კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზღვარგარეთ გაქცეული ნაძირალები უნდა დავაბრუნოთ საქართველოში"
"საზღვარგარეთ გაქცეული ნაძირალები უნდა დავაბრუნოთ საქართველოში"

იან­ვრის და­სა­წყის­ში სუფ­რებ­ზე ხში­რად ვკა­მა­თობთ, ბო­ლოს და ბო­ლოს, რო­დის დგე­ბა "ნამ­დვი­ლი" ახა­ლი წელი: 1-ელ იან­ვარს თუ 14 იან­ვარს. თუმ­ცა ამ სა­კი­თხზე კონ­სენ­სუს­საც მშვე­ნივ­რად ვაღ­წევთ და ორი­ვე თა­რიღს აღ­ვნიშ­ნავთ. ორ-ორი თა­რი­ღის სა­კი­თხმა ამ­ჯე­რად პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­შიც გა­და­ი­ნაც­ვლა. კერ­ძოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აზ­რით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტო­ბის 5-წლი­ა­ნი ვადა 20 იან­ვარს ეწუ­რე­ბა და ის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას კარ­გავს. პრე­ზი­დენ­ტის მომ­ხრე­ე­ბი კი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით აცხა­დე­ბენ, რომ ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი იქ­ნე­ბა. ასეა თუ ისე, რო­გორც ჩანს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­და­ზე და­ვას არ აპი­რებს. პრე­ზი­დენ­ტი კი "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის 5-პუნ­ქტი­ან გეგ­მას სთა­ვა­ზობს. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტი სოსო ცის­კა­რიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ეს შე­თა­ვა­ზე­ბა ფუ­ჭია და ამის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა პრე­ზი­დენტს არა აქვს.

- ეს არ იყო შე­თა­ვა­ზე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის". პრე­ზი­დენ­ტის შე­თა­ვა­ზე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გან­სა­ხილ­ვე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ტექსტს 15-წუ­თი­ა­ნი პრო­ლო­გი არ უნდა ჰქო­ნო­და, რო­მელ­შიც მო­ვის­მი­ნეთ შარ­შან ჩა­ძი­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ნა­წყვე­ტი. ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ ასე­თი შე­სავ­ლის შემ­დეგ ვინ­მეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­უნ­დე­ბო­და, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. სა­ზო­გა­დოდ, შე­თა­ვა­ზე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ შემ­თა­ვა­ზე­ბელს აქვს ამის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს აკე­თებს, მას არა­ვინ ენ­დო­ბა. და­სავ­ლეთ­ში კი­დევ შე­იძ­ლე­ბა თითო-ორო­ლა პო­ლი­ტი­კო­სი მო­ი­ძებ­ნოს, რომ­ლებ­საც არ უნ­დათ, და­ი­ჯე­რონ, რომ ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა სი­ყალ­ბე­ში ჰყავ­და, უჭირთ იმის და­ჯე­რე­ბაც, რომ ფუჭი ყო­ფი­ლა მრა­ვალ­წლი­ა­ნი მხარ­და­ჭე­რა იმი­სა, რა­საც დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რას უწო­დებ­დნენ.

ისი­ნი ახლა თა­ვი­დან გა­ი­აზ­რე­ბენ იმას, თუ რაში იხარ­ჯე­ბო­და ათე­უ­ლო­ბით და ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი, მათი ქვეყ­ნე­ბის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ფული. ყვე­ლა ის უცხო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­თაც დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ში, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია თა­ვი­სი გა­დამ­ხდე­ლის წი­ნა­შე. ამი­ტო­მაც უჭირთ, ამ ყვე­ლაფ­რის­თვის თა­ვი­სი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა. რა თქმა უნდა, ეს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სირ­თუ­ლეს უქ­მნის. კარ­გად ვი­ცით, რომ ცალ­კე­უ­ლი და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ნათ­ქვა­მი თი­თო­ე­უ­ლი ნაჩ­ქა­რე­ვი ფრა­ზა ეფუძ­ნე­ბა სრულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას ან პი­რად ნოს­ტალ­გი­ას იმ უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი­სა, რო­მელ­შიც უწევ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი რომ და­ერ­ქვას, ხალ­ხი რომ არ გამ­წარ­დეს უსა­მარ­თლო­ბის გამო და "უმან­კო პო­ლი­ტი­კო­სე­ბის" მდევ­ნე­ლე­ბის სა­ხე­ლიც რომ არ და­ვიმ­კვიდ­როთ, ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­ი­მიჯ­ნოს ერ­თმა­ნე­თის­გან კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის ხელ­ყო­ფას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი. ვგუ­ლის­ხმობ, ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს. და­სავ­ლე­თი სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რებს იმ ყა­ჩაღ­თა და­კა­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რო­მელ­თაც ხელ­ყვეს სხვი­სი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა. Pპო­ლი­ტი­კურ ნი­უ­ან­სებ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბის დრო და სურ­ვი­ლი კი და­სავ­ლეთ­ში არა აქვთ. ამი­ტომ ვურ­ჩევ­დი პრო­კუ­რა­ტუ­რას, ეს ორი კა­ტე­გო­რია გა­ე­მიჯ­ნა ერ­თმა­ნე­თის­გან და სტა­ტის­ტი­კაც ცალ-ცალ­კე ეწარ­მო­ე­ბი­ნა. მი­მაჩ­ნია, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში და­ნა­შა­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი, მაგ­რამ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი "მოყ­ვა­რე­ე­ბი" რომ არ გა­ვა­ღი­ზი­ა­ნოთ, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის თემა გა­მოვ­ყოთ პო­ლი­ტი­კუ­რის­გან. ვფიქ­რობ, ვი­თა­რე­ბაც გა­ნი­მუხ­ტე­ბა და ამა­ვე დროს, ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის დიდი ნა­წი­ლიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გაქ­ცე­უ­ლი ნა­ძი­რა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვაბ­რუ­ნოთ სა­კად­რი­სი სას­ჯე­ლის მო­სახ­დე­ლად.

- რა ამის პა­სუ­ხია და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ პო­ლი­ტი­კურ ამ­ნის­ტი­ა­ზე იმ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც მათ­და უნე­ბუ­რად, ზე­წო­ლით ან და­ში­ნე­ბით, აღ­მოჩ­ნდნენ და­ნა­შა­ულ­ში ჩაბ­მუ­ლი. თუმ­ცა, ალ­ბათ, ძნე­ლია და­ხა­რის­ხე­ბა და კა­ტე­გო­რი­ე­ბად და­ყო­ფა. თა­ვად არა­ვინ იტყვის, და­ნა­შა­ულს ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩავ­დი­ო­დიო.

- და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და მას­ში ჩარ­თუ­ლი მისი მომ­ხრე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სჩა­დი­ოდ­ნენ, არ იყო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი. ეს სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი იყო. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ჯგუ­ფურ და­ნა­შა­ულს სჩა­დი­ან, ეს უფრო ამ­ძი­მებს და­ნა­შა­ულს. მე­ო­რე მხრივ, ყვე­ლას კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბა, რა შიში იყო გა­მე­ფე­ბუ­ლი თა­ვად სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს შო­რის. მკვიდ­რდე­ბო­და მათი უუფ­ლე­ბო­ბა, რო­მელ­შიც დიდ როლს ზე­წო­ლა და დას­მე­ნის შიში თა­მა­შობ­და. ამი­ტომ, ალ­ბათ, უნდა გა­მო­ი­ყოს ის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ზე­წო­ლით აღ­მოჩ­ნდა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებ­ში ჩაბ­მუ­ლი. თუმ­ცა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ნა­ნი­ე­ბაც. ისე, რო­მელ პო­ლი­ტი­კურ ამ­ნის­ტი­ა­ზეა ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც ვის­მენთ მუ­ქა­რას იმ გუნ­დის­გან, რო­მელ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­ნა­ხულ უსა­მარ­თლო­ბა­ში აცხოვ­რა ხალ­ხი. ამ­ნის­ტია შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ე­ხოთ იმათ, ვის­ზეც არ არის აღ­ძრუ­ლი საქ­მე. თუმ­ცა, მათ უნდა გა­ამ­ჟღავ­ნონ ის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ.

- ელო­დე­ბით, რომ ამ უფ­ლე­ბით ბევ­რი ისარ­გებ­ლებს? ალ­ბათ, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ ეს პრო­ცე­სი არ და­ი­წყოს.

- ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი აზ­რით, უნდა ამ­ნის­ტი­რე­ბულ იქ­ნეს ის პირი, რომ­ლის და­ნა­შა­უ­ლი უკვე ის­ტო­რი­ის კუთ­ვნი­ლე­ბაა, ანუ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა უფ­ლე­ბე­ბი აღიდ­გი­ნა. უნდა იყოს მკა­ფიო კა­ტე­გო­რი­ე­ბი გა­მო­ყო­ფი­ლი და ამ­ნის­ტია არ უნდა გავ­რცელ­დეს მათ­ზე, რო­მელ­თაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი უჩი­ვი­ან. თუ კაცი უტიფ­რად აცხა­დებს, რომ არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ ჩა­უ­დე­ნია, მაგ­რამ დო­კუ­მენ­ტე­ბი სულ სხვა რა­ი­მეს გვი­დას­ტუ­რებს, ბუ­ნებ­რი­ვია, ასეთ პირს ამ­ნის­ტია ვერ შე­ე­ხე­ბა.

- პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ნის­ტი­ის იდე­ის კა­ნო­ნად გა­დაქ­ცე­ვა, ალ­ბათ, უფრო მო­მავ­ლის ამ­ბა­ვია. მა­ნამ­დე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას შე­ეც­დე­ბა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს არ­თმევს უფ­ლე­ბას, მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის შემ­დეგ მი­ნის­ტრე­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბად თა­ვი­სი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი და­ნიშ­ნოს და ეს გუნ­დი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, და­უმ­ტკი­ცებს თუ არა ახალ კა­ბი­ნეტს პარ­ლა­მენ­ტი. შე­სა­ბა­მი­სად, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის შემ­დეგ, რა დროც ექ­სპერ­ტე­ბის ვა­რა­უ­დით ამ ცვლი­ლე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას სჭირ­დე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის­თვის მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნა გარ­კვე­ულ­წი­ლად აზრს კარ­გავს. დას­წრე­ბა­ზე ხომ არ არის საქ­მე და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ხომ არ მო­ახ­დენს მოვ­ლე­ნე­ბის ფორ­სი­რე­ბას?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ დრო­ის­თვის მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცია საფრ­თხის შემ­ცვე­ლია. მით უმე­ტეს, იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტი და უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რია, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნიც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რია და სა­სა­მარ­თლო­საც ოპო­ზი­ცია აკონ­ტრო­ლებს. ზო­გი­ერ­თი ელ­ჩიც ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო, თუმ­ცა, ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­აღ­წია, რომ პრე­ზი­დენტს რამ­დე­ნი­მე დიპ­ლო­მა­ტი გა­მო­ეწ­ვია და მთავ­რო­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კან­დი­და­ტუ­რე­ბი და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა. მოკ­ლედ, კონ­სტი­ტუ­ცია ისეა შექ­მნი­ლი, რომ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ შე­ზღუ­დუ­ლი­ყო. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გო­ნივ­რულ­მა ნა­წილ­მა, რო­მელ­საც სურს მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, გა­აც­ნო­ბი­ე­როს საფრ­თხე მა­ნამ, ვიდ­რე ურე­მი გა­დაბ­რუნ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, ამან შე­ა­ფერ­ხოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ის ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც საფრ­თხეს უქ­მნის არა მხო­ლოდ მო­მა­ვალს, არა­მედ აწ­მყო­საც. მთა­ვა­რი დღეს ის არის, რომ არც ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას არ ძა­ლუძს ერ­თპი­როვ­ნუ­ლად გა­და­წყვი­ტოს ქვეყ­ნის ბედი. ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ეს უფ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნა და ასე იო­ლად აღარ გას­ცემს. თუმ­ცა, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კვლავ ვერ ამ­ჩნევს ხალ­ხს, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის სუ­ბი­ექტს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად წუ­ხან, რა­ტომ იკ­რი­ბე­ბი­ან ამა თუ იმ საკ­რე­ბუ­ლოს­თა­ნო. სხვა­თა შო­რის, იან­ვრის მე­სა­მე დე­კა­დი­დან უკვე არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი გვე­ყო­ლე­ბა და მის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის აფ­რი­ა­ლე­ბის საფრ­თხე ნაკ­ლე­ბად რე­ა­ლუ­რი მეჩ­ვე­ნე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"საზღვარგარეთ გაქცეული ნაძირალები უნდა დავაბრუნოთ საქართველოში"

"საზღვარგარეთ გაქცეული ნაძირალები უნდა დავაბრუნოთ საქართველოში"

იანვრის დასაწყისში სუფრებზე ხშირად ვკამათობთ, ბოლოს და ბოლოს, როდის დგება "ნამდვილი" ახალი წელი: 1-ელ იანვარს თუ 14 იანვარს. თუმცა ამ საკითხზე კონსენსუსსაც მშვენივრად ვაღწევთ და ორივე თარიღს აღვნიშნავთ. ორ-ორი თარიღის საკითხმა ამჯერად პოლიტიკურ სივრცეშიც გადაინაცვლა. კერძოდ, საზოგადოების ნაწილის აზრით, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობის 5-წლიანი ვადა 20 იანვარს ეწურება და ის ლეგიტიმაციას კარგავს. პრეზიდენტის მომხრეები კი კონსტიტუციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ოქტომბრის არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილი კანონიერი სახელმწიფოს მეთაური იქნება. ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლება სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადაზე დავას არ აპირებს. პრეზიდენტი კი "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობის 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. თუმცა, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შეთავაზება ფუჭია და ამის მორალური უფლება პრეზიდენტს არა აქვს.

- ეს არ იყო შეთავაზება "ქართული ოცნებისთვის". პრეზიდენტის შეთავაზება სერიოზულად განსახილველი რომ ყოფილიყო, ტექსტს 15-წუთიანი პროლოგი არ უნდა ჰქონოდა, რომელშიც მოვისმინეთ შარშან ჩაძირული პოლიტიკოსის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწყვეტი. ლაპარაკი იმაზე, რომ ასეთი შესავლის შემდეგ ვინმეს თანამშრომლობა მოუნდებოდა, წარმოუდგენელია. საზოგადოდ, შეთავაზება განიხილება იმ შემთხვევაში, თუ შემთავაზებელს აქვს ამის მორალური უფლება. როდესაც ადამიანი წლების განმავლობაში საწინააღმდეგოს აკეთებს, მას არავინ ენდობა. დასავლეთში კიდევ შეიძლება თითო-ოროლა პოლიტიკოსი მოიძებნოს, რომლებსაც არ უნდათ, დაიჯერონ, რომ ყოფილ ხელისუფლებას წლების განმავლობაში ქვეყანა სიყალბეში ჰყავდა, უჭირთ იმის დაჯერებაც, რომ ფუჭი ყოფილა მრავალწლიანი მხარდაჭერა იმისა, რასაც დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ.

ისინი ახლა თავიდან გაიაზრებენ იმას, თუ რაში იხარჯებოდა ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი, მათი ქვეყნების გადამხდელების ფული. ყველა ის უცხოელი პოლიტიკოსი, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით სააკაშვილის რეჟიმის რეკლამირებაში, პასუხისმგებელია თავისი გადამხდელის წინაშე. ამიტომაც უჭირთ, ამ ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ახალ ხელისუფლებას სირთულეს უქმნის. კარგად ვიცით, რომ ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსის ნათქვამი თითოეული ნაჩქარევი ფრაზა ეფუძნება სრულ დეზინფორმაციას ან პირად ნოსტალგიას იმ უკეთესი პირობებისა, რომელშიც უწევდათ ურთიერთობა ყოფილ ხელისუფლებასთან. ყველაფერს თავისი სახელი რომ დაერქვას, ხალხი რომ არ გამწარდეს უსამართლობის გამო და "უმანკო პოლიტიკოსების" მდევნელების სახელიც რომ არ დავიმკვიდროთ, ჩემი აზრით, აუცილებელია, გაიმიჯნოს ერთმანეთისგან კერძო საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული და პოლიტიკური დანაშაულები. ვგულისხმობ, ძალაუფლების გადამეტებით ჩადენილ დანაშაულს. დასავლეთი სრულად გაიზიარებს იმ ყაჩაღთა დაკავების აუცილებლობას, რომელთაც ხელყვეს სხვისი კერძო საკუთრება. Pპოლიტიკურ ნიუანსებში ჩაღრმავების დრო და სურვილი კი დასავლეთში არა აქვთ. ამიტომ ვურჩევდი პროკურატურას, ეს ორი კატეგორია გაემიჯნა ერთმანეთისგან და სტატისტიკაც ცალ-ცალკე ეწარმოებინა. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაული პოლიტიკური მოტივით იყო ნაკარნახევი, მაგრამ ჩასაფრებული "მოყვარეები" რომ არ გავაღიზიანოთ, კერძო საკუთრების თემა გამოვყოთ პოლიტიკურისგან. ვფიქრობ, ვითარებაც განიმუხტება და ამავე დროს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დიდი ნაწილიც დაგვეხმარება, რომ საზღვარგარეთ გაქცეული ნაძირალები საქართველოში დავაბრუნოთ საკადრისი სასჯელის მოსახდელად.

- რა ამის პასუხია და, "ქართული ოცნების" ლიდერები ლაპარაკობენ პოლიტიკურ ამნისტიაზე იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომლებიც მათდა უნებურად, ზეწოლით ან დაშინებით, აღმოჩნდნენ დანაშაულში ჩაბმული. თუმცა, ალბათ, ძნელია დახარისხება და კატეგორიებად დაყოფა. თავად არავინ იტყვის, დანაშაულს ჩემი ინიციატივით ჩავდიოდიო.

- დანაშაული, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მასში ჩართული მისი მომხრეების დიდი ნაწილი სჩადიოდნენ, არ იყო ინდივიდუალური. ეს სისტემური დანაშაული იყო. როდესაც ადამიანები ჯგუფურ დანაშაულს სჩადიან, ეს უფრო ამძიმებს დანაშაულს. მეორე მხრივ, ყველას კარგად მოეხსენება, რა შიში იყო გამეფებული თავად საჯარო მოხელეებს შორის. მკვიდრდებოდა მათი უუფლებობა, რომელშიც დიდ როლს ზეწოლა და დასმენის შიში თამაშობდა. ამიტომ, ალბათ, უნდა გამოიყოს ის კატეგორია, რომელიც ზეწოლით აღმოჩნდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაბმული. თუმცა, აუცილებელია მონანიებაც. ისე, რომელ პოლიტიკურ ამნისტიაზეა ლაპარაკი, როდესაც ვისმენთ მუქარას იმ გუნდისგან, რომელმაც წლების განმავლობაში არნახულ უსამართლობაში აცხოვრა ხალხი. ამნისტია შესაძლებელია შეეხოთ იმათ, ვისზეც არ არის აღძრული საქმე. თუმცა, მათ უნდა გაამჟღავნონ ის დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ჩართული იყვნენ.

- ელოდებით, რომ ამ უფლებით ბევრი ისარგებლებს? ალბათ, ყოფილი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი არ დაიწყოს.

- ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, უნდა ამნისტირებულ იქნეს ის პირი, რომლის დანაშაული უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ანუ დაზარალებულმა უფლებები აღიდგინა. უნდა იყოს მკაფიო კატეგორიები გამოყოფილი და ამნისტია არ უნდა გავრცელდეს მათზე, რომელთაც დაზარალებულები უჩივიან. თუ კაცი უტიფრად აცხადებს, რომ არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ დოკუმენტები სულ სხვა რაიმეს გვიდასტურებს, ბუნებრივია, ასეთ პირს ამნისტია ვერ შეეხება.

- პოლიტიკური ამნისტიის იდეის კანონად გადაქცევა, ალბათ, უფრო მომავლის ამბავია. მანამდე "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას შეეცდება, რომელიც პრეზიდენტს ართმევს უფლებას, მთავრობის დათხოვნის შემდეგ მინისტრების მოვალეობის შემსრულებლებად თავისი თანაგუნდელები დანიშნოს და ეს გუნდი შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, დაუმტკიცებს თუ არა ახალ კაბინეტს პარლამენტი. შესაბამისად, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, რა დროც ექსპერტების ვარაუდით ამ ცვლილებების დამტკიცებას სჭირდება, პრეზიდენტისთვის მთავრობის დათხოვნა გარკვეულწილად აზრს კარგავს. დასწრებაზე ხომ არ არის საქმე და ზემოხსენებული ინიციატივა ხომ არ მოახდენს მოვლენების ფორსირებას?

- რასაკვირველია, ამ დროისთვის მოქმედი კონსტიტუცია საფრთხის შემცველია. მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ოპოზიციონერია, უშიშროების საბჭოს მდივანიც ოპოზიციონერია და სასამართლოსაც ოპოზიცია აკონტროლებს. ზოგიერთი ელჩიც ოპოზიციაში იყო, თუმცა, ახალმა ხელისუფლებამ მიაღწია, რომ პრეზიდენტს რამდენიმე დიპლომატი გამოეწვია და მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურები დაემტკიცებინა. მოკლედ, კონსტიტუცია ისეა შექმნილი, რომ ყოფილი ხელისუფლების ძალაუფლება არ შეზღუდულიყო. არ გამოვრიცხავ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გონივრულმა ნაწილმა, რომელსაც სურს მომავალი პოლიტიკური საქმიანობის პერსპექტივა შეინარჩუნოს, გააცნობიეროს საფრთხე მანამ, ვიდრე ურემი გადაბრუნდება. შესაძლოა, ამან შეაფერხოს მიხეილ სააკაშვილის ის ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მომავალს, არამედ აწმყოსაც. მთავარი დღეს ის არის, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ძალუძს ერთპიროვნულად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. ქართველმა ხალხმა ეს უფლება დაიბრუნა და ასე იოლად აღარ გასცემს. თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ვერ ამჩნევს ხალხს, როგორც პოლიტიკური პროცესების სუბიექტს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად წუხან, რატომ იკრიბებიან ამა თუ იმ საკრებულოსთანო. სხვათა შორის, იანვრის მესამე დეკადიდან უკვე არალეგიტიმური პრეზიდენტი გვეყოლება და მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების აფრიალების საფრთხე ნაკლებად რეალური მეჩვენება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა