ჰოლივუდის მსახიობის, ჩარლი შინის მეგობრები და მენეჯერი შეშფოთებულნი არიან: კინოვარსკვლავი ლას-ვეგასში გაემგზავრა, სადაც ფულს, ჯანმრთელობასა და დროს სამ პორნოვარსკვლავთან ერთად თავბრუდამხვევ ორგიებზე ხარჯავს. პორნოვარსკვლავები ლას-ვეგასში პორნოინდუსტრიის ყოველწლიურ "სიმპოზიუმზე" AVN Сonvention დასასწრებად და ჯილდოების მისაღებად ჩავიდნენ.
TMZ-ის ინფორმაციით, შინი და მისი თანამგზავრები სასტუმრო-კაზინო The Palms Hotel and Casino-ს ლუქს-ნომერში დაბინავდნენ. გოგონებიდან ერთ-ერთი 23 წლის ბრი ოლსონია, რომელმაც "ანალური სექსის ამსახველი საუკეთესო სცენის" ნომინაციაში 2008 წელს ჯილდო მიიღო, მეორე კი - რეალითი-შოუს Keeping Up with the Kardashians-ის მონაწილეა.
შინის მენეჯერები მსახიობის გამო ღელავენ, ვინაიდან ის ალკოჰოლზე დამოკიდებულია. ახლობლები ნარკოლოგიურ კლინიკაში მკურნალობაზე მსახიობის დათანხმებას ცდილობენ.
მომზადებულია runyweb.com-ის მიხედვით.