აშშ-ის კინოკრიტიკოსთა ეროვნულმა საზოგადოებამ გასული წლის ფილმად ავსტრიელი რეჟისორის, მიხაილ ჰაკენეს "სიყვარული" დაასახელა. კინოსურათს უმაღლესი ჯილდოს გარდა, კიდევ ორი პრიზი ერგო - ქალის როლის მთავარი შემსრულებელი, ემანუელ რივა წლის მსახიობად აღიარეს, მიხაილ ჰაკენე კი წლის რეჟისორი გახდა.
კინოკრიტიკოსთა საზოგადოებამ, რომელშიც 60 კინომიმომხილველია გაწევრიანებული, წლის საუკეთესო მსახიობად დენიელ დეი-ლუისი დაასახელა ფილმ "ლინკოლნში" შესრულებული მთავარი როლისთვის. საუკეთესო ქალისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლების შესრულებისთვის კი ჯილდო დაიმსახურეს მეთიუ მაკკონაჰმა (ფილმებისთვის "სუპერ მაიკი" და "ბერნი") და ემი ადამსმა (ფილმ "ოსტატში" შესრულებული პეგი დოდის როლისთვის).
საუთკესო დოკუმენტურ ფილმად საზოგადოებამ ებრაული ფილმი "მცველები" აღიარა, საუკეთესო სცენარისთვის კი პრიზი ფილმ "ლინკოლნს" გადაეცა. საუკეთესო ოპერატორულ ნამუშევრად დრამა "ოსტატი" დაასახელეს.
ფილმი "სიყვარული", რომელიც მოხუცი პარიზელი ცოლ-ქმრის ისტორიაა, მანამდე კანის კინოფესტივალზე "ოქროს პალმის რტოს" მფლობელი გახდა. მიღებული აქვს ევროპული კინოაკადემიის 4 ჯილდო, მათ შორის როგორც "საუკეთესო ფილმს".
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo