრაფის შინაურული საუბარი მაშინ გახდა აქტუალური, როდესაც ის კულტურის მინისტრის მოადგილედ წარადგინეს. ატყდა ერთი ამბავი და გაწევ-გამოწევა, ასეთი ადამიანი რატომ უნდა იყოს მინისტრის მოადგილეო. გარკვეული პერიოდის შემდეგ გურამ ოდიშარიამ მიიღო გადაწყვეტილება და მეჩითოვი მოადგილეობიდან მოხსნა.

წლის "ზრდილობიანი"

კულტურის მინისტრის მეორე მოადგილე, ხათუნა ხუნდაძე, სკანდალის ეპიცენტრში მოექცა, როდესაც "ფეისბუქზე" მიშა სააკაშვილის ლანძღვა-გინების სტატუსები "ამოულაგეს" და მინისტრს ლამის ხონჩით მიართვეს, ნახეთ, რა ზრდილი მოადგილე დაგინიშნავთო. შედეგი იგივე იყო, რაც იური მეჩითოვის შემთხვევაში, ხუნდაძე მოა­დგილეობიდან გაათავისუფლეს.

წლის "ან ავლილი, ან ჩავლილი, ხომ არ გინახავთ"

შალვა ნათელაშვილი 2012 წლის განმავლობაში ხშირად გვახსენებდა თავს და ორ ფრონტზე "ხანჯლაობდა", მიხეილ სააკაშვილსაც "ესპორებოდა" და ბიძინა ივანიშვილსაც, საბოლოო ჯამში კი მისმა პარტიამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და დაგვრჩა შალიკო პარლამენტის მანდატის გარეშე და შესაბამისად, დასახევიც არაფერი აქვს. არჩევნების შემდეგ ნათელაშვილმა თვითონაც დაისვენა და ჩვენც დაგვასვენა, აღარ მართავენ ლეიბორისტები დღეში ცხრაჯერ ბრიფინგებს ამა თუ იმ საჭირბოროტო თემაზე, ნათელაშვილიც აღარ ზის დათო აქუბარდიასთან საათობით და აღარ ართობს აქუს მაყურებლებს, ძველებური იუმორიც აღარ იღვრება ტელევიზიიდან... დაგვიბრუნდი, შალვა, რაღაც ნამეტანი გავსერიოზულდით!..

წლის "პოლიგლოტი"

შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პერიპეტიები, არჩევნები-შმარჩევნები, საერთოდ არ შეხებია "ცეკვავენ ვარსკვლავებს", რადგან ცნობილი სახეები და მათი პარტნიორები დიდი ენთუზიაზმით აქნევდნენ ერთ ადგილებს რიტმის შესაბამისად, მოვისმინეთ ისეთი გამონათქვამი, როგორიც არის "სექსი პარკეტზე" და რაც მთავარია, მივხვდით, რომ ქართველ ტელეწამყვანებს შორის ყველაზე მეტი ენა ბექა ელბაქიძემ იცის, რომელმაც პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგვაყენა, მისი ფრაზიდან ყოველი მეორე სიტყვა იტალიურია. მართალია, ჩვენ ვერაფერს ვიგებთ, სამაგიეროდ, ორიგინალურია.

წლის "კატების ჩხუბი"

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრმა ია ფარულავამ არანაირად არ გაახარა თაკო გაჩეჩილაძე, რომელსაც რა აღარ უწოდა, თაკოც აჰყვა და მათმა ჩხუბმა ტელეეკრანებიდან კულისებში გადაინაცვლა, თაკომ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ეწერა, რომ ფარულავამ უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა საგრიმიოროში, თაკო აპირებდა, მისთვის სასამართლოში ეჩივლა, თუმცა მას მერე ტელეფონს არ იღებს, რათა შევიტყოთ, უჩივლა თუ არა საბოლოოდ.

წლის "მათემატიკოსი"

შორენა შავერდაშვილმა მათემატიკის "ღრმა" ცოდნით დაგვამახსოვრა თავი. გარდა იმისა, რომ კახა ბენდუქიძესთან გადაცემაში დიდხანს ითვალა რაღაცები და ვერ დაითვალა, "კვირის აზრებში" ისიც გაგვაგებინა, რომ კათეტსა და კათეტერს ერთმანეთისგან ვერ არჩევს. შემდეგ კი ერთ ლარად გადაწყვიტა "მეცხრე არხის" შეძენა, რათა თავისი მენეჯერული თვისებები გამოეყენებინა ზემოხსენებული ტელევიზიის ასაღორძინებლად. საბოლოოდ ყველანი გაკვირვებული დავრჩით, როდესაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორობაზე არ შეიტანა განცხადება, მაგრამ ალბათ ამისთვის ვეღარ მოიცალა...

წლის "ოხუნჯი"

გოგა ხაჩიძე, მას შემდეგ, რაც მინისტრი აღარ არის, "ფეისბუქზე" ოხუნჯობების მთელ კასკადს გვახვედრებს. ჟურნალისტები დილას, შუადღეს და საღამოს ხაჩიძის გვერდზე იჭყიტებიან, რომ იქ მისი იუმორის მორიგი გამოვლინება შეაფასონ და შემდეგ რომელიმე მასალაში გამოიყენონ. ხაჩიძემ პრემიერ-მინისტრთან პირველი შეხვედრისას პარლამენტში მას მორიგი ანეკდოტის მოყოლა სთხოვა, კარგ ამინდებში პარლამენტში ველოსიპედით დაიარება და არც ერთ საინტერესო მომენტს არ ტოვებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მომხდარი თავისი ტელეფონით არ გადაიღოს, მოკლედ, ყველა მედიასაშუალების იძულებითი კორესპონდენტი გამოდის.

წლის "გაორებული"

პოლიტიკური ზოდიაქო რომ მზადდებოდეს, ალბათ, ვანო მერაბიშვილის ფიგურას ტყუპის ზოდიაქოს მიუსადაგებდნენ. ლევან მაისურაძის პასპორტაღმოჩენილი ყოფილი პრემიერ-მინისტრი არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პიროვნულადაც გაორდა. ეტყობა, არჩევნებმა მასზე სტრესულად იმოქმედა.

წლის "ყურებჩამოყრილი"

ქართველ საზოგადოებას ენატრება თავისი პრეზიდენტი, რომელიც ყველა ტელევარსკვლავზე უფრო დიდი ვარსკვლავი გახლდათ, ყველას ოჯახს სტუმრობდა 2-საათიანი ბრიფინგებით და არც მოწყენის საშუალებას გვაძლევდა. ახლა პრეზიდენტს ისე ხშირად ვეღარ ვხედავთ ტელევიზიით, რაც მართალია, გარკვეულ ნოსტლაგიას აღძრავს, მაგრამ ამას წინათ თავადაც აღიარა, ალბათ, ქართველ ხალხს მოვბეზრდიო. ბოლო დროს ცოტა ყურებჩამოყრილია, მაგრამ თავად ფენიქსებრ აღდგენის იმედი ჯერ კიდევ შერჩენია.

წლევანდელ ნომინაციებს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტით ვასრულებთ, ის კი თავის ვადას როდის დაასრულებს, იანვარში თუ ოქტომბერში, დრო გვიჩვენებს, შემდეგი წლის ნომინაციების ათვლა უკვე დაწყებულია. ვინ მოხვდება "რეიტინგის" ობიექტივში, ამას 2013 წლის დეკემბრის ბოლოს შეიტყობთ!..

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"