საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევიმსუბუქოთ მოსაწყენი სამუშაო დღე?
როგორ შევიმსუბუქოთ მოსაწყენი სამუშაო დღე?

სამ­სა­ხურ­ში ხში­რად გა­დატ­ვირ­თულ სა­მუ­შაო გრა­ფიკს თან სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაც ერ­თვის. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მარ­ტივ რჩე­ვას, რო­მე­ლიც ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ სა­მუ­შაო დღეს გა­გი­ლა­მა­ზებთ:

1. სა­მუ­შაო დღის ორ­გა­ნი­ზე­ბა: სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ­თვის 5 წუ­თით ადრე მი­დით. სა­მუ­შაო გრა­ფი­კის და­წყე­ბამ­დე 5 წუ­თით ადრე მის­ვლა დღის გან­რი­გის და­გეგვმა­სა და დას­ვე­ნე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, დღე სტრე­სით არ და­ი­წყე­ბა. მო­ა­წეს­რი­გეთ სა­მუ­შაო მა­გი­და. უჯ­რა­ში მი­მა­ლუ­ლი ზედ­მე­ტი ფურ­ცე­ლიც კი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევს. ახა­ლი დღე ახა­ლი გან­წყო­ბით - წა­შა­ლეთ ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე მი­ღე­ბუ­ლი ძვე­ლი მე­სი­ჯე­ბი, გა­და­ყა­რეთ ზედ­მე­ტი ფურ­ცლე­ბი, "გაწ­მინ­დეთ" ძვე­ლი მა­სა­ლე­ბის­გან კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რა­ნი. სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე მხო­ლოდ ისე­თი ნივ­თე­ბი გა­ნა­თავ­სეთ, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ.

2. გა­ა­ლა­მა­ზეთ სა­მუ­შაო კუ­თხე: გა­მოკ­ვლე­ვა აჩ­ვე­ნებს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­მუ­შაო კუ­თხეს ალა­მა­ზე­ბენ, უფრო მეტი შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ვიდ­რე სხვა და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. და­დე­ბი­თი გან­წყო­ბის შე­საქ­მნე­ლად კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რა­ნის­თვის შე­სა­ბა­მი­სი ფოტო მო­ძებ­ნეთ. პა­ტა­რა ზო­მის ჩარ­ჩო­ში საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის, ცხო­ვე­ლის, ან ისე­თი ფოტო გა­ნა­თავ­სეთ, რო­მე­ლიც სა­სი­ა­მოვ­ნო წუ­თებს გა­გახ­სე­ნებთ. სა­მუ­შაო დღეს ყვა­ვი­ლე­ბიც გა­გი­ლა­მა­ზებთ. რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, სტი­მუ­ლის­თვის ლა­მა­ზი დი­ზა­ი­ნის კა­ლა­მიც კი საკ­მა­რი­სია.

3. ლა­მა­ზი სა­მო­სი ჩა­იც­ვით: მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა, მა­ღალ ქუს­ლებ­ზე სი­ა­რუ­ლი, ლა­მა­ზი ვარ­ცხნი­ლო­ბა, ან შარ­ვალ-კოს­ტუ­მით ყო­ველ დღე თა­ვის მო­წო­ნე­ბა რთუ­ლია. თუმ­ცა, ლა­მაზ სა­მოსს სას­წა­უ­ლის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია - ადა­მი­ა­ნი სამ­სა­ხურ­ში მთე­ლი დღე პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზეა და სა­მუ­შა­ო­საც გა­ცი­ლე­ბით მეტი ენ­თუ­ზი­აზ­მით ას­რუ­ლებს. საქ­მე ის არის, რომ სახ­ლი­დან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად გა­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მზე­რას გრძნობს. სამ­სა­ხურ­ში მი­სულს კი კომ­პლი­მენ­ტე­ბით ავ­სე­ბენ.

4. მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შეს­ძი­ნეთ სა­მუ­შაო დღეს: მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თქვე­ნი სურ­ვი­ლით ვერც გრა­ფიკს შეც­ვლით და ვერც მო­ვა­ლე­ო­ბებს შე­იმ­სუ­ბუ­ქებთ, მაგ­რამ არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც თქვენს ხელ­შია. შეც­ვა­ლეთ სამ­სა­ხურ­ში წა­სას­ვლე­ლი მარ­შრუ­ტი. სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის ნაც­ვლად, მეტ­რო­თი იმ­გზავ­რეთ, სა­სა­დი­ლო­ში ახა­ლი კერ­ძი გა­სინ­ჯეთ, სამ­სა­ხუ­რი­დან რამ­დე­ნი­მე გა­ჩე­რე­ბა ფე­ხით გა­ი­სე­ირ­ნეთ, და­გეგ­მეთ სა­ღა­მო მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ან სუ­ლაც მარ­ტომ ახ­ლომ­დე­ბა­რე კა­ფე­ში ისა­დი­ლეთ.

5. კო­ლე­გებ­თან პო­ზი­ტი­უ­რი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ: კო­ლე­გებ­თან მტრო­ბა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და ისი­ნიც თქვენ­და­მი პო­ზი­ტი­უ­რად გა­ნე­წყო­ბი­ან. შე­ე­ცა­დეთ, მოკ­ლე დრო­ში გა­და­წყვი­ტოთ კონ­ფლიქ­ტე­ბი, უარი თქვით ჭო­რა­ო­ბა­ზე. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღი­მი­ლია. მა­ში­ნაც კი, რო­დე­საც ყვი­რი­ლი გინ­დათ, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ხართ და არ გე­ცი­ნე­ბათ, გა­ი­ღი­მეთ - პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია აუ­ცი­ლებ­ლად და­გიბ­რუნ­დე­ბათ.

6. და­ა­ფა­სეთ, რომ და­საქ­მე­ბუ­ლი ხართ: მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნია უმუ­შე­ვა­რი, თქვენ კი და­საქ­მე­ბუ­ლი ხართ და სტა­ბი­ლურ შე­მო­სა­ვალს იღებთ. მი­უ­ხე­და­ვად პრობ­ლე­მე­ბი­სა და სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, უმ­ჯო­ბე­სია, და­ა­ფა­სოთ, რომ სამ­სა­ხუ­რი გაქვთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Oddstuffmagazine-ს მი­ხედ­ვით.

როგორ შევიმსუბუქოთ მოსაწყენი სამუშაო დღე?

როგორ შევიმსუბუქოთ მოსაწყენი სამუშაო დღე?

სამსახურში ხშირად გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს თან სტრესული მდგომარეობაც ერთვის. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომელიც ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს გაგილამაზებთ:

1. სამუშაო დღის ორგანიზება: სამსახურში ყოველთვის 5 წუთით ადრე მიდით. სამუშაო გრაფიკის დაწყებამდე 5 წუთით ადრე მისვლა დღის განრიგის დაგეგვმასა და დასვენებაში დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში, დღე სტრესით არ დაიწყება. მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა. უჯრაში მიმალული ზედმეტი ფურცელიც კი გაღიზიანებას იწვევს. ახალი დღე ახალი განწყობით - წაშალეთ ელექტრონულ მისამართზე მიღებული ძველი მესიჯები, გადაყარეთ ზედმეტი ფურცლები, "გაწმინდეთ" ძველი მასალებისგან კომპიუტერის ეკრანი. სამუშაო მაგიდაზე მხოლოდ ისეთი ნივთები განათავსეთ, რომელიც აუცილებლად დაგჭირდებათ.

2. გაალამაზეთ სამუშაო კუთხე: გამოკვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც სამუშაო კუთხეს ალამაზებენ, უფრო მეტი შრომისუნარიანობით გამოირჩევიან, ვიდრე სხვა დასაქმებულები. დადებითი განწყობის შესაქმნელად კომპიუტერის ეკრანისთვის შესაბამისი ფოტო მოძებნეთ. პატარა ზომის ჩარჩოში საყვარელი ადამიანის, ცხოველის, ან ისეთი ფოტო განათავსეთ, რომელიც სასიამოვნო წუთებს გაგახსენებთ. სამუშაო დღეს ყვავილებიც გაგილამაზებთ. როგორც მეცნიერები ამბობენ, სტიმულისთვის ლამაზი დიზაინის კალამიც კი საკმარისია.

3. ლამაზი სამოსი ჩაიცვით: მაკიაჟის გაკეთება, მაღალ ქუსლებზე სიარული, ლამაზი ვარცხნილობა, ან შარვალ-კოსტუმით ყოველ დღე თავის მოწონება რთულია. თუმცა, ლამაზ სამოსს სასწაულის მოხდენა შეუძლია - ადამიანი სამსახურში მთელი დღე პოზიტიურ განწყობაზეა და სამუშაოსაც გაცილებით მეტი ენთუზიაზმით ასრულებს. საქმე ის არის, რომ სახლიდან მოწესრიგებულად გასული ადამიანი ქუჩაში საპირისპირო სქესის მზერას გრძნობს. სამსახურში მისულს კი კომპლიმენტებით ავსებენ.

4. მრავალფეროვნება შესძინეთ სამუშაო დღეს: მრავალფეროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, თქვენი სურვილით ვერც გრაფიკს შეცვლით და ვერც მოვალეობებს შეიმსუბუქებთ, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელიც თქვენს ხელშია. შეცვალეთ სამსახურში წასასვლელი მარშრუტი. სამარშრუტო ტაქსის ნაცვლად, მეტროთი იმგზავრეთ, სასადილოში ახალი კერძი გასინჯეთ, სამსახურიდან რამდენიმე გაჩერება ფეხით გაისეირნეთ, დაგეგმეთ საღამო მეგობრებთან ერთად, ან სულაც მარტომ ახლომდებარე კაფეში ისადილეთ.

5. კოლეგებთან პოზიტიური და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეთ: კოლეგებთან მტრობა კარგს არაფერს მოგიტანთ. შეინარჩუნეთ მეგობრული ურთიერთობა და ისინიც თქვენდამი პოზიტიურად განეწყობიან. შეეცადეთ, მოკლე დროში გადაწყვიტოთ კონფლიქტები, უარი თქვით ჭორაობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ღიმილია. მაშინაც კი, როდესაც ყვირილი გინდათ, გაბრაზებული ხართ და არ გეცინებათ, გაიღიმეთ - პოზიტიური ენერგია აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

6. დააფასეთ, რომ დასაქმებული ხართ: მსოფლიოში მილიონობით ადამიანია უმუშევარი, თქვენ კი დასაქმებული ხართ და სტაბილურ შემოსავალს იღებთ. მიუხედავად პრობლემებისა და სირთულეებისა, უმჯობესია, დააფასოთ, რომ სამსახური გაქვთ.

მომზადებულია Oddstuffmagazine-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს